ბელარუსი (ბელარ. Беларусь, რუს. Беларусь ან Белоруссия), ოფიციალურად ბელარუსის რესპუბლიკა (ბელარ. Рэспубліка Беларусь, რუს. Республика Беларусь) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში.[5] ბელარუსს აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთიდან უკრაინა, დასავლეთიდან პოლონეთი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ლატვია და ლიეტუვა. დედაქალაქია მინსკი; სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია ბრესტი, გროდნო, გომელი, მოგილიოვი და ვიტებსკი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 207 600 კმ²-ს, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებს უკავია,[6] ეკონომიკაში ყველაზე განვითარებული სფეროებია აგროკულტურა და მრეწველობა.

ბელარუსის რესპუბლიკა
Рэспубліка Беларусь
Республика Беларусь
ბელარუსი
ბელარუსის
დროშა
ჰიმნი: ბელარუსის ჰიმნი
ბელარუსის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მინსკი
53°55′ ჩ. გ. 27°33′ ა. გ. / 53.917° ჩ. გ. 27.550° ა. გ. / 53.917; 27.550
ოფიციალური ენა ბელარუსული, რუსული
მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო რესპუბლიკა ავტორიტარულ დიქტატურის პირობებში[1][2]
 -  პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო
 -  პრ.-მინისტრი რომან გოლოვჩენკო
ფართობი
 -  სულ 207 600 კმ2 (85-ე)
მოსახლეობა
 -  2018 შეფასებით 9 484 300[3] (93-ე)
 -  2009 აღწერა 9,491,800[4] 
 -  სიმჭიდროვე 46 კაცი/კმ2 (142-ე)
მშპ (მუპ) 2017 შეფასებით
 -  სულ $175,900 მილიარდი (72-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $18,600 (97-ე)
აგი (2011) 0.756 (მაღალი) (65-ე)
ვალუტა რუბლი (BYN)
დროის სარტყელი UTC+03:00
ქვეყნის კოდი BLR
Internet TLD .by
სატელეფონო კოდი 375

ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო პოლოცკის სამთავრო, ეს სამთავრო კიევის რუსეთის დაშლის შემედეგად წარმოიქმნა, მოგვიანებით უკვე ბელარსები ხდება ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენელი ნაწილი, მას შემდეგ რაც ლიტვისა და პოლონეთის გაერთიანება მოხდა, უკვე ამ მიწებს გაერთიანებული სახელმწიფო აკონტროლებდა. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთის იმპერიას შორის არსებული ბრძოლების შემდეგ ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში მოექცა რიგითი გუბერნიის სტატუსით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აქ შეიქმნა ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა (1918-1919), 1919 წლიდან უკვე ბელარუსია არის საბჭოთა რესპუბლიკა.

საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ეს ტერიტორია სსრკ-ში შევიდა მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით. 1939 წელს სსრკ-ს მიერ გერმანიასთან დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, საბჭოთა კავშირმა მიიერთა აღმოსავლეთი პლონეთი, ეს ტერიტორია შეუერთდა ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკას.[7] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბელარუსი ოკუპირებული იქნა გერმანელების მიერ. ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკაში შედარებით განვითარდა ეკონომიკა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1992 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ბელარუსი იყო. 1994 წლიდან დღემდე ქვეყნის მმართველია ალექსანდრე ლუკაშენკო.

ბელარუსის მოსახლეობა შეადგენს 9,85 მილიონ ადამიანს, ქვეყნის მთავარი ურბანული ცენტრებია დედაქალაქი მინსკი. აქ მცხოვრებთა 80 % ბელარუსელია, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწის შეადგენს პოლონელები და უკრაინელები. 1995 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ქვეყნის ოფიციალური ენები გახდა: ბელარუსული და რუსული. ბელარუსის კონსტიტუციის შედეგად ქვეყანაში ოფიციალური რელიგია გამოცხადებული არ არის, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია, მეორე რელიგია მრევლის რაოდენობით არის კათოლიკური ეკლესია.

სახელწოდება

რედაქტირება
  • ოფიციალური: ბელარუსის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Беларусь, Республика Беларусь. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ბელორუსია (Белоруссия) ერქვა, შემდეგ კი ბელარუსი უწოდეს.
  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელი „თეთრ რუსეთს“ ნიშნავს. ბელარუსები ახალ ტერმინს Ruthenia ძირიდან წარმოებულად მიიჩნევენ. თუმცა ორივე ტერმინი Ruthenia და Russia მიღებულია ვიკინგური ძირისაგან Rus.

პირველყოფილი თემური წყობილება

რედაქტირება

ბელარუსის ტერიტორიაზე ადამიანის არსებობის პირველი ნიშნები შუა პალეოლითს განეკუთვნება. ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მეზოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ასეული სადგომი. თავდაპირველად ადამიანთა ძირითადი საქმიანობა იყო ნადირობა, თევზჭერა, საკვების შეგროვება, ნეოლითიდან კი ვითარდება მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ბრინჯაოს ხანაში ქვის პრიმიტიული იარაღი შეცვალა ახალი სახის, მეტწილად ბრინჯაოს იარაღმა. ძვ. წ. VII საუკუნეში დაიწყეს რკინის იარაღის დამზადება და გამაგრებული დასახლებების მშენებლობა. ბელარუსის ტერიტორიაზე ცნობილია ამ ტიპის ათასზე მეტი დასახლება. ამ ეპოქიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ მილოგრადისა და ზარუბინეცის კულტურული ტომები. II-V საუკუნეებში ბელარუსში თანდათან შემოიჭრნენ სლავური ტომები, რის გამოც მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია. ჩამოყალიბდა სამი დიდი ტომობრივი გაერთიანება: პოლესიე და შუა ბელარუსის ნაწილი დაიკავეს დრეგოვიჩებმა, მდინარე სოჟის აუზი - რადიმიჩებმა, დვინისპირეთი და ზემო დნეპრისპირეთი - კრივიჩებმა.

უახლესი ისტორია

რედაქტირება

1918-19 წლებში მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთისაგან, 1941-44 წლებში ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ. 1945 წელს გახდა გაეროს წევრი. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სსრ კავშირისაგან. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა — შეიქმნა მინსკში. 1999 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთ-ბელარუსის კავშირის შექმნის შესახებ.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ბელარუსის რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი — აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, ლიეტუვა და ლატვია — ჩრდილო-დასავლეთით, პოლონეთი — დასავლეთით, უკრაინა — სამხრეთით. ფართობი შეადგენს 207 600 კვ. კმ-ს, საიდანაც 25 % ტყეებზე მოდის. მთავარი მდინარეებია: ნემანი, პრიპიატი, დნეპრი. ბუნებრივი რესურსები — ტყეები, ტორფი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მცირე მარაგები, გრანიტი, დოლომიტური კირქვა, ცარცი, სილა, ხრეში, თიხა.

ბელარუსს უკავია აღმოსავლეთ ევროპის ვაკის დასავლეთი განაპირა ნაწილი. დამახასიათებელია მაღლობი, დაბლობი და ვაკე სივრცეები, რომელიც ადგილ-ადგილ დაჭაობებული და ტბიანია. ბელარუსის რელიეფის თავისებურება ძირითადად განაპირობა მეოთხეულმა კონტინენტურმა გამყინვარებამ (შემორჩენილია კარგად გამოხატული მორენული სერები). ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე უჭირავს მყინვარისპირა ვაკეების ზოლს, რომლის დასავლეთით ბერეზინის ცენტრალური და სხვა მცირე ვაკეებია. ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს ბელარუსის პოლესიე. უკიდურეს სამხრეთშია მოზირის სერი.

გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული

რედაქტირება

ბელარუსის ტერიტორია აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ბაქნის სამხრეთ ნაწილში შემოჭრილია უკრაინის ფარი, აღმოსავლეთში კი - ვორონეჟის ანტეკლიზა. ბაქნის უძველესი საფუძველი მხოლოდ ბელარუსის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში შიშვლდება, სხვაგან იგი დაფარულია 1000-5000 მ სისქის ტერიგენული და კარბონატული ნალექებით (ზედაპროტეროზოურიდან ნეოგენამდე და ანთროპოგენამდე). ბელარუსი მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულით (კალიუმის მარილები, ქვამარილი, ნავთობი, მურა ნახშირი, ქვანახშირი). ბევრგანაა თიხისა და სამშენებლო ქვის საბადოები, ტორფის ბუდობები და სხვა. არის მინერალური წყლებიც.

შიგა წყლები

რედაქტირება

ბელარუსის მდინარეები შავი და ბალტიის ზღვების აუზებს განეკუთვნება. მათი საერთო სიგრძე 51 000 კმ-ზე მეტია. დიდი მდინარეა დნეპრი, დასავლეთი დვინა, ნემანი. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აქვს სათავე მდინარე ლოვატს (ნევის აუზი). მდინარეთა საზრდოობა შერეული ტიპისაა. იყენებენ სანაოსნოდ, ხე-ტყის დასაცურებლად. მდინარე პრიპიატი დნეპრ-ბუგის არხით დაკავშირებულია მდინარე ბუგთან. ბელარუსში მრავალი ტბაა, რომლებიც მდიდარია თევზით.

სახელმწიფო

რედაქტირება
  • სახელმწიფო სისტემა — რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო (1994).
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი ეროვნული კრება. ზედა პალატა — რესპუბლიკის საბჭო 64 წევრისგან არის დაკომპლექტებული, ქვედა პალატა — წარმომადგენელტა პალატა — 110 წევრისგან.

ტერიტორიული მოწყობა

რედაქტირება

ბელარუსი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 6 ოლქად (voblast — ბრესტის, გომელის, გროდნოს, ვიტებსკის, მინსკისა და მოგილიოვის) და 1 მუნიციპალიტეტი (horad — ქალაქი მინსკი).

ქალაქები

რედაქტირება

დემოგრაფია

რედაქტირება

2009 წლის მონაცემებით ბელარუსის მოსახლეობა შეადგენს 9 503 807 ადამიანს. აქედან ეთნიკურად ბელარუსი - 83,7 %, რუსი - 8,3 %, პოლონელი - 3,1 %, უკრაინელი - 1,7 % და სხვა - 3,2 %. ერთ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 50 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის 70 % ქალაქში მაცხოვრებელია. ბელარუსის უდიდესი ქალაქი და ამავდროულად დედაქალაქი არის მინსკი, სადაც 2015 წლის მონაცემებით 1 937 900 ადამიანი ცხოვრობს. სიდიდით მეორე ქალაქი არის გომელი (526 873 მაცხოვრებელი), ხოლო მესამე კი - მოგილევი (374 644). ბელარუსის სხვა დიდი ქალაქებია: ვიტებსკი (366 299), გროდნო (356 557), ბრესტი (330 934) და ა. შ.

როგორც ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა, ბელარუსიც გამოირჩევა მოსახლეობის რაოდენობის შემცირების კუთხით. ასევე შეინიშნება საშუალო ასაკის ზრდის ტენდენციაც. კერძოდ, დღეის მონაცემებით მოსახლეობის საშუალო ასაკი 37 წელია და თუ ზრდა მსგავსი ტემპებით გაგრძელდა 2050 წლისთვის აღნიშნული მონაცემი 55-დან 65 წლამდე ავა. ეს ყველაფერი გამოიწვია ახალგაზრდა მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებამ.

ბელარუსში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 68,9 წელი (63 მამაკაცებისთვის და 74,9 ქალბატონებისთვის).

ბელარუსს აქვს ორი სახელმწიფო ენა - რუსული და ბელარუსული. რუსულად საუბრობს მოსახლეობის უმრავლესობა - 72 %, ხოლო ბელარუსულად კი - მხოლოდ 11,9 %.

ეკონომიკა

რედაქტირება

1995 წლიდან პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით ქვეყანა დაადგა „საბაზრო სოციალიზმის“ მშენებლობის გზას, რაც საშუალებას იძლევა ფასების პოლიტიკასა და კერძო სექტორზე სახელმწიფო კონტროლისა. ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა — მანქანათმშენებლობის ნაწარმი, სასუქები, ტორფი, ელექტროსაქონელი. ეროვნული ვალუტაა ბელარუსის რუბლი (BYN).

  • კულტურული მემკვიდრეობა: ბელოვეჟის ტევრი, მირის ციხე-კოშკი (XVI ს.), ტაძარი პოლოცკში (XI ს.), რაძივილების ციხე-კოშკი ნესვიჟში (XVII ს.), იეზუიტების ტაძარი გროდნოში (XVII ს).

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Belarus. ციტირების თარიღი: 16 October 2022
  2. John R. Short (25 August 2021). Geopolitics: Making Sense of a Changing World. Rowman & Littlefield, გვ. 163–. ISBN 978-1-5381-3540-2. OCLC 1249714156. 
  3. Quarterly official estimate (1 აპრილი 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2018.
  4. Belarus Population Census 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 12 July 2017.
  5. UN Statistics Division. (2010-04-01) Standard Country and Area Codes Classifications (M49). United Nations Organization. ციტირების თარიღი: 2010-04-22.
  6. Belarus: Window of Opportunity (see Table 15, page 66) (PDF). United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-10. ციტირების თარიღი: 2010-05-04.
  7. Europa Publications Limited, "Eastern Europe and the Commonwealth of Independent States, Volume 4", Routledge, 1999, pg. 182, Books.Google.com
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: