უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან უკრაინის სსრ)

უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, უკრაინის სსრ (უკრ. Українська Радянська Соціалістична Республіка, Українська РСР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი კიევი.

უკრაინის სსრ
Українська РСР

საბჭოთა რესპუბლიკა

 

 

10 მარტი, 191925 დეკემბერი, 1991
დროშა გერბი

უკრაინის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1954 წლის შემდეგ
დედაქალაქი ხარკივი (1919-1934)
კიევი (1934-1991)
ენა უკრაინული, რუსული
ფართობი 603,700 კმ²
მოსახლეობა 51 706 746
მმართველობის ფორმა მარქსიზმ-ლენინიზმი, სოციალისტური რესპუბლიკა
სახელმწიფოს მეთაური
 - 1919–1938 გრიგორი პეტროვსკი (პირველი)
 - 1990–1991 ლეონიდ კრავჩუკი (ბოლო)

შეიქმნა 1917 წლის 25 დეკემბერს. სსრკ-ის შექმნის შემდეგ, 1922 წლის 30 დეკემბერს, შევიდა მის შემადგენლობაში როგორც მოკავშირე რესპუბლიკა.

მდებარეობდა სსრკ ევროპის ნაწილის სამხრეთ-დასავლეთში. რესპუბლიკის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადიოდა სსრკ სახელმწიფო საზღვარი სოციალისტურ ქვეყნებთან: პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, უნგრეთთან, რუმინეთთან. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ბელორუსიის სსრ, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — რსფსრ, სამხრეთ-დასავლეთით - მოლდავეთის სსრ; სამხრეთით აკრავს შავი და აზოვის ზღვები. უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას ფართობის მიხედვით III (რსფსრ და ყაზახეთის სსრ შემდეგ) და მოსახლეობის მიხედვით II (რსფსრ შემდეგ) ადგილი ეჭირა მოკავშირე რესპუბლიკათა შორის. ფართობი 603,7 ათ. კმ², მოსახლეობა 50,5 მლნ. კაცი (1983 მონაცემებით). დედაქალაქი — კიევი. რესპუბლიკაში 25 ოლქი, 479 რაიონი, 417 ქალაქი და 908 დაბა იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება