ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (ამიერკავკასიის ფედერაცია, ასფსრ) — საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც 1922–1936 წლებში იარსება; მასში შედიოდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები, ასევე აფხაზეთის სსრ 1922-1931 წლებში. 1936 წლის შემდეგ ამიერკავკასიის სამი ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ცალ-ცალკე შევიდა.

ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა
რუს. Закавказская Социалистическая Федеративная Советская Республика
აზერ. Zaqafqaziya Sovet Federativ Sosialist Respublikası
სომხ. Անդրկովկասի Խորհրդային Ֆեդերատիվ Սոցիալիստական Հանրապետություն

კავშირი
 

 

 

30 დეკემბერი, 19225 დეკემბერი, 1936  

 

 

დროშა გერბი
დევიზი
ქართ. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!
რუს. Пролетарии всех стран, соединяйтесь!
სომხ. Պրոլետարներ բոլոր երկրների, միացե'ք!
აზერ. Бүтүн өлкәләрин пролетарлары, бирләшин!
დედაქალაქი ტფილისი
უდიდესი ქალაქები ტფილისი, ერივანი, ბაქო
ენა რუსული ასევე ქართული, სომხური, აზერბაიჯანული
ფულის ერთეული რუბლი
ფართობი 186 100 კმ²
მოსახლეობა 5 861,6 ათ. (1926)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

ისტორია რედაქტირება

ამიერკავკასიის სფსრ-ს შექმნა აუცილებლად მიაჩნდა ლენინს. 1921 წლის აპრილში ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება რკინიგზების გაერთიანების შესახებ, ივნისის დასაწყისში შეიქმნა საგარეო ვაჭრობის ერთიანი ცენტრი. 1921 წლის ნოემბერში რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის ერთიანი ფედერაციის შექმნის შესახებ და 29 ნოემბერს დაამტკიცა ლენინის პროექტი ასფსრ-ის შექმნის შესახებ. ასფსრ-ს შექმნას ეწინააღმდეგებოდნენ ქართველი ბოლშევიკები ბუდუ მდივანი, მალაქია ტოროშელიძე, სერგო ქავთარაძე, მ. ოკუჯავა, კ. ცინცაძე, რომლებიც ამ წინააღმდეგობის გამო შემდგომში ნაციონალ-უკლონისტებად მიიჩნიეს და რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. 1922 წლის 12 მარტს ამიერკავკასიის რესპუბლიკათა შორის დაიდო ხელშეკრულება ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ. ხელისუფლების ორგანოებად გამოცხადდა წარმომადგენელთა კონფერენცია და საკავშირო საბჭო. 1922 წლის 13 დეკემბერს ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობაზე გაფორმდა ასფსრ-ის შექმნა, მიღებულ იქნა პირველი კონსტიტუცია. ასფსრ ერთი რეპსუბლიკის სახით შევიდა სსრკ-ში.

მოსახლეობა რედაქტირება

მოსახლეობა 1926 წ.:

საქართველოს სსრ
სულ 2 666 500 კ.
ქართველები 1 788 200 კ.
სომხები 307 000 კ.
აზერბაიჯანელები 137 900 კ.
ოსები 133 300 კ.
რუსები 96 100 კ.
აფხაზები 56 800 კ.
ბერძნები 54 100 კ.
უკრაინელები 14 400 კ.
ებრაელები 9 300 კ.
ქურთები 8 000 კ.
ლეკები 3 400 კ.
ეზიდები 2 800 კ.
ასურელები 900 კ.
აზერბაიჯანის სსრ
სულ 2 314 600 კ.
აზერბაიჯანელები 1 438 000 კ.
სომხები 283 000 კ.
რუსები 220 500 კ.
თალიშები 77 000 კ.
ქურთები 41 000 კ.
ლეკები 37 300 კ.
თათები 28 400 კ.
ებრაელები 20 600 კ.
უკრაინელები 18 200 კ.
თათრები 9 900 კ.
სპარსელები 9 400 კ.
უდიები 2 400 კ.
სომხეთის სსრ
სულ 880 500 კაცი
სომხები 743 600 კ.
აზერბაიჯანელები 76 900 კ.
რუსები 19 500 კ.
ეზიდები 12 630 კ.
ქურთები 11 700 კ.
ბერძნები 3 000 კ.
უკრაინელები 2 800 კ.
ასურელები 2 200 კ.


მმართველები რედაქტირება

ასფსრ-ის კავშირის საბჭო, თავმჯდომარეები საქართველოს სსრ-დან ასფსრ-ის კავშირის საბჭო, თავმჯდომარეები სომხეთის სსრ-დან ასფსრ-ის კავშირის საბჭო, თავმჯდომარეები აზერბაიჯანის სსრ-დან
პორტრეტი სახელი პორტრეტი სახელი პორტრეტი სახელი
 
პოლიკარპე (ბუდუ) გურგენის ძე მდივანი
12 მარტი, 1922–4 დეკემბერი, 1922
საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) წევრი (1903)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
 
ალექსანდრე თეოდორეს ძე მიასნიკოვი (მიასნიკიანი)
12 მარტი, 1922–15 იანვარი, 1923
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1906)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
 
ნარიმან კერბალაი ნაჯაფ ოღლუ ნარიმანოვი
12 მარტი, 1922–15 იანვარი, 1923
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1905)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
 
შალვა ზურაბის ძე ელიავა
4 დეკემბერი, 1922–15 იანვარი, 1923
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1904)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
ასფსრ-ის კავშირის საბჭოს მდივანი:
22 აპრილი, 1922–15 იანვარი, 1923 ბორის დანიელის ძე მიხაილოვი (1913, 1895-1953)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარეები ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარეები ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარეები
 
მიხეილ (მიხა) გრიგოლის ძე ცხაკაია
16 იანვარი, 1923-27 თებერვალი, 1931
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1898)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
სარქის სააკის ძე ამბარცუმიანი
16 იანვარი, 1923-11 აპრილი, 1925
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1903)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
 
სამედ აღა ჰასან აღა ოღლი აღამალიოღლი
16 იანვარი, 1923–26 იანვარი, 1930
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (გაერთიანებული) წევრი,
რუსეთის კომუნისტური პარტია (ბოლშევიკების) წევრი (1920)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
სერგეი (სარქის) მელიქის ძე ხანოიანი
15 აპრილი, 1925-5 აპრილი, 1927
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1902)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
ვაკანსია
26 იანვარი, 1930–18 იანვარი, 1931
სარქის ოჰანესის ძე ტერ-კასპარიანი
9 აპრილი, 1927–20 თებერვალი, 1931
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1905)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
ქაზანფარ მაჰმუდ ოღლი მუსაბეკოვი
18 იანვარი, 1931–28 იანვარი, 1932
რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) წევრი (1918)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
  ფილიპე იესეს ძე მახარაძე
27 თებერვალი, 1931–5 მარტი, 1935
სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში (1891 წლიდან)
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1903)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
არმენ არტიომის ძე ანანიანი
27 თებერვალი, 1931–15 იანვარი, 1935
რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) წევრი (თებერვალი, 1919)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
 
სულთან მეჯიდ ეფენდიევი
28 იანვარი, 1932–1936
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1904)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
აბელ სოფრონის ძე ენუქიძე
5 მარტი, 1935–27 მაისი, 1935
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1898)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
სერგეი ნიკოლაის ძე მარტიკიანი
18 იანვარი, 1935–1936
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1904)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
  ფილიპე იესეს ძე მახარაძე
27 მაისი, 1935–1936
სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში (1891 წლიდან)
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1903)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნები:
16 იანვარი, 1923 ბიოუკ აღა მირ კასუმ ოღლი ტალიბლი (1918, 1897-1937)
იბრაჰიმ ტაგი ოღლი ტაგიევი (1919, 1894-1937)
1925–1930 ალექსანდრე იგორის ძე შავერდოვი (შავერდიანი) (1912, 1878-1937)
1930–18 იანვარი, 1931 ანდრია გიგოს ძე დოლიძე (1905, 1878-1937)
27 თებერვალი, 1931–28 თებერვალი, 1933 ჰამიდ ჰასან ოღლი სულთანოვი (1907, 1889-1938)
28 თებერვალი, 1933–8 ივნისი, 1936 სილიბისტრო იესეს ძე თოდრია (1901, 1880-1936)

რუკები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება