პოლონეთის ისტორია
პოლონეთის ისტორია მოიცავს პოლონეთის სახელმწიფოსა და პოლონელი ხალხის ისტორიას X საუკუნიდან XXI საუკუნემდე.
წინარეისტორიული პოლონეთი | 877 წლამდე |
---|---|
გნეზნოს პოლონეთი | 877-1320 წწ. |
კრაკოვის პოლონეთი | 1320-1569 წწ. |
რეჩ პოსპოლიტა | 1569-1795 წწ. |
პოლონეთის დაყოფა | 1772-1795 წწ. |
ვარშავის საჰერცოგო | 1807-1818 წწ. |
პოლონეთის სამეფო | 1815-1915 წწ. |
კრაკოვის რესპუბლიკა | 1815-1846 წწ. |
პოზნანის დიდი სამთავრო | 1815-1919 წწ. |
პოლონეთის სახელმწიფო (სამეფო) | 1916-1918 წწ. |
პოლონეთის მეორე რესპუბლიკა | 1918 (11 ნოემბერი)-1939 (1 სექტემბერი) |
პოლონეთის გენერალ-საგუბერნატორო | 1939-1945 |
პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა | 1945-1989 წწ. |
პოლონეთის რესპუბლიკა | 1989 წლიდან |
პორტალი | |
წინარეისტორია
რედაქტირებაბრინჯაოს ხანაში აქ გავრცელებული იყო ტშინეცის კულტურა, შემდეგ იგი შეცვალა კელტურ-ალირიულმა რკინის ხანის ლუჟიცის კულტურამ. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში პოლონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ სლავი ტომები, სკირები და ლუგიერები, რომლებიც ზარუბინეცის კულტურის ფორმით გავრცელდა აღმოსავლეთით უკრაინაში. შემდეგ ისინი შეცვალეს გუთების ველბარის კულტურამ. I ათასწლეულის ბოლოს პოლონეთის ტერიტორიაზე ცნობილი ტომებია: დასავლეთ პოლიანები (მათგან მოდის ქვეყნის სახელიც), ლენძიანები (მათგან მოდის პოლონელების სახელწოდებები მეზობელ სლავებში: ლიახები, კუიავიელები, პომორიელები, მაზვოველები (მაზოვიელები), ვისლიანელები, სლენზიანელები (სილეზიაში) და სხვა. თანდათან მძლავრი ტომობრივი სამთავროების საფუძველზე ჩნდება პროტოსახელმწიფოებრივი წარმონაქმნები; ამ სამთავროებიდან მთავარი იყო ვისლიანების სამთავრო თანამედროვე მცირე პოლონეთი (მალოპოლსკის სავოევოდო, კრაკოვის რაიონი) და პოლიანების სამთავრო დიდ პოლონეთში (ველიკოპოლსკის სავოევოდო, პოზნანის რაიონი).
877 წელს დიდი მორავიის მიერ მცირე პოლონეთის დაყრობის შემდეგ პოლონეთის სახელმწიფოს ფორმირების ცენტრი დარჩა დიდი პოლონეთი, რომლის დედაქალაქი იყო გნეზნო. პირველი ცნობილი პოლონეთის მმართველი იყო დიდი პოლონეთის მთავარი მიეშკო I პიასტების დინასტიიდან (960—992); 966 წელს მან მიიღო დასავლეთის წესის ქრისტიანობა. მისი ვაჟისშვილის — ბოლესლავ I მამაცის დროს — პოლონეთის სამთავრომ მიაღწია ძლიერების მწვერვალს. 999 წელს ბოლესლავი ჩეხეთს ართმევს მომავალ მცირე პოლონეთს კრაკოვთან ერთად; ის იყო ჩეხეთის მთავარი 1003-დან 1004 წლამდე, საღვთო რომის იმპერიასთან ხანგრძლივი ომის შემდეგ შემოიერთა ლუჟიცი და მილსკო. ბოლესლავი დანათესავდა კიევის მთავართან - სვიატოპოლკ წყეულთან და მხარს უჭერდა მას ძმასთან იაროსლავ ბრძენთან ბრძოლაში, 1018 წელს დაიკავა კიევი; 1025 წელს მან მიიღო ხელმწიფის ტიტული მაგრამ, მისმა ვაჟიშვილმა მიეშკო II-მ, რომელიც იძულებული იყო ერთდროულად ეომა გერმანიასთან, ჩეხეთთან და კიევის რუსეთთან, დაკარგა მამამისის თითქმის ყველა მონაპოვარი, მათ შორის ხელმწიფის ტიტულიც, რომელზეც უარი თქვა 1033 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ იწყება ქაოსისა და ანარქიის პერიოდი. მისმა ვაჟიშვილმა კაზიმირ I აღმდგენელი, რომელიც გაძევებული იყო პოლონეთიდან მეამბოხეების მიერ, ძლივს და დანაკარგებით აღადგინა თავისი ძალაუფლება. ხოლო უკანასკნელის ვაჟიშვილმა ბოლესლავ II გულადმა (1058—1079) შეძლო მთლიანად აღედგინა პოლონეთის ყოფილი ძლევამოსილება და ისევ (1076) მიიღო ხელმწიფის ტიტული; 1068 წელს ის, მხარს უჭერდა თავის ნათესავ იზიასლავ იაროსლავის ძეს და ასევე აიღო კიევი. იგი ჩამოგდებულ იქნა ტახტიდან შეთქმულების შედეგად. ბოლესლავ III-ის (1102—1138) დროს ძველპოლონურმა სახელმწიფომ მიაღწია ბოლო აყვავებას. ბოლესლავმა 1109 წ. მოიგერია გერმანელი იმპერატორის შემოსევა, 1122 წ. პოლონეთს შემოუერთა თითქმის მთელი პომერანია. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, როგორც რუსეთში - ვლადიმირ მონომახის სიკვდილის შემდეგ პოლონეთში იწყება ფეოდალური დაქუცმაცება. «ბოლესლავ კრივოუსტის სტატუტის» თანახმად (1138), პოლონეთი გაყოფილ იქნა ოთხ ვაჟიშვილს - ძმას შორის, ტიტულით დიდი მთავარი (დიდი პოლონეთის ნაწილი გნეზნოთი და მცირე პოლონეთი კრაკოვით) უფროს ძმას ხვდა წილად. იქმნება რამდენიმე სამთავრო: კუიავია, მაზოვია, სილეზია, პომერანია (პომორიე), სანდომირი და სხვა. ზუსტად ამ დროს იწყება გერმანიის «აღმოსავლეთით ზეწოლა». 1181 წ. დასავლეთ პომორიეს მთავარმა თავი აღიარა გერმანიის იმპერატორის ვასალად; 1226 წ. მაზოვიის მთავარმა კონრად I მაზოვიელმა (მაზოვეცკი) მოუწოდა ტევტონის ორდენს პრუსიის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. 1241 წ. პოლონეთში შეიჭრნენ თათარ-მონღოლები და ლიგნიცთან დაამარცხეს პოლონელები და გერმანელები, მაგრამ შემდეგ უკან ბრუნდებიან. XIII საუკუნის ბოლოს ისევ შეიმჩნევა ცენტრისკენული ტენდენციები. დიდი პოლონეთის თავადი პრჟემისლ II (1290—1296) 1295 წელს მიიღო ხელმწიფის (მეფის) ტიტული. პრჟემისლი მალე მოკლულ იქნა კურფიურსტ ბრანდებურგელის ხალხის და დიდი პოლონეთის მაგნატების მიერ.
- 1320 — კუიავიის მთავარმა ვლადისლავ ლოკეტეკიმ (1305–1333), თავის სამფლობელოებს შემოუერთა დიდი პოლონეთი, და კრაკოვში კორონაციით მიიღო პოლონეთის მეფის ტიტული. ამ დროიდან კრაკოვი ხდება პოლონეთის ახალი დედაქალაქი. მისი მემკვიდრის კაზიმირ III დიდის დროს (1333–1370) პოლონეთის აყვავების ხანა დგება.
- 1349 — ხდება გალიციის შემოერთება პოლონეთთან.
- 1370 — პოლონეთის მეფე ხდება კაზიმირის დისშვილი - უნგრეთის ხელმწიფე ლუდოვიკ (ლაიოშ) I, ანჟუს დინასტიიდან (1370–1382). ეს იყო პირველი უცხოელი - მეფე პოლონეთის ტახტზე. მყარი დასაყრდენის არ ქონის გამო, მან 1374 წ. გამოსცა კოშიცის პრივილეი, რის თანახმადაც მაგნატები და შლიახტები (წარჩინებულები) თავისუფლდებოდნენ ყველა ვალდებულებისაგან, გარდა სამხედრო და უმნიშვნელო გადასახადისა 2 გროში ლანა მიწაზე.
- 1384 — წელს იყო იადვიგას ინტრონიზაცია. მაგნატებმა დაიწყეს იადვიგას საქმროს ძებნა, რომელიც შეძლებდა სრულყოფილი პოლონეთის მონარქი გამხდარიყო. ასეთად მიიჩნიეს ლიტვისა და რუსეთის დიდი მთავარი იაგაილო (პოლონურად იაგელო).
- 1385 — კრევოში დადებულ იქნა პოლონეთ-ლიტვის უნია, რის თანახმად იაგაილო პირჯვარს იწერდა კათოლიკურად, ლიტვაში კათოლიკობა გახადა სახელმწიფო რელიგია, ცოლად შეირთო იადვიგა და ავიდა პოლონეთის ტახტზე ვლადისლავ II სახელით. ასე რომ, სრულიად შემთხვევითი მიზეზების დამთხვევის შედეგად, ევროპის აღმოსავლეთით იქმნება პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფო. იაგაილოს დროს იწყება პოლონელების მიერ დაკავებული რუსეთის მიწებზე მართლმადიდებლების შევიწროება. იაგაილომ კათოლიკებს გადასცა მართლმადიდებლური ტაძარი პერემისლში, რომელიც აშენებულ იქნა ჯერ კიდევ რუსეთის მთავრის ვოლოდარ როსტისლავის ძის დროს, რითაც დასაწყისი მისცა ამ ქალაქის გაკათოლოკებას და პოლონიზაციას. გალიციის მართლმადიდებელ მიტროპოლიტს ჩამოართვეს ყველა კუთვნილი მიწები და გადასცეს კათოლიკურ არქიეპისკოპოსს[1].
- 1410 — მოხდა გრიუნვალდის ბრძოლა — ტევტონთა ორდენის განადგურება.
- 1434 – იაგაილოს ვაჟიშვილი ვლადისლავ III (1434—1444) გახდა ერთდროულად უნგრეთისა და პოლონეთის მეფე. დაიღუპა თურქებთან ვარნასთან ბრძოლაში. ამის შემდეგ პოლონეთ-უნგრეთის უნია წყვეტს არსებობას, მაგრამ აღსდგა პოლონეთ-ლიტვის უნია, პოლონეთის ტახტზე ვლადისლავის ძმის - ლიტვის მთავრის კაზიმირ იაგელონის (კაზიმირ IV) არჩევის მეშვეობით 1447—1492).
- 1454 — ნეშავის სტატუტი: პოლონეთი ხდება რესპუბლიკა, სადაც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის სეიმს. ტევტონის ორდენთან ბრძოლის განახლება.
- 1466 — ტორუნის მშვიდობა: პოლონეთი იერთებს პომერანიას გდანსკთან ერთად და იღებს ბალტიის ზღვაზე გასასვლელს. მეფის ვაჟი ვლადისლავი 1471 წ. ხდება ჩეხეთის მეფე, ხოლო 1490 წ. — უნგრეთის მეფეც.
- 1505 — მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ზღუდავდა მეფის ძალაუფლებას შლიახტის სასარგებლოდ. სხვანაირად — რადომის კონსტიტუცია, რომელმაც დასაწყისი მისცა შლიახეტის დემოკრატიას, ან შლიახეტის რესპუბლიკას. ამ დროიდან პოლონეთის სახელმწიფოს მოწყობის სისტემის მიმართ საერთო გამოყენებადი ტერმინი გახდა - რეჩ პოსპოლიტა.
- 1526 — მოჰაჩის ბრძოლა: ჩეხეთ-უნგრეთის მეფის ბრძოლა თურქებთან მკვეთრად ცვლის გეოპოლიტიკურ სიტუაციას: იაგელონების დინასტიიდან კვალიც კი არ რჩება, პოლონეთის სამხრეთით არსებული ტერიტორიებს ინაწილებენ თურქეთი და ავსტრია.
ბოლო იაგელონის სიგიზმუნდ II ავგუსტის მეფობისას — პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს ისევ მოუწია მოსკოვის სახელმწიფოს ძლიერებას შეჯახებოდა, სადაც გამეფდა ივანე IV მრისხანე. 1562 წლიდან მოსკოვისა და პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოები ჩაერთნენ გამძვინვარებულ, ხანგრძლივ და ორივე მხარისათვის გამანადგურებელ ლივონიის ომში, ამასთან თავდაპირველად წარმატება რუსი მეფის მხარეს იყო, რომელმაც 1563 წელს აიღო პოლოცკი.
სიგიზმუნდ ავგუსტი უშვილო იყო და მის დაბერებასთან ერთად ჩნდებოდა კითხვა პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს შემდეგი ბედის შესახებ. აქამდე ის დინასტიის ერთიანობას ეყრდნობოდა. მისი ახალ პრინციპებზე აგების აუცილებლობაზე მიიყვანა ლუბლინის უნიამ (1569), რომლის თანახმადაც პოლონეთი ლიტვის დიდ სამთავროსთან ქმნიდა გაერთიანებულ ფედერაციულ სახელმწიფოს, რომლის სათავეში იყო სეიმი და სეიმის მიერ არჩეული მეფე. სახელმწიფომ მიიღო სახელწოდება „რეჩ პოსპოლიტა“ (პოლ. Rzeczpospolita).
სიგიზმუნდის სიკვდილის შემდეგ, ახალი კონსტიტუციის მიხედვით დაიწყო არჩევითი მეფეების ეპოქა. ტახტზე გამოჩნდა და მალევე უკან საფრანგეთში გაიქცა ფრანგი ანრი III ვალუა (1572—1574), ამ დროს ივანე მრისხანე ისევ გადავიდა შეტევაზე ლივონიაში. 1576 წ. ტრანსილვანიის მთავრის სტეფანე ბატორის არჩევამ სიტუაცია პოლონეთის სასარგებლოდ შეცვალა: ამ გამოჩენილმა მხედართმთავარმა პოლონეთს დაუბრუნა დაკარგული პოლოცკი (1579), შემდეგ კი თვითონ შეიჭრა რუსეთში და ალყაში მოაქცია ფსკოვი. იამა-ზაპოლსკის ზავმა (1582) აღადგინა ძველი საზღვრები.
ბატორის სიკვდილის შემდეგ 1586 წ. პოლონელებმა მეფედ აირჩიეს შვედეთის მეფე სიგიზმუნდ III ვაზა; ამასთან მან მალევე დაკარგა შვედეთის ტახტი თავისი კათოლიკური ფანატიზმის გამო. მის მართველობასთან დაკავშირებულია სამი მთავარი მოვლენა: 1596 წ. დედაქალაქის გადატანა კრაკოვიდან ვარშავაში (კორონაცია ძველებურად კრაკოვში ტარდებოდა); ბრესტის უნია (1596) – მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის (1596), რომელმაც დაასრულა ტრადიციული პოლონური რწმენისშემწყალებლობა და ჩაუყარა ფუნდამენტი ხმელნიჩნინას და პოლონეთის ინტერვენციას რუსეთში შფოთის წლების ეპოქაში.
პოლონეთის ინტერვენცია რუსეთში შფოთის წლებში
რედაქტირებაპოლონეთის მაგნატებმა მხარი დაუჭირეს თვითმარქვია ცრუ დიმიტრი I-ს და შეუგროვეს მას ჯარი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ზაპოროჟელი კაზაკებისაგან და პოლონელი მოხალისეებისაგან. 1604 წელს თვითმარქვიას ჯარი შეიჭრა რუსეთში, სადაც ქალაქები და შესახვედრად გამოსული არმიები ფიცს დებდნენ ახალი მეფის წინაშე. 1605 წ. თვითმარქვია შევიდა მოსკოვში და მოხდა მისი კორონაცია, მაგრამ მალევე გარდაიცვალა.
თვითმარქვია ცრუ დიმიტრი I-მა პოლონეთის მეფეს სიგიზმუნდ III ვაზას პირობა მისცა რომ დახმარებისათვის სამაგიეროდ ის სმოლენსკს დაუბრუნებდა. ამ დაპირებების საბაბით, სიგიზმუნდი 1610 წელს რუსეთში შევიდა და სმოლენსკს ალყა შემოარტყა. დასახმარებლად მეფე ვასილი შუისკის მიერ გაგზავნილი ჯარი განადგურებულ იქნა, გეტმან სტანისლავ ჟოლკევსკის მიერ კლუშინის ბრძოლაში, რის შემდეგაც პოლონელები მიადგნენ მოსკოვს, ამ დროს მეორე თვითმარქვია ცრუ დიმიტრი II მოსკოვს მეორე მხრიდან არტყამდა ალყას. შუისკი ჩამოგდებულ იქნა ტახტიდან და შემდეგ ის გადასცეს ჟოლკევსკის. მოსკოველმა ბოიარებმა სიგიზმუნდს თხოვეს მეფედ თავისი არასრულწლოვანი ვაჟი ვლადისლავ IV მას ერთგულების ფიცი მისცეს, შემდეგ კი პოლონელების გარნიზონი მოსკოვში შევიდა. მაგრამ სიგიზმუნდმა არ ინება ვაჟის მოსკოვში გაშვება და მისი მართლმადიდებელად მონათვლა (როგორც განსაზღვრული იყო შეთანხმების პირობებში), და მის ნაცვლად ცდილობდა მოსკოვის მართვას პირადად ალექსანდრ გონსევსკის მოსკოვის პოლონური გარნიზონის მეთაურის დახმარებით. შედეგად მოხდა ყოფილი "ტუშინელი ქურდების" - შუისკის თავადაზნაურების და კაზაკების გაერთიანება პოლონელების წინააღმდეგ (დასაწყისი 1611 წ.) შეძლეს ერთობრივი გალაშქრება მოსკოვზე, რომლებსაც მხარი დაუჭირეს მოსკოველმა აჯანყებულებმა, აჯანყება პოლონელებმა შეძლეს ქალაქის გადაწვით ჩაეხშოთ. მოსკოვის ალყა პირველი ლაშქრობისას უშედეგო გამოდგა მის რიგებში არსებული წინააღმდეგობათა გამო. მეორე ლაშქრობამ რომელსაც სათავეში ედგნენ კუზმა მინინი და დმიტრი პოჟარსკი პოლონელები კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა; ამ დროს სიგიზმუნდმა, სმოლენსკის აღების შემდეგ მოსკოვზე წასვლის ნაცვლად თავისი ჯარი უკან გაუშვა, რადგან ფინანსურად მისი შენახვა შეუძლებელი შეიქნა. 1 ნოემბერს 1612 წ. (ახალი სტილით) ლაშქარმა აიღო კიტაი-ქალაქი, პოლონელებმა თავი შეაფარეს მოსკოვის კრემლს. 5 ნოემბერს პოლონელებმა ხელი მოაწერეს კაპიტულაციას, გამოუშვეს კრემლიდან მოსკოველი ბოიარები და სხვა წარჩინებული პირები, მეორე დღეს პოლონელები დანებდნენ.
1617 წ. ვლადისლავ IV გახდა სრულწლოვანი, და აგრძელებდა მოსკოვის დიდი მთავრის ტიტულის ტარებას, იგი შეიჭრა რუსეთში და ცდილობდა დაებრუნებინა კანონიერი ტახტი, მივიდა მოსკოვამდე, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. დეულინის დროებითი ზავის მიხედვით პოლონეთმა მიიღო სმოლენსკი და ჩრდილოეთის მიწები. ვლადისლავმა შეინარჩუნა მოსკოვის დიდი მთავრის ტიტული. ზავის ვადის გასვლის შემდეგ რუსეთმა სცადა დაებრუნებინა სმოლენსკი, მაგრამ მარცხი განიცადა მის კედლებთან 1633 წელს (სმოლენსკის ომი); პოლიანოვსკის ზავის მიხედვით (1634 წ.) მოსკოვი სმოლენსკს პოლონეთის საკუთრებად ცნობდა, მაგრამ ვლადისლავმა უარი განაცხადა მოსკოვის მთავრის ტიტულზე.
Initium calamitatis regnum (სახელმწიფოს გასაჭირის დასაწყისი)
რედაქტირებავლადისლავ IV როგორც მეფემ შეძლო აერიდებინა რეჩ პოსპოლიტა ოცდაათწლიან ომში მონაწილეობისაგან, ეწეოდა რელიგიურ შემწყალებლურ მოღვაწეობას და გაატარა სამხედრო რეფორმა. უშედეგოდ ცდილობდა გაემყარებინა მეფის ხელისუფლება, მაგნატების წინააღმდეგ გამოსვლით.
ვლადისლავ IV-ის მეფობა გამოდგა ბოლო სტაბილური ეპოქა პოლონეთის სამეფოს ისტორიაში. მეფის ხელისუფლების შესუსტებასთან ერთად, იზრდებოდა დაძაბულობა, რაც გამოწვეული იყო ეროვნულ-რელიგიური წინააღმდეგობებით. XVI საუკუნის ბოლომდე პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოში გაბატონებული იყო მოჩვენებითი რელიგიური ლოიალობა; უკვე გოროდელსკის უნიის მიხედვით 1413 წელს მთელი რიგი მაღალი თანამდებობები ღია იყო მხოლოდ კათოლიკებისათვის. მართლმადიდებლებს კი ავიწროვებდნენ, ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ გაკათოლიკებას, შექმნილი იყო მართლმადიდებლური საძმოები ლვოვში და ვილნეში
„კლუჩესკი: კათოლიკური პროპაგანდა განახლდა, ლიტვაში იეზუიტების გამოჩენის შემდეგ 1569 წ., მალე გასტეხეს აქ პროტესტანტიზმი და შემდეგ გადავიდნენ მართლმადიდებლობაზე. მათმა პირველად მიიღო ძლიერი წინააღმდეგობა მართლმადიდებელი მაგნატების მხრიდან, თავადი კ. ოსტროჟსკის მეთაურობით, ხოლო შემდეგ ქალაქის მოსახლეობის მხრიდან, და ძმობების მხრიდან. მაგრამ მაღალ მართლმადიდებელ იერარქებში, რომლებიც დემორალიზებული იყვნენ, თავისიანების მხრიდან უკმაყოფილობით და კათოლიკების მხრიდან კი შევიწროებულნი, გაჩნდა ძველი ფიქრები რომის ეკლესიასთან შეერთების შესახებ“
|
. ერთდროულად, XVI საუკუნეში მიმდინარეობდა სწრაფი პოლონიზაცია, ხოლო მის შემდეგ დასავლეთ რუსი შლიახტების კათოლიკობაზე გადასვლა, დიდი ხნის განმავლობაში გადასვლას სტიქიური და ნებაყოფლობითი სახე ჰქონდა, რაც გამოწვეული იყო სტატუსის უპირატესობით, რომელიც კათოლიკებს ჰქონდათ. XVI საუკუნის ბოლოს პრინციპში ეს პროცესი დასრულდა, რის შედეგადაც უკრაინის და ბელარუსის მართლმადიდებელი გლეხობა აღმოჩნდა კათოლიკე პოლონიზირებული თავადაზნაურთა ძალაუფლების ქვეშ. ამ სიტუაციამ კონტრრეფორმაციის და იუზუიტების გაძლიერებასთან ერთად, ჩასახა მისწრაფება გადაეყვანათ კათოლიკობაზე უბრალო გლეხობაც. შედეგად მიღებულ იქნა — 1596 წლის ბრესტის უნია, სადაც მართლმადიდებლებს საკმაოდ ავიწროებდნენ, დაძაბულობა მატულობდა და ბოლოს და ბოლოს — რეჩ პოსპოლიტისათვის კატასტროფული ბოგდან ხმელნიცკის აჯანყება მოხდა 1648 წელს. პოლონეთის ჯარმა განიცადა დამანგრეველი მარცხი კორსუნთან და პილიავცემთან აჯანყებული კაზაკებისაგან, 1648 წლის ბოლოს ბოგდან ხმელნიცკის ჯარი ვისლამდე მივიდა და ვარშავისაკენ აპირებდნენდ დაძვრას. 1654 წელს პოლონეთში შეიჭრა რუსების არმია; შემდეგ წელიწადს - შვედები, რომლებმაც დაიკავეს ვარშავა, მეფე იან II კაზიმირი გაიქცა სილეზიაში — იწყება ანარქია, რომელმაც პოლონეთში მიიღო სახელწოდება «წარღვნა» და წარმოადგენდა რუსული შფოთიანი წლების ანალოგს. 1657 წელს პოლონეთმა უარი განაცხადა სუვერენულ უფლებებზე აღმოსავლეთ პრუსიაზე. შვედებმა მაინც ვერ მოახერხეს პოლონეთის შენარჩუნება გაჩაღებული პარტიზანული ომის გამო. მეორე მხრივ კაზაკთა მეთაურების ერთი ნაწილი რომლებიც შეშფოთებული იყვნენ მოსკოვის გაძლიერებით შეეცადნენ ისევ განეახლებინათ ურთიერთობა რეჩ პოსპოლიტასთან, რის შედეგადაც პოლონელებმა შეძლეს ბელარუსის და მარჯვენა სანაპირო (დნეპრის) უკრაინის დაბრუნება. ანდრუსოვსკის დროებითი ზავის თანახმად (1667 წელი), პოლონეთმა დაკარგა კიევი და დნეპრის აღმოსავლეთ არსებული ყველა მიწები.
მდგომარეობის გაუარესება, დაცემა
რედაქტირებაახალგაზრდა გამოუცდელი მიხაილ კორიბუტ ვიშნევეცკის მოკლე მართველობა არც თუ ისე წარმატებული იყო; პოლონეთმა წააგო ომი ოსმალეთის იმპერიასთან, რომელმაც დაიკავა პოდოლია და აიძულა კამენეც-პოდოლსკი კაპიტულაციაზე. იან III სობესკიმ გაატარა რადიკალური სამხედრო რეფორმა. მისი მეთაურობით ქრისტიანული სახელმწიფოების კოალიციამ მიიტანა გამანადგურებელი შეტევა და დაამარცხა თურქები ვენის ბრძოლაში 1683 წლის 12 სექტემბერს და შეაჩერა ოსმალეთის იმპერიის წინსვლა ევროპაში.
იან III სობესკის მმართველობა იყო ბოლო ბწყინვალე ეპიზოდი რეჩ პოსპოლოტის ისტორიაში. მის შემდეგ კი უკვე იწყება დაცემა. 1697 წელს პოლონეთის მეფედ ირჩევენ საქსონელი კიურფურსტი ავგუსტ II-ს, რითაც დაიწყო საქსონელი მეფეების ეპოქა. თავდაპირველად ის ატარებდა გრანდიოზულ გეგმებს თავისი ძალაუფლების გასამტკიცებლად პოლონეთში და ტერიტორიების შემოერთებაზე (კერძოდ, ლივონიის შემორთებაზე, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში შვედეთმა წაართვა პოლონეთს). ამ ოცნებების შედეგი იყო ჩრდილოეთის ომი, რომლის პროცესში კარლ XII შვედი შეიჭრა პოლონეთში, გაანადგურა ავგუსტ II, დაიკავა ვარშავა და პოლონეთის ტახტზე დაამტკიცა სტანისლავ ლეშჩინსკი. თითქოს, ბრუნდებოდა „წარღვნის “ ეპოქა. 1709 წელს პეტრე I თავის მხრივ აძევებს შვედებს და მათ მიერ დასმულ მეფეს პოლონეთიდან და აღადგინა ტახტზე ავგუსტ ძლიერი; რა თქმა ამის შემდეგ უკვე ლივენიაზე უკვე ფიქრიც არ შეიძლებოდა. ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნდა შიდა რესურსები, საგადასახადო სამსახური, საბაჟო და რეგულარლი არმია, უმოქმედ-უუნარო ცენტრალურ მთავრობით — განწირულია იყოს სათამაშო თავის ძლევამოსილ მეზობლების ხელში. ავგუსტ ძლიერის სიკვდილის შემდეგ 1733 წელს გაჩაღდა ომი პოლონეთის მემკვიდრეობისათვის, რომლის დროსაც საქსონელები და რუსები ქვეყნიდან აძევებენ სტანისლავ ლეშჩინსკის, რომელსაც ფრანგები უჭერდნენ მხარს და მეფედ სვამენ ახალ საქსონელ კურფიურსტს — ავგუსტ III საქსონს (1734—1763).
ავგუსტ III მეფობის ბოლოს მოდის შვიდწლიანი ომის ეპოქა, როდესაც პოლონეთი, მიუხედავად მის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტისა, გადაიქცა ბრძოლის ველად პრუსიელებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის. ფრიდრიხ II პრუსიელი ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა პოლონეთის გაყოფას, მაგრამ მისმა წაგებამ ომში ერთი პერიოდი გადაწია ეს პერსპექტივა. 1764 წ პოლონეთის მეფედ (რუსეთის ზემოქმედებით) არჩეულ იქნა ნაკლებად გავლენიანი სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი მთავარი საფუძველი მისი არჩევისათვის იყო ის რომ , ის ერთ დროს იყო ეკატერინე II-ს საყვარელი. ფაქტობრივად პოლონეთზე დგინდება რუსეთის პროტექტორატი. თვითონ პონიატოვსკი იყო განათლებული ადამიანი, მეცნიერებისა და კულტურის მოყვარული, რომელსაც კარგად ესმოდა რეფორმების აუცილებლობა — მაგრამ მას საერთოდ არ გააჩნდა პოლიტიკური ნება. შემდეგ კი ტრაგიკული მოვლენების გამო ეს მეფე, გახდა რეჩ პოსპოლიტის უკანასკნელი მეფე, თამაშობდა პასიურ როლს, და დინებას მიჰყვებოდა.
პრაქტიკულად რუსეთის პროტექტორატი კერძოდ გამოიხატა იმაში რომ, რუსეთმა პრუსიის დახმარებით აიძულა სტანისლავი მართლმადიდებლობა უფლებებში გაეთანაბრებინა კათოლიკებთან, ასევე აიძულეს მეფე ეარუ ეთქვა დაწყებული რეფორმებზე; ეკატერინემ გამოაცხადა თავი «ლიბერუმ ვეტოს» გარანტად. შლიახტის პასუხი იყო «ბარსკის კონფერენცია» (1768), რომელმაც წამოიწყო პარტიზანული ბრძოლები რუსული არმიის წინააღმდეგ. მალე აჯანყება ჩახშობილი იქნა და აჯანყებულები ციმბირში იქნენ გადასახლებულნი; თავის მხრივ ავსტრია და პრუსია, ეჭვითა და ნერვიულად უყურებდნენ რუსეთის პოზიციების განმტკიცებას პოლონეთში, და ისარგებლეს რა რუსეთის მძიმე მდგომარეობით თურქეთთან ომის გამო, მოითხოვეს თავისი წილი.
პოლონეთში განსაკუთრებულად გავლენიანი კათოლიკური სასულიერო პირნი მთავრობას უბიძგებდნენ მართლმადიდებლების შევიწროებისაკენ. 1717 წელს აკრძალული იქნა საჯარო ღვთისმსახურება, ახალი მართლმადიდებლური ტაძრების აშენება და ძველების შეკეთება, 1736 წელს მეფის მიერ გამოცემულ იქნა უნივერსალი, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელი მღვდლის ხელდასმისათვის საჭირო იყო მეფის ნებართვა. პეტერბურგში იმოერატორის კარზე და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი იღებდა უამრავ საჩივარს პოლონეთიდან და დახმარებას ითხოვდნენ. 1762 წელს ეკატერინე II კორონაციაზე მყოფმა მოგილევის ეპისკოპოსმა გეორგიმ (კონისკი) თავის სიტყვაში იმპერატრიცის წინაშე განაცხადა პოლონეთში მართლმადიდებლების ყოფაზე და დახმარება ითხოვა. მეორე მხრივ, პრუსიის მთავრობა უკმაყოფილო იყო პროტესტანტების შევიწროებითაც, და შესთავაზა რუსეთს პოლონეთის გაყოფა.
რეჩ პოსპოლიტის გაყოფა
რედაქტირება- 1772 წელს მოხდა რეჩ პოსპოლიტის პირველი გაყოფა პრუსიას, ავსტრიასა და რუსეთს შორის, რის შედეგადაც ავსტრიამ მიიღო გალიცია, პრუსიამ — დასავლეთი პრუსია, რუსეთმა კი — ბელარუსის ნაწილი (გომელი, მოგილევი, ვიტებსკი, დვინსკი).
უნიათო წლები რომელიც იყო პირველი გაყოფის შემდეგ, იცვლება საზოგადო აღმავლობით 1780-იანი წლების ბოლოს. 1787 წელს იწყება მორიგი რუსეთ-ოსმალეთის ომი და რუსეთის საოკუპაციო არმია გადის პოლონეთიდან. საფუძვლიანი რეფორმების აუცილებლობის იდეამ მოიცვა მთელი პოლონეთის საზოგადოება, რითაც სურდათ ქვეყნის აღმავლობა დაეწყოთ. 1788 წელს იწყებს მუშაობას ეგრეთ წოდებული „ოთხწლიანი სეიმი“, რომელმაც ეს იდეა გაიხადა მთავარ ამოცანად. დამუშავებულ იქნა კონსტიტუცია, რომელსაც უნდა მოეხდინა „ლიბერუმ ვეტოს“ პრინციპის ლიკვიდაცია, მოეწესრიგებინა შლიახტური ანარქია, შეემსუბუქებინა ბატონყმური სოციალური უთანასწორობა, შემოეღო სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები და დაემყარებინა მყარი, მოქმედი, ცენტრალიზებული ხელისუფლება.
- 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუცია პირველი კონსტიტუციაა ევროპაში — და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში. მისი მიღება გადაიზარდა საერთო ეროვნულ დღესასწაულად.
იმავე 1791 წელს დამთავრდა რუსეთ-თურქეთის ომი. პეტერბურგში ელოდებოდნენ საბაბს, რათა მოეხდინათ კონსტიტუციის და პოლონური მოძრაობის ლიკვიდაცია. "ოქროს თავისუფლებით" - გასულობის გაუქმებით უკმაყოფილო მაგნატები მხარდაჭერისათვის პეტერბურგში ჩავიდნენ და მოელაპარაკნენ რუსულ ინტერვენციაზე. ინტერვენციის გასამართლებლად მათ მიერ შედგენილ იქნა კონფედერაციის აქტი, ფაქტობრივად პეტერბურგში მაგრამ ტყუილად აღნიშნულ იქნა ტარგოვიცა (ტარგოვიცა თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზეა — იყო ერთ-ერთი კონფედერატის მამული), რის გამოც კონფედერაციამ მიიღო ტარგოვიცის კონფედერაციის სახელწოდება.
იმპერატორმა ეკატერინე II-მ დაძრა არმია პოლონეთისაკენ. დაიწყო გააფთრებული რუსეთ-პოლონეთის ომი (1792) ბრძოლა ახალი კონსტიტუციის მომხრეების ერთი მხრივ და კონფედერატებს და რუსი ინტერვენტების მეორე მხრივ. რუსების გამარჯვების შემდეგ კონსტიტუცია დაუქმებულ იქნა, დამყარდა ვაჭარი კონფედერატების დიქტატურა; ერთდროულად პოლონეთში შემოვიდა პრუსიის ჯარიც, და რეჩ პოსპოლიტა გაყოფილ იქნა მეორეჯერ (1793; ამჟამად პრუსიასა და რუსეთს შორის). გროდნოში შეიკრიბა სეიმი, სადაც გამოცხადებული იქნა კონსტიტუციის აღდგენის შესახებ; ვარშავაში და კიდევ რამდენიმე ქალაქში იდგნენ რუსული გარნიზონები; პოლონეთის არმია მკვეთრად შეკვეცილი იყო.
- 1794 წლის მარტში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - ტადეუშ კოსტიუშკოს აჯანყება. კოსტიუშკო კრაკოვში გამოცხადდა აჯანყების მეთაურად, გაანადგურა რუსების რაზმი რაცლავიცაში და დაიძრა ვარშავისაკენ, სადაც აჯანყებულებმა გაანადგურეს რუსეთის გარნიზონი; ანალოგიურმა აჯანყებამ გაათავისუფლა ვილნა. ზაფხულში პოლონელებმა კარგად გაუძლეს რუსეთ-პრუსიის ჯარებით ვარშავას ალყას. მაგრამ შემოდგომაზე აჯანყებულებმა განიცადეს მთელი რიგი დამანგრეველი მარცხი. აღმოჩნდა რომ აჯანყებას მხარს არ უჭერდა ბელორუსია და უკრაინული მოსახლეობა, აჯანყებულების საყრდენი იყო უპირველეს ყოვლისა შლიახტები და ქალაქელების ნაწილი. ტადეუშ კოსტიუშკო დამარცხდა მაცეიოვიცასთან და ტყვედ ჩავარდა, ვარშავის გარეუბანი პრაღა იერიშით იქნა აღებული ალექსანდრე სუვოროვის მიერ[2]; ვარშავა დანებდა.
ამის შემდეგ მოხდა პოლონეთის მესამე გაყოფა (იმ შეთანხმების მიხედვით რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთმა, პრუსიამ, ავსტრიამ და პოლონეთმა როგორც ქვეყანამ რომელიც ლიკვიდირებულ იქნა 1795 წელს) პოლონეთი როგორც ქვეყანა ლიკვიდირებული იქნა. პოლონური სახელმწიფო ოფიციალურად აღდგენილი იქნა მხოლოდ XX საუკუნეში 1918 წლის ნოემბერში.
ნაპოლეონმა, პრუსიის განადგურების შემდეგ პრუსიის კუთვნილ პოლონურ მიწებზე შექმნა საფრანგეთის ვასალი ვარშავის საჰერცოგო. რუსეთმა ცნო ეს საჰერცოგო რომლის სათავეში იყო ნაპოლეონის ერთგული საქსონიელი მეფე ფრიდრიხ ავგუსტი და მიიღო ბელოსტოკის ოლქი. 1809 წელს, ავსტრიაზე გამარჯვების შემდეგ (რომელშიც მონაწილეობდნენ პოლონელებიც), ვარშავის საჰერცოგოს შეურთდა მცირე პოლონეთი კრაკოვთან ერთად.
პოლონეთის შემდეგი გაყოფა მოხდა 1814—1815 წწ. ვენის კონგრესზე ავსტრიას, პრუსიას და რუსეთს შორის. ვარშავის საჰერცოგოს უდიდესი ნაწილი გადადიოდა რუსეთის ხელში, პოზნანი გადავიდა პრუსიის ხელში, კრაკოვი გამოცხადებულ იქნა «თავისუფალ ქალაქად». ვენის კონგრესი ახდენდა ყველა სამი პოლონური ტერიტორიის ავტონომიების მინიჭების დეკლარირებას, მაგრამ ფაქტობრივად და ისიც ნაწილობრივ მხოლოდ რუსეთში შესრულდა; მაგრამ ფართო მასშტაბებით შექმნილი იქნა კონსტიტუციური პოლონეთის სამეფო (Царство Польское არა королевство), რომელიც აიხსნება მნიშვნელოვანწილად ალექსანდრე I პირადი ლიბერალური მისწრაფებებით.
1815 წლის 27 ნოემბერს რუსეთის შემადგენლობაში მყოფმა პოლონეთმა მიიღო კონსტიტუცია, რომელიც აკავშირებდა რუსეთს და პოლონეთს პირადი უნიით და პოლონეთს აძლევდა უფლებას აერჩია სეიმი, მთავრობა და ჰყოლოდა საკუთარი არმია. პოლონეთის მეფისნაცლად პირველად დანიშნულ იქნა თადეუშ კოსტიუშკოს თანამებრძოლი გენერალი იოსებ ზაიონჩეკი, შემდეგ კი მეფე-იმპერატორის ძმა - დიდი მთავარი კონსტანტინე პავლეს ძე. კონსტიტუცია რომელიც თავიდან ლიბერალური იყო თანდათან უფრო მკაცრი და შეზღუდული გახდა. პოლონეთის სეიმში გაჩნდა ლეგალური ოპოზიცია, იქმნებოდა საიდუმლო პოლიტიკური საზოგადოებები.
1830 წლის ნოემბერში ვარშავაში დაიწყო ნოემბრის აჯანყება, რომლის ჩახშობის შემდეგ 1831 წელს, ნიკოლოზ I-მა გააუქმა კონსტიტუცია, რომელიც პოლონეთს 1815 წელს მიეცა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყებები მიმდინარეობდნენ 1846 წელს პოზნანში (ჩახშობილი იქნა პრუსიის მიერ). იმავე წელს აჯანყება მოხდა კრაკოვში, რის შედეგადაც (ნიკოლოზ I-ის თანხმობით) ქალაქი გადავიდა ავსტრიის ხელში.
ნიკოლოზ I-ის სიკვდილის შემდეგ ახალი ძალით იწყება განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც იყოფოდა ორ მტრულ ბანაკად: „წითლები“ (დემოკრატები და სოციალისტები) და „თეთრები“ (არისტოკრატები). საერთო მოთხოვნას წარმოადგენდა 1815 წლის კონსტიტუციის აღდგენა. 1861 წლის შემოდგომაზე არეულობის აღმოსაფხვრელად პოლონეთში გამოცხადებული იქნა სამხედრო მდგომარეობა. მეფისნაცვლად დანიშნულმა დიდმა მთავარმა კონსტანტინე ნიკოლოზის ძემ რომელიც ლიბერალური მსოფლმხედველობის იყო ვერ გაართვა თავი სიტუაციას. გადაწყდა რეკრუტების მიღება გამოეცხადებინათ და გაეგზავნათ ჯარისკაცებად წინასწარ არჩეული „არასაიმედო“ ახალგაზრდები სპეციალური სიებით. მიღების გამოცხადება გამოდგა 1863 წლის იანვრის აჯანყების დაწყების თავისებურ სიგნალად. აჯანყება ჩახშობილი იქნა, პოლონეთის სამეფოში მყარდება სამხედრო რეჟიმი. იანვრის აჯანყებამ ალექსანდრე II მიიყვანა აზრამდე რომ წაერთვა მეამბოხეებისათვის სოციალური დასაყრდენი და ამიტომაც ჩაეტარებინა საგლეხო რეფორმა — 1864 წელს მიღებულ იქნა ბრძანებულება პოლონეთის სამეფოს საგლეხო მოწყობის შესახებ, რომლითაც ლიკვიდირებული იქნა ბატონყმობის ნარჩენები და გლეხებს აძლევდა მიწის ფლობის უფლებას. იანვრის ამბოხებამ ბიძგი მისცა პოლონეთის სამეფოს ავტონომიის ლიკვიდაციის პოლიტიკას და პოლონეთის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
რუსეთის ტახტზე ნიკოლოზ II-ის ასვლამ გააცოცხლა იმედები პოლონეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე. 1897 წელს იმპერატორმა მოინახულა ვარშავა, სადაც მისცა თანხმობა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებაზე და ადამ მიცკევიჩის ძეგლის დადგმაზე. თუმცა მთავრობამ უარი თქვა რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდეგ გაღრმავებაზე, რეალური ძვრებიც ლიბერალიზაციის მიმართულებით არ მომხდარა.
1897 წელს შეიქმნა პოლონეთის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც თავის სტრატეგიულ მიზნად დასახული ჰქონდა პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენა, იბრძოდა რუსიფიკაციის წინააღმდეგ და პოლონეთისათვის ავტონომიის აღსადგენად. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მალე გადაიქცა პოლონეთის წამყვან პოლიტიკურ ძალად და მიიღო მონაწილეობა რუსეთის სახელმწიფო დუმის მუშაობაში.
რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის დროს პოლონეთის სამეფოში ასევე მიმდინარეობდა რევოლუციური გამოსვლები. სულ უფრო დიდ გავლენას იძენდა პოლონეთის სოციალისტური პარტია იუზეფ პილსუდსკის მეთაურობით, რომელიც ორგანიზაციას უწევდა მთელ რიგ გაფიცვებსა და გამოსვლებს პოლონეთის სამრეწველო დაწესებულებებში. რუსეთ-იაპონიის ომის დროს 1904–1905 წლებში პილსუდსკი იყო იაპონიაში, სადაც ცდილობდა პოლონეთის აჯანყების დაფინანსების ორგანიზებას და პოლონური ლეგიონების მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის წინააღმდეგნი იყვნენ რომან დმოვსკის ეროვნულ-დემოკრატები. მიუხედავად ამისა, პილსუდსკიმ შეძლო მიეღო იაპონიის დათანხმობა იარაღის შესყიდვაზე, ხოლო 1904 წელს მან შექმნა პოლონეთის სოციალისტური პარტიის მებრძოლი ორგანიზაცია, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში აწყობდა რამდენიმე ათეულ ტერორისტულ აქტს და თავდასხმას რუსეთის დაწესებულებებზე და ორგანიზაციებზე, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ბეზდანის ძარცვა 1908 წ. მხოლოდ 1906 წელს პილსუდსკის მებრძოლების მიერ მოკლული იყო 336 რუსი ჩინოვნიკი და სამხედრო მოსამსახურე.
პოლონეთის მიწები პრუსიისა და ავსტრიის შემადგენლობაში
რედაქტირებაპოლონურ მიწებზე, რომელიც პრუსიის შემადგენლობაში იყო მიმდინარეობდა ინტენსიური გერმანიზაცია, ხურავდნენ პოლონურ სკოლებს. 1848 წელს რუსეთმა პრუსიას გაუწია დახმარება პოზნანის აჯანყების ჩახშობაში. 1863 წელს ორივე ქვეყანამ ხელი მოაწერა ალვენსლებენის კონვენციას, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთდახმარებას პოლონეთის ეროვნული მოძრაობასთან ბრძოლაში.
პოლონელების მდგომარეობა ავსტრიის შემადგენლობაში არსებულ მიწებზე უკეთესი იყო. 1861 წელს შექმნილი იქნა გალიციის სამხარეო სეიმი, რომელიც გათვალისწინებული იყო პროვინციის ადგილობრივი საკითხების გადასაწყვეტად, სადაც პოლონელები უმეტესობას შეადგენდნენ; სკოლები, დაწესებულებები და სასამართლოები იყენებდნენ პოლონურ ენას; ხოლო იაგელონის (კრაკოვში) და ლვოვის უნივერსიტეტები გადაიქცნენ საერთოპოლონური კულტურის ცენტრებად.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ 1914 წლის 14 აგვისტოს ნიკოლოზ II-მ დაპირება დადო, რომ ომში გამარჯვების შემდეგ გააერთიანებდა პოლონეთის სამეფოს და პოლონურ მიწებს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, რომელსაც წაართმევდნენ გერმანიას და ავსტრია-უნგრეთს.
ომმა შექმნა სიტუაცია, როდესაც რუსეთის ქვეშევრდომი პოლონელები, იბრძოდნენ სხვა პოლონელების წინააღმდეგ, რომლებიც ავსტრია-უნგრეთის და გერმანიის ქვეშევრდომები იყვნენ. პრორუსული ეროვნულ-დემოკრატიული პარტია რომან დმოვსკის მეთაურობით გერმანიას თვლიდა პოლონეთის მთავარ მტრად, მისი მხარდამჭერები თვლიდნენ, რომ ყველა პოლონური მიწა უნდა გაერთიანებულიყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსის მიღებით. სოციალისტური პარტიის (პსპ) ანტირუსული მსოფლმხედველობის მომხრეები ფიქრობდნენ, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობის გზა ამ ომში რუსეთის დამარცხებაზე გადიოდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე პსპ-ს ლიდერმა იუზეფ პილსუდსკიმ დაიწყო პოლონელი ახალგაზრდების სამხედრო სწავლა ავსტრო-უნგრულ გალიციაში. ომის დაწყების შემდეგ მან შექმნა პოლონური ლეგიონები ავსტრო-უნგრულ არმიაში.
1915 წელს რუსეთის პოლონეთის ტერიტორიები ოკუპირებული იქნა გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის მიერ. 1916 ნოემბერში გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის იპერატორებმა გამოაქვეყნეს მანიფესტი დამოუკიდებელი პოლონეთის სამეფოს შექმნის შესახებ რუსეთის პოლონეთის ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ არ იყო მეფე მის უფლებამოსილებას ასრულებდა სარეგენტო საბჭო.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის დროებითმა მთავრობამ 1917 წ. 16 (29) მარტს გამოაცხადა რომ, ხელს შეუწყობდა პოლონეთის სახელმწიფოს შექმნას, ყველა იმ ტერიტორიაზე სადაც უმრავლესობას პოლონელები შეადგენდნენ იმ პირობით თუ დადებდნენ რუსეთთან „თავისუფალი სამხედრო კავშირის“ ხელშეკრულებას.[3]
საფრანგეთში 1917 წლის აგვისტოში შექმნილ იქნა პოლონეთის ეროვნული კომიტეტი (პეკ) რომან დმოვსკის, იგაცი იან პადერევსკის მეთაურობით; იქვე იყო ფორმირებული პოლონეთის ცისფერი არმია იუზეფ ჰალერის მეთაურობით.
1918 წლის 6 ოქტომბერს პოლონეთის სარეგენტო საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებელი პოლონური სახელმწიფოს შექმნის შესახებ, ხოლო 14 ნოემბერს, გერმანიის კაპიტულაციის და ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ, იუზეფ პილსუდსკის გადასცა სრული ძალაუფლება ქვეყანაში.
ამ დროს წარმოიშვა შეიარაღებული კონფლიქტი პოლონურ ფორმირებებსა და ახალშექმნილი სახელმწიფოს დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ძალებს შორის გალიციის ტერიტორიაზე, რომელიც ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა, რომელიც გაგრძელდა 1918 წლის 1 ნოემბრიდან 1919 წლის 17 ივლისამდე.
1918 წლის 27 დეკემბერს გერმანიის პოზენის პროვინციის პოლონელებმა დაიწყეს დიდი პოლონური აჯანყება, რომლის შემდეგ 1919 წლის შუა პერიოდამდე პროვინცია გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა თავისი ვალუტით და ჯარით.
პოლონეთის რესპუბლიკა (II რეჩ პოსპოლიტა) (1918-1939)
რედაქტირება- 1919 წლის 26 იანვარს ჩატარდა სეიმის არჩევნები, რომლის ახალმა შემადგენლობამ პილსუდსკი დაამტკიცა ქვეყნის მეთაურად.
1919 წელს ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებამ პოლონეთს გადასცა გერმანიის პოზენის პროვინციის უდიდესი ნაწილი, ასევე პომერანიის ნაწილი, რამაც ქვეყანას მისცა ბალტიის სღვაზე გასასვლელი; დანციგმა (გდანსკი) მიიღო «თავისუფალი ქალაქის» სტატუსი.
სილეზიაში 1919–1921 წლებში მოხდა პოლონელების სამი აჯანყება გერმანიის ხელისუფლების წინააღმდეგ. 1922 წელს რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც ჩატარდა სილეზიაში, სადაც მოსახლეობის ნაწილი (პოლონელები) გამოდიოდა პოლონეთის შემადგენლობაში შესლის მოთხოვნით, ხოლო ნაწილი (გერმანელები) არჩევდა გერმანიაში შემადგენლობაში ცხოვრებას, ერთა ლიგამ ჩათვალა მიზანშეწონილად ეს ტერიტორია გაეყო ნაწილებად, მოსახლეობის უპირატესობის მიხედვით. აღმოსავლეთ ნაწილი შევიდა პოლონეთში სილეზიის ავტონომიური სავოევოდოს სახით (Autonomiczne Województwo Śląskie).
პოლონეთ-უკრაინის ომი დამთავრდა დასავლეთ-უკრაინის სახალხო რესპუბლიკის სრული განადგურებით. 1919 წელს დაიწყო პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი, რომელიც ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა. თავიდან პოლონელებმა აიღეს მინსკი და კიევი და წინ წავიდნენ ღრმად უკრაინასა და ბელორუსში. შემდეგ საბჭოთა ჯარები გადავიდნენ კონტრშეტევაზე და ჩავიდნენ ვისლამდე, მაგრამ მათ ვერ შეძლეს კარგად გამაგრებული ლვოვის და ვარშავას აღება. მოხდა „სასწაული ვისლაზე“ — წითელმა არმიამ განიცადა მარცხი. მთელი ომის განმავლობაში პოლონელებს ტყვედ ჩაუვარდა 200 ათასი წითელარმიელი, რომელთაგან სხვადასხვა შეფასებით, განზრახ განადგურებული, შიმშილით, ავადმყოფობით იყო 80 ათასამდე[4][5][6][7]. ომი ფაქტობრივად წააგო საბჭოთა რუსეთმა, და რიგის სამშვოდობო ხელშეკრულებით 1921 წელს უკრაინის დასავლეთ ნაწილი და დასავლეთ ბელარუსი გადავიდა პოლონეთის ხელში.
- 1920 წლის 28 ივლისის ელჩების კონფერენციაზე შეთანხმებული იქნა პოლონეთის სამხრეთი საზღვარი. ტეშინის ოლქი გაყოფილი იქნა პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის.
- 1920 წლის ოქტომბერში პოლონეთის არმიამ დაიკავა შუა ლიტვა ქალაქი ვილნოთი (ვილნიუსი). ამ ქალაქის შემოერთება პოლონეთთან 1922 წლის 10 თებერვალს მოწონებულ იქნა რეგიონალური ასამბლეის მიერ.
- 1926 წელს მაისის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პოლონეთში დამყარებულ იქნა ავტორიტარული სანაციონური რეჟიმი იუზეფ პილსუდსკის მეთაურობით. შექმნილი იყო საკონცენტრაციო ბანაკი ბერიოზა-კარტუზსკაია, იყო ბრესტის პროცესი (პოლ. Proces brzeski) ოპოზიციონერებზე, კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული დიდი პოლონეთის ბანაკი (პოლ. Obóz Wielkiej Polski), ასევე ეროვნულ-რადიკალური ბანაკი, შემოღებულ იქნა შეზღუდვები ბეჭდვაში და შეკრებებზე.
- 1931 წ. 15 ივნისი სსრკ და პოლონეთმა მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას მეგობრობაზე და სავაჭრო თანამშრომლობაზე. 1932 წ. 25 იანვარი სსრკ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის ხელშელრულებას.
- 1934 წ. 26 იანვარი პოლონეთმა და გერმანიამ მოაწერა ხელი თავდაუსხმელობის პაქტს 10 წლის ვადით.
- 1935 4 ნოემბერი პოლონეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრობლობის ხელშეკრულებას. «დისიდენტების» დასაძლევად მეორე რეჩ პოსპოლიტაში შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით უშუალოდ გერმანელი «სპეციალისტების» რჩევით შექმნილ იქნა საკონცენტრაციო ბანაკების ქსელი. ერთ-ერთი პირველი ასეთი ბანაკთაგანი აშენებული იყო 12 ივნისს ქალაქ ბერიოზა-კარტუზსკაიადან 5 კილომეტრის დაცილებით (ახლანდელი ბრესტის ოლქი) ნაცისტური ორიენბურგის კონცბანაკის ზუსტი ასლი. ხუთი დამცავი ეკლიანი მავთულის ღობე, ფართო თხრილი წყლით, შემდეგ ეკლიანი მავთულის დიდი ძაბვიანი ღობე, კუთხის კოშკები. ბანაკის ორგანიზებაზე პასუხს აგებდა კოსტიკ ბერნაცკი.
- 1935 წლის აპრილში, პილსუდსკის სიკვდილამდე, პოლონეთში მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელშიც შევიდა სანაციის პრინციპების ძირითადი პრიციპები: ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო პრეზიდენტის მართველობის სისტემით.
- 1938 წელს (მიუნხენის შეთანხმების მიხედვით პოლონეთმა ჩეხოსლოვაკიას წაართვა ტეშინის ოლქი.
- 1939 წლის 21 მარტს ნაცისტური გერმანიამ პოლონეთისაგან მოითხოვა გადაეცა მისთვის თავისუფალი ქალაქი დანციგი (1945 წლიდან — გდანსკი), შესულიყო ანტიკომინტერნულ პაქტში და მისთვის გაეხსნა «პოლონეთის კორიდორი». პოლონეთმა უარყო გერმანიის ყველა მოთხოვნა.
- 1939 წლის 28 მარტი - ჰიტლერმა გაწყვიტა პოლონეთთან თავდაუსხმელობის პაქტი.
- 1939 წლის 23 აგვისტო - ხელმოწერილია თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, მასთან არსებული საიდუმლო დამატებაში, მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ინტერესების სფეროების გაყოფის შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში. ამ დანამატის მიხედვით ინტერესების სფეროთა საზღვრები პოლონეთში გადიოდა მიახლოებით "კერზონის ხასზე".
- 1939 წლის 1 სექტემბერი მესამე რეიხის არმიამ დაიწყო პოლონური კომპანია და შეიჭრა პოლონეთის ტერიტოეიაზე.
- 16 სექტემბრისთვის გერმანელები გადიან ოსოვეცი-ბელოსტოკი-ბელსკი-კამენეც-ლიტოვსკი- ვლოდავა-ვოლინსკი-ზამოსცი- ლვოვი-სამბორის ხასზე და დგანან საბჭოთა საზღვრიდან 150—200 კმ დაშორებით. ვარშავა ალყაშია.
- 3 სექტემბერი მოკლულ იქნა 2000 პოლონური ქალაქ ბიდგოშის მოქალაქე, ეროვნებით გერმანელები. აქამდე გაურკვეველია, თუ ვინ ესროლა მშვიდობიან მოსახლეობას. ერთი ვერსიით, ედენი იყვნენ პოლონელი პარტიზანები. მეორე ვერსიით, ქალაქში მოხდა გერმანელი დივერსანტების შეტაკება, რომლებსაც დახმარება გაუწიეს ადგილობრივმა გერმანელმა მცხოვრებლებმა, პოლონეთის არმიასთან.
- 17 სექტემბერი პოლონეთში შედის საბჭოთა არმია და იკავებს დასავლეთ უკრაინას და ბელარუსს.
- 19 სექტემბერი, ინტერნირებული იქნენ 18 სექტემბერს რუმინეთში გაქცეული პოლონეთის პრეზიდენტი იგნაცი მოშიცკი და პოლონეთის მთავრობა.
- 27 სექტემბერი ვარშავა დაეცა და პოლონეთის არმიამ ფაქტობრივად შეწყვიტა წინააღმდეგობა.
- 5 ოქტომბერი კაპიტულირდა ბოლო გენერალ ფრანტიშეკ კლეებერგის მსხვილი პოლონური შენაერთი.
პოლონეთის მორიგი გყოფისას ეთნიკურად არაპოლონური ტერიტორიები დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელარუსი შემოერთებული იქნა უკრაინის სსრ და ბელარუსიის სსრ. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პოლონელები 1939—1941 წლებში დეპორტირებული იყვნენ ყაზახეთში და ციმბირში. გერმანიამ მიიღო ეთნიკურად პოლონური მიწები, ამასთან ნაწილი იმისა რომელიც ადრე პრუსიის შემადგენლობაში იყო (პოზნანი, პომორიე) და უშუალოდ მიუერთა გერმანიას, პოლონური მოსახლეობის უმეტესობა გაძევებული იქნა ამ ტერიტორიებიდან. დანარჩენ ტერიტორიებზე, რომლებმაც მიიღეს «გენერალ-საგუბერნატოროს» სახელწოდება, ორგანიზებულ იქნა საოკუპაციო ადმინისტრაცია.
გერმანელების მიერ მთლიანად ოკუპირებულ პოლონეთის ყოფილ ტერიტორიებზე, აკრძალული იყო პოლონური ენა, დახურული იყო პოლონური პრესა, დაატყვევეს თითქმის ყველა სასულიერო პირი, დაიხურა ყველა პოლონური უმაღლესი სასწავლებელი და საშუალო სკოლა, ლიკვიდირებული იქნა ყველა პოლონური კულტურული დაწესებულება; მიმდინარეობდა ტოპონიმიკის გეგმაზომიერი შეცვლა, მეთოდურად ნადგურდებოდა პოლონური ინტელიგენცია და სახელმწიფო მოსამსახურეები. პოლონელებმა დაკარგეს მიახლოებით ორ მილიონამდე ადამიანი, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებს არ წარმოადგენდნენ, ასევე ექიმების 45 %, იურისტების 57 %, პროფესორ-მასწავლებლების 40 %, ინჟინრების 30 %, მღვდლების 18 %, თითქმის ყველა ჟურნალისტი[8]. ითვლება, რომ მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთმა დაკარგა მოსახლეობის 20 %-ზე მეტი — მიახლოებით 6 მლნ ადამიანი. ციფრები თითქოს სადავოა, რადგან პოლონეთის საკმაოდ დიდი ნაწილი გადავიდა სსრკ და ლიტვის შემადგენლობაში, მაგრამ ეს დიდად არ შეცვლის საერთო სურათს, და პოლონეთის მიერ გაღებული უდიდესი სისხლი ფაქტია.
მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა წინააღმდეგობითი მოძრაობა, რომელიც შედგებოდა სხვადასხვაგვარი ჯგუფებისაგან, რომლებსაც ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები გააჩნდათ და ექვემდებარებოდნენ სხვადასხვა სახელმძღვანელო ცენტრებს:
- კრაიოვას არმია, მოქმედებდა დევნილი პოლონეთის მთავრობის დაქვემდებარებაში, რომელმაც მოაწყო ვარშავის აჯანყება 1944 წელს;
- ლიუდოვის გვარდია (1944 — ლიუდოვის არმია) — პოლონეთის კომპარტიის სამხედრო ორგანიზაცია; გლეხთა პარტიის მიერ შექმნილი ხლოპსკის ბატალიონი და სხვა;
- ასევე მოქმედებდნენ ებრაელთა საბრძოლო ორგანიზაციები, რომლებმაც ვარშავის გეტოს აჯანყება მოაწყო 1943 წლის აპრილში.
- 1941 წლის 30 ივლისი, გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ აღიარა პოლონეთის «ლონდონური» მთავრობა დევნილობაში; საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პოლონელი მოქალაქებისაგან შექმნეს სამხედრო ნაწილები რომლებიც სსრკ-ს ექვემდებარებოდნენ, 1942 წელს სსრკ-დან გაიყვანეს ისინი და შემდეგ მათმა თავი გამოიჩინეს იტალიის ბრძოლებში (იხ. ანდერსის არმია).
- 1945 წლის 25 აპრილი - სსრკ-მა გაწყვიტა ურთიერთობა პოლონეთის «ლონდონის» მთავრობასთან ანტისაბჭოთა პოზიციისათვის კატინის დახვრეტების გამო. ამის შემდეგ სტალინი ქმნის საბჭოთა კავშირში დარჩენილი პოლონელებისაგან მის დაქვემდებარებაში მყოფ პოლონეთის არმიის თადეუშ კოსტიუშკოს სახელობის 1-ლ ქვეით დივიზიას, ზიგმუნდ ბერლინგის ხელმძღვანელობით, რომელიც დეზერტირებული იყო პოლონელების ანდერსის არმიიდან და მისჯილი ჰქონდა პოლონეთის სასამართლოს მიერ სიკვდილის განაჩენი.
გერმანელების დამარცხებამ ბელორუსში 1944 წლის ივნისში, თითქოს შექმნა ყველა წინაპირობა პოლონეთის სწრაფი განთავისუფლებისათვის. საბჭოთა ჯარების ნაწილებთან ერთად პოლონეთის საზღვრებისაკენ დაიძრა ბერლინგის დივიზიაც. 20 ივლისს წითელ არმიამ გადაკვეთა «კერზონის ხაზი», ხოლო მეორე დღეს შეიქმნა «პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი», რომელსაც ხელმძღვანელობდნენ კომუნისტები (ლიუბლინის კომიტეტი), რომელმაც აიღო თავის თავზე (საბჭოეთის მხარდაჭერით) დროებითი მთავრობის ფუნქციები (ეს როცა «ლონდონის» მთავრობა დევნილობაში, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, იყო პოლონური სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი). ასე რომ ივლისის ბოლოს, გამოიკვეთა კითხვა, ვისი ხელისუფლება განმტკიცდება პოლონეთში — ლონდონის თუ ლიუბლინის (ანუ მოსკოვის). წითელი არმიის ნაწილები უახლოვდებოდნენ ვარშავას; 1 აგვისტოს ვარშავაში, «ლონდონის მთავრობის» ბრძანებით დაიწყო ამბოხება, რომელსაც კრაიოვას არმია და მისი მეთაური გენერალი თადეუშ კომოროვსკი ხელმძღვანელობდა, მთავარი მიზანი იყო გაენთავისუფლებინათ ვარშავა საბჭოთა არმიის მოსვლამდე. ამ დროს გერმანელები ვარშავასთან გადავიდნენ კონტრშეტევაზე, ამიტომაც კონსტანტინე როკოსოვსკი იძულებული შეიქნა და გასცა ბრძანება (ვარშავის ამბოხებამდე რამდენიმე საათით ადრე) მე-2 სატანკო დივიზიით ქალაქზე შეტევის მიტანის შესახებ და შემდეგ თავდაცვაზე გადასვლა. თავის მხრივ სტალინმა უყურადღებოდ დასტოვა ჟუკოვ-როკოსოვსკის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა გადაჯგუფებების შემდეგ ისევ შეტევაზე გადასვლას,[9][10] ხოლო უ. ჩერჩილის "ლონდონის მთავრობისადმი" მხარდამჭერი სიტყვის შემდეგ შეუძლებელი გახადა გამოეყენებინათ საბჭოთა აეროდრომები მეამბოხებზე დასახმარებლად[11]. გერმანელებმა სისატიკით ჩაახშეშ ამბოხება, ქალაქი და მისი მოსახლეობა 70 % იქნა განადგურებული. წითელი არმიის შეტევა განახლდა 1945 წლის 12 იანვარს; 17 იანვარს ვარშავა განთავისუფლებულ იქნა წითელი არმიის მიერ, ხოლო თებერვლის დასაწყისში პოლონეთი თითქმის მთლიანად იყო განთავისუფლებული გერმანელებისაგან. პოლონეთის მუშათა პარტია საბოლოოდ განმტკიცდა ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა რომ საჭირო გახდა გაეტეხათ ძალიან ძლიერი მეამბოხეთა ჯგუფების წინააღმდეგობა, რომლებიც ძირითადად შედგებოდა კრაიოვის ყოფილი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისაგან, რომელმაც პარტიზანული ომის ხასიათი მიიღო. ომის პერიოდში პოლონეთის ტერიტორიაზე ხდებოდა ებრაელი მოსახლეობის განადგურება გერმანელებისა და პოლონური ნაციონალისტური იატაკქვეშეთის მონაწილეების მიერ. ბოლო დიდი ებრაელების დარბევა მოხდა 1946 წელს კალცეში მასში მონაწილეობდნენ პოლონელი პოლიციელები და სამხედროები. ხოლოკოსტმა და ანტისემიტურმა ატმოსფერომ გამოიწვია ემიგრაციის ახალი ტალღა პოლონეთიდან.
ბერლინის კონფერენციის გადაწყვეტილებით პოლონეთის დასავლეთი საზღვარი დადგინდა მდინარეებზე ოდრა (ოდერი) და ნისა-ლუჟიცაზე (ნეისე), პოლონეთმა მიიღო აღმოსავლეთ პრუსიის ორი მესამედი. ომის შემდეგ საბჭოთა კავშირ-პოლონეთის დემარკაციის დროს პოლონეთის საზღვრებში გადავიდა ბელოსტოკის ოლქი (ბსსრ) და ქალაქი პერემიშლი (უსსრ). პოლონეთმა დაუბრუნა ჩეხოსლოვაკიას ტეშინის ოლქი, რომელიც 1938 წელს იქნა წართმეული.
ებრაელების განადგურებამ, ომის შემდგომ გერმანელების გასახლებამ შემოერთებული გერმანული მიწებიდან, ასევე საბჭოთა კავშირთან ახალი საზღვრების დადგენამ და მასთან მოსახლეობის გაცვლამ პოლონეთი პრაქტიკულად მონოეთნიკური ქვეყანა გახადა.
პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა (1944-1989)
რედაქტირებამოკავშირეები მიხვდნენ რომ პოლონეთში «ლონდონის» დევნილებაში არსებული მთავრობის დაბრუნებას ვერ მოახერხებდნენ და ამიტომაც იალტის კონფერენციაზე წავიდნენ კომპრომისზე, რომლის მიხედვითაც იქმნებოდა მთავრობა რომელშიც მონაწილეობდა როგორც «ლონდონის», ასევე «ლიუბლინის» პოლონელები, რომელთაც უნდა ჩაეტარებინათ თავისუფალი არჩევნები. მაგრამ «ეროვნული ერთიანობის დროებითი მთავრობა», რომელიც ფორმირებულ იქნა 1945 წლის ივნისში და აღიარეს მოკავშირეებმა, დე-ფაქტოდ აღმოჩნდა კომუნისტების კონტროლს ქვეშ, და 1947 წლის იანვარში მათ მიერ ჩატარებული არჩევნებით პოახდინეს პოლონეთში არსებული რეჟიმის ლეგიტიმიზაცია, რომელსაც სათავეში ედგა პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტია (პგმპ) რომლის ხელმძღვანელი იყო ბოლესლავ ბერუტი. ამ დროს ლონდონში 1990 წლამდე განაგრძობდა არსებობას პოლონეთის "მთავრობა" დევნოლობაში. კრაიოვის არმიის მეომართა ნაწილმა 1945 წელს დაიწყეს ბრძოლა კომუნისტურ რეჟიმთან, რომელიც პოლონეთში ჩამოყალიბდა, და მას ეწეოდა 1945 წლის 7 მაისს ჩამოყალიბებული ორგანიზაცია Delegatura Sił Zbrojnych (DSZ), ხოლო 1945 წლის სექტემბრიდან — იატაკქვეშა ორგანიზაცია Wolność i Niezawisłość (WiN). 1948 წლისათვის სამხედრო ინააღმდეგობა შეწყვეტილ იქნა.
1956 წელს სკკპ-ს ХХ ყრილობის შემდეგ, ბერუტი გადააყენეს, და მისი ადგილი დაიკავა ვლადისლავ გომულკამ, რომელიც ციხიდან ახალი განთავისუფლებული იყო. ამ მოვლენებს თან სდევდა მუშათა გამოსვლები პოზნანში რამაც მოსკოვი იძულებული გახადა სერიოზულად განეხილა პოლონეთში ინტერვენცია. გომულკომ შეძლო სიტუაციის ნორმალიზება, ხოლო ამის შემდეგ მომხდარმა ბუდაპეშტის აჯანყებამ მოსკოვის ყურადღება უნგრეთზე გადაატანინა.
ლიბერალიზაციის ტენდენცია, რომელიც დაკავშირებული იყო გომულკას პირველი ათწლიანი მართველობით დამთავრდა 1968 წელს, სტუდენტური გამოსვლების ჩახშობით და შოვინისტური «ანტისიონისტური» კომპანიის გამოცხადებით, რომლის შედეგად დარჩენილი ებრაელების უმეტესობა იძულებული შეიქნა დაეტოვებინა ქვეყანა. 1970 წლის დეკემბერში, სახალხო მოხმარების საქონელზე ფასების მომატების და შემდეგ ამით გამოწვეული მღელვარებების, გდანსკში, გდინიაში, შჩეცინში გაფიცვების შედეგად, გომულკა გადააყენეს და შეცვალეს ედვარდ გერეკით.
გერეკის მთავრობა აქტიურად იღებდა კრედიტებს როგორც დასავლეთში, ისე საბჭოთა კავშირში, რაც თავიდან ხელს უწყობდა ეკონომიკის აღმასვლას, მაგრამ 1970 წლის შემდეგ კრედიტული ვალდებულებები უმძიმეს ტვირთად გადაიქცა ქვეყნისათვის (1980 წლისათვის ვალმა 20 მილიარდ დოლარს მიაღწია), რამაც პოლონეთი სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო. კრიზისის დასაწყისი დაემთხვა კრაკოვის კარდინალის ვოიტოლას რომის პაპად არჩევას (სახელად იოანე პავლე II (ოქტომბერი 1978 წელი), რამაც მკვეთრად გაზარდა დაძაბულობა ქვეყანაში რადგანაც პოლონეთი მეტად კათოლიკური ქვეყანაა და კათოლიკური ეკლესია წარმოადგენდა დიდ ძალას და წინააღმდეგობის ბასტიონს მთავრობისათვის.
- 1980 წელი 1 ივლისი მთავრობამ ვალების გადახდის აუცილებლობის გამო შემოიღო ყოვლისმომცველი ეკონომიის რეჟიმი და მოუმატა ფასებს ხორცზე. გაფიცვების ტალღამ აგვისტოს ბოლოს ფაქტობრივად გამოიწვია ბალტიისპირეთის პარალიზება, პირველად დაიხურა სილეზიის ნახშირის მაღაროები. მთავრობა იძულებული შეიქნა წასულიყო დათმობებზე. 1980 წლის 31 აგვისტოს გდანსკის ლენინის სახელობის ვერფის მუშებმა, რომლებსაც ხელმძღვანოლებდა ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა, მთავრობასთან მოაწერა «21 პუნქტიან შეთანხმებას», რის შემდეგ გაფიცვები შეწყდა; ანალოგიური შეთანხმებები იქნა ხელმოწერილი შჩეცინში და სილეზიაში. ამ შეთანხმებების ძირითადი პირობები იყო გაფიცვები უფლება და მუშათა უფლებების გარანტია შეექმნათ დამოუკიდებელი პროფკავშირები. ამის შემდეგ გაჩნდა და მოიპოვა უდიდესი გავლენა ახალმა ეროვნულმა მოძრაობამ «სოლიდარობამ», რომლის ლიდერი გახდა ვალენსა. ამის შემდეგ გერეკი პირველი მდივნის თანამდებობაზე შეცვალეს სტანისლავ კანიათი.
უკმაყოფილება სულ იზრდებოდა და ძლიერდებოდა იმ გამოაშკარავებული კორუფციით რომელსაც ხელისუფლება ჩადიოდა და მთავრობის არაკომპეტენტურობით. მთავრობა კარგავდა სიტუაციაზე კონტროლს. 1981 წლის თებერვალში თავდაცვის მინისტრი ვოიცეხ იარუზელსკი დაინიშნა პრემიერ მინისტრად, ხოლო ოქტომბერში - პარტიის გენერალურ მდივნად, რის შემდეგაც მის ხელში მოხდა სახელმწიფოს სამი უმაღლესი თანამდებობის კონცენტრირება.
1981 წლის 12-13 დეკემბერი - იარუზელსკიმ გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა (რომელიც მოქმედებდა 1983 წლის ივლისამდე). «სოლიდარობის» ყველა აქტივისტი «ინტერნირებული» იყო.
თანამედროვე პოლონეთი (III რეჩ პოსპოლიტა) (1989 წლიდან)
რედაქტირებაგარდაქმნის პოლიტიკამ, რომელსაც ატარებდა მიხაილ გორბაჩოვი, შეასუსტა საბჭოთა კავშირის გავლენა პოლონეთზე, რამაც გამოიწვია ქვეყანაში ცვლილებები. 1988 წლის სექტემბერში მთავრობის წარმომადგენლები ატარებენ პირველ შეხვედრებს ლეხ ვალენსასთან, სადაც მიღწეული იქნა შეთანხმება «მრგვალი მაგიდის» მოწვევის შესახებ მთავრობასა და ოპოზიციას შორის. მრგვალმა მაგიდამ მუშაობა დაიწყო 1989 წლის 6 თებერვალს. 4 აპრილს ის დამთავრდა შეთანხმების ხელმოწერით, რომლის მთავარი პუნქტია იყო: თავისუფალი არჩევნების ჩატარება, პოლონეთის პრეზიდენტის პოსტის და სეიმის ზედა პალატის (სენატის) შემოღება. არჩევნებში რომელიც 4ივნისს ჩატარდა, «სოლიდარობამ» მიიღო სენატში - 99 %, სეიმში ადგილების 35 %[12], რის შემდეგ ფორმირებული იქნა მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერი თადეუშ მაზოვეცკი, ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი, მათ დაიწყეს საბაზრო და დემოკრატიული რეფორმების ჩატარება: ფასების ლიბერალიზაცია და სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია. ქვეყნის პრეზიდენტი გახდა იარუზელსკი.
1990—1995 წლები — ლეხ ვალენსას ეპოქა. პოლონელი კომუნისტები იღებენ სოციალ- დემოკრატების სახელს. 1993 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა კოალიციური მთავრობა რომელშიც შედიოდნან დემოკრატიულ ძალთა კავშირი, პოლონეთის გლეხთა პარტია და სხვა. 1992 წლიდან დაწყებული მკვეთრად მოიმატა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, შეიქმნა ძირითადი საბაზრო ინსტიტუტები[13].
1995—2005 წლები — ალექსანდრე კვასნევსკის ეპოქა. 1999 წელს პოლონეთი შევიდა სამხედრო ბლოკ ნატოში და მხარი დაუჭირა იუგოსლავიის დაბომბვას (1999 წელი), ბლოკის ინტერვენციას ავღანეთში (2001) და ერაყში (2003). 2004 წელს პოლონეთი შევიდა ევროკავშირში.
2005—2010 წლები — პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი (დაიღუპა 2010), პრემიერ-მინისტრი 2007 წლის ნოემბრიდან — დონალდ ტუსკი. 2010 წლის აპრილში ავიაკატასტროფაში დაიღუპა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ნაწილი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა სეიმის მარშალი (პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე) ბრონისლავ კომოროვსკი. 2010 წლის ივლისში ბრონისლავ კომოროვსკი არჩეულ იქნა პოლონეთის პრეზიდენტად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პოლონეთის ისტორია (რუს)
- პოლონეთის ისტორიის მასალები
- პოლონეთის მსოფლიო ისტორია
- მატვეი ლიუბავსკი, დასავლეთ სლავების ისტორია საიტზე «Руниверс»
- ბორმანის შენიშვნები საუბარზე, რომელიც შედგა 1940 წლის 2 ოქტომბერს ჰიტლერის ბინაშე, პოლონელებთან მოპყრობის შესახებ.
- ნ. ვ. პეტროვი «სსრკ მგბ-ს როლი პოლონეთის გასაბჭოებაში (1946-47 წწ. რეფერენდუმისა და სეიმის არჩევნების ჩატარება»)
- პოლონეთის ანიმაციური ისტორია YouTube-ზე. ავტორი — Tomasz Bagiński.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რუსინა ო. ვ. Україна під татарами і Литвою. — Київ: Видавничий дім «Альтернативи», 1998. С. 229.
- ↑ თხზ. ა. პეტრუშევსკი სუვოროვი. პოლონეთის ომი: პრაღა; 1794. დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ს. ა. სკლიაროვი პოლონეთ-უკრაინის ტერიტორიული დავები და დიდი ქვეყნები 1918—1919 წწ.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-08. ციტირების თარიღი: 2010-12-13.
- ↑ რაისკი ნ. ს. პოლონეთ-საბჭოთა ომი 1919—1920 წწ. და სამხედრო ტყვეების ბედი, ინტერნირებულები, მძევლები და ლტოლვილები
- ↑ სტატია -მიხუტინა ი.ვ., სათაური-Так сколько же советских военнопленных погибло в Польше в 1919-1921 гг.?.გამომცემლობა-ახალი და უახლესი ისტორია.1995,#3,ფ64—69]
- ↑ სტატია - , ავტორი=მიხუტინა ი.ვ.სათაური=იყო თუ არა „შეცდომა“?|გამომცემლობა Независимая газета,2001 #13 იანვარი [1] დაარქივებული 2011-03-15 საიტზე Wayback Machine.
- ↑ წითელარმიელების ბედზე დაარქივებული 2009-02-09 საიტზე Wayback Machine. . «სამხედრო-ისტორიული ჟურნალი», 5/95.
- ↑ Richard C. Lukas, Norman Davies Forgotten Holocaust. — 2nd Rev. edition. — Hippocrene Books, 2001. — С. 358. ISBN 0781809010
- ↑ ბორის სოკოლოვი სტოპ-ბრძანება. რატომ იძახის ჩვენს გულებში ვარშავის ნაცარი. დაარქივებული 2014-10-24 საიტზე Wayback Machine. «პოლიტიკური ჟურნალი»
- ↑ ირინა პახომოვა ვარშავის ტრაგედია — სასამართლო გამარჯვებულებზე დაარქივებული 2016-12-22 საიტზე Wayback Machine. ყოველკვირეული «პირველი ყირიმული»
- ↑ უინსტონ ჩერჩილი მეორე მსოფლიო ომი ვარშავის ტანჯვები დაარქივებული 2013-02-20 საიტზე Wayback Machine. მ. ვოინიზდატ, 1991 წგ.1 ISBN 5-203-00705-5 წგ2 ISBN 5-203-00706-3 წგ.3 ISBN 5-203-00707-1
- ↑ საერთაშორისო ისტორიული ჟურნალი № 7, 2000 წ. ნ.ბუხარინი. პოლონეთის რევოლუციის შიდა ფაქტორები 1989 წ.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-13. ციტირების თარიღი: 2010-12-17.
- ↑ ა. კუკლინსკი. ეკონომიკური გარდაქმნები პოლონეთში: გამოცდილება და პერსპექტივები (1990—2010 წწ.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-02. ციტირების თარიღი: 2010-12-17.