გასტონ ბუაჩიძე

მწერალი, მთარგმნელი და ლიტერატურადმცოდნე
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუაჩიძე.

გასტონ სერგოს ძე ბუაჩიძე (დ. 21 ოქტომბერი, 1935, თბილისი — გ. 13 ივლისი, 2022[4]) — მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურადმცოდნე. წერდა ქართულ და ფრანგულ ენებზე.

გასტონ ბუაჩიძე
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, 1935(1935-10-21)[1]
დაბადების ადგილი თბილისი, ასფსრ, სსრკ[1]
გარდაცვალების თარიღი 12 ივლისი, 2022(2022-07-12)[1] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნანტი[1]
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი და უნივერსიტეტის პროფესორი
ენა ფრანგული ენა და ქართული ენა[2]
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
ალმა-მატერი ლვოვის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Sorbonne Nouvelle University[3]

ბუაჩიძე დაიბადა თბილისში. მამამისი იყო ქართველი, ხოლო დედა ფრანგი. დედა 1934 წელს საბჭოთა კავშირში ჩამოსვლამდე ცხოვრობდა საფრანგეთში. ბუაჩიძემ 1958 წელს დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტის (უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა), ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1960 წლიდან 1990 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი და 1991 წლიდან 2001 წლამდე ნანტის უნივერსიტეტის, შედარებითი ლიტერატურის სწავლების ასოცირებული პროფესორი. ის თარგმნიდა ქართულ ლიტერატურას ფრანგულად და პირიქით.[5] მისი კვლევების ძირითადი თემა იყო ქართული და ფრანგული ლიტერატურის კონტაქტები. ის იყო თბილისის და ნანტის დაძმობილების ინიციატორი, ასევე ნანტის ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების 1999 წლის გამოფენის ორგანიზატორი.[6]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Fichier des personnes décédées
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. http://www.theses.fr/1995PA030110
  4. „„ადამიანი, რომელსაც ორი სამშობლო ჰქონდა - საქართველო და საფრანგეთი“ - გასტონ ბუაჩიძე გარდაიცვალა“. kvira.ge. 13 ივლისი, 2022. ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. თარგმანების უმეტესობა UNESCO-ს მხარდაჭერით UNESCO-ს გამორჩეული ნაწარმოებების კოლექციას ფარგლებში განხორციელდა. UNSECO-ს ისტორიული კოლექცია.
  6. ვიზიტორები დამეგობრებული ქალაქიდან. დაარქივებული 2011-07-25 საიტზე Wayback Machine. თბილისის მუნიციპალიტეტის პორტალი. 19 აპრილი, 2008 წელი