თბილისის საპატიო მოქალაქეები

თბილისის საპატიო მოქალაქე — წოდება დაწესდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით. 1979 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულომ მიიღო ახალი დებულება თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ. დებულების თანახმად, წოდებას ანიჭებს თბილისის მერი სახელმწიფო ან საზოგადო ორგანიზაციის წარდგინებით, რომელსაც წინასწარ იხილავს თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭო. წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე. წოდებას ძირითადად ანიჭებენ ყოველი წლის ოქტომბერში „თბილისობის“ დღესასწაულზე. თბილისის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა ამ წოდების დიპლომი და სხვა რეგალიები, ამასთან თბილისში მცხოვრები სარგებლობს სხვადასხვა შეღავათით.

ქვემოთ მოტანილია თბილისის საპატიო მოქალაქეების სია წლების მიხედვით:

  • ლადო გუდიაშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • კონსტანტინე ილურიძე — ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი.
  • აკაკი შანიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
  • შუშანა ჩიქოვანი — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.
  • ნატალია ბურმისტროვა — თბილისი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი.
  • ოთარ თაქთაქიშვილი — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • ტრიფონ როსტიაშვილი — გ. დიმიტროვის სახ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ხარატთა ბრიგადირი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • შოთა ყავლაშვილი — თბილისის მთავარი არქიტექტორი, შოთა რუსთაველიუს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ედუარდ შევარდნაძე — სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი.
  • ვახტანგ ბერიძე — ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
  • გიორგი გულია — მწერალი, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე.
  • ოდისეი დიმიტრიადი — დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • მიხეილ თუმანიშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • ნინო პანკოვა — თბილიის წინდების საწარმოო გაერთიანება „კრწანისის“ მქსოველი.
  • ვერა ქემაშვილი — თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის „საბჭოთა საქართველოს“ ბრიგადირი.
  • სიმონ ხეჩინაშვილი — ოტორინოლარინგოლოგი, თბილისის ექიმთა დახელოვნელბის ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
  • ზურაბ ანჯაფარიძე — მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორის დირექტორი.
  • თინათინ ასათიანი — ფიზიკოსი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა — მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლენინური პრემიის ლაურეატი.
  • რაშიდ მაჯიდ-ოღლი ბეიბუთოვი — მომღერალი, სსრკ სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდობის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
  • სერგი დურმიშიძე — ბიოქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
  • ქეთევან ლომთათიძე — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
  • გრიგოლ ტერეშჩენკო — მოწინავე მუშა.
  • ვიქტორ გოცირიძე — „თბილგვირაბმშენის“ სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ალექსანდრე დათაშვილი — „თბილგვირაბმშენის“ ზეინკალ მემონტაჟეთა ბრიგადირი.
  • მარიამ ლორთქიფანიძე — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
  • ბორის პაიჭაძე — ფეხბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
  • მელორ სტურუა — ჟურნალისტი, გაზეთ „იზვესტიის“ საერთაშორისო მიმომხილველი.
  • მედეა ჯაფარიძე — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ნანი ბრეგვაძე — საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • ვალერიან გუგუნავა — სოციალისტური შრომის გმირი, ომის ვეტერანი.
  • მურმან ლებანიძე — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • თეიმურაზ ჩირგაძე — ექიმი, ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
  • თამაზ გამყრელიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი.
  • ნონა გაფრინდაშვილი — მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი.
  • პანტიკო (ვაჟა) თორდია — შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.
  • ნათელა იანქოშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ამირან კავკასიძე — ექიმი, საზოგადოება „თბილისელის“ ვიცე-პრეზიდენტი.
  • ზაალ კახიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
  • ნოდარ ლომოური — ისტორიკოსი, პროფესორი, შ. ამირანაშვილი სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი.
  • ომარ მხეიძე — მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • გოგი ალექსი-მესხიშვილი — ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ჭაბუა ამირეჯიბი — მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • პაატა ბურჭულაძე — მომღერალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
  • კარლო ლეკიშვილი — მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, სახელმწიფო სამხედრო-კვლევითი ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორი.
  • ვლადიმერ პატეიშვილი — საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, საქართველოს ბანკის პრეზიდენტი.
  • გურამ საღარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
  • თენგიზ ღვინიაშვილი — მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
  • გიორგი შხვაცაბაია — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • რევაზ ჩხეიძე — კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საერთაშორისო და საკავშირო კინოფესტივალების მრავალი პრემიისა და მთავარი პრიზების მფლობელი.

დაჯილდოების ცერემონია, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა. დედაქალაქის მერმა საპატიო მოქალაქეებს სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს. ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ „ბორჯღალოსნებს“ „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცა.

  • გურამ დოჩანაშვილი — ქართველი კლასიკოსი მწერალი
  • ამირან გამყრელიძე — დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
  • პაატა იმნაძე — დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში
  • მარინა ენდელაძე — ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე
  • თენგიზ ცერცვაძე — ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი
  • მარინა ეზუგბაია — ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი
  • ლევან გოფოძე — თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
  • ლევან რატიანი — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი
  • ელზა ვაშაკიძე — თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი
  • დავით გადელია — აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი
  • რისმაგ გორდეზიანი — მეცნიერი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი;
  • აკაკი ნადარეიშვილი — ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ირაკლი ფავლენიშვილი — ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • რამაზ ყურაშვილი — ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • დავით კვაჭაძე — ფოტოგრაფი, კრივის სამგზის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი;
  • ლილი კინწურაშვილი — ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება;
  • ელგუჯა ბურდული — მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი;
  • პაატა კერვალიშვილი — ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებული მეცნიერი ატომური ენერგიის მიმართულებით;
  • ინგა ჯიბუტი — ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ტერმინოლოგი, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი;
  • ბადრი ქუთათელაძე — მწერალი, პოეტი და მკვლევარი; ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი; საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი; ღირსების ორდენის კავალერი;
  • გრიგოლ ჩიგოგიძე — თეატრმცოდნე და ჟურნალისტი, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის თბილისური აისის დამფუძნებელი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ ოქროს ფრთის ლაურეატი;
  • დავით მუსხელიშვილი — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.
  • გივი ღამბაშიძე — პროფესიით ზეინკალი, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით განაშენიანდა საწარმოო ტერიტორია და გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში.
  • ზურაბ კახაბრიშვილი — ექიმი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი
  • მერაბ კილაძე — ზოგადი ქირურგი
  • გიორგი ჭუმბურიძე — ორთოპედი-ტრავმატოლოგი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი
  • დიმიტრი ბაზერაშვილი — ექიმი, პროფესორი
  • გიზო გაბესკირია — რეჟისორი
  • გვანჯი მანია — გეოგრაფი, ჟურნალისტი, თბილისობის დღესასწაულის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი
  • ბიძინა სონღულაშვილი — ინჟინერი
  • ნათელა ვასაძე — ფილოლოგი, პროფესორი
  • გელა ფარჩუკიძე — დირიჟორი
  • ნელი სალაძე — სპორტსმენი, მწვრთნელი
  • მზია აფრიდონიძე — მუსიკოსი, მხატვარი
  • გურამ ბათიაშვილი — მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი
  • კახა ქორიძე — არქიტექტორი, მსახიობი
  • გოგი მარგველაშვილი — რეჟისორი
  • თამაზ გოდერძიშვილი — მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი
  • ნელი კობიაშვილი — ჟურნალისტი, პუბლიცისტი
  • გივი სიხარულიძე — მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი
  • ვახტანგ ცუხიშვილი — არქიტექტორი
  • ზურა ყიფშიძე — მსახიობი
  • გურამ კალანდაძე — გეოლოგი
  • ნელი ბერაია — მსახიობი და მხატვარი
  • თენგიზ გაჩეჩილაძე — პედაგოგი, ჟურნალისტი
  • თეიმურაზ ლეჟავა — ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოში
  • ოლესია თავაძე — მხატვარი
  • ვილი სანიოლი — ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ენციკლოპედია, „თბილისი“, გვ. 15, თბ., 2002 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება