4 ივნისიგრიგორიანული კალენდრის 155-ე დღე (ნაკიან წლებში – 156-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 210 დღე.

<< ივნისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
2024

დღის მოვლენები რედაქტირება

  • ძვ. წ. 780 : ისტორიაში პირველი მზის დაბნელება დაფიქსირდა ჩინეთში.
  • 1039 : ჰენრი III საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
  • 1098 : თურქმა სელჩუკებმა ჯვაროსნების მიერ ახლად აღებულ ანტიოქიას ალყა შემოარტყეს.
  • 1615 : სიოგუნი ტოკუგავა ოსაკას ციხეს იღებს.
  • 1716 : ლუიზიანაში პირველად ჩაიყვანეს აფრიკელი მონები.
  • 1783 : ძმები მონგოლფიეეები საჰაერო ბურთის დემონსტრაციას ახდენენ.
  • 1794 : ბრიტანეთის ძალებმა პორტ-ო-პრენსი აიღეს ჰაიტიზე.
  • 1800 : ვაშინგტონში დასრულდა თეთრი სახლის მშენებლობა. მისი პირველი ბინადრები იყვნენ პრეზიდენტი ჯონ ადამსი და მისი მეუღლე.
  • 1817 : მთავრობის განკარგულებით ოდესას თავისუფალი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
  • 1856 : მოსკოვში დაარსდა ტრეტიაკოვის გალერეა.
  • 1878 : კვიპროსის შეთანხმება: ოსმალეთმა კვიპროსი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
  • 1912 : მასაჩუსეტსი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც მინიმალური ხელფასის ზღვარი დაწესდა.
  • 1917
    • ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პირველად პულიცერის პირველი პრემიები გაიცა: ლორა რიჩარდსი, მოდ ელიოტი და ფლორენსე ჰოლი გახდნენ პირველი ლაურეატები ბიოგრაფიისთვის, ჟენ ჟულს ჟუსერანი - ისტორიისთვის, ჰერბერტ სვუპი - ჟურნალიზმისთვის.
    • დაარსდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.
  • 1918 : საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ხელი მოეწერა ბათუმის საზავო ხელშეკრულებას.
  • 1919 : ქალთა უფლებები: აშშ-ის კონგრესმა მიიღო მე-19 ჩასწორება აშშ-ის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
  • 1928 : იაპონელმა აგენტებმა ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჟან ჟულინი მოკლეს.
  • 1936 : ლეონ ბლუმი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 1943 : ხუნტამ არგენტინაში რამონ კასტიოს მთავრობა ჩამოაგდო.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი - მოკავშირეებმა რომი აიღეს.
  • 1969 : ისრაელში მიიღეს კანონი რომლის მიხედვით ეროვნულ ვალუტას შეკელი ეწოდა.
  • 1970 : ტონგამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დიდი ბრიტანეთისაგან.
  • 1975„როლინგ სტოუნზი“ გახდა პირველი დაავლური როკ ჯგუფი რომელმაც საბჭოთა კავშირის  ტერიტორიაზე გამოცემული ფირფიტებისთვის ჰონორარი მიიღო.
  • 1989 : ჩინეთის მთავრობამ პეკინში ტიანანმენის მოედანზე გამოსული მომიტინგეები დაარბია ტანკებითა და ჯარისკაცებით.
  • 1989 : ომის შემდეგ პოლონეთში ჩატარებულ პირველ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებში სოლიდარობის პარტიის გამარჯვებამ ანტი-კომუნისტური რევოლუციების ტალღა ააგორა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
  • 2000: შრი-ლანკის მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში დემონსტრაციების გამართვის შეზღუდვა.
  • 2010 : იუკიო ჰატოიამას გადადგომის შემდეგ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი დემოკრატი ნაოტო კანი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი რედაქტირება

ამ დღეს გარდაცვლილნი რედაქტირება

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი რედაქტირება

  • გაერო: აგრესიის მსხვერპილი უმანკო ბავშვების დღეა

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები რედაქტირება

საეკლესიო დღესასწაულები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სხვა თვეები