რომან გოლოვჩენკო
რომან გოლოვჩენკო (დ. 10 აგვისტო, 1973) — ბელარუსი პოლიტიკოსი. ბელარუსის პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 4 ივნისიდან.
რომან გოლოვჩენკო | |
---|---|
ბელარ. Раман Аляксандаравіч Галоўчэнка რუს. Роман Александрович Головченко | |
დაბადების თარიღი | 10 აგვისტო, 1973[1] (51 წლის) |
დაბადების ადგილი | Žodzina[2] |
მოქალაქეობა | ბელარუსი |
განათლება | მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი და Academy of Public Administration |
ჯილდოები | Medal "100 years anniversary of the foundation of the Tatar Autonomous Soviet Socialist Republic" და Order of Friendship of Peoples |
კარიერა
რედაქტირება2009 წელს დაინიშნა სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ. 2013 წელს გახდა ბელარუსის ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. 2018 წელს დაინიშნა ბელარუსის ელჩად ყატარში, ქუვეითსა და საუდის არაბეთში.[3] 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დანიშნა პრემიერ-მინისტრად.[4] თანამდებობაზე დანიშვნამდე გოლოვჩენკო სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 2020 წლის 17 აგვისტოს გოლოვჩენკო ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა.[5] ამის მიუხედავად მისი გადადგომის შესახებ ბრძანება მომენტალურად არ ამოქმედებულა და ერთი დღის შემდეგ იმავე გამოცემა რომელიც მის გადადგომას იუწყებოდა მას კვლავ „პრემიერ-მინისტრად“ მოიხსენიებდა.[6] 2020 წლის 19 აგვისტოს დასახელდა ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრად.[7]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაპირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, ხოლო მეორე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი. მისი შვილი, გიორგი იაცკოვსკი არის ბაუმანის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი. გოლოვჩენკო სხვადასხვა დროს იყო ბელარუსის ელჩი ყატარში, ქუვეითში, საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ფლობს ინგლისურ, არაბულ, გერმანულ და პოლონურ ენებს.[8][9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.vpk.gov.by/en/about/senior-office/golovchenko-roman-aleksandrovich.html
- ↑ https://mobsearch.net/news/1572451451
- ↑ Pantus Dzmitry Aleksandrovich. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-26. ციტირების თარიღი: 2024-04-30.
- ↑ Belarus leader names new prime minister two months before election (4 June 2020).
- ↑ Belarusian government resigns (17 August 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 9 December 2020
- ↑ Prime minister: All the enterprises are working, there are protesters at some of them (18 August 2020). ციტირების თარიღი: 9 December 2020
- ↑ Lukashenko appoints new government (19 August 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 9 December 2020
- ↑ Александр ИГОРЕВ | Сайт «Комсомольской правды». (2020-06-04) Биография Романа Головченко: что известно о новом премьер-министре Белоруссии. ციტირების თარიღი: 2020-08-16
- ↑ Биография Романа Головченко ru (2020-06-04). ციტირების თარიღი: 2020-08-16