სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი

სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი (პოლ. Stanisław August Poniatowski; დ. 17 იანვარი, 1732, ვოლჩინი  — გ. 12 თებერვალი, 1798, სანქტ-პეტერბურგი) — პოლონეთის უკანასკნელი მეფე და ლიტვის დიდი სამთავროს უკანასკნელი მთავარი 1764–1795 წლებში.

სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი
Stanisław II August
პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: 25 ნოემბერი, 1764
მმართ. დასაწყისი: 25 ნოემბერი, 1764
მმართ. დასასრული: 25 ნოემბერი, 1795
წინამორბედი: ავგუსტ III
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 იანვარი, 1732
დაბ. ადგილი: ვოლჩინი, ჟეჩ პოსპოლიტა (ამჟამად ბელარუსი)
გარდ. თარიღი: 12 თებერვალი, 1798
გარდ. ადგილი: სანქტ-პეტერბურგი
მეუღლე: ელჟბეტა გრაბოვსკაია
დინასტია: პონიატოვსკები
მამა: სტანისლავ პონიატოვსკი
დედა: კონსტანცია პონიატოვსკი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

სტანისლავ პონიატოვსკისა და კონსტანცია პონიატოვსკის მეოთხე შვილი. მიიღო შესანიშნავი განათლება და ბევრს მოგზაურობდა დასავლეთ ევროპაში. დიდი ხანი დაჰყო ინგლისში და კარგად გაეცნო საპარლამენტო მმართველობას. 1752 წელს ორატორული ნიჭის გამო ყურადღება მიაქციეს ჟეჩ პოსპოლიტის სეიმში. 1755–1756 წლებში ცხოვრობდა რუსეთში, როგორც ინგლისის ელჩ ვილიამსის პირადი მდივანი, ხოლო 1757–1762 წლებში სამეფო კარზე აკრედიტებული იყო როგორც საქსონიის ელჩი.

მეფე ავგუსტ III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1764 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის აქტიური მხარდაჭერის შემდეგ პოლონეთის მეფედ აირჩიეს. 1795 წელს ტახტიდან გადადგა მესამე დანაწილების დროს.

ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა სანქტ-პეტერბურგში. გარდაიცვალა 1798 წელს. დაკრძალულია ეკატერინე ალექსანდრიელის ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება