ყირიმის ოლქი (რუს. Крымская область; უკრ. Кримська область) — ადმინისტრაციული ერთეული ყირიმის ნახევარკუნძულზე. ფართობი 27 ათ. კმ². 1946 წლის 25 ივნისიდან 1954 წლის 26 აპრილამდე შედიოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, ხოლო 1954 წლის 26 აპრილიდან 1991 წლის 19 ივნისამდე — უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი სიმფეროპოლი. ოლქის ტერიტორიაზე განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა; მთავარი დარგები იყო მევენახეობა, მებაღეობა, მემინდვრეობა და სხვა. წარმოადგენდა ტურიზმის რაიონს.

ყირიმის ოლქი
უკრ. Кримська область
რუს. Крымская область
Map of Ukraine political simple Oblast Krim.png
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი სიმფეროპოლი
კოორდინატები 45°00′00″ ჩ. გ. 34°00′00″ ა. გ. / 45.00000° ჩ. გ. 34.00000° ა. გ. / 45.00000; 34.00000
დაარსდა 30 ივნისი, 1945
ფართობი 27 ათ. კმ²
მოსახლეობა 2 458 655 (1989)
გაუქმდა 19 ივნისი, 1991
სასაათო სარტყელი მოსკოვის დრო და UTC+3
[[File:|320px|ყირიმის ოლქი — დედამიწა]]
ყირიმის ოლქი

ყირიმის ოლქი დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით (1958) და შრომის წითელი დროშის ორდენით (1970).

ლიტერატურარედაქტირება