როლინგ სტოუნზი (ინგლ. The Rolling Stones) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც ლონდონში, 1962 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. მასში თავდაპირველად შედიოდნენ: ბრაიან ჯოუნზი (გიტარა, ჰარმონიკა), იენ სტიუარტი (ფორტეპიანო), მიკ ჯეგერი (ვოკალი), კით რიჩარდსი (გიტარა), ბილ უაიმენი (ბას გიტარა) და ჩარლი უოტსი (დასარტყმელი საკრავები). სტიუარტმა ოფიციალური შემადგენლობა 1963 წელს დატოვა, მაგრამ 1985 წელს, გარდაცვალებამდე, სტოუნზის კონცერტებში მონაწილეობდა. ჯოუნზმა ჯგუფი დატოვა 1969 წელს, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე. მანამდე მას ჩაენაცვლა მიკ ტეილორი, რომელიც 1974 წლამდე დარჩა. მოგვიანებით მისი ადგილი, დღემდე, დაიკავა რონი ვუდმა. უაიმენი 1993 წელს წავიდა და მას შემდეგ ტურნეებში ბასისტის სახით მონაწილეობს დერილ ჯოუნზი. სხვა საკონცერტო მუსიკოსებს შორის აღსანიშნავია კლავიშისტები - ნიკი ჰოპკინზი (1967–82), იენ მაკლოგენი (1978–1981), ბილი პრესტონი (1970-იანები) და ჩაკ ლიველი (1982-დღემდე). თავდაპირველად სტოუნზის ლიდერი იყო ბრაიან ჯოუნზი, მაგრამ მოგვიანებით ჯეგერი და რიჩარდსი გახდნენ კოლექტივის სიმღერების ავტორები, ხოლო ჯოუნზი იურიდიულ და პირად პრობლემებს უმკლავდებოდა.

როლინგ სტოუნზი

ჯგუფის გამოსვლა Summerfest-ზე, 2015
მარცხნიდან: ჩარლი უოტსი, რონი ვუდი, მიკ ჯეგერი და კით რიჩარდსი
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1962 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი rollingstones.com
როლინგ სტოუნზი ვიკისაწყობში

ევროპაში წარმატების მოპოვების შემდეგ როლინგ სტოუნზი პოპულარული ჩრდილოეთ ამერიკაშიც გახდა, ე.წ. „ბრიტანული შემოჭრის“ პერიოდში, 1960-იან წლებში. იგი ამავე პერიოდის კონტრკულტურის სიმბოლოდ იქცა. ბლუზური და როკ-ენ-როლური საწყისების მიუხედავად, სტოუნზს 60-იანებში ჰქონდა მუსიკალური ექსპერიმენტების ხანმოკლე პერიოდი, რომელიც ფსიქოდელიური ჟანრის Their Satanic Majesties Request-ით აღინიშნა. მოგვიანებით ჯგუფი დაუბრუნდა ბლუზურ ჟღერადობას ალბომით Beggars Banquet-ით (1968) და მისი შემდგომი დისკებით Let It Bleed (1969), Sticky Fingers (1971) და Exile on Main St. (1972), რომლებიც ხშირად ითვლება მათ საუკეთესო ნაშრომებად და „ოქროს ეპოქად“. ამ პერიოდში მათ კონცერტებზე უკვე წარადგენდნენ, როგორც „მსოფლიოს უდიდეს როკ-ენ-როლურ ჯგუფს“.[1][2] მუსიკათმცოდნე რობერტ პალმერი წერდა, რომ სტოუნზის „აღსანიშნავი ხანგრძლივი გავლენა გამომდინარეობს ტრადიციული ჭეშმარიტებებიდან, რიტმ-ენდ-ბლუზური და სოულ მუსიკიდან, ხოლო სხვა წუთიერი პოპულარული მოდა წარმავალია“.[3]

1970-იანებში ჯგუფი განაგრძობდა კომერციულად წარმატებული დისკების გამოცემას, რომელთა შორის აღსანიშნავია Some Girls (1978) და Tattoo You (1981), მსოფლიოში მათი ყველაზე პოპულარული ალბომები. 1983-1987 წლებში ჯეგერს და რიჩარდსს შორის არსებული უთანხმოებების ფონზე სტოუნზი დაშლილი იყო, თუმცა 1987 წელს იგი დაბრუნდა. დროებითი სოლოპროექტების გარდა, მათ გამოსცეს Steel Wheels (1989), რომელსაც მოჰყვა მასშტაბური საკონცერტო ტურნე. 1990-იანებიდან მოყოლებული, სტუდიურ ალბომებს იშვიათადად გამოსცემენ, თუმცა ყოველი ასეთი წარმატებული და დადებითად შეფასებულია კრიტიკოსების და ძირითადი მსმენელების მიერ. მიუხედავად მთელი ამ დროის განმავლობაში სულ ოთხი ახალი სტუდიური ალბომისა, ჯგუფი უფრო აქტიურია საკონცერტო სფეროში. 2007 წლისთვის მისი ოთხი ტურნე ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანების ხუთეულში შედიოდა - Voodoo Lounge Tour (1994–95), Bridges to Babylon Tour (1997–98), Licks Tour (2002–03) და A Bigger Bang Tour (2005–07).[4]

1989 წელს როლინგ სტოუნზი შეიყვანეს როკ-ენ-როლის, ხოლო 2004 წელს - ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. ჟურნალმა Rolling Stone ისინი დაასახელა ყველა დროის „100 უდიდესი შემსრულებლის სიის“ მეოთხე ადგილზე. დღეისთვის ჯგუფის ალბომების გაყიდვების რაოდენობა 250 მილიონს აჭარბებს. მისი დისკოგრაფია მოიცავს 30 სტუდიურ, 18 საკონცერტო და მრავალ კომპილაციურ ალბომს. ბრიტანეთში Let It Bleed (1969) იყო სტოუნზის პირველი ალბომი, რომლის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვედრას მოჰყვა ამავე პოზიციამდე ასული მთელი რიგი სტუდიური და საკონცერტო ალბომების. აშშ-ში ასეთი ჩანაწერების რიგში Sticky Fingers (1971) იყო, რასაც კიდევ შვიდი მოჰყვა. 2008 წელს Billboard Hot 100-ის ყველა დროის წარმატებული შემსრულებლების სიაში ჯგუფი მეათე ადგილს იკავებდა. 2012 წელს აღინიშნა როლინგ სტოუნზის 50 წლიანი იუბილე.

ჯგუფის ისტორია

რედაქტირება

შექმნის წინა პერიოდი

რედაქტირება

ჯეგერი და რიჩარდსი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ერთად დადიოდნენ დარტფორდში (კენტის საგრაფო), ვენტმორთის სკოლაში. შემდეგ მათი ოჯახები საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ.[5] 1960 წელს, სიდკეპის სამხატვრო კოლეჯისკენ მგზავრობისას მიკი და კითი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ჯგუფის შექმნის ინტერესი გამოხატეს. მათ შეუერთდა დიკ ტეილორი, რომელიც შემდგომში ჯგუფში Pretty Things გადავიდა.[6][7] ბრაიან ჯოუნზი მათ გაიცნეს ალექსის კორნერის ლონდონური ჯგუფიდან Blues Incorporated, ილინგის ჯაზურ კლუბში. Blues Incorporated-ში ამ დროს შედიოდა კიდევ ორი მუსიკოსი, რომელიც შემდგომში როლინგ სტოუნზში მოხვდა - ჩარლი უოტსი და იენ სტიუარტი.[8]

სტიუარტმა და ჯოუნზმა ჩამოაყალიბეს რიტმ ენდ ბლუზის ჟანრის ჯგუფი, რომელიც ჩიკაგოს ბლუზს უკრავდა. სტიუარტის, ჯოუნზისა და ჯეგერის გარდა, ჯერ კიდევ სახელის გარეშე არსებული ჯგუფის პირველ რეპეტიციაზე გამოჩნდა რიჩარდსიც. პირველ რეპეტიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ გიტარისტი ჯეფ ბრედფორდი და ვოკალისტი ბრაიან ნაიტი, მაგრამ ჯგუფში გაერთიანებაზე მათ უარი თქვეს, ვინაიდან ჯეგერისა და რიჩარდის საყვარელი ჩაკ ბერისა და ბო დიდლის შემოქმედებით დაინტერესებას არ იზიარებდნენ.[9] 1962 წლის ივნისში შემადგენლობა იყო ასეთი: ჯეგერი, ჯოუნზი, რიჩარდსი, სტიუარტი, ტეილორი და ტონი ჩეპმენი (დასარტყმელი საკრავები). რიჩარდსის თანახმად, ჯოუნზმა ჯგუფს სახლი შეურჩია, როდესაც გამოცემას Jazz News დაურეკა. როდესაც მას ჰკითხეს ჯგუფის სახელი, ჯოუნზმა დახედა მადი უოტერსის ფირფიტას, რომელიც იქვე ძირს იდო და სიმღერის „Rollin' Stone“ სათაურის შემჩნევის შემდეგ ეს სახელწოდება დაასახელა.[10][11]

1962–1964: პირველი წარმატება

რედაქტირება
 
Crawdaddy Club, რიჩმონდი, ერთ-ერთი ოთახი. აქ ჯგუფი 1963 წელს სარეზიდენციო კონცერტებით გამოდიოდა.

ჯეგერი, რიჩარდსი, ჯოუნზი, სტიუარტი და დიკ ტეილორი (ბასი) 1962 წლის 12 ივლისს გამოვიდნენ The Rollin' Stones-ის სახელით, Marquee Club-ში.[12] ძირითადად დაუკრეს ჩიკაგოს ბლუზი, ისევე, როგორც ჩაკ ბერის და ბო დიდლის სიმღერები.[13] ბასისტი ბილ უაიმენი 1962 წლის დეკემბერში შეუერთდა, ხოლო ჩარლი უოტსი - შემდეგი წლის იანვარში.[14][15] როლინგ სტოუნზის მენეჯერმა ჯორჯო გომელსკიმ რიჩმონდში, Crawdaddy Club-ში სარეზიდენციო კონცერტების ორგანიზება შეძლო, რამაც, მისივე თქმით, „ბლუზის მსოფლიო რენესანსი გამოიწვია“ და სვინგიანი ლონდონის სახე შექმნა.[16]

ენდრიუ ლუგ ოლდემი გახდა ჯგუფის მენეჯერი. იგი სტოუნზს The Beatles-მა გააცნო[17]. ვინაიდან ოლდემი ჯერ 19 წლის იყო, აგენტის ლიცენზიის მოპოვება ან დოკუმენტების გაფორმება არ შეეძლო, ამას მისი დედა აკეთებდა.[17] ამიტომ ენდრიუს შეუერთდა ბრონირების აგენტი ერიკ ისტონი.[18][19][20] გომელსკის რამე სახის დოკუმენტები ჯგუფთან გაფორმებული არ ჰქონდა და, შესაბამისად, მას არავინ გასაუბრებია.[21] თავდაპირველად ოლდემი ცდილობდა, გამოეყენებინა ბრაიან ეპსტაინის მიდგომა - მისი ჩანაფიქრით, ჯგუფს კოსტიუმები უნდა ეტარებინა. მოგვიანებით ეს სტრატეგია შეიცვალა. ახალი ჩანაფიქრით, როლინგ სტოუნზს უნდა ჰქონოდა კონტრასტი მომღიმარ The Beatles-თან. ოლდემი:[22] „მსურდა მათთვის არასასურველი პირების იმიჯის შექმნა. ვინაიდან The Beatles უკვე იყენებდა ბიჭების გუნდის იმიჯს, ერთმანეთის მსგავსი პიჯაკებით, სტოუნზი სხვა მიმართულებით უნდა წამეყვანა. თავდაპირველად უარი უნდა გვეთქვა ერთნაირ სამოსზე, შემდეგ - გამოგვეკვეთა მათი გრძელი თმა და ბინძური გარეგნობა, ამის შემდგომი ეტაპი კი იყო პრესაში მათ შესახებ ჩემ მიერ გამოგონილი დასამახსოვრებელი ფრაზებით წერა...მსურდა, ხაზი გამესვა, რომ სტოუნზი იყო საშიში, უხეში და ცხოველური“. იენ სტიუარტმა ჯგუფი შემდგომში დატოვა, მაგრამ როუდ-მენეჯერის და ტურნეებში კლავიშისტის სახით მუშაობას განაგრძობდა. ოლდემი განმარტავდა მის გადაწყვეტილებას: „უბრალოდ, არ მიიღო ამაში მონაწილეობა, ხოლო ექვსი ადამიანი მსმენელისთვის ძალიან დიდი რიცხვია სახეების დამახსოვრებლად“. პრესაში ენდრიუს ინიციატივით ჯგუფის წევრების ასაკს რამდენიმე წელი მოაკლდა, რის გამოც მოზარდების იმიჯიც შეიძინეს.

Decca Records-მა, რომელმაც უარი თქვა The Beatles-თან კონტრაქტის გაფორმებაზე, სტოუნზთან ხელშეკრულება ძალიან მისაღები პირობებით გააფორმა.[23] ჯგუფი სხვა ახალბედებთან შედარებით მიიღებდა სამმაგ ჰონორარს, ჩანაწერების მართვის და სტუდიური ფირების ფლობის სრულ უფლებას. [24][25] ამ კონტრაქტით მას აგრეთვე უფლება ჰქონდა, Decca-ს გარდა სხვა სტუდიები გამოეყენებინა. მათ აირჩიეს Regent Sound Studios, რომელიც მონოჩანაწერების მონტაჟის საშუალებას აძლევდა. სტუდიაში კედლებზე ხმის დასახშობად ჯერ კიდევ კვერცხის ყუთები გამოიყენებოდა.[26][27] ოლდემს ხმის ჩაწერის გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ ჩანაწერებზე პროდიუსერის სახით მუშაობდა და, მისივე თქმით, შექმნა „ხმაურიანი კედელი“, რომელიც ჯგუფს გამოადგა.[25][28] Regent-ში მუშაობის მცირე გადასახადის გამო, ჯგუფს შეეძლო უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობა, ვიდრე ეს სხვაგან, სამსაათიან რეჟიმში ხდებოდა. მათი პირველი ალბომის ყველა სიმღერა სწორედ ამ სტუდიაში ჩაიწერა.[29][30]

ოლდემმა გამოკვეთა სტოუნზის დამოუკიდებლობა, როგორც კონტრასტი The Beatles-ის EMI-სადმი ვალდებულებებისგან. „უბრალოდ მოკვდავები იყვნენ...რომლებიც სტუდიაში ოფლს ღვრიდნენ“.[31] ჩანაფიქრის შესაბამისად, ჯგუფი The Beatles-ისგან განსხვავებით, პირველი ბრიტანული ალბომის გარეკანზე არ იღიმოდა. პრესაში მან შეაგდო ფრაზები, როგორიც იყო „თქვენს ქალიშვილს ცოლად როლინგ სტოუნზის წევრს გააყოლებდით?“[32] მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ჯგუფის წევრები კოსტიუმებს იცვამდნენ, საჯაროდ შემდგომში ყოველდღიური ჩაცმულობით ჩნდებოდნენ.[33] უაიმენი: „ჩვენი ცუდი ბიჭების რეპუტაცია და იმიჯი მოგვიანებით გამოჩნდა, შემთხვევით. ენდრიუს ამასთან შეხება არ ჰქონია. უბრალოდ უსასრულოდ იყენებდა ამ იდეას.“[34]

„ჩვენ ვიყავით პირველი პოპულარული ჯგუფი, რომელმაც უარი თქვა კლიფ რიჩარდის ტიპზე - ერთნაირ ჩაცმულობაზე და უმოძრაობაზე“. – ბილ უაიმენი[35]

ჩაკ ბერის „Come On“ იქცა ჯგუფის პირველ სინგლად და გამოიცა 1973 წლის 7 ივნისს. კოლექტივი მას კონცერტებზე არ უკრავდა[36], ხოლო Decca-მ მისი რეკლამა მხოლოდ ერთხელ გამოაქვეყნა. ოლდემის თხოვნით, ჯგუფის ფან-კლუბის წევრებმა ასლები ისეთი რაოდენობით შეიძინეს[37], რომ „Come On“ სინგლების ჩარტში #21 პოზიციამდე ავიდა.[38] წარმატებული სინგლი მათ საშუალებას აძლევდა, ლონდონის მიღმა გამოსულიყვნენ, რაც დაიწყო მიდლსბროში, 13 ივლისს, Outlook Club-ში გამართული კონცერტით (The Hollies-თან ერთად).[39] (ბილ უაიმენის წიგნში Rolling With The Stones დაშვებულია შეცდომა, თითქოს ჯგუფმა იმ საღამოს კლუბში Alcove დაუკრა). წლის ბოლოს ოლდემმა და ისტონმა მოაწყვეს სტოუნზის პირველი ბრიტანული ტურნე, რომელშიც იგი გამოდიოდა ამერიკელი შემსრულებლების - ბო დიდლის, ლიტლ რიჩარდის და The Everly Brothers-ის მხარდამჭერი კოლექტივის სახით. 1963 წლის შემოდგომაზე გამართული ეს ტურნე ახალგაზრდა ჯგუფისთვის მოსამზადებელ პერიოდად იქცა.[25][40][41]

ამ პერიოდში ჩაიწერა მათი მეორე სინგლი, ჯონ ლენონის და პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი „I Wanna Be Your Man“[42], რომელიც The Beatles-მა და სტოუნზმა ერთსა და იმავე სესიის ფარგლებში ჩაწერეს. ეს სინგლი ბრიტანეთში #12 გახდა, ხოლო მესამე ბადი ჰოლის „Not Fade Away“-ს ვერსია, რომელიც ბო დიდლის სტილში იყო შესრულებული, 1964 წლის თებერვალში გამოვიდა და #3 იყო.[43]

ოლდემი არ ხედავდა მომავალს ჯგუფისთვის, რომელიც, მისი თქმით, „კარგავდა მნიშვნელოვან ჰონორარს შუახნის შავკანიანების მუსიკის დაკვრით“ და ამით მოზარდებს ართობდა. ჯეგერმა და რიჩარდსმა გადაწყვიტეს სიმღერების ერთობლივი ძალებით შექმნა, რაც, ოლდემის თქმით, იმთავითვე იყო „ბანალური და მიმბაძველი“.[44] ვინაიდან ჯგუფში სიმღერების შექმნის ტრადიცია ნელი ტემპით ვითარდებოდა, პირველი ალბომის The Rolling Stones (რომელიც აშშ-ში გამოვიდა, როგორც England's Newest Hit Makers) მასალას ძირითადად სხვა შემსრულებლების სიმღერების ვერსიები შეადგენდნენ, ხოლო ჯეგერის და რიჩარდსის საავტორო მხოლოდ „Tell Me (You're Coming Back)“ იყო. თუმცა, ალბომში აგრეთვე შეტანილი იყო ნენკერ ფელჯის, როგორც ავტორის მითითებით მთლიანი ჯგუფის მიერ ჩაწერილი ორი სიმღერა.[45]

როლინგ სტოუნზის პირველი აშშ ტურნე 1964 წლის ივნისში ჩატარდა და, უაიმენის თქმით, „კატასტროფა“ იყო. „როდესაც ჩავედით, იქ ჰიტური ჩანაწერები არ გვქონია ან სხვა რამე.“[46] როდესაც ჯგუფი გამოვიდა შოუში The Hollywood Palace, წამყვანმა, დინ მარტინმა დასცინა მათ ვარცხნილობას და შესრულების სტილს[47]. ტურნეს პერიოდში ჩიკაგოს Chess Studios-შიც იმუშავეს და გაიცნეს საკუთარი შთაგონების წყაროებიც, მათ შორის - მადი უოტერსი.[48][49] ამ სესიების დროს ჩაიწერა ბობი უომეკის „It's All Over Now“, რომელიც ბრიტანეთში მათ პირველ #1 ჰიტად იქცა.[50]

The TAMI Show-ს კინოვერსიაში ჯგუფი ჯეიმზ ბრაუნთან და The Famous Flames-თან ერთად გამოჩნდა. მის ფარგლებში ამერიკელი შემსრულებლები „ბრიტანული შემოჭრის“ მუსიკოსებთან ერთად გამოდიოდნენ. 2003 წელს ჯეგერი იხსენებდა, რომ სტოუნზი ბრაუნთან სინქრონულად ვერ უკრავდა, ვინაიდან სცენებს ცალ-ცალკე იღებდნენ, რის გამოც თავად ჯეიმზი გაღიზიანებული იყო.[51] 25 ოქტომბერს სტოუნზი The Ed Sullivan Show-შიც გამოვიდა, თუმცა იქ დატრიალებული ქაოსის გამო წამყვან ედ სალივანის ძალისხმევით ჯგუფს აუკრძალეს შოუში გამოჩენა[52] - მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში კოლექტივი მასთან მაინც გამოსულა.[8]

ტურნეს დროს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი - ამერიკული 12 X 5[53], ხოლო ჯგუფის მეხუთე ბრიტანული სინგლი, უილი დიქსონის „Little Red Rooster“, ნენკერ ფელჯის სახელით b-მხარეზე წარმოდგენილი „Off the Hook“-ით, 1964 წლის ნოემბერში გამოვიდა. იგი ბრიტანეთში სტოუნზის მეორე #1 ჰიტად იქცა, რაც ბლუზური ნომრისთვის მანამდე წარმოუდგენელი წარმატება იყო.[43] თუმცა, ბრიტანულმა დისტრიბუტორმა - ამ შემთხვევაში London Records-მა - მისი სინგლზე გამოცემისგან თავი შეიკავა და 1964 წლის იანვარში გამოუშვა ჯგუფის პირველი სინგლი, რომელზეც ორივე სიმღერა ჯეგერის და რიჩარდსის ავტორობის იყო - „Heart of Stone“ და „What a Shame“ b-მხარეზე. ჩანაწერი აშშ-ის ჩარტში #19 გახდა.[54]

1965–1967: წარმატების მწვერვალზე

რედაქტირება

ჯგუფის მეორე ბრიტანული ალბომი The Rolling Stones No. 2 გამოვიდა 1965 წლის იანვარში და ბრიტანეთის ჩარტში #1 იყო, ხოლო აშშ ვერსია, გამოცემული თებერვალში, როგორც The Rolling Stones, Now!, #5 გახდა. ალბომი ჩაიწერეს ჩიკაგოში, Chess Studios-ში და ლოს-ანჯელესის RCA Studios-ში.[55] 1965 წლის იანვარში და თებერვალში ჯგუფმა ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში იმოგზაურა და 100 000 მსმენელის წინაშე 34 კონცერტი გამართა.

ბრიტანეთის ჩარტში #1 პოზიციაზე მოხვედრილი ჯგუფის პირველი საავტორო სინგლი იყო „The Last Time“ (1965).[43] აშშ-ში იგი #9 გახდა. მოგვიანებით რიჩარდსმა მას უწოდა „სტოუნზისთვის გარდამავალი პერიოდი, როდესაც სიმღერების წერაზე დავფიქრდით. ამან გამბედაობა შეგვმატა, გვიჩვენა, თუ როგორ გვემუშავა.“[56]

ჯგუფის პირველ საერთაშორისო ჰიტად იქცა 1965 წლის მაისში ჩრდილოეთ ამერიკული ტურნეს დროს ჩაწერილი „(I Can't Get No) Satisfaction“. რიჩარდსი წარმოიდგენდა, რომ მას აგრეთვე უნდა ჰქონოდა ვალტორნების სექცია, თუმცა საბოლოო ვერსიაში ეს არ გამოიყენეს. გამოცემული 1965 წლის ზაფხულში, იგი იყო როგორც ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში სტოუნზის #1 ჰიტი, ხოლო შტატებში, Billboard Hot 100-ში პირველ ადგილზე ოთხი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ჯგუფს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კოლექტივის სახელი მოუპოვა.[56][57]

 
როლინგ სტოუნზის 1965 წლის ტურნეს რეკლამა.

ალბომის ამერიკული ვერსია, Out of Our Heads, გამოცემული 1965 წლის ივლისში, ასევე #1 გახდა. მასში მოხვდა ჯგუფის შვიდი საავტორო სიმღერა (ნაწილი კვლავ ნენკერ ფელჯის სახელით გამოსული).[58] რიგით მეორე მსოფლიო ჰიტად იქცა იმავე წლის შემოდგომაზე გამოსული „Get Off of My Cloud“[8], რასაც მოჰყვა ამერიკული ალბომი December's Children.[53]

Aftermath (ბრიტანეთი - #1, აშშ - #2) გამოვიდა 1966 წლის გაზაფხულზე. ეს იყო როლინგ სტოუნზის პირველი ალბომი, რომელშიც მთლიანად ჯეგერის/რიჩარდსის საავტორო სიმღერები შევიდა. მასზე ჯოუნზის ინსტრუმენტული სპექტრი გასცდა გიტარას და ჰარმონიკას. შუა აღმოსავლეთის მუსიკით შთაგონებული „Paint It, Black“ შეიცავს სიტარს, ბალადას „Lady Jane“ (დულციმერით) და „Under My Thumb“-ს, რომელშიც მარიმბა გამოიყენება. Aftermath აგრეთვე აღსანიშნავია 12 წუთიანი „Goin' Home“-ით.

სტოუნზის წარმატებამ ბრიტანული და ამერიკული სინგლების ჩარტებში 1966 წელს მწვერვალს მიაღწია. „19th Nervous Breakdown“-ს[59] (თებერვალი 1966, ბრიტანეთი - #2, აშშ - #2) მოჰყვა ჯგუფის პირველი ტრანსატლანტიკური #1 ჰიტი „Paint It, Black“ (1966 წლის მაისი).[43] „Mother's Little Helper“ (ივნისი, 1966) აშშ-ში #8 იყო და წარმოადგენდა პოპულარულ მუსიკაში ერთ-ერთ პირველ ჩანაწერს, რომელშიც დანიშნული წამლების პრობლემა განიხილებოდა.

1966 წლის სექტემბერში გამოვიდა „Have You Seen Your Mother, Baby, Standing in the Shadow?“ (ბრიტანეთი - #5, აშშ - #9), აღსანიშნავი რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, ეს იყო სტოუნზის პირველი სიმღერა, რომელშიც თითბერი გამოიყენებოდა. ამჟამად უკვე ცნობილ სურათზე ამერიკული გამოცემის უკანა მხარეს ჯგუფი წარმოდგენილი იყო ქალების სამოსებში, ხოლო პრომო ფილმი, რომელიც უნდა ჩაითვალოს ერთ-ერთ პირველ მუსიკალურ ვიდეოდ, გადაიღო პიტერ უაიტჰედმა.[60][61]

მუსიკალური ნაწყვეტები:

1967 წლის იანვარში გამოვიდა Between the Buttons (ბრიტანეთში - #3, აშშ-ში #2). ეს იყო ოლდემის, როგორც ჯგუფის პროდიუსერის უკანასკნელი ნამუშევარი (მანამდე, 1965 წელს სტოუნზის მენეჯერი ალენ კლაინი გახდა). ამერიკულ ვერსიაში შევიდა ორმაგი A-მხარიანი სინგლის სახით გამოსული „Let's Spend the Night Together“ და Ruby Tuesday[62] - ორივე აშშ-ში #1 გახდა, ხოლო ბრიტანეთში - #3. როდესაც ჯგუფი ნიუ-იორკში გადაფრინდა, The Ed Sullivan Show-ის შოუში სიმღერების შესასრულებლად, მათგან მოითხოვეს ტექსტის „let's spend the night together“ (ქართ. მოდი, ღამე ერთად გავატაროთ) შეცვლა „let's spend some time together“-ით (ქართ. მოდი, დრო ერთად გავატაროთ).[6][63]

1967 წლის დასაწყისში პოლიციამ დაიწყო ჯგუფის თვალთვალი, მას შემდეგ, რაც News of the World-ში სამ ნაწილად დაიბეჭდა სტატია „Pop Stars and Drugs: Facts That Will Shock You“. მასში აღწერილი იყო მთელი რიგი LSD-სთან დაკავშირებული წვეულებების, The Moody Blues-ის წევრების ორგანიზებით და სხვა შემსრულებლების მონაწილეობით (რომელთა შორის იყვნენ პიტ ტაუნსენდი და ჯინჯერ ბეიკერი). აგრეთვე განიხილებოდა ცნობილი მუსიკოსების მიერ ნარკოტიკების მოხმარების საკითხი. პირველ ნაწილში საუბარი იყო დონოვანზე (რომელიც დააპატიმრეს და გამოუშვეს გირაოს სანაცვლოდ), შემდეგ კი, 5 თებერვალს დაბეჭდილ სტატიაში, საუბარი იყო როლინგ სტოუნზზე.[64] ჟურნალისტი, რომელიც იყო ამ სტატიის თანაავტორი, ლონდონურ კლუბ Blaise's-ს ეწვია. მისი თქმით, სტოუნზის წევრები იყენებდნენ ამფეტამინის აბებს, ისევე, როგორც ჰაშიშს. სტატიაში ხაზგასმული იყო მიკ ჯეგერის აქტიურობა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ბრაიან ჯოუნზი იყო. სტატიის გამოქვეყნების საღამოს მიკი ეიმონ ანდრესის შოუში გამოვიდა და განაცხადა, რომ გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა.[64]

ერთი კვირის შემდეგ, 2 თებერვალს, სასექსის პოლიციამ, News of the World-ის მითითებით (რომელსაც მითითება, თავის მხრივ, რიჩარდსის მძღოლმა მისცა)[65], კითის სახლში, რედლენდსში, წვეულების დროს ჩხრეკა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაუპატიმრებიათ, ჯეგერი, რიჩარდსი და ნახატებით მოვაჭრე რობერტ ფრეიზერი დააჯარიმეს. 2003 წელს რიჩარდსი იხსენებდა: „როდესაც რედლენდსში დაგვატყდნენ თავს, მივხვდით, რომ უკვე სხვა თამაშთან გვქონდა საქმე და გასართობი აღარ იყო. მანამდე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ლონდონი მშვენიერი ადგილი იყო, სადაც ყველაფერს აკეთებდი.“[66] საუბრობდა რა პიროვნებაზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ ჩხრეკაზე, იგი ამბობდა: „როგორც ვიცი, ხალხში ცხვირი აღარ გაეყოფოდა“.[65] 1967 წლის მარტში, განაჩენის მოლოდინში, ჯეგერმა, რიჩარდსმა და ჯოუნზმა იმოგზაურეს მაროკოში. მათ ახლდნენ მერიან ფეითფული და ჯოუნზის მეგობარი გოგონა ანიტა პალენბერგი, ისევე, როგორც სხვა მეგობრები. ჯოუნზსა და პალენბერგს შორის ამ პერიოდში ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ უკანასკნელმა ქვეყანა რიჩარდსთან ერთად (რომელთან შემდეგი თორმეტი წლის განმავლობაში დარჩა) მალე დატოვა[67]. რიჩარდსი „ეს იყო ჩემთვის და ბრაიანისთვის უკანასკნელი წვეთი. ამის გამო არ ვუპატიებივარ და არც ვადანაშაულებ, ჯანდაბას, ათასი რამ ხდება.“[68] არსებული სირთულეების მიუხედავად, როლინგ სტოუნზმა ევროპაში 1967 წლის მარტში და აპრილში იმოგზაურა, პირველად გამოვიდა პოლონეთში, საბერძნეთში და იტალიაში.[69]

1967 წლის 10 მაისს, როდესაც ჯეგერს, რიჩარდს და ფრეიზერს კითხავდნენ რედლენდსის შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიცია ჯოუნზს ეწვია, დააპატიმრა და დააჯარიმა მარიხუანის შენახვის გამო[6]. ჯგუფის ხუთიდან სამ წევრს, ამრიგად, პოლიციასთან ნარკოტიკების გამო პრობლემები ჰქონდა. განაჩენი ჯეგერს და რიჩარდსს ივნისის ბოლოს გამოუტანეს - ამფეტამინის ოთხი აბის გამო პირველმა სამთვიანი პატიმრობა მიიღო, ხოლო მეორემ - ერთი წელი, საკუთარ სახლში სხვებისთვის მარიხუანის მოწევის ნებართვის გამო.[70][71] მიუხედავად იმისა, რომ ორივე იმავე დღეს საკანში მოხვდა, აპელაციის შეტანის შემდეგ, დროებით გაათავისუფლეს.[72] The Times-ში გამოქვეყნდა შემდგომში ცნობილი სტატია „ვინ ესვრის ზარბაზნიდან ბეღურებს?“, რომელშიც კონსერვატორმა რედაქტორმა უილიამ რის-მოგმა მკითხველები გააკვირვა ამ საქმის შესახებ მოულოდნელად კრიტიკული განხილვით, ამბობდა რა, რომ ჯეგერს უფრო უხეშად ეპყრობოდნენ, ვიდრე „ნებისმიერ უცნობ პიროვნებას“.[73]

სანამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მოისმენდა, ჯგუფმა ჩაწერა „We Love You“, როგორც მსმენელებისადმი პასუხი და მადლიერების ნიშანი. იგი იწყება ციხის კარის ხმაურით, ხოლო თანმხლები პრომოფილმი შეიცავს ოსკარ უაილდის გასამართლების ალუზიებს.[74] 31 ივლისს სასამართლომ გადაწყვეტილება რიჩარდსის სასარგებლოდ გამოიტანა, ხოლო ჯეგერმა პირობითი სასჯელი მიიღო[75]. ბრაიან ჯოუნზის პროცესი გაიმართა 1967 წლის ნოემბერში. დეკემბერში, სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განაცხადის შემდეგ, იგი 1000 გირვანქა სტერლინგის გადახდის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა სამწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო, ისევე, როგორც მითითება, სამკურნალოდ სპეციალისტისთვის მიემართა[76].

1967 წლის დეკემბერში აგრეთვე გამოვიდა ალბომი Their Satanic Majesties Request (ბრიტანეთში - #3, აშშ-ში #2), რომელსაც არაკეთილგანწყობილი შეფასებები ახლდა და ეწოდა The Beatles-ის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band-ის სუსტი პაროდია.[77][78] Satanic Majesties ჩაიწერა რთულ პერიოდში, როდესაც ჯეგერი, რიჩარდსი და ჯოუნზი სასამართლო დავებში იყვნენ გახვეულები. ამ სესიების დროს ენდრიუ ლუგ ოლდემი მათ საბოლოოდ დაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არამეგობრული ატმოსფერო შესამჩნევი არ ყოფილა[79], 2003 წელს ჯეგერი ამბობდა: „იგი იმიტომ წავიდა, რომ, მისი აზრით, ყურადღება არ გვქონდა გამახვილებული ჩვენს საქმეზე და ბავშვურები ვიყავით. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო დრო - და ვფიქრობდი, რომ არც მისთვის. ბევრი რამ გვიშლიდა ხელს და ასეთ დროს გჭირდებოდა ვინმე, ვინც მიგითითებდა, ენდრიუს საქმეს სწორედ ეს წარმოადგენდა.“[6]

Satanic Majesties, ამრიგად, იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომლის პროდიუსერები მუსიკოსები თავად იყვნენ. მის ფსიქოდელიურ ჟღერადობას ემატებოდა ჰოლოგრამული გარეკანი, მაიკლ კუპერის მიერ შექმნილი ფოტოსურათით (იგი Sgt. Pepper-ის ფოტოს ავტორიც იყო). ბილ უაიმენის საავტორო სიმღერა ამ ალბომზე არის „In Another Land“ - ჯგუფის პირველი სინგლი, რომელზეც ჯეგერი წამყვან ვოკალს არ ასრულებს[80].

1968–1972: „ოქროს პერიოდი“

რედაქტირება
 
კით რიჩარდსი, 1972.

1968 წლის დასაწყისში როლინგ სტოუნზი მუშაობდა შემდეგ ალბომზე. მაისში სინგლზე გამოიცა „Jumpin' Jack Flash“. ამ სიმღერით და ალბომით Beggars Banquet (ბრიტანეთში - #3, აშშ-ში #5) სტოუნზი დაუბრუნდა ქანთრით და ბლუზით შთაგონებულ სიმღერებს და თავის საწყისებს. ალბომზე პროდიუსერის სახით მუშაობდა ჯიმი მილერი. დისკში აგრეთვე შევიდა „Street Fighting Man“ (1968 წლის მაისის პოლიტიკური მოვლენების შესახებ) და „Sympathy for the Devil“[81][82].

Beggars Banquet კრიტიკოსებმა და მსმენელებმა დადებითად მიიღეს. რიჩარდსი: „Satanic Majesties-ს და Beggars Banquet-ს შორის არის განსხვავებები მასალაში. მომბეზრდა მაჰარიშის გურუ-სისულელე, მთელი ეს კრიალოსნები და ზანზალაკები. ვინ იცის, საიდან მოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, მუსიკა იყო რეაქცია იმაზე, თუ რას ვაკეთებდით თავისუფალ დროს და მკაცრ რეალობაზე. ციხის მომხიბვლელობა...ნამდვილად დაგაფიქრებს...მეწყინა, რომ ასე დამატყდნენ. ასე რომ, უბრალოდ ავდექით და გადაწყვიტეთ შეცვლა. იმ პერიოდის მუსიკაში დიდი რაოდენობის მრისხანებაა.“[83] რიტმულ ნაწილებში რიჩარდსმა დაიწყო ღია აკორდების გამოყენება (კაპოსთან ერთად). 1968 წელს ხშირად ჟღერდა მი ან რე აკორდები. 1969 წლიდან მან დაიწყო ღია სოლით დაკვრა (ხუთი სიმით, ხოლო მეექვსე მოხსნილი ჰქონდა), რაც, მაგალითად, კარგად არის ასახული სიმღერებში „Honky Tonk Women“, „Brown Sugar“, „Tumbling Dice“ (კაპო IV), „Happy“ (კაპო IV) და „Start Me Up“.[84]

1968 წლის ბოლოს ჯგუფმა გადაიღო The Rolling Stones Rock and Roll Circus, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ იოკო ონო, ჯონ ლენონი, The Dirty Mac, The Who, ჯეთრო ტალი, მერიან ფეითფული და ტაჯ მაჰალი. თუმცა, ფილმი შემდეგი 26 წლის განმავლობაში ოფიციალურად არ გამოსულა და მხოლოდ 1996 წელს გამოიცა ვიდეოზე[85]. DVD ვერსია გამოვიდა 2004 წლის ოქტომბერში.[86]

Beggars Banquet-ის გამოცემის პერიოდში ბრაიან ჯოუნზს ბევრი პრობლემა ჰქონდა. ჯგუფის შემოქმედებაში მისი წვლილი მინიმალური იყო. ჯეგერი ამბობდა, რომ იგი „ასეთი ცხოვრებისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ყოფილა“.[87] ნარკოტიკების მოხმარება დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა და მან ვერ მიიღო აშშ-ის ვიზა. რიჩარდსი ამბობდა, რომ ივნისში, როდესაც ჯგუფი შეიკრიბა ბრაიანის სახლში, უკანასკნელმა განაცხადა, რომ ტურნეში ვეღარ გაჰყვებოდა და ჯგუფი დატოვა სიტყვებით „წავედი და თუ გადაწყვიტავ, დავბრუნდები“[88]. 3 ივლისს იგი უცნაურ ვითარებაში ჰარტფილდში, საკუთარი სახლის ეზოში, აუზში დაიხრჩო.[89][90]

 
მიკ ტეილორი, 1972

ლონდონის ჰაიდ-პარკში დაგეგმილი იყო ჯგუფის გამოჩენა Blackhill Enterprises-ის მიერ ორგანიზებულ უფასო კონცერტზე. მათ გადაწყვიტეს გამოსვლა, მიუხედავად ბრაიანის დაღუპვისა და კონცერტი მას მიუძღვნეს. ეს იყო ჯგუფის პირველი გამოსვლა მიკ ტეილორთან ერთად, 250 000 მსმენელის წინაშე.[6] Granada Television-მა კონცერტი გადაიღო და ბრიტანეთის ტელეეთერში აჩვენა, როგორც The Stones in the Park. ჯეგერმა გამოსვლის დროს წაიკითხა ნაწყვეტი პერსი ბიში შელის ლექსიდან „ადონისი“, რომელიც მწერალმა დაწერა, როგორც ელეგია, მიძღვნილი მეგობრის, ჯონ კიტსის ხსოვნისადმი. ჯოუნზის პატივსაცემად ცაში ათასობით პეპელა გაუშვეს[6], რასაც მოჰყვა ჯონი უინტერის „I'm Yours and I'm Hers“-ის შესრულება.[91] კონცერტზე აგრეთვე პირველად შეასრულეს „Midnight Rambler“ და „Love in Vain“, მომავალი ალბომიდან Let It Bleed და „Give Me A Drink“, შემდგომში შესული Exile on Main St.-ში. ამასთან, საკონცერტო გარემოში პირველად შესრულდა წინა დღეს სინგლზე გამოსული „Honky Tonk Women“. Blackhill Enterprises-ის სასცენო მენეჯერმა სემ კატლერმა სტოუნზი წარადგინა, როგორც „მსოფლიოს უდიდესი როკ-ენ-როლ ჯგუფი“[1][91]. ეპითეტს იგი იყენებდა ჯგუფის 1969 წლის ტურნეს მსვლელობისას და შემდგომშიც - კატლერი ჯგუფის ტურნეების მენეჯერი გახდა.[92][93]

მუსიკალური ნაწყვეტები:

Let It Bleed (ბრიტანეთში - #1, აშშ-ში #3) იმავე წლის დეკემბერში გამოვიდა. ამ, ჯგუფის მიერ 60-იანებში გამოცემულ უკანასკნელ ალბომში, შევიდა „Gimme Shelter“. მასში ჟღერს მერი კლეიტონის წამყვანი ვოკალი[94]. სხვა სიმღერებს შორის არის „You Can't Always Get What You Want“ (ჩაწერილი ლონდონის ბახის გუნდთან ერთად, რომელმაც საკუთარი სახელწოდების ალბომის ანოტაციებიდან ამოღება, მაგრამ მოგვიანებით მისი დაბრუნება ითხოვა) და „Midnight Rambler“, ისევე, როგორც რობერტ ჯონსონის „Love in Vain“. ჯოუნზი და ტეილორი უკრავენ რამდენიმე სიმღერაში.

ტურნეს დასრულების შემდეგ ჯგუფმა ალტამონტის ავტოსტრადაზე ჩაატარა უფასო კონცერტი. ბაიკერები Hells Angels-იდან კონცერტზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ და სასიკვდილოდ სცემეს ერთ-ერთი მსმენელი, მერედით ჰანტერი, აღმოაჩინეს რა, რომ ამ მამაკაცს თან იარაღი ჰქონდა.[95] ტურნე და ალტამონტის კონცერტი ნაწილობრივ არის ასახული ალბერტ და დევიდ მეისლების ფილმ Gimme Shelter-ში. ბუტლეგური ჩანაწერების მზარდი პოპულარობის პარალელურად (ასეთი იყო Live'r Than You'll Ever Be), Get Yer Ya-Yas Out! (ბრიტანეთში - #1, აშშ-ში #6) გამოვიდა. კრიტიკოსმა ლესტერ ბენგსმა მას ყველა დროის საუკეთესო საკონცერტო ალბომი უწოდა.[96]

ათწლეულის დასასრულს ჯგუფი მოხვდა BBC-ის 60-იანების მუსიკალური სცენის რეტროსპექტივაში Pop Go the Sixties, შეასრულა რა „Gimme Shelter“, ეთერში გასული 31 დეკემბერს. 1970 წელს ამოიწურა სტოუნზის კონტრაქტი ალენ კლაინთან და Decca-სთან და, კლაინთან უთანხმოების შემდეგ, ჯგუფმა საკუთარი ლეიბლი Rolling Stones Records დააარსა. მასზე გამოცემული პირველი ალბომი იყო 1971 წლის Sticky Fingers (ბრიტანეთში - #1, აშშ-ში #1) - ენდი უორჰოლის მიერ შექმნილი გარეკანით.[97] ამჟამად Decca-ს პერიოდში ჩაწერილი კატალოგის მფლობელია კლაინის ABKCO.

 
ჯგუფის ლოგო, რომელიც ჯონ პაშემ შექმნა, ხოლო კრეიგ ბრაუნმა შეცვალა[98]. იგი 1971 წლიდან გამოიყენება.

Sticky Fingers-ზე Rolling Stones Records-ის ლოგო, ტუჩები და გამოყოფილი ენა, პირველად გამოჩნდა. მისი ავტორია ჯონ პაშე, რომელმაც, ჯეგერის მითითებით, დაამატა ინდუიზმის ქალღმერთ კალის ენის ასლი.[98] კრიტიკოსი შონ ეგანი: „სტოუნზის სახელწოდების გარეშეც, იგი უმალვე მათ გაგახსენებთ, ან, თუნდაც ჯეგერს, ისევე, როგორც ერთგვარ ავხორცობას, რომელიც სტოუნზს ახასიათებს...იგი მალევე და დამსახურებულად იქცა პოპულარულ მუსიკაში ყველაზე ცნობილ ლოგოდ.“[99] ენა და ტუჩები იქცნენ ალბომის დიზაინის ნაწილად. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს VH1-მა მას „ყველა დროის #1 ალბომის გარეკანი“ უწოდა.[97]

Sticky Fingers-ში შეტანილია ჯგუფის მთელი რიგი ჰიტების, მათ შორის - „Brown Sugar“ და „Dead Flowers“. ორივე ჩაიწერა ალაბამაში, 1969 წლის ამერიკული ტურნეს დროს. დისკზე ბლუზურ სტილისტიკაში კიდევ უფრო მეტი ჩაღრმავება შეიმჩნევა. იგი აღსანიშნავია „გახსნილი, ძველებური ჟღერადობით“[100] და არის მიკ ტეილორის სტოუნზთან ჩაწერილი პირველი სრულყოფილი სტუდიური ნამუშევარი[101][102] ალბომის გამოცემის შემდეგ სტოუნზმა ფინანსური მიზეზით ინგლისი დატოვა და გადავიდა რიჩარდსის მიერ საფრანგეთის სამხრეთით ნაქირავებ ვილა ნელკოტში. Rolling Stones Mobile Studio-ს დახმარებით მათ იქ დაიწყეს ახალი სიმღერების შექმნა, თუმცა მასალის ნაწილი უკვე 1969 წელს ჰქონდათ გამზადებული, როდესაც ლოს-ანჯელესის Sunset Studios-ში იმუშავეს. 1972 წლის მაისში გამოვიდა ორმაგი ალბომი Exile on Main St. (ბრიტანეთში - #1, აშშ-ში #1). კრიტიკოს რობერტ კრისტგოუს მიერ A+-ით[103] და ლესტერ ბენგსის მიერ უარყოფითად შეფასებული Exile (თუმცა უკანასკნელმა საკუთარი გადაწყვეტილება თვეების შემდეგ შეცვალა) ამჟამად სტოუნზის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად ითვლება[104]. შემდგომ ფილმებში Cocksucker Blues (რომელიც ოფიციალურად არ გამოსულა) და Ladies and Gentlemen: The Rolling Stones ასახულია ჯგუფის 1972 წლის ჩრდილოეთ ამერიკული ტურნე.[105] იმავე პერიოდში გამოვიდა ორმაგი კომპილაციური ალბომი Hot Rocks 1964–1971 (აშშ-ში #4). შტატებში მას ალმასის სტატუსი მიენიჭა - 12 მილიონი გაყიდული ასლისთვის, ხოლო Billboard-ის ჩარტში ჩანაწერი 264 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა[106].

1972–1977: 70-იანების შუა პერიოდი

რედაქტირება

Daily Mail-ში 2006 წელს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ჯგუფის წევრებმა 1972 წელს მაღალი გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით შეიმუშავეს რთული ფინანსური სქემა. მათი ჰოლდინგი, Promogroup, ნიდერლანდებსა და კარიბის ზღვაში ოფისებს ფლობს. ნიდერლანდები აირჩიეს, ვინაიდან ქვეყანაში ჰონორარი არ იბეგრება. სტატია აღნიშნავს, რომ მუსიკოსები მას შემდეგ იგივე პოლიტიკას მიჰყვებოდნენ, „რის გამოც ბრიტანეთი მათი ძირითადი საცხოვრებელი არ იყო“ და „როლინგ სტოუნზმა სინამდვილეში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საკუთარი 242 მილიონიანი შემოსავლიდან ბეგრის სახით მხოლოდ 1.6% გადაიხადა“.[107]

1972 წლის ნოემბერში ჯგუფმა კინგსტონში (იამაიკა) დაიწყო მუშაობა ალბომზე Goats Head Soup (ბრიტანეთში - #1; აშშ-ში #1), რომელიც 1973 წელს გამოვიდა. ამ ალბომიდან გამოიცა სინგლი „Angie“, ქცეული მსოფლიო ჰიტად, თუმცა ეს დისკი იყო მხოლოდ ერთ-ერთი შემდგომში კომერციულად წარმატებულებს შორის.[108] Goats Head Soup-ის ჩაწერიდან მრავალი გამოუყენებელი სიმღერა დარჩა, როგორიც იყო „Waiting on a Friend“-ის ადრეული ვერსია, რომელიც პირველად მხოლოდ Tattoo You-ში შევიდა.[109]

 
ბილ უაიმენი, 1975.

ალბომის ჩაწერა დროებით შეწყდა მორიგ ნარკოსკანდალთან დაკავშირებით - რაც ეხებოდა საფრანგეთში მუშაობის პერიოდს. გაიცა რიჩარდსის დაპატიმრების ორდერი, ხოლო ჯგუფის სხვა წევრები საფრანგეთში დასაკითხად ჩაიყვანეს.[110] ამან და ჯეგერის 1967 და 1970 წლის ბრალდებებმა[111] წარმოშვეს პრობლემები 1973 წელს წყნარი ოკეანის ქვეყნებში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით. სტოუნზს უარი უთხრეს იაპონიაში შეშვებაზე და შეეზღუდათ ავსტრალიაში მოხვედრის გზებიც. ტურნე მაინც გამართეს - ევროპაში, საფრანგეთის გარდა, რის შემდეგაც რიჩარდსი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით - ამჯერად ინგლისში.[112]

შემდეგი ალბომის It's Only Rock 'n' Roll (ბრიტანეთში - #2; აშშ-ში #1) ჩასაწერად ჯგუფი მიუნხენში გაჩერდა, მაგრამ ჯიმი მილერი, წინა ალბომის პროდიუსერი, ასევე ნარკოსკანდალებში იყო გახვეული და მათთან აღარ უმუშავია. ამიტომ, ჯეგერმა და რიჩარდსმა თავად ითავეს პროდიუსერების საქმე და The Glimmer Twins დაირქვეს. ალბომიც და სასათაურო სინგლიც ჰიტურები იყვნენ.[113][114]

1974 წლის ბოლოს ტეილორი ჯგუფის მოქმედების სქემით დაღლილი ჩანდა.[115] სტოუნზის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ, მათ ეზღუდებოდათ აქა თუ იქ კონცერტების გამართვა. რიჩარდსის შემოქმედებით რიტმზე გავლენა იქონია ნარკოტიკების მოხმარებამ. ამასთან, ტეილორი თვლიდა, რომ მისი შემოქმედებითი წვლილი ჯგუფის საქმეში შეუმჩნეველი რჩებოდა.[116] 1974 წლის ბოლოს, როდესაც სტოუნზი მიუნხენში მორიგ ალბომზე მუშაობას იწყებდა, მან ჯგუფი დატოვა.[117] 1980 წელს იგი ამბობდა: „დაღლილი ვიყავი. მსურდა, როგორც გიტარისტს, საკუთარი არეალის გაფართოება და სხვა რამის კეთება...იმ დროს სიმღერებს ჯერ არ ვწერდი, მხოლოდ ვიწყებდი და ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება...არსებობს ხალხი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებს. და არიან ისეთები, ვისთვისაც ეს არ კმარა. ჩემთვის არ კმაროდა.“[118]

 
რონი ვუდი (მარცხნივ) და ჯეგერი (მარჯვნივ), ჩიკაგო, 1975.

ჯგუფი ეძებდა ახალ გიტარისტს. რამდენიმე ასეთმა მოსინჯა ძალები, რათა სტოუნზის წევრად ქცეულიყო. შემდეგი ალბომის, Black and Blue-ს (ბრიტანეთში - #2; აშშ-ში #1) ჩაწერამდე არჩევდნენ ტეილორის შემცვლელს. განიხილებოდა სხვადასხვა - მაგალითად, პიტერ ფრემპტონი და ჯეფ ბეკი, ისევე, როგორც რობერტ ა. ჯონსონი და შუგი ოტისი. მოგვიანებით ბეკიც და ირლანდიელი ბლუზ-გიტარისტი რორი გალაგერი ამბობდნენ, რომ ისე უკრავდნენ, რომ არც იცოდნენ, თუ შესარჩევ კონკურსში მოხვდნენ. ორივე ამბობდა, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი ჯგუფს არასოდეს შეუერთდებოდნენ. აგრეთვე მოუსმინეს უეინ პერკინსის და ჰარვი მენდელის დაკრულს, თუმცა რიჩარდსი და ჯეგერი თვლიდნენ, რომ კოლექტივში მხოლოდ ბრიტანელი გიტარისტები უნდა ყოფილიყვნენ. საბოლოოდ, არჩევანი რონი ვუდზე შეაჩერეს - იგი ყველას მოეწონა.[119] მანამდე რონის უკვე დაუკრავს რიჩარდსთან. იგი აგრეთვე მონაწილეობდა სიმღერის „It's Only Rock 'n Roll“ ჩაწერაში. აღსანიშნავი ისიც არის, რომ მანამდე სტოუნზში გაწევრიანებაზე უარს ამბობდა (Faces-ში დაკვრის გამო)[120]. როდ სტიუარტი დარწმუნებული იყო, რომ ეს არ მოხდებოდა და სანაძლეოც დადო, რომ რონი სტოუნზს არ შეუერთდებოდა[120]. თუმცა, საპირისპირო მოხდა და ვუდი 1975 წელს ჯგუფის ამერიკული ტურნესთვის დაემატა, ხოლო Faces დაიშალა. სხვა წევრებისგან განსხვავებით, რონის სამუშაოს დროებით უნაზღაურებდნენ ისე, როგორც საკონტრაქტო პირობებზე მყოფ მონაწილეს და ასე გაგრძელდა 1990-იანებამდე, როდესაც სტოუნზის ბიზნეს-წრეს ოფიციალურად შეუერთდა[121]. 1975 წლის ტურნე დაიწყო ნიუ-იორკში, ბროდვეიზე. სცენაზე დეკორაციების სახით გამოიყენებოდა გიგანტური ფალოსი და თოკი, რომლითაც ჯეგერი მაყურებლების თავზე ქანაობდა. კონტრაქტით გათვალისწინებული იყო საკონცერტო ალბომის მომზადებაც. იგი ტორონტოში ჩაიწერა და გამოვიდა, როგორც Love You Live (ბრიტანეთში - #3, აშშ-ში #5) და იყო პირველი საკონცერტო ჩანაწერი Get Yer Ya-Ya's Out! The Rolling Stones in Concert-ს შემდეგ.[122]

 
ამერიკული ტურნე, 23 ივლისი 1975. ვუდი, რიჩარდსი და ჯეგერი.

რიჩარდის ჰეროინით გატაცებამ გამოიწვია მისი ტოკიოში დაგვიანებით ჩასვლა. დანარჩენი წევრები მის მოლოდინში შეიკრიბნენ და გაუგზავნეს ტელეგრამა, რომელშიც ეკითხებოდნენ, თუ სად იმყოფებოდა. 1977 წლის 24 თებერვალს, ლონდონიდან გადაფრენის შემდეგ, კანადაში კითი და მისი ოჯახი საპასპორტო კონტროლის დროს შეაჩერეს, აღმოუჩინეს რა ბარგში დამწვარი კოვზი და ნარკოტიკის ნარჩენები. სამი კვირის შემდეგ ქვეყანაში ანიტა პალენბერგის დაპატიმრების ორდერი გაიცა და პოლიციამ ჰეროინის 22 გრამი აღმოუჩინა.[123] თავად კითი ბრალდებული იყო კანადაში ნარკოტიკების შემოტანისთვის, რის გამოც შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.[124] ბრალმდებელი დაეთანხმა რიჩარდსის ადვოკატის მტკიცებულებას, თითქოს მუსიკოსმა ნარკოტიკები კანადაში ჩასვლის შემდეგ შეიძინა.[125] მიუხედავად ამ უსიამოვნებისა, ჯგუფმა ტორონტოში ორი კონცერტი გამართა. თუმცა, ამასაც სკანდალი მოჰყვა - ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ მათთან საერთო წვეულებაზე შეამჩნიეს პიერ ტრუდოს, კანადის პრემიერმინისტრის მეუღლე მარგარეტი. ორი აღნიშნული კონცერტის რეკლამები არსად გამოქვეყნებულა. ამასთან, დარბაზი El Mocambo ერთი კვირით იქირავეს და ადგილობრივ სადგურ 1050 CHUM-ზე გაათამაშეს დასასწრები ბილეთები. გამარჯვებულები კი, რომლებიც მოხვდნენ პარასკევის ან შაბათის ღონისძიებაზე, გაოგნებულები იყვნენ სტოუნზის იქ გამოჩენით.[126]

4 მარტს პალენბერგს დაუმტკიცდა ბრალდება ნარკოტიკების შენახვისთვის და მას გირაო შეეფარდა[126]. რიჩარდსის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. მისთვის გამოტანილი პირობითი სასჯელის განაჩენი ითვალისწინებდა ოშავაში ორი უფასო კონცერტით გამოსვლას[125]. ორივე სტოუნზთან ერთად The New Barbarians გამოვიდა, რომელიც ვუდმა შეკრიბა ახალი სოლოალბომის პრომოკამპანიისთვის (მას რიჩარდსიც შეუერთდა). ყოველივე ამან გავლენა იქონია რიჩარდსზე, ჰეროინის გამოყენებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მისაღებად[6]. დასრულდა მისი პალენბერგთან ურთიერთობაც, რომელიც დაძაბა წყვილის მესამე შვილის, ტარას დაბადებამ. ამასთან, პალენბერგს არ სურდა ჰეროინისთვის თავის დანებება - იმ დროს, როდესაც კითი ამას ყველა საშუალებით ცდილობდა.[127] რიჩარდსი აგვარებდა იურიდიულ დავებს და პირად პრობლემებს, ხოლო ჯეგერი ამ დროს ერთობოდა. იგი ხშირად ჩნდებოდა ნიუ-იორკის ცნობილ Studio 54-ში, ფოტომოდელ ჯერი ჰოლთან ერთად. ბიანკასთან მისი ქორწინება დასრულდა 1977 წელს, თუმცა მანამდე უკვე დიდი ხნის დაშორებულები იყვნენ.[128]

მიუხედავად იმისა, რომ როლინგ სტოუნზი 1970-იანებში პოპულარობას ინარჩუნებდა, მუსიკალური კრიტიკოსები მათი ნამუშევრებით სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ალბომების გაყიდვის მაჩვენებლებმაც იკლეს[8]. 70-იანების შუა პერიოდისთვის პანკ-როკის გავლენა გაიზარდა, რის ფონზეც ბევრი სტოუნზს მოძველებულად თვლიდა.

1978–1982: კომერციული წარმატების მწვერვალი

რედაქტირება

ყოველივე შეიცვალა 1978 წელს, როდესაც გამოვიდა Some Girls (ბრიტანეთში - #2, აშშ-ში #1). მასში შეტანილი იყო ჰიტური „Miss You“, ბალადა „Far Away Eyes“, „Beast of Burden“ და „Shattered“. ნაწილობრივ პანკის საპასუხოდ ზოგიერთი სიმღერა, კერძოდ „Respectable“, სწრაფ, სტანდარტულ როკ-რიფებზე აგებული იყო[129] და ალბომის პოპულარობამ როლინგ სტოუნზს დაუბრუნა წარმატება ახალგაზრდებს შორის. 1978 წლის ტურნეს შემდეგ კოლექტივი გამოვიდა გადაცემაში Saturday Night Live. ევროპაში შემდეგ წელს ტურნე არ ჰქონიათ, რაც ტრადიციის ერთგვარი დარღვევა იყო - 1967 წლიდან ყოველი ტურნეს ერთ-ერთი ეტაპი იქაც იმართებოდა.

Some Girls-ის წარმატებას 1980 წელს მოჰყვა Emotional Rescue (ბრიტანეთში - #1; აშშ-ში #1).[130] ჩაწერის დროს ჯეგერსა და რიჩარდს შორის დავა წარმოიშვა. უკანასკნელს სურდა მდარდამჭერი ტურნეს გამართვა. ჯეგერი მოულოდნელად უარზე იყო.[130] Emotional Rescue ატლანტიკური ოკეანეს ორივე მხარეს ჩარტების სათავეში მოხვდა, ხოლო სასათაურო სიმღერა აშშ-ში #3 იყო.[130]

 
ჯგუფის გამოსვლა 1981 წლის დეკემბერში.

1981 წლის დასაწყისში ჯგუფი კვლავ შეიკრიბა და აშშ-ში ტურნე დაგეგმა, რის გამოც ახალ ალბომზე მუშაობის დრო არ რჩებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც დაასრულეს Tattoo You (ბრიტანეთში - #2, აშშ-ში #1), რომელშიც რიგი მანამდე გამოუცემელი სიმღერების დაამატეს. მთავარი სინგლი იყო „Start Me Up“, რომელიც აშშ-ში #2 იყო, ხოლო წლის ბოლოს Billboard's Hot 100-ში #22 ადგილს იკავებდა. ორ სიმღერას („Waiting on a Friend“ და „Tops“) მიკ ტეილორის გამოუყენებელი რიტმული გიტარის პარტიები დაურთეს, ხოლო ჯაზ-საქსოფონისტმა სონი როლინზმა დაამატა საკუთარი პარტიები „Slave“-ს და „Waiting on a Friend“-ს.[131]

ჯგუფის კიდევ ერთი ჰიტი იყო 1982 წლის „Hang Fire“ (რომელიც Billboard Hot 100-ის პირველ ოცეულში შევიდა). 1981 წლის ტურნე სტოუნზისთვის იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური, ხანგრძლივი და ვიზუალურად ნაირფეროვანი იყო და 25 სექტემბრიდან 19 დეკემბრამდე გაგრძელდა. იმ წლის მონაცემებით, იგი ყველა სხვა შემსრულებლის ტურნეებს შორის ყველაზე შემოსავლიანიც აღმოჩნდა.[132] კონცერტების ნაწილი ჩაიწერა და გამოვიდა Still Life (American Concert 1981)-ის (ბრიტანეთში - #4; აშშ-ში #5) და ჰოლ ეშბის მიერ გადაღებული ფილმის Let's Spend the Night Together (1983) სახით. ამავე წელს კოლექტივმა დაუკრა ჩიკაგოს Checkerboard Lounge-ში მადი უოტერსთან ერთად - ეს მის 1983 წელს გარდაცვალებამდე ერთ-ერთი უკანასკნელი გამოსვლა იყო[133].

1982 წელს, 20 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად, სტოუნზმა ამერიკული ტურნეს ანალოგი ევროპაში გამართა, რაც მათთვის ამ ტერიტორიაზე ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველი საკონცერტო სერია იყო. იგი 1981 წლისას ჰგავდა, თუმცა ჯგუფს შეუერთდა The Allman Brothers Band-ის ყოფილი კლავიშისტი ჩაკ ლიველი, რომელიც მათთან შემდგომშიც გამოდიოდა.[134] წლის ბოლოს ჯგუფმა გააფორმა ახალი კონტრაქტი, ლეიბლთან CBS Records. ითვალისწინებდა რა ოთხი ალბომის ჩაწერას, ხელშეკრულება მათ 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ავანსს ანიჭებდა, რაც იმ დროისთვის მუსიკის ისტორიაში წარმოუდგენელი იყო.[135]

1983–1988: დროებითი დაშლა და სოლოპროექტები

რედაქტირება

ლეიბლთან Atlantic კონტრაქტის ამოწურვამდე ჯგუფის უკანასკნელი ალბომი იყო 1983 წლის Undercover (ბრიტანეთში - #3; აშშ-ში #4). მიუხედავად დადებითი შეფასებების და სასათაურო სიმღერის საუკეთესო ათეულის სათავეში მოხვედრისა, კომერციული კუთხით დისკმა იმედები არ გაამართლა და მას არც მხარდამჭერი ტურნე მოჰყვა. მოგვიანებით Atlantic-ისთვის ჩაწერილ კატალოგზე უფლება CBS Records-ს გადაეცა.[135]

 
ჩარლი უოტსი 1981 წელს.

ჯეგერს და რიჩარდსს შორის დაძაბულობა ამ დროისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა. კითისთვის მოულოდნელად ჯეგერმა გააფორმა კონტრაქტი CBS-თან და 1984 წელს მრავალი თვე მიუძღვნა სოლოსიმღერების ჩაწერას. მან აგრეთვე გამოაცხადა, რომ სტოუნზთან მუშაობისადმი ინტერესს კარგავდა.[136] 1985 წელს იგი სოლოჩანაწერების მომზადებას უფრო დიდ დროს უთმობდა, რის გამოც 1986 წლის Dirty Work-ის დიდი ნაწილი რიჩარდსის მიერ დაიწერა, ხოლო ვუდი აქ უფრო აქტიური იყო, ვიდრე წინა ალბომებზე. დისკი პარიზში ჩაიწერა. ჯეგერი ხშირად სტუდიაში არც მოდიოდა. შედეგად რიჩარდსი თავად მართავდა ხმისჩამწერ სესიებს.[137]

1985 წლის ივნისში ჯეგერმა და დევიდ ბოუიმ Live Aid-ის კამპანიის ფარგლებში ჩაწერეს „Dancing in the Street“-ის საკუთარი ვერსია.[138] ეს იყო მიკის ერთ-ერთი პირველი წარმატებული სოლოჩანაწერი. სინგლი ბრიტანეთში #1 გახდა, ხოლო აშშ-ში #7 იყო.[139][140] 1985 წლის დეკემბერში გულის შეტევით გარდაიცვალა იენ სტიუარტი, სტოუნზის თანადამაარსებელი და კლავიშისტი. მისდამი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ლონდონში, 100 Club-ში, 1986 წლის თებერვალში. ორი დღის შემდეგ მათ გადაეცათ გრემის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.[141]

Dirty Work (ბრიტანეთში - #4; აშშ-ში #4) გამოვიდა 1986 წლის მარტში. მას შერეული შეფასებები მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხუთეულში ადგილი დაიმკვიდრა სინგლმა „Harlem Shuffle“. რიჩარდსს და ჯეგერს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ალბომის მხარდამჭერი ტურნე არ დაუწყიათ - მიკმა საკუთარი გამართა, რომლის ფარგლებში სტოუნზის სიმღერებსაც ასრულებდა.[142][143] კითი ჯეგერთან ამ პერიოდის ურთიერთობას „მესამე მსოფლიო ომს“ უწოდებდა[144]. შედეგად, სტოუნზი კინაღამ დაიშალა[142]. მოგვიანებით გამოვიდა ჯეგერის კიდევ ორი ალბომი, She's the Boss (ბრიტანეთში - #6; აშშ-ში #13) და Primitive Cool (ბრიტანეთში - #26; აშშ-ში #41). ორივე საკმაოდ წარმატებული იყო. რიჩარდსმა 1988 წელს, სანამ ჯგუფი უმოქმედოდ იყო, გამოუშვა Talk Is Cheap (ბრიტანეთში - #37; აშშ-ში #24). იგი რიგითმა მსმენელებმაც და კრიტიკოსებმაც დადებითად მიიღეს, გაყიდული ასლების რაოდენობამ კი უზრუნველყო ჩანაწერისთვის აშშ-ში ოქროს სტატუსის მინიჭება.[145]

1989–1999: დაბრუნება, კვლავ პოპულარობა და რეკორდული შემოსავლის მქონე ტურნეები

რედაქტირება

1989 წლის დასაწყისში სტოუნზი, მიკ ტეილორის და რონი ვუდის, ისევე, როგორც ბრაიან ჯოუნზის და იენ სტიუარტის (გარდაცვალების შემდგომ) ჩათვლით, შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში[8]. უთანხმოებები რიჩარდსმა და ჯეგერმა ამის შემდეგ დაივიწყეს და გადაწყვიტეს ერთად ჯგუფის ახალ ალბომზე მუშაობა. Steel Wheels (ბრიტანეთში - #2; აშშ-ში #3), რომელსაც კრიტიკოსები სტოუნზის ფორმაში დაბრუნებას უწოდებენ, შეიცავს სინგლებს „Mixed Emotions“ (აშშ-ში #5), „Rock and a Hard Place“ (აშშ-ში #23) და „Almost Hear You Sigh“. სიმღერებს შორის აგრეთვე არის ტანჟერში (მაროკო), 1989 წელს ადგილობრივ ორკესტრთან ერთად ჩაწერილი „Continental Drift“. BBC-ის დოკუმენტური ფილმი ამ პერიოდის შესახებ, The Rolling Stones in Morocco, მოამზადა ნაიჯელ ფინჩმა.[146]

ალბომის გამოცემას მოჰყვა წარმატებული ტურნეები სერიიდან Steel Wheels/Urban Jungle. მათ მოიცვეს ჩრდილოეთი ამერიკა, იაპონია და ევროპა. ჯგუფი 1982 წლის შემდეგ პირველად გამოდიოდა საკონცერტო გარემოში, ხოლო სასცენო აღჭურვილობა იყო მათ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური. სტოუნზის კონცერტებს ხსნიდნენ Living Colour და Guns N' Roses. სცენაზე გამოდიოდა სასულე ორკესტრი, ხოლო ბეკ-ვოკალისტების სახით კოლექტივს დაემატნენ ლიზა ფიშერი და ბერნარდ ფაულერი, რომლებმაც ეს ტრადიცია შემდგომშიც განაგრძეს. ტურნეს ჩანაწერის სახით გამოვიდა საკონცერტო ალბომი Flashpoint (ბრიტანეთში - #6; აშშ-ში #16), რომელშიც აგრეთვე მოხვდა ორი სტუდიური სიმღერა - „Highwire“ და „Sex Drive“. ამის გარდა, გამოვიდა საკონცერტო ფილმიც, Live at the Max.[147]

 
1994 წლის ალბომის Voodoo Lounge მრავალჯერადი პლატინის ჯილდო, მადრიდი, „როკის მუზეუმი“.

ბილ უაიმენისთვის ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი გამოსვლები. მიუხედავად იმისა, რომ სტოუნზი დატოვა, 1993 წლამდე ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ გაჟღერებულა[148]. მოგვიანებით გამოვიდა მუსიკოსის ავტობიოგრაფიული წიგნი „Stone Alone“, რომელიც შედგებოდა ჯგუფის ადრეული დღეებიდან მოყოლებული დაგროვებული ჩანაწერების ნაწყვეტებისგან. რამდენიმე წლის შემდეგ იგი დაუბრუნდა საკონცერტო შემოქმედებას და Bill Wyman's Rhythm Kings ჩამოაყალიბა.[149]

შესვენების დროს ჩარლი უოტსმა გამოსცა ორი ჯაზური ალბომი. ვუდმა მეხუთე სოლოალბომი ჩაწერა (პირველი უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში), Slide On This. უაიმენმა გამოსცა მეოთხე სოლოალბომი, კითმა 1992 წლის ბოლოს - რიგით მეორე, Main Offender, რასაც თან დაურთო ტურნე ესპანეთსა და არგენტინაში მასშტაბური კონცერტების ჩათვლით. ჯეგერის მესამე ალბომმა Wandering Spirit (ბრიტანეთში - #12; აშშ-ში #11) დიდი წარმატება იქონია, გაიყიდა 2 მილიონზე მეტი ასლის სახით და აშშ-ში ოქროს სტატუსი მიიღო.[145]

უაიმენის წასვლის შემდეგ ჯგუფის ახალმა დისტრიბუტორმა და ლეიბლმა Virgin Records რემასტერების სახით და ახალი შეფუთვით გამოსცა ჯგუფის ყველა ალბომი, Sticky Fingers-იდან Steel Wheels-ამდე, გარდა სამი საკონცერტო ალბომისა. მან 1993 წელს აგრეთვე გამოუშვა კომპილაცია Jump Back. ამ დროისთვის კოლექტივი უკვე მუშაობდა შემდეგ სტუდიურ ალბომზე. მაილზ დეივისის და სტინგის საიდმენი დერილ ჯოუნზი ჩარლის ინიციატივით უაიმენის სანაცვლოდ მოვიდა, როგორც სესიური მუსიკოსი. Voodoo Lounge ბრიტანეთში #1 იყო, ხოლო აშშ-ში - #2. მას მრავალი დადებითი შეფასება ხვდა წილად, ისევე, როგორც გაყიდვების მაღალი მაჩვენებლები, რასაც აშშ-ში ორმაგი პლატინის სტატუსიც მოჰყვა. მიმომხილველებმა აღნიშნეს ალბომის „ტრადიციული“ ჟღერადობა, რაზეც გავლენა იქონია დონ უოსმა, ახალმა პროდიუსერმა.[150] Voodoo Lounge-მა ჯგუფს 1995 წელს მოუპოვა გრემი წლის როკ-ალბომის კატეგორიაში.[151]

1994 წელს აგრეთვე ჩატარდა ტურნე Voodoo Lounge, რომელიც 1995 წელსაც გაგრძელდა. 320 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით, იგი იმ დროისთვის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან საკონცერტო სერიად იქცა.[152] სხვადასხვა კონცერტიდან და რეპეტიციიდან აღებული (ძირითადად აკუსტიკური) ნომრები შევიდა საკონცერტო ალბომში Stripped (ბრიტანეთში - #9; აშშ-ში #9). მათ შორის იყო ბობ დილანის „Like a Rolling Stone“, ისევე, როგორც იშვიათად შესრულებული „Shine a Light“, „Sweet Virginia“ და „The Spider and the Fly“.[153] 1994 წლის 8 სექტემბერს ახალი სიმღერა „Love Is Strong“, ისევე, როგორც „Start Me Up“, ჯგუფმა ნიუ-იორკში MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე შეასრულა[154]. იმავე დაჯილდოებაზე მას გადაეცა ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.[154]

 
კით რიჩარდსი, 2006.

როლინგ სტოუნზი იყო ერთ-ერთი პირველი კოლექტივი, რომელმაც კონცერტი ინტერნეტის მეშვეობით გადასცა. ეს იყო 20 წუთიანი ვიდეო, რომელიც 1994 წლის 18 ნოემბერს Mbone-ზე, კადრში 10 წამიანი სიხშირით გადაიცემოდა. ტრანსლირება, მხარდაჭერილი Thinking Pictures-ის და Sun Microsystems-ის მიერ, ნაკადოვანი ვიდეოს ერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ნამდვილი ვებკასტი, ბევრ მომხმარებელს ტექნოლოგიის გაცნობის საშუალება მისცა.[155]

1990-იანები დასრულდა 1997 წლის Bridges to Babylon-ით (ბრიტანეთში - #6; აშშ-ში #3). წარმატება იქონია სინგლის „Anybody Seen My Baby?“ ვიდეომ ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით - იგი MTV-ის და VH1-ის ეთერში ხშირად მეორდებოდა. დისკის გაყიდვებმა აშშ-ში 1.2 მილიონი ასლი შეადგინა. ტურნემ, რომელიც გამოცემას მოჰყვა, მოიცვა ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა და სხვა ადგილები. გამოვიდა საკონცერტო ალბომიც, No Security (ბრიტანეთში - #67; აშშ-ში #34), რომელშიც სტუდიური ჩანაწერებიც შედიოდა („Live With Me“ და „The Last Time“). 1999 წელს აგრეთვე გაიმართა აშშ ტურნე No Security Tour, ხოლო ევროპაში გაგრგძელდა Bridges to Babylon-ის სერიის კონცერტები.

2000–2011: A Bigger Bang და შემდგომი წარმატება

რედაქტირება

2001 წლის ბოლოს ჯეგერმა გამოსცა მეოთხე სოლო დისკი Goddess in the Doorway (ბრიტანეთში - #44; აშშ-ში #39) - საპასუხო არაერთგვაროვანი შეფასებებით.[156] 11 სექტემბრის ტერაქტიდან ერთი თვის თავზე მიკმა და კითმა მონაწილეობა მიიღეს „The Concert for New York City“-ში, შეასრულეს რა „Salt of the Earth“ და „Miss You“.[157]

2002 წელს ჯგუფმა გამოსცა კომპილაციური Forty Licks (ბრიტანეთში - #2; აშშ-ში #2), ორმაგი ალბომი, რომლითაც აღინიშნა სტოუნზის ორმოცწლიანი ისტორია. მასში აგრეთვე წარმოდგენილი იყო ოთხი ახალი სიმღერა, ჩაწერილი სესიური მუსიკოსების, ლიველის და ჯოუნზის მონაწილეობით. ეს კომპილაცია მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი ასლის სახით გაიყიდა. იმავე წელს ჟურნალმა Q სტოუნზი დასახელა სიაში „50 ჯგუფი, რომელიც უნდა იხილო, სანამ ცოცხალი ხარ“[158]. 2002-2003 წლების ტურნემ Licks Tour წარმატებით ჩაიარა. მის ფარგლებში ჯგუფი გამოდიოდა როგორც დიდ, ასევე პატარა საკონცერტო დაწესებულებებში. ტორონტოს მხარდაჭერის მიზნით (მძიმე რესპირატორული ვირუსის გამო) იგი კონცერტის „Molson Canadian Rocks for Toronto“ წამყვანი ჯგუფის სახით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ Steel Wheels-იდან მოყოლებული, სტოუნზი სწორედ ამ ქალაქში მართავდა ძირითადად რეპეტიციებს მომავალი ტურნეებისთვის. კონცერტს 490 000-მდე მსმენელი დაესწრო.[159]

2003 წლის 9 ნოემბერს სტოუნზი პირველად გამოვიდა ჰონგ-კონგში - ასევე რესპირატორულ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში. ნოემბერში მათ Best Buy-ს მეშვეობით გაავრცელეს ახალი ბოქს-სეტი Four Flicks - 4 DVD-ით, რომლებშიც შევიდა უკანასკნელი მსოფლიო ტურნეს ჩანაწერები. საპასუხოდ სხვა კანადურმა და აშშ-ის ქსელებმა ჯგუფის დისკები და სხვა ნაწარმი ამოიღეს გაყიდვიდან, მათ ადგილზე კი განათავსეს შეტყობინებები გადაწყვეტილების განმარტებით.[160] 2004 წელს გამოვიდა ტურნეს ორმაგი საკონცერტო ალბომი Live Licks (ბრიტანეთში - #38; აშშ-ში #50), რომელიც აშშ-ში ოქროს სტატუსით აღინიშნა[145]. 2004 წელს სტოუნზი შეიყვანეს ბრიტანული მუსიკის დიდების დარბაზში.[161]

 
როლინგ სტოუნზი, მილანი, 2006.

2005 წლის 26 ივლისს, ჯეგერის დაბადების დღეზე, ჯგუფმა გამოაცხადა მომავალი ალბომის სახელწოდება - A Bigger Bang. დისკი გამოსვლის შემდეგ ბრიტანეთში #2 ადგილამდე ავიდა, ხოლო აშშ-ში #3 იყო. დადებით შეფასებებს შორის აღსანიშნავი იყო Rolling Stone-ის მიმოხილვაც.[162] ალბომის სინგლი „Streets of Love“ ბრიტანეთში #15 იყო.[163] ალბომში აგრეთვე მოხვდა პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე „Sweet Neo Con“, ჯეგერის მიერ აშშ-ის ნეოკონსერვატიზმის კრიტიკით.[164] ცნობილია, რომ მის ალბომში შეტანას რიჩარდსი ეწინააღმდეგებოდა. როდესაც ჰკითხეს, ეშინოდა თუ არა პოლიტიკური წრეების მხრიდან საპასუხო ქმედებების, როგორც ეს Dixie Chicks-ის შემთხვევაში მოხდა, კითმა განაცხადა, რომ ალბომი მოვლენებზე უფრო ადრე გამოვიდა. „არ მსურს ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება.“[165]

ტურნე A Bigger Bang 2005 წლის აგვისტოში დაიწყო და ეწვია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ისევე, როგორც აღმოსავლეთ აზიას. 2006 წლის თებერვალში ჯგუფმა დეტროიტში სუპერ-ბოულ XL-ზე დაუკრა. 2005 წლის ბოლოსთვის ტურნეზე დასასწრები ბილეთების გაყიდვამ 162 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს გადააჭარბა, რაც ჯგუფის მიერ 1994 წელს დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებად შეიძლება ჩაითვალოს. 18 თებერვალს სტოუნზმა კოპაკაბანას სანაპიროზე მილიონი მსმენელის წინაშე უფასო კონცერტი გაიმართა - ყველა დროის ერთ-ერთი მასშტაბური როკ-კონცერტი.[166]

 
ჯგუფი ტუიკენჰემის სტაიონზე, ლონდონი, 2006 წლის აგვისტო.

იაპონიაში, ჩინეთში, ავსტრალიაში და აზალ ზელანდიაში 2006 წლის მარტში/აპრილში გამოსვლების შემდეგ სტოუნზმა ოდნავ შეისვენა ევროპული ტურნეს წინ. ამ პერიოდში რიჩარდსი ახალ ზელანდიაში საავადმყოფოში მოხვდა - მას შემდეგ, რაც ფიჯიზე ხიდან ჩამოვარდა. უსიამოვნების გამო ტურნეს დაწყებამ ექვსი კვირით გადაიწია.[167][168] 2006 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ვუდი განაგრძობდა ალკოჰოლიზმისგან მკურნალობას[169][170], თუმცა ამან ევროპული ტურნეს შეცვლილ გრაფიკზე გავლენა არ იქონია. ამასთან, 21 კონცერტიდან ორი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ჯეგერს ყელის პრობლემები აღმოაჩნდა.[171]

ჩრდილოეთ ამერიკაში სტოუნზი 2006 წლის სექტემბერში ჩავიდა, ევროპას კი შემდეგი წლის 5 ივნისიდან დაუბრუნდა. 2006 წლის ნოემბრისთვის Bigger Bang ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურნედ იქცა.[172] 2006 წლის 29 ოქტომბრის და 1 ნოემბრის Beacon Theater-ში გამართული კონცერტები მარტინ სკორსეზემ გადაიღო ფილმისთვის Shine a Light (2008). მიწვეული შემსრულებლების სახით მათში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბადი გაი, ჯეკ უაიტი და კრისტინა აგილერა.[173] გამოვიდა ფილმის საუნდტრეკიც (ბრიტანეთში - #2; აშშ-ში #11). მისი დებიუტი ბრიტანეთში მეორე პოზიციაზე ჯგუფის საკონცერტო ალბომების ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო - 1970 წლის Get Yer Ya-Ya's Out! The Rolling Stones in Concert-ის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ Beacon Theater-ში გამართულ ერთ-ერთ კონცერტს აგრეთვე ესწრებოდა აჰმეტ ერტეგუნი, რომლის მდგომარეობა იქ დაცემის შემდეგ გაუარესდა და საბოლოოდ Atlantic-ის უფროსი კომაში ჩავარდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.[174]

2007 წლის 24 მარტს ჯგუფმა გამოაცხადა შემდეგ წელს ახალი ტურნეს დაწყების შესახებ. 2007 წლის 12 ივნისს გამოვიდა მისი მეორე DVD ბოქს-სეტი, The Biggest Bang - შვიდსაათიანი ჩანაწერით, ოსტინში, რიო-დე-ჟანეიროში, საიტამაში, შანხაიში და ბუენოს-აირესში გამართული გამოსვლებით. 10 ივნისს ჯგუფმა უაიტის კუნძულზე 30 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი კონცერტი გამართა, 65 000 მსმენელის წინაშე. სცენაზე მათ აგრეთვე ემი უაინჰაუსი შეუერთდა.[175] 26 აგვისტოს ტურნეს უკანასკნელი კონცერტი გაიმართა, ლონდონის The O2-ში. საბოლოო ჯამში, Bigger Bang-მა მათ 558 მილიონიანი შემოსავალი მოუპოვა და ჯგუფი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ახალ გამოცემაშიც მოახვედრა.[176]

ჯეგერმა საკუთარი ნამუშევრების კომპილაცია The Very Best of Mick Jagger (ბრიტანეთში - #57; აშშ-ში #77) 2 ოქტომბერს გამოუშვა, სამი მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერით. 12 ნოემბერს ABKCO-მ გამოსცა Rolled Gold: The Very Best of the Rolling Stones (ბრიტანეთში - #26), 1975 წლის Rolled Gold-ის ახალი, ორდისკიანი ვერსია.

 
როლინგ სტოუნზი 2008 წელს (მარცხნიდან მარჯვნივ: უოტსი, ვუდი, რიჩარდსი, ჯეგერი), ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, სკორსეზეს Shine a Light-ის მსოფლიო პრემიერა.

2007 წლის ინტერვიუში, რომელიც მოჰყვა თითქმის ორწლიან კონცერტებს, ჯეგერმა თქვა, რომ არ იცოდა, როდის შეწყვეტდა ჯგუფი თავის არსებობას. „ვიცი, რომ როლინგ სტოუნზი კიდევ ბევრ რამეს შექმნის, ჩაწერს და გამართავს კონცერტებს, ყოველივე ამის შეწყვეტას არ ვაპირებთ. როგორც ვიცი, კვლავ განვაგრძობთ.“[177] 2008 წლის მარტში რიჩარდსმა გააკეთა მინიშნებები სტოუნზის მომავალი ალბომის შესახებ. „ალბათ, კიდევ ერთ ალბომს ჩავწერთ, მას შემდეგ, რაც ამ ფილმის Shine a Light პრომოკამპანიას დავასრულებთ“. დრამერი ჩარლი უოტსი ამბობდა, რომ მუშაობის შეჩერება ყოველთვის მის ავამყოფობას იწვევდა.[178]

2008 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ტოვებდა EMI-ს და Universal Music-ზე გადადიოდა, თან მიჰქონდა რა მუსიკალური კატალოგი, რომელიც Sticky Fingers-იდან იწყებოდა. ამ კონტრაქტით ნებისმიერი ახალი ჩანაწერი გამოდის Universal-ის Polydor-ზე.[179] აშშ-ში Mercury Records კვლავ ინარჩუნებს 1994 წლამდე ჩაწერილ სიმღერებზე უფლებას, ხოლო ამ პერიოდის შემდგომ მასალას გამოსცემს Interscope Records (რომელიც ერთ დროს Atlantic-ის ფილიალი იყო).

შემოდგომაზე ჯეგერმა და რიჩარდსმა იმუშავეს დონ უოსთან ერთად და დაამატეს ახალი ვოკალური და გიტარის პარტიები Exile on Main St.-ის სესიების 10 დაუსრულებელ სიმღერას. ლონდონში მათ კიდევ ერთი სესია ჰქონდათ, სადაც ტეილორმა დაუკრა „Plundered My Soul“-ისთვის.[180] 2010 წლის 17 აპრილს, გრამფირფიტების მაღაზიების დღეს, იგი გამოვიდა 7" სინგლზე. A-მხარეზე მას „All Down the Line“ ახლდა. სიმღერა მოხვდა Exile on Main St.-ის იმავე წლის ახალ გამოცემაშიც.[181] მაისში სტოუნზი კანის კინოფესტივალზე, სტივენ კიჯაკის მიერ გადაღებული Stones in Exile-ის პრემიერისთვის ჩავიდა.[182]. ეს ფილმი ასახავს Exile on Main St.-ის ჩაწერას[182]. 23 მაისს უკანასკნელის ახალი გამოცემა მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 პოზიციაზე - ამრიგად, როლინგ სტოუნზი იყო პირველი, რომელიც 38 წლიანი შესვენების შემდეგ იმავე ალბომით ჩარტში იმავე პოზიციას ეწვია.[183] აშშ-ში ალბომი ჩარტებს დაუბრუნდა მეორე პოზიციაზე მოხვედრით.[184] 11 ოქტომბერს კინოთეატრებში გამოვიდა Ladies and Gentlemen: The Rolling Stones, რომელიც ორიგინალური ფილმის ციფრული რემასტერია. კონცერტი 1972 წელს გადაიღეს. თავად ფილმი კინოგაქირავებაში პირველად 1974 წელს გამოჩნდა, მაგრამ სახლის ვიდეოს ფორმატში ოფიციალურად არასოდეს გამოსულა.[185]

2011 წლის 4 ოქტომბერს ჯგუფის The Rolling Stones: Some Girls Live In Texas '78 ასევე გამოვიდა კინოთეატრებში. ციფრული რესტავრირებით წარმოდგენილი ფილმი გადაღებულია 1978 წლის ტურნეს ფარგლებში, Some Girls-ის პერიოდში. 15 ნოემბერს იგი DVD/Blu-ray ფორმატებში გამოვიდა.[186] 21 ნოემბერს Some Girls გამოიცა ორდისკიან დელუქს-ფორმატში. აქედან მეორეზე წარმოდგენილია მანამდე გამოუცემელი სიმღერები (გარდა „So Young“-ის, რომელიც „Out of Tears“-ის b-მხარეა). ისევე, როგორც Exile On Main St.-ის შემთხვევაში, მიკმა გამოცემაში შეტანილი დამატებითი სიმღერებისთვის ახალი ვოკალური პარტიები მოამზადა.[187]

2012–დღემდე: 50 წლიანი იუბილე და Blue & Lonesome

რედაქტირება
 
ჯეგერი და რიჩარდსი სცენაზე 2012 წლის დეკემბერში.

2012 წლის ზაფხულში როლინგ სტოუნზმა 50 წლიანი იუბილე აღნიშნა დიდი მაგარყდიანი წიგნის 50 გამოცემით.[188] ამ მოვლენასთან დაკავშირებით შეპარდ ფეირის მიერ შემუშავდა ჯგუფის ლოგოს განახლებული ვერსია.[189] მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა დაკავშირებული ღონისძიებები და, მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიაში წლების განმავლობაში ელოდნენ კოლექტივის გამოსვლას, როლინგ სტოუნზის ადგილობრივ მუზეუმში ათასობით მსმენელის წინაშე გაიმართა კრის ჯეგერის, მიკის ძმის სოლოკონცერტი.[190]

Crossfire Hurricane, ბრეტ მორგენის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, გამოვიდა 2012 წლის ოქტომბერში. მის შედგენაში გამოყენებულია 50-ზე მეტი ინტერვიუ, მათ შორის - ბილ უაიმენთან და მიკ ტეილორთან. მორგენის თქმით, ეს იყო მათთან ოდესმე ჩაწერილი ყველაზე ხანგრძლივი ინტერვიუები.[191] ეს არის სტოუნზის კარიერის პირველი მასშტაბურად მიმოხილველი დოკუმენტური ფილმი, 25x5: The Continuing Adventures of the Rolling Stones-ის შემდეგ (რომელიც 1988 წელს შეიქმნა და 25 წლიან იუბილეს მიეძღვნა).[192]

ახალი კომპილაციური ალბომი GRRR! გამოვიდა 12 ნოემბერს, ოთხ სხვადასხვა ფორმატში და ახალი სიმღერებით, „Doom and Gloom“ და „One More Shot“. უკანასკნელები ჩაიწერეს საფრანგეთში, პარიზში, 2012 წლის აგვისტოს უკანასკნელ კვირებში.[193] ალბომის დებიუტი ბრიტანეთის ჩარტში შედგა #3 პოზიციით, ხოლო აშშ-ში იგი #19 იყო და მსოფლიოში 2 მილიონზე მეტი ასლის სახით გაიყიდა.[163] 20 ნოემბერს გამოვიდა „Doom and Gloom“-ის ოფიციალური ვიდეოც, ნუმი რაპასის მონაწილეობით.[194]

 
50 & Counting...-ის სცენა, Prudential Center, ნიუ-ჯერსი, აშშ.

25 ნოემბერს სტოუნზის 50 & Counting...-ის სერიის კონცერტი ლონდონის The O2 Arena-ზე გაიმართა, სადაც მათ მიწვეული გიტარისტის სახით ჯეფ ბეკიც შეუერთდა.[195] 29 ნოემბერს, მეორე კონცერტზე, კონცერტში მონაწილეობდნენ ერიკ კლეპტონი და ფლორენს უელჩი.[196] ჯგუფის მესამე საიუბილეო კონცერტი Barclays Center-ში, ბრუკლინში, გაიმართა 8 დეკემბერს.[196] Prudential Center-ში, ნიუარკში, 13 და 15 დეკემბერს სტოუნზთან ერთად გამოვიდნენ ბრიუს სპრინგსტინი და The Black Keys.[196][197] კოლექტივი აგრეთვე გამოჩნდა საქველმოქმედო 12-12-12: The Concert for Sandy Relief-ზე, რომელიც ქარიშხალ სენდისგან დაზარალებულების დასახმარებლად გაიმართა[198]

2013 წლის გაზაფხულზე აშშ-ში ჯგუფმა 19 კონცერტზე გამართა, შემდეგ ინგლისში სამი კონცერტით გამოვიდა (გლასტონბერის ფესტივალზე და ჰაიდ-პარკში). რიჩარდ ბეიკონის გადაცემაში BBC Radio 5 Live 3 აპრილს გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ჰაიდ-პარკში 50 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გაიმართებოდა, თუმცა, განსხვავებით 1969 წლისგან, ეს არ იქნებოდა უფასო ღონისძიება და თითო ბილეთის ღირებულება 95 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.[199] ჯეგერმა 1969 წლის გამოსვლის გახსენებით იხუმრა: „შევეცდები და ბევრ ლექსს არ წავიკითხავ“.[199] Late Night with Jimmy Fallon-ში 2013 წლის 9 აპრილს გამოსვლისას რიჩარდსმა ახსენა, რომ ტეილორი ჯგუფთან ერთად ტურნეში მონაწილეობას მიიღებდა.[200] გლასტონბერის ფესტივალზე კოლექტივი პირველად 2013 წლის 29 ივნისს გამოვიდა.[201] Hyde Park Live, ჰაიდ-პარკში 6 და 13 ივლისს ჩაწერილი საკონცერტო ალბომი, ექსკლუზიურად გამოიცა ციფრული ჩამონატვირთის სახით iTunes-ზე, 22 ივლისს. ბრიტანეთის ჩარტში იგი #6 იყო, ხოლო აშშ-ში #19 დაიკავა.[202][203] საკონცერტო DVD Sweet Summer Sun: Live in Hyde Park გამოვიდა 2013 წლის 11 ნოემბერს.[204]

 
როლინგ სტოუნზი, ჰაიდ-პარკი, 2013 წლის 13 ივლისი.

2014 წლის თებერვალში ჯგუფმა დაიწყო ტურნე 14 On Fire, რომელმაც მოიცვა შუა აღმოსავლეთი, აზია, ავსტრალია და ევროპა. კონცერტები 2014 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა.[205] 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა ლ'რენ სკოტი, ჯეგერის დიდი ხნის პარტნიორი. ჯგუფი ამ დროს ემზადებოდა ავსტრალიაში, პერთში პირველი კონცერტის გასამართად, მაგრამ აღნიშნული მიზეზის გამო გამოსვლა მხოლოდ 25 ოქტომბრამდე გადადო.[206] 4 ივნისს სტოუნზმა პირველად დაუკრა ისრაელში. გამოცემამ Haaretz კონცერტს უწოდა „ისტორიული, დიდი -თი“[207]

2016 წლის თებერვალში დაიწყო სტოუნზის ტურნე ლათინურ ამერიკაში.[208][209] 25 მარტს ისინი პირველად გამოვიდნენ ჰავანაში (კუბა).[210] 2016 წლის 3 ივნისს გამოვიდა Stripped-ის ახალი ვერსია, Totally Stripped, რომელსაც ორიგინალურ გამოცემასთან საერთოდ მხოლოდ ხუთი სიმღერა აქვს.[211] 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კუბაში გამართული კონცერტი გამოვიდოდა ფილმის Havana Moon სახით. მისი პრემიერა გაიმართა 23 სექტემბერს, მსოფლიოს რამდენიმე კინოთეატრში.[212][213] 7 ოქტომბერს ჯგუფმა გამოაქვეყნა Olé Olé Olé: A Trip Across Latin America-ს[214], ლათინურ ამერიკაში გამართული ტურნეს ამსახველი დოკუმენტური ფილმის ანონსი[215]. იგი კინოთეატრებში 2016 წლის 12 დეკემბერს, მხოლოდ ერთი დღით აჩვენეს.[216] ფილმი DVD და Blu-ray ფორმატებში 2017 წლის 26 მაისს გამოვიდა.[216][217]

2 დეკემბერს გამოვიდა ჯგუფის ახალი სტუდიური ალბომი Blue & Lonesome, რომელშიც შევიდა 12 სხვადასხვა ცნობილი ბლუზური სიმღერის ვერსია.[218][219] აქედან ორი სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ერიკ კლეპტონმა.[220] მიუხედავად იმისა, რომ სტოუნზის კარიერის პირველ წლებში ალბომებზე სიმღერის დიდ ნაწილს სხვისი შემოქმედების საკუთარი ინტეპრეტაციები შეადგენდნენ, ეს არის მათი პირველი ალბომი, რომელიც დაფუძნებულია მთლიანად ქავერ-ვერსიებზე. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში, 106 000 გაყიდული ასლით, Blue & Lonesome ბრიტანეთის ჩარტში #1 პოზიციას იკავებდა - წლის შედეგებით, იგი იყო ახალ გამოცემებს შორის მეორე ალბომი ასეთი სტატისტიკით.[221] Billboard 200-ში გამოსვლისთანავე #4 ადგილით, იგი 123 000 ასლის სახით გაიყიდა. აქედან 120 000 მთლიანი ალბომების შენაძენი იყო.[222] 2017 წლის 31 მარტისთვის გაყიდული ასლების რაოდენობამ 1 860 000 ასლი შეადგინა.[223]

2016 წლის 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ, 2017 წელს, პარიზში ჯგუფის კონცერტი გაიმართებოდა, ისევე, როგორც ტურნე საფრანგეთის სხვა ქალაქებში[224][225].

მუსიკალური სტილი

რედაქტირება

როლინგ სტოუნზი გამოირჩევა საკუთარ მუსიკაში რამდენიმე ჟანრის გაერთიანებით. არსებობის წლების განმავლობაში მათ შემოქმედებაში შედიოდა ბლუზი, ფსიქოდელია, რიტმ-ენდ-ბლუზი, ქანთრი, ხალხური მუსიკა, რეგი, საცეკვაო და მსოფლიო მუსიკა (აქ აღსანიშნავია მაროკოში, სოფელ ჯაჯუკის ორკესტრთან თანამშრომლობა), ისევე, როგორც ტრადიციული ინგლისური სტილისტიკა, როგორიც არის სიმებიანი, არფების მსგავსი საკრავებისგამოყენება. ბრაიან ჯოუნზი ადრეულ პერიოდში ატარებდა ექსპერიმენტებს სიტართან და სლაიდ-გიტარასთან. კარიერა ჯგუფმა დაიწყო როკ-ენ-როლური და ბლუზური სიმღერების საკუთარი ვერსიების შესრულებით და ასეთ ტრადიციაზე არ შემდგომში ამბობდა უარს[226].

ჯეგერი და რიჩარდსი დაინტერესებულები იყვნენ ჯიმი რიდის, მადი უოტერსის და ლიტლ უოკერის მუსიკით. მათი გავლენით, ბრაიან ჯოუნზიც ასეთმა მუსიკამ გაიტაცა. რიჩარდსი იხსენებდა: „მას უფრო მეტად ტი-ბოუნ უოკერი და ჯაზ-ბლუზი იტაცებდა. ჩვენ მოვასმენინეთ ჩაკ ბერი და ვუთხარით - ნახე, იგივეა და შენც შეგიძლია ამის დაკვრა.“[88] ჩარლი უოტსიც, რომელიც ტრადიციული ჯაზ-დრამერი უფრო იყო, ბლუზით ჯეგერის და რიჩარდსის ძალისხმევით დაინტერესდა: „კითმა და ბრაიანმა დამაინტერესეს ჯიმი რიდით და მსგავსი მუსიკოსებით. როგორც აღმოჩნდა, ერლ ფილიპსი ამ ალბომებზე ჯაზური დრამერივით უკრავდა, სვინგის სტილში.“[227] ჯეგერი, იხსენებდა რა, თუ როგორ გაიცნო პირველად ჩაკ ბერის, ბო დიდლის, მადი უოტერსის, ფეტს დომინოს და სხვები ჩანაწერები, ამბობდა: „იმ დროისთვის ეს იყო ყველაზე ჭეშმარიტი რამ, რაც მომისმენია.“[228] მის მსგავსად, რიჩარდსიც იხსენებდა, რომ უოტერსი იყო იმ დროისთვის მისთვის „ყველაზე მძლავრი მუსიკა...ყველაზე გამომეტყველი“.[229] „როდესაც იხსენებ იმ სულელ 17 წლის ბიჭუნას დარტფორდიდან, რომელსაც სურდა, მადი უოტერსი ყოფილიყო - ისევე, როგორც სხვებს - პათეტიკური ჩანს, მაგრამ, ამავე დროს, სასიამოვნოა“.[230]

მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ საკონცერტო სეტლისტებში ჯგუფი უპირატესობას ბლუზურ და რიტმ-ენდ-ბლუზურ ნომრებს ანიჭებდა, პირველ საავტორო კომპოზიციებში მათი ინტერესები ამ ჟანრების ფარგლებს გასცდა. ჯეგერის და რიჩარდსის პირველი საავტორო სინგლის „Tell Me (You're Coming Back)“ შესახებ კრიტიკოსი რიჩი უნტერბერგერი ამბობს, რომ იგი არის „პოპ-როკ ბალადა ... როდესაც [ჯეგერმა და რიჩარდსმა] დაიწყეს სიმღერების წერა, საფუძველის სახით არა ბლუზს იღებდნენ, არამედ, მოულოდნელად, უცნაურ, ნელ, მერსიბიტის ტიპის ნომრებს“.[231] „As Tears Go By“, რომელიც მერიან ფეითფულისთვის დაიწერა, რიჩარდსის და ჯეგერის ერთ-ერთი პირველი საავტორო ნომერი იყო და ერთ-ერთი პირველი სხვა შემსრულებლებისთვის დაწერილებს შორის. ჯეგერი: „საკმაოდ მოწიფული სიმღერაა, იმ პერიოდის სხვა ნამუშევრებთან შედარებით. არც ვაპირებდით მის ჩაწერას, ვინაიდან როლინგ სტოუნზი მძლავრი ბლუზური ჯგუფი იყო“.[232] მოგვიანებით სტოუნზმა ჩაწერა სიმღერის საკუთარი ვერსია, რომელიც აშშ-ში საუკეთესო ხუთეულში შევიდა.[233]

ადრეულ პერიოდზე საუბრისას რიჩარდსი ამბობდა: „გამაოგნებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის და მიკისთვის ეს სიმღერები უფრო საბავშვო ბაღის ტიპის იყო, ნებისმიერი მათგანი ჩარტში ხვდებოდა. ამან დიდი გამბედაობა მოგვანიჭა, ვინაიდან თავდაპირველად ყველაფერი ისე ჩანდა, რომ ვიწერდით, რათა ენდრიუსთვის გვეთქვა - რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ ...[234] ჯეგერი: „პოპულარულ მუსიკაზე ორიენტირებულები ვიყავი. მარტო მადი უოტერსს არა, ყველაფერს ვუსმენდით. ხოლმე მარტივია ასე წერა ... კითი და მე მივეჩვიეთ ასეთი სიმღერების შექმნას - ათ წუთში ვწერდით. ალბათ, ვფიქრობდით, რომ სასაცილო იყო და ჩვენთვის ეს ერთგვარ პრაქტიკად იქცა.“[234]

„The Last Time“-ის, ჯგუფის პირველი მნიშვნელოვანი სინგლის შექმნა გადამწყვეტი მომენტი იყო. რიჩარდსმა მას უწოდა „სტოუნზისთვის სიმღერების დაწერის დასაწყისი. ამან გამბედაობა შეგვმატა, გვიჩვენა, თუ როგორ გვემუშავა.“[56] სიმღერა ეფუძნებოდა ტრადიციულ გოსპელურ სიმღერას, რომელიც ცნობილი გახდა The Staple Singers-ის მეშვეობით, მაგრამ სტოუნზის ვერსია შეიცავს გამორჩეულ რიფს გიტარაზე, რომელსაც ბრაიან ჯოუნზი ასრულებს.[235] ჯეგერი და რიჩარდსი, როგორც სტოუნზის სიმღერების ავტორები, ჩანაწერების ანოტაციებში ადრეულ პერიოდში აღინიშნებოდნენ, როგორც „ნენკერ ფელჯი“. მოგვიანებით ამ სიმღერების ნაწილს ჩაენაცვლა უბრალოდ „ჯეგერი/რიჩარდსი.“[236]

ჯგუფის წევრები

რედაქტირება

ქრონოლოგია

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

ტურნეები

რედაქტირება

წყაროები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 "Rolling Stones: are they really the world’s greatest rock ’n’ roll band?". The Telegraph. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი 2015
  2. "The Stones may be old, but they can still rock". Msnbc. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი 2015
  3. პალმერი, რობერტ (დეკემბერი 27, 1981). "The Year of the Rolling Stones". New York Times.
  4. ნელსონი 2010, p. 141.
  5. Biography of the Stones. Stonesplanet.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-21. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2010.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 The Rolling Stones Biography. Rolling Stone. Rolling Stone magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-02. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2006.
  7. გრინფილდი, რობერტ (1981). The Rolling Stone Interviews – Keith Richards. ნიუ-იორკი: St. Martin's Press/Rolling Stone Press. ISBN 0-312-68954-3. 
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 The Rolling Stones Biography. Rock and Roll Hall of Fame and Museum. ციტირების თარიღი: 1 ივნისი 2006.
  9. ჯეგერი, მიკ; რიჩარდსი, კით; უოტსი, ჩარლი; ვუდი, რონი (რედ: ლევენსტაინი; დორა და დოდი, ფილიპ) (2003). According to he Rolling Stones. Chronicle Books, გვ. 40. ISBN 0-8118-4060-3. 
  10. ჯეგერი, რიჩარდსი, უოტსი, ვუდი, 2003. გვ. 42
  11. ერლეუაინი, სტივენ თომას. Rolling Stones Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2006.
  12. უაიმენი 2002, pp. 36–37.
  13. ბოკრისი 1992, pp. 42–43.
  14. ნელსონი 2010, pp. 14–15.
  15. უაიმენი 2002, pp. 40–41, 44–45.
  16. ჯეგერი et al. 2003, pp. 50–51.
  17. 17.0 17.1 ნელსონი 2010, p. 20.
  18. უაიმენი 1990, p. 123.
  19. ოლდემი 2000, p. 223.
  20. უაიმენი 2002, pp. 56–57.
  21. უაიმენი 1990, pp. 135–136.
  22. დევიდ პ. შეტმერი, Rockin' in Time, მერვე გამოცემა. (აპერ-სედლ-რივერი, ნიუ-ჯერსი: პირსონი, 2014), გვ. 123.
  23. ნელსონი 2010, p. 22.
  24. ოლდემი 2000, pp. 205, 212.
  25. 25.0 25.1 25.2 ჯეგერი et al. 2003, p. 68.
  26. ოლდემი 2000, pp. 209–210, 212.
  27. კორალი, ჰინკლი & როდმანი 1995.
  28. ოლდემი 2000, pp. 252–253.
  29. ნელსონი 2010, p. 26.
  30. ოლდემი 2000, p. 213.
  31. ოლდემი 2000, p. 205.
  32. მარშალი 2012, p. 22.
  33. უაიმენი 1990, p. 136.
  34. უაიმენი 1990, p. 133.
  35. „Living with Superstardom: The Stones Bill Wyman says 'It Keeps Getting Harder'“. Billboard. 6 ნოემბერი 1971. p. 29.
  36. ბილ უაიმენი, ინტერვიუ გერი კროულის შოუსთან, BBC Radio London, 6 მარტი 2010
  37. ოლდემი 2000, p. 221.
  38. This Day in Music Spotlight: Rolling Stones Riot on Ed Sullivan. gibson.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-31. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2010.
  39. Picture Stockton Archive. Picturestockton.co.uk. ციტირების თარიღი: 3 მაისი 2013.
  40. უაიმენი 2002, pp. 80–83.
  41. ფრაიკი, დევიდ. (17 აპრილი 2008) Blues Brothers. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2008.
  42. გილილენდი 1969, გადაცემა 30, ჩანაწერი 2.
  43. 43.0 43.1 43.2 43.3 UK Charts – The Rolling Stones. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2015.
  44. ოლდემი 2000, pp. 256–257.
  45. ჯეგერი et al. 2003, p. 84.
  46. უაიმენი 2002, p. 126.
  47. The Hollywood Palace. TV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 1 ივნისი 2007.
  48. უაიმენი 2002, pp. 128–129.
  49. უაიმენი 2002, p. 158.
  50. უაიმენი 2002, p. 137.
  51. ჯეგერი et al. 2003, p. 88.
  52. უაიმენი 2002, p. 154.
  53. 53.0 53.1 მაკფერსონი, იენ. The Rolling Stones' Complete Discography. ციტირების თარიღი: 30 მარტი 2008.
  54. უაიმენი 2002, p. 159.
  55. უაიმენი 2002, pp. 164–165, 171.
  56. 56.0 56.1 56.2 ჯეგერი et al. 2003, p. 95.
  57. უაიმენი 2002, p. 187.
  58. უაიმენი 2002, p. 195.
  59. გილილენდი 1969, გადაცემა 38, ჩანაწერი 3.
  60. MoMA – Music promos for "Have You Seen Your Mother, Baby, Standing in the Shadow?" [two versions and "We Love You"]. moma.org (2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2014.
  61. Project MUSE – Standing in the Shadow: Peter Whitehead, Swinging London's Insider/Outsider. muse.jhu.edu (2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2014.
  62. გილილენდი 1969, გადაცემა 46.
  63. უაიმენი 2002, p. 256.
  64. 64.0 64.1 პეიტრესი 2003, p. 116.
  65. 65.0 65.1 მელცერი, ტომ (18 ოქტომბერი 2010). „Keith Richards: the Keef facts“. The Guardian. ლონდონი/მანჩესტერი. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2010.
  66. ჯეგერი et al. 2003, p. 112.
  67. უაიმენი 2002, pp. 264–265.
  68. ჯეგერი et al. 2003, p. 113.
  69. უაიმენი 2002, p. 268.
  70. Police raid Keith Richard's "Redlands" home in Sussex for drugs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 25 ივნისი 2015.
  71. ბუთი 2000, p. 276. sfn error: multiple targets (2×): CITEREFბუთი2000 (help)
  72. უაიმენი 2002, pp. 278–282.
  73. ბუთი, სტენლი (2000). The True Adventures of the Rolling Stones (მეორე გამოცემა). A Capella Books, გვ. 271–278. ISBN 1-55652-400-5. 
  74. იანოვიცი, ბილ. We Love You – song review. Allmusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  75. უაიმენი 2002, p. 286.
  76. უაიმენი 2002, pp. 292–293, 299.
  77. დეივისი 2001, pp. 224–25, 226–27.
  78. ნორმანი 2001, p. 293.
  79. უაიმენი 2002, p. 290.
  80. უაიმენი 2002, pp. 296–298.
  81. დეკერტისი, ენტონი (17 ივნისი 1997). „Review: Beggars Banquet“. Rolling Stone. ნიუ-იორკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-01-31. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2013. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება)
  82. Beggars Banquet. Rolling Stone (იანვარი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-23. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  83. ჯეგერი et al. 2003, p. 114.
  84. კრის გილი (1995). "Guitar legends: the definitive guide to the world's greatest guitar players". გვ. 108. HarperPerennial,
  85. მესლინი, ჯენეტ. (12 ოქტომბერი 1996) Taking a Trip Back in Time To the Sleek Young Stones. The New York Times. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  86. ფარლი, კრისტოფერ ჯონ. (18 ოქტომბერი 2004) Starry Circus. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-20. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  87. ჯეგერი et al. 2003, p. 128.
  88. 88.0 88.1 გრინფილდი 1981. sfn error: multiple targets (2×): CITEREFგრინფილდი1981 (help)
  89. ბილ უაიმენი, რიჩარდ ჰევენსი. (2002). Rolling With The Stones, გვ. 329
  90. Being Brian Jones's son is the greatest thing that never happened to me. Mail Online. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი 2014.
  91. 91.0 91.1 The Rolling Stones. The Stones in the Park. [DVD, 2006]. Network Studios.
  92. The Rolling Stones were never bad boys, says former manager Sam Cutler. Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  93. The Rolling Stones: Still The World's Greatest Rock And Roll Band?. Grammy.com. ციტირების თარიღი: 2 ივლისი 2015.
  94. მარკუსი, გრაილ. (27 დეკემბერი 1969) Let It Bleed – ალბომის მიმოხილვა. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი 2012.
  95. ბარკსი, ჯონი. (7 თებერვალი 1970) Rock & Roll's Worst Day: The Aftermath of Altamont. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 18 აპრილი 2007.
  96. ბენგსი, ლესტერ. (12 ნოემბერი 1970) Get Yer Ya-Ya's Out – ალბომის მიმოხილვა. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  97. 97.0 97.1 გოლდსტაინი, მაიკ. UnCovered Interview – The Rolling Stones Lips & Tongue logo, with designs by Ernie Cefalu. RockPoP Gallery. RockPoP Gallery. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  98. 98.0 98.1 კოსკარელი, ჯო. (7 ივნისი 2015) Art of the Rolling Stones: Behind That Zipper and That Tongue. The New York Times. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2015.
  99. ეგანი 2013.
  100. ერლეუაინი, სტივენ თომას. Sticky Fingers – ალბომის მიმოხილვა. AllMusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  101. მუნი, ტომ (2004). „The Rolling Stones“, The New Rolling Stone Album Guide. ლონდონი: Fireside, გვ. 695–699. ISBN 0-7432-0169-8. , ნაწილი - The Rolling Stones Album Guide. rollingstone.com. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  102. ლანდაუ, ჯონ (23 აპრილი 1971). „Sticky Fingers“. Rolling Stone. ნიუ-იორკი. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  103. კრისტგოუ, რობერტ. Reviews – The Rolling Stones. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო 2007.
  104. ერლეუაინი, სტივენ თომას. Exile on Main St – ალბომის მიმოხილვა. AllMusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  105. Ladies and Gentlemen: The Rolling Stones. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  106. ამერიკული ალბომების სერტიფიცირებები – Rolling Stones, The – Hot Rocks. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-04. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2013.
  107. Stingy Stones avoid tax on £240m fortune | Mail Online. Dailymail.co.uk (2006-08-02). ციტირების თარიღი: 2013-01-23.
  108. ერლეუაინი, სტივენ თომას. Goats Head Soup – ალბომის მიმოხილვა. Allmusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  109. The Rolling Stones – Tattoo You. Rolling Stone (1 ნოემბერი 2003). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  110. უაიმენი 2002, p. 408.
  111. უაიმენი 2002, p. 361.
  112. უაიმენი 2002, p. 412.
  113. It's Only Rock 'N' Roll. ოფიციალური ბრიტანული ჩარტების კომპანია (26 ოქტომბერი 1996). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  114. Hot 100: It's Only Rock 'n Roll (But I Like It). Billboard. Nielsen Business Media (7 ივნისი 1997). ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2010.
  115. პრატო, გრეგ. Mick Taylor bio. Allmusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  116. ჯეიმზ, გერი. Gary James' Interview With Mick Taylor of the Rolling Stones. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2008.
  117. სმითი, კერტის. Why Mick Taylor Quit the Stones. micktaylor.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-16. ციტირების თარიღი: 25 ივნისი 2007.
  118. ობრეხტი, ჯეს: "Mick Taylor: Ex-Rolling Stones On His Own", გვერდი 20. Guitar World, თებერვალი 1980
  119. ჯეგერი et al. 2003, p. 174.
  120. 120.0 120.1 პეიტრესი 2003, p. 239.
  121. Ronnie Wood: Second Life. The Guardian. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  122. კრისტგოუ, რობერტ (31 ოქტომბერი 1977). „Christgau's Consumer Guide“. The Village Voice. ნიუ-იორკი. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2015.
  123. გრინსპანი, ედვარდ (რედაქტორი), Regina v. Richards 49 C.C.C. (მეორე), Canadian Criminal Cases (1980), Canada Law Book. გვ. 518
  124. სენდფორდი 2003, p. 225.
  125. 125.0 125.1 გრინსპანი, ედვარდ (რედაქტორი), Regina v. Richards 49 C.C.C. (მეორე), Canadian Criminal Cases (1980), Canada Law Book. გვ. 517–27
  126. 126.0 126.1 სენდფორდი 2003, p. 227.
  127. სენდფორდი 2003, pp. 232–233, 248–250.
  128. „Seventies and Eighties“. Telegraph. ლონდონი. 1 აგვისტო 2003. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო 2010.
  129. ერლეუაინი, სტივენ თომას. Some Girls – ალბომის მიმოხილვა. AllMusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  130. 130.0 130.1 130.2 ნელსონი 2010, p. 92.
  131. იანოვიცი, ბილ. The Rolling Stones "Waiting on a Friend". allmusic. 2007 (წაკითხვის თარიღი 12 ნოემბერი).
  132. რობერტ პალმერი (1981-11-04). „The Stones Roll On, Refusing to Become Show-Business Slick“. The New York Times.
  133. Muddy Waters / The Rolling Stones – Checkerboard Lounge: Live Chicago 1981 (DVD). All music. წაკითხვის თარიღი: 22 ნოემბერი 2014
  134. სოლნიე, ჯეისონ. (8 აპრილი 2010) Chuck Leavell Interview. Music Legends. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-16. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2013.
  135. 135.0 135.1 მარი რ. ნელსონი (2010). "The Rolling Stones: A Musical Biography". გვ. 96 ABC-CLIO,
  136. 25x5 – The Continuing Adventures of the Rolling Stones
  137. რიჩარდსი 2010, p. 461.
  138. „Bowie/Jagger Vidclip Heads for Movie Screens“. Billboard. 24 აგვისტო 1985. p. 1.
  139. Sir Mick Jagger returns to UK singles chart. BBC. ციტირების თარიღი: 12 მარტი 2012.
  140. უიტბერნი, ჯოელ (2006). The Billboard Book of Top 40 Hits. Billboard Books. 
  141. ზენტგრაფი, ნიკო. The Complete Works of The Rolling Stones 1962–2008. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი 2008.
  142. 142.0 142.1 The 25 Boldest Career Moves in Rock History: 20) Mick Jagger Tours Solo With Joe Satriani. Rolling Stone (18 მარტი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2011.
  143. სენდფორდი 1999, p. 268.
  144. ჯეგერი et al. 2003, p. 247.
  145. 145.0 145.1 145.2 RIAA-ს ოქროს და პლატინის მონაცემთა ბაზა. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2011.
  146. The Rolling Stones- Continental Drift. BBC Four. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  147. Rolling Stones' 1991 Concert Film "Live at the Max" Headed to DVD. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  148. მაკფერსონი, იენ. The Rolling Stones Chronicle: 1993. ციტირების თარიღი: 21 მარტი 2011.
  149. სქინდერი, სკოტ; შვარცი, ენდი (2010) Icons of Rock: An Encyclopedia of the Legends Who Changed Music Forever. ABC-CLIO, გვ. 230. 
  150. ერლეუაინი, სტივენ თომას. Voodoo Lounge – ალბომის მიმოხილვა. AllMusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  151. „The 37th Grammy Nominations“. Los Angeles Times. Tribune Company. იანვარი 6, 1995. p. 3. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  152. "Virgin Act Ends Highest Grossing Tour Ever". Billboard 10 დეკემბერი 1994. გვ. 45
  153. Like a Rolling Stone – The Rolling Stones : სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები. AllMusic. ციტირების თარიღი: 2014-11-22.
  154. 154.0 154.1 1994 MTV Video Music Awards დაარქივებული 2011-05-01 საიტზე Wayback Machine. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი 2011
  155. Rolling Stones Live on Internet: Both a Big Deal and a Little Deal. The New York Times, 22 ნოემბერი 1994.
  156. ნაიჯელ უილიამსონი (5 დეკემბერი 2003). „Alive and kicking“. ლონდონი: Arts.guardian.co.uk. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2010.
  157. Concert for New York City – Various Artists. Allmusic. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  158. Q – 50 Bands You Must See Before You Die. rocklistmusic.co.uk (სექტემბერი 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2007.
  159. რაშბაუმი, ალისა. (ივლისი 31, 2003) Justin Timberlake Joins Stones At Toronto Benefit, Gets Pelted With Garbage. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  160. Some US retailers join Stones boycott. CNN (ნოემბერი 2003). ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2007.
  161. More names join UK Music Hall Of Fame. NME. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2011.
  162. ლაიტი, ალან. (22 სექტემბერი 2005) A Bigger Bang – ალბომის მიმოხილვა. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2007.
  163. 163.0 163.1 The Rolling Stones – Official Chart History. ოფიციალური ჩარტების კომპანია (OCC). ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  164. Stones 'slate Bush' in album song. BBC News (2005). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი 2007.
  165. Richards persuaded band to skip Live 8. Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2014.
  166. Rolling Stones hold giant Rio gig. BBC News. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2013.
  167. "Keith Richards and the Fiji fall: The mystery deepens" Uncut. წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი 2007.
  168. Kiwi Doctor Rolls with the Stones. Sunday Star Times (10 თებერვალი 2008). ციტირების თარიღი: 5 მარტი 2008.
  169. DPA (14 ივნისი 2006). „After the tree ... it's rehab“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 17 მაისი 2007.
  170. ლარკინი, ედრიან. (20 ივნისი 2006) Rolling Stones gig latest. BBC 6. ციტირების თარიღი: 18 მაისი 2007.
  171. The Rolling Stones Europe 2006. The Rolling Stones Fan Club of Europe.
  172. Update: Stones Roll By U2 For Top Grossing Tour Ever. Billboard. ციტირების თარიღი: მაისი 4, 2013.
  173. Shine A Light. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 16 იანვარი 2007.
  174. უაინერი, ტიმ (15 დეკემბერი 2006). „Ahmet Ertegun, Music Executive, Dies at 83“. nytimes.com. ციტირების თარიღი: 20 მარტი 2012.
  175. Rolling Stones the high note on Isle of Wight. The Telegraph. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2014.
  176. Rolling Stones' Tour Breaks Attendance Records. Huliq.com. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2011.
  177. 2010: Who Will Tour?. Melodic Rock Concerts. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2010.
  178. "Stones Planning 23rd Album" Contact Music, 28 მარტი 2008
  179. კოენი, ჯონათან (25 ივლისი 2008). „The Rolling Stones Leave EMI For Universal“. Billboard. ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2017.
  180. ფანელი, დემიან. (3 მაისი 2012) Interview: Former Rolling Stones Guitarist Mick Taylor Discusses Gear, Bluesbreakers, Iridium and The Stones. Guitar World. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2014.
  181. „The Rolling Stones to release "Plundered My Soul" for Record Store Day“. The Independent. ლონდონი. 10 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2010.
  182. 182.0 182.1 ჩეგოლენი, სტივ (15 მაისი 2010). „Re-issue of Stones album spawns Cannes docu“. Variety.
  183. Archive Chart. Theofficialcharts.com (29 მაისი 2010). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2010.
  184. 'Glee' Stops the Show at No. 1, Stones Come in Second On Billboard 200. Billboard (14 სექტემბერი 2009). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2010.
  185. Rambler, Midnight. (12 აგვისტო 2010) Ladies and Gentlemen to Hit Cinemas across the Globe. Rollingstones.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-15. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2010.
  186. The Rolling Stones – Some Girls, Live in Texas '78. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი 2011.
  187. "The Rolling Stones: Some Girls (Reissue) – review". The Guardian. წაკითხვის თარიღი: 23 ნოემბერი 2014
  188. The Rolling Stones 50: Win a signed copy of the official book celebrating the Stones' 50th anniversary. mirror.co.uk (8 ივლისი 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  189. Rolling Stones debut new logo. Uncut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-14. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  190. Wall Street Journal, Fan Hoping to See Rolling Stones In Slovenia Gets No Satisfaction, 9 დეკემბერი 2012
  191. გრინი, ენდი. (1 აგვისტო 2012) Rolling Stones Documentary Coming to HBO in Fall. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  192. პატელ, საირუსი რ.კ. (2011). Rolling Stones' Some Girls. A&C Black, გვ. 24. 
  193. GRRR! The Rolling Stones announce greatest hits album. rollingstones.com (4 სექტემბერი 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-29. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  194. New Rolling Stones video released featuring Dragon Tattoo star Noomi Rapace. The Telegraph (21 ნოემბერი 2012). ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  195. The Rolling Stones celebrate 50 years with sold-out O2 show. The Telegraph (26 ნოემბერი 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-11. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი 2012.
  196. 196.0 196.1 196.2 Rolling Stones to perform with Lady Gaga and Bruce Springsteen. The Telegraph (10 დეკემბერი 2012). ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი 2012.
  197. პრაუდი, ამელია. (16 დეკემბერი 2012) It's just a kiss away! Jagger and Gaga go head-to-head on Gimme Shelter as The Rolling Stones bow out in New Jersey. Daily Mail. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი 2012.
  198. მერტენსი, ტოდ. (12 დეკემბერი 2012) 12-12-12 Concert: The Rolling Stones make a quick exit. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  199. 199.0 199.1 (3 აპრილი 2013) Rolling Stones to return to Hyde Park. BBC. 
  200. Mick Taylor rejoining Rolling Stones for new tour dates. Ok.co.uk (9 აპრილი 2013). ციტირების თარიღი: 3 მაისი 2013.
  201. ლინსკი, დორიან (30 ივნისი 2013). „Rolling Stones at Glastonbury 2013 – review“. The Guardian. ლონდონი. ციტირების თარიღი: 2 ივლისი 2013.
  202. Rolling Stones Release 'Hyde Park Live' Album. Billboard. ციტირების თარიღი: 19 აპრილი 2014.
  203. ჰენი, ბრიუს. (26 ივლისი 2013) hennemusic. hennemusic. ციტირების თარიღი: 19 აპრილი 2014.
  204. Rolling Stones to release DVD of recent Hyde Park shows. Rollingtimes.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-03. ციტირების თარიღი: 19 აპრილი 2014.
  205. 14 ON FIRE. The Rolling Stones. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 19 აპრილი 2014.
  206. "Rolling Stones perform to more than 50,000 fans at Adelaide Oval". ABC News. წაკითხვის თარიღი: 10 დეკემბერი 2014
  207. "Rolling Stones rain satisfaction on Tel Aviv". Haaretz. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2014
  208. უოდელი, რეი. Rolling Stones Announce 2016 Latin American Tour (5 ნოემბერი 2015). ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2015.
  209. The Rolling Stones Latin America Olé Tour 2016 (27 ნოემბერი 2015). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2016.
  210. „Rolling Stones announce 'landmark' Cuba concert“. BBC. 1 მარტი 2016.
  211. Rolling Stones Announce Expanded 'Totally Stripped' Package (article by Jeff Giles) (6 აპრილი 2016). ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2016.
  212. The Rolling Stones in Cuba concert film 'Havana Moon' to be premiered in cinemas for one night only (28 ივლისი 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-29. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2016.
  213. Rolling Stones Cuba Concert Film 'Havana Moon' to Play in Theaters (by Jeff Giles) (28 ივლისი 2016). ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2016.
  214. The Rolling Stones (2016-09-07), Olé Olé Olé: A Trip Across Latin America (Trailer), https://www.youtube.com/watch?v=8A103qdCUjE&feature=youtu.be. წაკითხვის თარიღი: 2017-04-03
  215. The Rolling Stones Olé Olé Olé! : A Trip Across Latin America en. ციტირების თარიღი: 2017-04-03
  216. 216.0 216.1 Rolling Stones' 'Ole Ole Ole! A Trip Across Latin America' Coming to Home Video en-US. ციტირების თარიღი: 2017-04-03
  217. ¡Olé, Olé, Olé! A Trip Across Latin America | The Rolling Stones en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-04. ციტირების თარიღი: 2017-06-17.
  218. Rolling Stones Announce New Blues Cover Album 'Blue & Lonesome' (6 ოქტომბერი 2016). ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2016.
  219. New Rolling Stones album Blue & Lonesome will be released in დეკემბერი (6 ოქტომბერი 2016). ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2016.
  220. Blue&Lonesome. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-05. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2016.
  221. „Rolling Stones top UK album chart with Blue & Lonesome“. BBC News. 9 დეკემბერი 2016.
  222. კოლფილდი, კით. (11 დეკემბერი 2016) 'The Hamilton Mixtape' Debuts at No. 1 on Billboard 200 Albums Chart. Billboard. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი 2016.
  223. 'Album Chart/week 05/2017 – თებერვალი 1/the top-selling albums according to global sales figures and national album charts/issue date: თებერვალი 1, 2017/copyright (C) 2017 – all rights reserved (თებერვალი 1, 2017). ციტირების თარიღი: თებერვალი 1, 2017.
  224. Les Rolling Stones à Paris, Stade de France en 2017 (12 დეკემბერი 2016). ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი 2016.
  225. The Rolling Stones : un retour plus que probable en 2017 (12 დეკემბერი 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი 2016.
  226. Time Is on My Side – The Rolling Stones : სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები. AllMusic. ციტირების თარიღი: 2014-11-22.
  227. ჯეგერი et al. 2003, p. 41.
  228. დევინ სეი Mick Jagger: The Story Behind the Rolling Stone. იორკი: Birch Lane Press, 1993.
  229. რობერტ გორდონი. Can't Be Satisfied ნიუ-იორკი: Little, Brown and Company, 2002
  230. Can Blue Men Play The Whites?. Blues Britannia. BBC4 (3 მაისი 2009). ციტირების თარიღი: 29 მაისი 2010.
  231. უნტერბერგერი, რიჩი. Tell Me – song review. AllMusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  232. ვენერი, იან. (14 დეკემბერი 1995) Jagger Remembers. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი 2006.
  233. რულმენი, უილიამ. As Tears Go By – song review. Allmusic. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2013.
  234. 234.0 234.1 ჯეგერი et al. 2003, p. 85.
  235. ერიკ ვ.დ. ლუფტი (2009). "Die at the Right Time!: A Subjective Cultural History of the American Sixties". გვ. 102.
  236. ნეითანი, დევიდ; ლინდზი, სიუზენ გედატის (2001) Inside the Hits. Berklee Press, გვ. 217.