ბოგდან ხმელნიცკი
ბოგდან ხმელნიცკი (უკრ. Богдан Хмельницький; დ. 27 დეკემბერი 1595 [6 იანვარი 1596], სუბოტოვი — გ. 27 ივლისი [6 აგვისტო] 1657, ჩიგირინი) — უკრაინის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, უკრაინის ჰეტმანი 1648 წლიდან. სარდალი. იური ხმელნიცკის მამა. ცნობები მისი ცხოვრების შესახებ 1640-იანი წლების ბოლოდან მეტად მცირეა. განათლება მიიღო ლვოვის იეზუიტთა კოლეგიაში. იყო მართლმადიდებელი, საუბრობდა პოლონურ და ლათინურ ენებზე.
ბოგდან ხმელნიცკი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
---|---|
30 იანვარი 1648 – 6 აგვისტო 1657 | |
მეუღლე | ანა სომკო გელენა ჩაპლინსკაია ანა ზოლოტარენკო |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება