პოლონეთის მეორე რესპუბლიკა

პოლონეთის მეორე რესპუბლიკა ან პოლონეთის მეორე სახელმწიფო განსაზღვრავს პოლონეთის ისტორიაში ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდს. პერიოდი როდესაც მოხდა პოლონეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა.

პოლონეთის რესპუბლიკა
Rzeczpospolita Polska

რესპუბლიკა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

19181939
 

 

 

 

 

დროშა (1919-1927)
დედაქალაქი ვარშავა
ენა პოლონური
ფულის ერთეული მარკა (1924 წლამდე)
ზლოტი (1924 წლიდან)
ფართობი 1921 - 387,000 კმ²
1931 - 388,634 კმ²
1938 - 389,720 კმ²
მოსახლეობა 1921 - 27,177,000
1931 - 32,107,000
1938 - 34,849,000
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 1918–1922 იუზეფ პილსუდსკი
 - 1922–1922 გაბრიელ ნარუტოვიჩი
 - 1922–1922 მაცეი რატაი
 - 1922–1926 სტანისლავ ვოიცეხოვსკი
 - 1926–1926 მაცეი რატაი
 - 1926–1939 იგნაცი მოსციცკი

ოფიციალური სახელწოდებით პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska), პოლონური ქვეყანა შეიქმნა 1918 წლის 11 ნოემბერს, როგორც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შედეგი. მან მიუხედავად საგარეო და საშინაო პრობლემებისა 1939 წლამდე შეძლო არსებობა, მანამდე სანამ ქვეყანაში არ შეიჭრა ნაცისტური გერმანია, საბჭოთა კავშირი და სლოვაკეთის რესპუბლიკა. რითიც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

1922 წელს, როდესაც რამდენიმე კონფლიქტის შემდეგ სახელმწიფოს საზღვრები დადგინდა, მას ესაზღვრებოდა: ჩეხოსლოვაკია, გერმანია, თავისუფალი ქალაქი დანციგი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი და საბჭოთა კავშირი. ასევე ქალაქ გდინიასთან მას ჰქონდა ბალტიის ზღვაზე მცირე გასასვლელი. ამასთან ერთად 1939 წლის მარტიდან აგვისტომდე პოლონეთი ესაზღვრებოდა უნგრეთის კარპატების რუთენიას. ის მოიცავდა 388,634 კმ²-ს. (1938 წლის შემოდგომაზე ზაოლზიეს ანექსიის შემდეგ ის ევროპაში სიდიდით მეექვსე იყო. მისი ფართობი გაიზარდა 389,720 კმ²-მდე.). პოლონეთის 1921 წლის აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 27.2 მილიონს. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მისი მოსახლეობა დაახლოებით შეადგენდა 35.1 მილიონს. საიდანაც თითქმის მესამედი იყო ეთნიკური უმცირესობები: 13.9% უკრაინელები; 3.1% ბელარუსები; 8.6% ებრაელები; 2.3% გერმანელები; 3.4% ჩეხები, ლიტველები და რუსები.

პოლონეთის მეორე რესპუბლიკა ხშირად ასოცირდება დიდი უბედურებების პერიოდთან, პრობლემებთან და ტრიუმფთან. ეკონომიკურ სიძნელეებთან და პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულ უბედურებებთან გამკლავებასთან, რომელსაც საბჭოთა კავშირის შემოჭრა მოყვა პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს, არამეგობრულად განწყობის ზრდას ისეთი მეზობლებში როგორიც იყო ნაცისტური გერმანია. ქვეყანამ არა მხოლოდ გადარჩენა, გაფართოვებაც კი შეძლო. ზღვებს იქითა კოლონიების გარეშე პოლონეთმა შეძლო ეკონომიკის განვითარება და იმ დროის წამყვან ეკონომიკების დონეზე აყვანა. დიდი ევროპული ქალაქების შესაბამისად ვარშავაში, კრაკოვში, პოზნანში, ვილნიუსსა და ლვოვში კულტურული კერები წარმოიქმნა. ეს ქალაქები ასევე საერთაშორისო განათლების ცენტრებადაც ჩამოყალიბდა. 1939 წლისთვის ქვეყანა იყო ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ძალა.[1]

  1. დასასრული დაარქივებული 2013-08-27 საიტზე Wayback Machine. , TIME Magazine,2 ოქტომბერი, 1939

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება