კრისტინა მარია აგილერა (ესპ. Christina María Aguilera; დ. 18 დეკემბერი, 1980, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი პოპ მომღერალი და ტექსტების ავტორი. აგილერა პოპულარული მისი სადებიუტო ალბომის, 1999 წლის Christina Aguilera-ს გამოშვების შემდეგ გახდა, რომელიც კრიტიკოსების შეფასების და კომერციული თვალსაზრისით, წარმატებული იყო. ლათინური პოპ მუსიკის სტილში შესრულებული ალბომი Mi Reflejo და საშობაო ალბომი — My Kind of Christmas, რომლებიც იმავე პერიოდში მიმდევრობით გამოვიდა, ასევე საკმაოდ კარგად გაიყიდა.

კრისტინა აგილერა
250
2019 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კრისტინა მარია აგილერა
აგრეთვე ცნობილი როგორც

კრისტინა აგილერა-ბრეტმენი[1], ექს-ტინა[2]

(Xtina)
დაბ. თარიღი 18 დეკემბერი, 1980 (1980-12-18) (43 წლის)
დაბ. ადგილი სტეიტენ აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ.
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
აქტიური 1993–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი RCA Records
ხელმოწერა
საიტი
კრისტინა აგილერა ვიკისაწყობში

ბავშვობა

რედაქტირება

კრისტინა აგილერა დაიბადა 1980 წლის 18 დეკემბერს, სტეიტენ-აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ. მისი მამა — ფაუსტო აგილერა - ეკვადორელია, დედა — შელი, ირლანდიელი — მუსიკოსი, მევიოლინე. გოგონას ბავშვობა ნამდვილ ჯოჯხეთს ჰგავდა. მამამისი სამხედრო პირი იყო და დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი მეუღლესა და შვილებს ხშირად სცემდა კიდეც.

„ბავშვობის გახსენება არც მინდა. ეს ნამდვილი კოშმარი იყო. დედაჩემს მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. ერთხელ შევესწარი მომენტს, როდესაც მამა დედას ახრჩობდა. რომ არ მეკივლა, ალბათ მოკლავდა. მერე მამა მე მომიბრუნდა და კიბეებზე დამაგორა“,-იხსენებს მომღერალი.

განსაკუთვრებით მძიმე პერიოდი ოჯახს მაშინ დასდგომია, როცა ისინი იაპონიაში გადასულან საცხოვრებლად, სადაც ამერიკის არმიის სერჟანტ — ფაუსტო აგილერას სამხედრო ნაწილი გადაუყვანიათ. კრისტინას დედა — შელი კენსის თქმით, მათ ოჯახში ძალადობას ყოველდღე ჰქონდა ადგილი, ის კი ამით ისე დაშინებული იყო, რომ ძილის წინ ბალიშის ქვეშ ყოველთვის დებდა ცრემლსადენ გაზის პატარა ბალონს, რათა, აუცილებლობის შემთხვევაში, ოდნავ მაინც დაეშოშმინებინა განრისხებული ქმარი.

ოთხი წლის იყო კრისტინა, პირველად დედამ ნაცემი რომ ნახა. გოგონას პირიდანაც სისხლი სდიოდა. კრისტინას მოუყოლია, რომ იგი თამაშობდა, მამა კი ამ დროს დაძინებას ცდილობდა. გოგონას ხმაურიანი თამაშით შეწუხებულ ფაუსტოს იგი გამეტებით უცემია. მაშინ მიხვდა, რომ მეუღლესთან ცხოვრება შვილს საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ 1987 წელს ქმარს გაშორდა და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. გავიდა წლები და კრისტინამ დედამისსა და ზოგადად მის ბავშვობას მიუძღვნა სიმღერები — „I'm OK“ (ალბომიდან „Stripped“) და „Oh Mother“ („Back to Basics“). როგორც მომღერლის მეგობრები ამბობენ, ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრავმა კრისტინას დღესაც აწუხებს. მას დღემდე ახასიათებს შიშები ყვირილის მიმართ. მომღერალს შიშის, პანიკის გრძნობა, პერიოდულად ღამე ეუფლება. თავად კრისტინას თქმით, ერთხელ ასეთი შეტევის დროს იგი ჰოლივუდში მდებარე თავისი ფეშენებელური სახლიდან გაიქცა და კარგა ხანს ქუჩებში დაეხეტებოდა დასამშვიდებლად. „საშინლად ვკანკალებდი და მეშინოდა შინ დაბრუნებისა. არ მინდოდა, ვინმეს ამ მდგომარეობაში დავენახე“,-განაცხადა მომღერალმა.

9 წლის ასაკიდან კრისტინას ცხოვრებაში ნათელი ფერები გამოჩნდა. მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ვარსკვლავების ძიებაში“, სადაც მეორე ადგილი აიღო. შემდეგ ჰოკეის ჩემპიონატზე საყვარელი გუნდის ჰიმნი შეასრულა. ვარსკვლავის მომავალზე მეოცნებე გოგონას სკოლაში პრობლემები ჰქონდა. იგი რატომღაც თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას ვერ ახერხებდა. კრისტინა სკოლიდან სახლში ხშირად ატირებული ბრუნდებოდა.

როდესაც სკოლაში გამართულ ერთ-ერთ საღამოზე კრისტინამ იმღერა, მეორე დღეს სკოლაში გაკრული პლაკატი დახვდა, რომელზეც ეწერა: „კრისტინა, შენ ხარ ძროხა და გინდა, რომ შენი სიმღერით დაიმკვიდრო სახელი. ეს კი არ გამოგივა“. საბოლოოდ კრისტინა იძულებული გახდა, სკოლაში სიარულზე უარი ეთქვა და სახლში განეგრძო სწავლა.

პირველი სიყვარული კრისტინას 15 წლის ასაკში ეწვია. მას ჯგუფ რედ ჰოტ ჩილი პეპერსის მუსიკოსი დეივ ნავარო შეუყვარდა. მომავალი ვარსკვლავი დეივის პლაკატით იძინებდა და იღვიძებდა. ერთი წლის შემდეგ კი თავის საყვარელ მამაკაცს ბარში გადააწყდა და პირდაპირ მივიდა მასთან. „გამარჯობა, მე კრისტინა აგილერა ვარ, უკვე 16 წლის“,-განუცხადა მას. მინიშნება დეივ ნავარომ აგდებულად მიიღო და მასზე შეყვარებულ გოგნას უპასუხა: „მართლა 16 წლის ხარ? მაშინ ფინჯან რძეზე დაგპატიჟებ“. ასე დასამარდა მომღერლის პირველი სიყვარული. სამაგიეროდ გამბედაობა ეყო და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში „მიკი მაუსის კლუბი“, რომელიც ახალგაზრდა მომღერლებისთვის ტრამპლინს წარმოადგენდა.

1998-2001 — პოპ პრინცესა, ალბომი Christina Aguilera

რედაქტირება

შოუში სამმა მომღერალმა გაიმარჯვა — კრისტინამ, ბრიტნი სპირსმა და ჯასტინ ტიმბერლეიკმა. გოგონებს შორის სერიოზული კონკურენცია გაიმართა. სამაგიეროდ, ჯასტინმა და კრისტინამ ერთმანეთს ადვილად გაუგეს. ამ შოუმ კრისტინას სადებიუტო ალბომის კონტრაქტი და სერიოზული პერსპექტივები მოუტანა. მისი პირველი ალბომი Christina Aguilera ამერიკისთვისაც კი რეკორდული აღმოჩნდა — 4 თვეში პლატინის სტატუსი მიიღო, თავად მომღერალს კი 2000 წელს, გრემის 42-ე დაჯილდოების ცერემონიალზე გრემი წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებისათვის გადაეცა. როდესაც გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალბედა“ გამარჯვებულად 19 წლის კრისტინა აგილერა გამოაცხადეს, აღელვებულმა მომღერალმა გზაში რამდენიმეჯერ წაიბორძიკა კიდეც, რადგან თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: „რატომ მე და არა ბრიტნი“. ბრიტნი ამ ჯერად კრისტინას მეტოქე იყო, თანაც კრისტინაზე მეტად წინ სწორედ იგი იდგა ყველა ჩარტებში, თუმცა გრემი მაინც აგილერას ერგო.

დაწვრილებით

რედაქტირება

კრისტინას თქმის იგი მღერის დაბადებიდან. ბავშვობაში მომავალი მომღერალი ხშირად იკეტებოდა სააბაზანოში და ხელში შამპუნის კოლოფით ხშირად მღეროდა, ასევე სახლთან ახლოს, პატარა სცენაზე მართავდა წარმოდგენებს მეზობლებისათვის.

1998 წელს აგილერამ შეასრულა უიტნი ჰიუსტონის „Run to You“, რომელიც თავადვე ჩაწერა მაგნიტოფონზე, სააბაზანოში. იგი მალევე მიიწვიეს დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის — მულანის საუნდტრეკის "Reflection“[3] „ჩასაწერად, რის შემდგომაც დამწყებმა მომღერალმა გააფორმა კონტრაქტი კომპანია RCA Records-თან[4]. ბილბორდის ჩარტში Reflection საუკეთესო ოცეულში მოხვდა. 1998 წელს კი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე იგი დასახელებული იქნა ნომინაციაში საუკეთესო ახალი სიმღერა (Best Original Song).

აგილერას პირველი ალბომი Christina Aguilera 1999 წლის 24 აგვისტოს გამოვიდა. ბილბორდის ორასეულში და ალბომების კანადურ ჩარტებში მან მოწინავე ადგილი დაიკავა. გაიყიდა 8 მილიონი ასლი აშშ-ს[5], ხოლო 12 მლნ[6] . მსოფლიოს მასშტაბით. ალბომი შესულია RIAA-ს ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომის სიაში, რაც ეფუძნება აშშ-ში გაყიდვების რაოდენობას[7] .

1999-2000 წწ. კრისტინას სიმღერებმა „Genie in a Bottle“, „What a Girl Wants“ და „Come on Over Baby (All I Want Is You)“ მოწინავე პოზიციები დაიკავეს ბილბორდის ცხელ ასეულში, სინგლმა „I Turn to You“ კი მე-3 ადგილს მიაღწია. აგილერას ალბომის სიმღერების ავტორთა განცხადებით, კრისტინა ცდილობდა მაყურებლისათვის ბოლომდე ეჩვენებინა მისი ხმის სიძლიერე და კონცერტებზე ხშირად მღეროდა მხოლოდ როიალის თანხლებით[8]. გრემის 42-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე კრისტინას სიმღერა „Genie in a Bottle“ დასახელებული იქნა ნომინაციაში ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა. ადრეულ წინასწარმეტყველებათა მიუხედავად, აგილერამ მიიღო გრემი წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებისათვის[9] .

2000 წლის 12 საექტემბერს გამოვიდა კრისტინას პირველი ესპანურენოვანი ალბომი Mi Reflejo, ანუ ჩემი ანარეკლი. მასში შევიდა როგორც ინგლისურენოვანი სიმღერების ესპანური ვარიანტები, ისევე ახალი სინგლები. თუმცაღა ალბომის გამოსვლას კრიტიკათა სერიაც მოჰყვა. კრიტიკოსები ადანაშაულებდნენ აგილერას, რომ ახალი ალბომით იგი ცდილობდა ლათინური პოპ მუსიკის ბუმში ჩაბმას და ამით ფულის კეთებას. ბილბორდის ორასეულში ალბომმა 27 პოზიცია დაიკავა და ლათინური ალბომების ჩარტების სიის სათავეში მოექცა. 2001 წელს, კრისტინას ესპანურმა ალბომმა გაიმარჯვა გრემის ლათინურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში ქალის საუკეთესო ალბომი პოპის ჟანრისა. ალბომმა ოქროს სტატუსი მიიღო აშშ-ში და გაიყიდა მისი 3 მლნ. ასლი მსოფლიოს მასშტაბით[10]. ალბომს ასევე გამარჯვება ხვდა წილად მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე (World Music Award), ნომინაციაში წლის საუკეთესოდ გაყიდვადი ლათინური ალბომი. 2000 წლის 24 ოქტომბერს აგილერამ ასევე გამოუშვა საშობაო ალბომი My Kind of Christmas. ბილბორდის ორასეულში მან დაიმკვიდრა 28-ე პოზიცია და აშშ-ში მიიღო პლატინის სტატუსი[11]. აგილერას რიკი მარტინმა სთხოვა ჩაეწერა მასთან დუეტი „Nobody Wants to Be Lonely“ ახალი ალბომისთვის Sound Loaded. სიმღერის კლიპი გამოვიდა 2001 წელს და დაიკავა 1 ადგილი მსოფლიო ჩარტებში.

2001 წელს კრისტინამ ლილ კიმთან, მიასა და პინკთან ერთად ჩაწერა სიმღერა „Lady Marmalade“, ფილმისათვის მულენ რუჟი!. ეს სიმღერა წარმოადგენს ჯგუფ ლებელის სინგლის გადაკეთებულ ვარიანტს. გადაღებული იქნა კლიპი მისი ელიოტის მონაწლეობით, რომელიც აგრეთვე მისი პროდიუსერიცაა. სიმღერას უცვლელად ეკავა 1 ადგილი 5 კვირის განმავლობაში ცხელ ასეულში. ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სიმღერამ[12] ასევე დაიკავა 1 პოზიცია 11 სხვა ქვეყნის ჩარტებში. გრემის დაჯილდოებაზე კი გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში. MTV Video Music Awards-ზე სიმღერამ 2 პრიზი მოიპოვა, მათ შორის წლის ვიდეო 2001. პრიზის მიღების დროს აგილერამ განაცხადა: „დიდმა თმამ მართლაც გაამართლა“[13]. აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ აგილერას ჩაცმულობა კლიპში მეტად ემსგავსება ჯგუფ Twisted Sister წევრის — დი სნიდერის ჩაცმულობას[14] .

იმავე წელს, გასაყიდად გამოვიდა სიმღერა „Just Be Free“, რომელიც აგილერამ 15 წლის ასაკში ჩაწერა. როდესაც RCA Records-მა აღმოაჩინა ეს სიმღერა, კომპანიამ ურჩია აგილერას ფანებს არ შეეძინათ იგი[15]. ერთი თვის შემდგომ, Warlock Records-მა გამოუშვა აგილერას ადრეული ჩანაწერების ნაკრები Just Be Free. ამასთან დაკავშირებით, მომღერალმა მოსთხოვა კომპანიას შეეჩერებინა პროდუქციის დამოშვება[16]. ნაკრებთან დაკავშირებით ბევრი დეტალი საეჭვოდ რჩება. იგი 2001 წლის აგვისტოში გამოვიდა, გარეკანზე 15 წლის კრისტინას სურათით[17].

მიუხედავად იმისა, რომ აგილერას პირველ ალბომს საზოგადო მოწონება ხვდა წილად, მომღერალი მუდამ უკმაყოფილო იყო საკუთარი იმიჯით[18]. მას არ სურდა მუდამ პოპ პრინცესასა და თინეიჯერთა კუმირის ტიტულის ტარება. მიზანდასახული მომღერალი გაცილებით სერიოზულ კარიერაზე ოცნებობდა. კრისტინა აღნიშნავდა, რომ მისი მე-2 ალბომი მუსიკალური და ლირიკული თვალსაზრისით გაცილებით ღრმა იქნებოდა[19].

მალე აგილერას პრობლემები შეექმნა პერსონალურ მენეჯერ სტივ კურტზთან. მომღერალმა დაითხოვა იგი, მის ადგილას კი ირვინგ აზოფი დანიშნა[20][21] . მეორე ალბომზე მუშაობისას კრისტინა დარწმუნდა, რომ კურტზის მსგავსად, სხვა მეგობრებმაც უღალატეს მას. „ახალმა ჩანაწერმა მიხსნა სრული სიგიჟისაგან“,-განაცხადა მოგვიანებით მომღერალმა.

2002–2003 — გაშიშვლების ხანა, ალბომი Stripped

რედაქტირება

ერთ წელიწადში აგილერას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2002 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომის პირველი ვიდეო Dirrty, სადაც მომღერალმა „კარგი გოგოს“ იმიჯი მთლიანად მოიცილა და დაკომპლექსებული გოგონა სექსუალურ ქალად იქცა. ჩაცმულობაში მნიშვნელოვანი შტრიხები შეიტანა, გამოაჩინა მკერდი, ისწავლა კარგი ლათინოამერიკული მოძრაობები და თაყვანისმცემელთა დიდ არმიაც შეიძინა.

კრისტინამ პირველი პლასტიკური ოპერაცია 18 წლის ასაკში გაიკეთა და მკერდი გაიდიდა. ორი წლის შემდგომ კი კიდევ ერთი ზომით გაიდიდა. ექიმები მიხვდნენ, რომ მომღერალს სურდა მრგვალი ფორმებით ეამაყა. დაუნიშნეს სპეციალური დიეტა, რომელიც წონას მოუმატებდა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო: 20 წლის კრისტინა ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მომღერლად იქცა.

დაწვრილებით

რედაქტირება

2002 წლის 29 ოქტომბერს, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, კრისტინა აგილერას რიგით მეორე სტუდიური ალბომი Stripped გამოვიდა. პირველი კვირის განმავლობაში ალბომის 330 000-ზე მეტი კოპიო გაიყიდა და ბილბორდის ორასეულში მე-2 ადგილი დაიკავა. წინა ნამუშევრისაგან განსხვავებით, ახალი ალბომის მიზანი აგილერას განსხვავებულ ამპლუაში წარმოჩენა იყო[22]. მასში შესული სინგლების უმეტესობა თავად კრისტინას უშუალო მონაწილეობითაა შექმნილი. ალბომში ასახულია განსხვავებული მუსიკალური ელემენტები, მათ შორის რიტმ ენდ ბლიუზი, გოსპელ მიუზიკი, სოული, ბალადა, პოპ-როკი და ჰიპ ჰოპი. ალბომის პროდიუსერები სკოტ სტორჩი და ლინდა პერი არიან. როკუაილდერმა და ალიშა კისმა ასევე ჩააწერინეს მომღერალს თითო სინგლი[23][24]. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიტიკოსების მხრიდან ალბომი საკმაოდ დადებითად იქნა შეფასებული. ალბომის გამოსვლის შემდგომ, აგილერამ გადაიღო საკმაოდ თამამი ფოტოები სხვადასხვა ცნობილ ჟურნალ-გაზეთებისათვის[25]. მაგალითად, ჟურნალ Rolling Stone[26]-ის გარეკანზე მომღერალს მხოლოდ ფეხსაცმელი აცვია, შიშველ სხეულს კი გიტარა უფარავს. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც მომღერალმა თავს ახალი ნიკი Xtina უწოდა და აღნიშნული სახელი ამოისვირინგა კისერზე, ამას თან დაამატა რამდენიმე პირსინგიც[2].

აგილერას ახალმა იმიჯმა საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა აშშ-ში, განსაკუთრებით კლიპის Dirrty გამოსვლის შემდგომ[27]. თავად მომღერლის განცხადებით, ახალი ამპლუა გაცილებით უკეთ ასახავდა მის პიროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ კლიპი Dirrty მეტად მოთხოვნადი იყო ამერიკაში, იგი აშშ-ს ჩარტების სათავეში მაინც ვერ მოექცა, თუმცაღა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით და ნომერ 1 ჰიტი გახდა გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში. რაც შეეხება მთლიანად ალბომს, იგი შევიდა გაერთ. სამეფოს, ირლანდიისა და აშშ-ს საუკეთესო ხუთეულის სიაში. მალევე გამოვიდა აგილერას მუსიკალური ვიდეო სინგლზე „Beautiful“. მან კრისტინას გრემი მოუტანა ნომინაციაში ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა. ამ კლიპისათვის მსოფლიოს ჰომოსექსუალისტთა ორგანიზაციამ (GLAAD Media Awards) მომღერალი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ჰომოსექსუალისტთა „დადებითი კუთხით“ ჩვენებისათვის. მალე კრისტინამ კვლავ შეიცვალა იმიჯი და თმა მთლიანად შავად გადაიღება. შემდგომი 2 წლის მანძილზე კიდევ 3 ვიდეო გამოვიდა სინგლებზე: „Fighter“, „Can't Hold Us Down“ (ლილ კიმთან ერთად) და „The Voice Within“. ისინი მალევე ჰიტად იქცა, ყოველივე ამან კი უზრუნველყო ალბომის პრესტიჟულ ჩარტებში მოწინავე პოზიციებზე დარჩენა შემდგომი 2 წლის განმავლობაში. 2004 წელს ალბომს Stripped კვლავ წარმატებული ადგილი ეკავა გაერთ. სამეფოსა და აშშ საალბომე ჩარტებში. მან 4-გზის პლატინის სტატუსი მიიღო აშშ-ში და გაიყიდა 9 მილიონი ასლი მსოფლიოს მასშტაბით[28]. ალბომმა დაიკავა მე-10 ადგილი ბილბორდის საალბომე ჩარტში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრისტინამ მონაწილეობა მიიღო კელი კლარკსონის მეორე სინგლის „Miss Independent“ შექმნაში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც Stripped-ზე მუშაობდა.

იმავე წლის ივლისში გაიმართა აგილერასა და ჯასტინ ტიმბერლეიკის ალბომების ერთობლივი აშშ ტურნე, სახელწოდებით „Justified & Stripped Tour“. 2004 წლის ბოლოს კი აგილერამ, უკვე ტიმბერლეიკის გარეშე, განაგრძო დაწყებული ტურნე, რომელსაც უწოდა „Stripped World Tour“. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნე იმ წელს. ჟურნალ Rolling Stone-ის მკითხველებმა იგი წლის საუკეთესო ტურნედ დაასახელეს[29]. აგილერამ ასევე მონაწილეობა მიიღო შოუში Pussycat Doll's და გოგონებთან ერთად ჟურნალ მაქსიმის გარეკანზე აღმოჩნდა[30]. მაქსიმის გარეკანზე მომღერლის მეორედ გამოჩენამ ჟურნალს რეკორდული მაჩვენებლით გაყიდვა მოუტანა წილად. წლის დასასრულს, კრისტინა ყოველწლიური ცხელი ასეულის სათავეში მოექცა[31]. კრისტინა აგილერა ბრიტანელი მამაკაცების უმეტესობამ ყველაზე სასურველ ქალად დაასახელა. მათ ჟურნალ „მაქსიმის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრისტინას გარდა სასურველ ქალად საზოგადოებისათვის თვალსაჩინო კიდევ 99 მანდილოსანი დასახელდა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობენ ძლიერი სქესის წარმომადგენლებში სიმპატიებით. კრისტინა სიის სათავეში თავისის ეპატაჟური ჩაცმულობითა და აგრესიული სექსუალური იმიჯის წყალობით მოხვდა. საკმაოდ ხანგრძლივი დაყოვნების შემდგომ, 2004 წლის ნოემბერში გამოვიდა აგილერას პირველი DVD, რომელშიც მომღერლის მიერ ცოცხლად შესრულებული სიმღერები შევიდა საკონცერტო ტურნედან Stripped Live in the UK.

წარმატებული ტურნეების ფონზე, 2004 წლის შუაში დაიგეგმა კიდევ ერთი ტურნე განსხვავებული თემით, თუმცა მის წამოწყებას ხელი შეუშალა მომღერლის ვოკალურმა პრობლემებმა, რომლებიც აგილერას ტურნეს დაწყების თარიღის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე შეექმნა. 2003 წლის MTV Video Music Awards-ზე აგილერამ ბრიტნი სპირსთან, მადონასა და მისი ელიოტთან ერთად შეასრულა მადონას სიმღერები: „Like a Virgin“ და „Hollywood“, როდესაც საკმაოდ დიდ ინციდენტს ჰქონდა ადგილი[5].

ბრიტნისთან მეტოქეობა

რედაქტირება

კრისტინა აგილერა და ბრიტნი სპირსი ერთმანეთს ყოველთვის კონკურენტებად მიიჩნევდნენ. მათ შორის მუდამ იყო დაძაბული ურთიერთობა. ინტერვიუებში ერთმანეთს ხშირად აკრიტიკებდნენ და სტილის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. დროთა განმავლობაში ეს კონკურენცია სხვა ფორმებში გადაიზარდა. თინეიჯერი გოგონები სექსუალური ქალბატონები გახდნენ და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს შექმნეს ოჯახები.

  • კრისტინას ძალიან აღიზიანებდა ბრიტნი სპირსის პოპულარობა, თანაც ბრიტნი მასთან შედარებით ქალური ფორმებით გამოირჩეოდა და მამაკაცებში მეტ ინტერესს იწვევდა. ამ მეტოქეობის გამო კრისტინამ პირველი პლასტიკური ოპერაცია 18 წლის ასაკში გაიკეთა და მკერდი გაიდიდა. საბოლოოდ მას დაუნიშნეს სპეციალური დიეტა, შედეგად კი 6 თვეში კრისტინა ბრიტნისავით დამრგვალდა.
  • ყველა თვლიდა, რომ ჯასტინისა და კრისტინას ურთიერთობა ერთგვარი შურისძიება იყო ბრიტნი სპირსზე. მანამდე ჯასტინს რომანი ჰქონდა ბრიტნისთან, თუმცა სპირსი პრესაში აცხადებდა, რომ იგი ქალწული იყო. ჯასტინსაც ხელს აძლევდა, კრისტინას დახმარებით შური ეძია მატყუარა გოგონაზე.
  • დროთა განმავლობაში კრისტინასა და ბრიტნის მტრობა განელდა. 2004 წელს ორივე მომღერალი ემტივის დაჯილდოების ცერემონიალზე ერთად გამოჩნდა და ამით ხაზი გაუსვეს, რომ მათ შორის მტრობა საბოლოოდ დასრულდა.

კრისტინას თქმით, იგი ბრიტნი სპირსთან მეგობრობს და ისინი ერთმანეთს კონკურენტებად არანაირად არ თვლიან: „ჩვენ ცუდი ურთიერთობა არასოდეს გვქონია, უბრალოდ ჟურნალისტებს აწყობდათ, რომ ხალხს მათ მიერ შეთხზული ჭორი დაეჯერებინათ და ეს მოახერხეს კიდეც“.

2004-2007 — კარიერული წინსვლა, ალბომი „საფუძვლებისაკენ“

რედაქტირება

მოგვიანებით, აგილერამ კვლავ შეიცვალა იმიჯი: თავდაპირველად თმა ქერა-ალუბლისფრად გადაიღება და ჩაწერა სიმღერა Hello მერსედეს-ბენცის რეკლამისათვის. მალევე თმის ფერი კიდევ ერთხელ შეიცვალა, ამჯერად სრულიად ქერა თმით მერლინ მონროს მიემსგავსა. იმიჯის რადიკალურად ცვლას კვლავ მოჰყვა კრიტიკის ახალი ტალღა. ჟურნალ-გაზეთებში გაჩნდა სტატიები განსხვავებული სათაურებით, მათ შორის „დონიდან დონეზე“ და ა.შ[32]. სხვა ვარსკვლავებთან ერთად აგილერა ერთ-ერთი მსურველია იმისა, რომ კვლავ დაუბრუნდეს ჰოლივუდს 1920-1940-იანი წლების შარმი[33][34] .

2004 წლის ზაფხულის მიწურულს აგილერამ გამოსცა კიდევ 2 სიმღერა: Car wash, რომელიც წარმოადგენდა ცნობილი ბენდის, როსი როისის დისკოს ჟანრის სიმღერის გადაკეთებულ ვარიანტს, კრისტინამ მისი ელიოტთან ერთად ჩაწერა. ეს არის საუნდტრეკი ფილმისათვის ზვიგენების ამბავი. მეორე სიმღერაც ასევე წარმოადგენს დუეტს, ამჯერად ნელისთან ერთად. სიმღერის სახელია „Tilt Ya Head Back“ და იგი შესულია ნელის ალბომში Sweat. ორივე სიმღერაზე გადაღებული იქნა კლიპი, თუმცა ორივე მათგანი ჩავარდა ამერიკულ ჩარტებში. სამაგიეროდ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაცილებით დიდი პოპულარობა ხვდათ წილად.

აღსანიშნავია კრისტინას თანამშრომლობა ცნობილ ჯაზმენ ჰერბი ჰენკოკთან და მათი დუეტი „A Song for You“, ასევე აგილერასა და ანდრეა ბოსელის ერთობლივი ნამუშევარი „Somos Novios“. კრისტინამ ასევე მონაწილეობა მიიღო დისნეილენდის 50-ე წლისთავისათვის მიძღვნილ კონცერტში და შეასრულა სიმღერა „When You Wish upon a Star“.

 
აგილერა ასრულებს სიმღერას Dirrty. ტურნე „საფუძვლებისაკენ“ (Back to Basics Tour)

აგილერას რიგით მესამე ალბომის — „საფუძვლებისაკენ“ ინგლ. „Back to Basics“ დებიუტი 2006 წლის 15 აგვისტოს შედგა აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში და კიდევ 11 ქვეყანაში. ორდისკიანი ალბომი შეიცავს 20-ანი, 30-ანი, და 40-იანი წლების ჯაზის, ბლუზისა და სოულის ელემენტებს[35]. კრიტიკა შეეხო ალბომის ვიზუალურ მხარესაც. კრიტიკოსების თქმით, საჭირო სულაც არ იყო ორდისკიანი ფორმით გამოშვება[36]. პირველი სიმღერა, რომელზეც კლიპი იქნა გადაღებლი არის „Ain't No Other Man“, რომელსაც დიდ წარმატება ხვდა წილად, მიაღწია მე-2 ადგილს მსოფლიო ჩარტებში, მე-6 ადგილს აშშ-ს ჩარტებში და მე-2-ეს გაერთიანებულ სამეფოში. ალბომის პროდიუსერებიდან აღსანიშნავია: დიჯეი პრემიერი, რეპერი კუამე, ლინდა პერი და მარკ რონსონი. ერთ-ერთი სიმღერა, სახელად „F.U.S.S.“, დაწერილი იქნა აგილერასა და მისი ყოფილი პროდიუსერის - სკოტ სტორჩის შორის მტრობის პასუხად[37]. მალე გამოვიდა რიგით მეორე კლიპი გადაღებული სიმღერაზე „Hurt“, ამის შემდგომ კი სინგლზე — „Candyman“, რომლებსაც ასევე საზოგადო მოწონება ხვდათ წილად. გაიყიდა ალბომის 4,5 მილიონი ასლი მსოფლიო მასშტაბით[38].

2006 წლის მიწურულს გამოვიდა აგილერასა და ფაფ დედის კლიპი სიმღერაზე „Tell Me“, რომელიც შესულია დედის ალბომში Press Play. კრისტინამ ასევე წამოიწყო მისი რიგით მესამე ალბომის მსოფლიო ტურნე ევროპაში[39], ამას კი მოჰყვა ტურნე ჩრდილო ამერიკაში 2007 წლის მიწურულს[40]. ამის შემდგომ ტურნეები აზიასა და ავსტრალიაში, რომელიც სავარაუდოდ უნდა დასრულებულიყო 3 აგვისტოს, თუმცა აგილერამ გააუქმა კონცერტი მელბურნში და ასევე 2 საბოლოო კონცერტი ოკლენდსში ავადმყოფობის გამო[41]. კრისტინას ძვირადღირებული ტურნე მოიცავდა კაბარეს, ცირკს, ჯუკ ჯოინტს და კოსტუმებს რობერტო კავალის დიზაინით[42]. ყოველივე ამან კი განსაზღვრა ის, რომ აგილერას ტურნე იყო ქალის ყველაზე წარმატებული აშშ ტურნე 2007 წელს[43]. 2008 წლის დასაწყისში კრისტინამ გამოუშვა მისი საკონცერტო DVD სათაურით „Back to Basics: Live and Down Under“.

გრემის 49-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე აგილერამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ნომინაციაში ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა. მას გადაეცა გრემის საპატიო ჯილდო სიმღერისათვის „Ain't No Other Man“. კრისტინამ გამართა შთამბეჭდავი წარმოდგენა ამავე ცერემონიალზე, მიძღვნილი ჯეიმზ ბრაუნისადმი. მომღერალმა შეასრულა ბრაუნის სიმღერა „It's a Man's Man's Man's World“[44]. 2007 წლის იანვარში კომპანია Forbes-მა აგილერა ყველაზე მდიდარ 19 ქალს შორის დაასახელა. ბეჭდვითი და მედია კომპანიის მიხედვით კრისტინას ქონება შეადგენდა 60 მილიონ აშშ დოლარს.

აგილერამ ტონი ბენეტთან ერთად NBC ეთერში (ტონი ბენეტი: ამერიკული კლასიკა და შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში) შეასრულა სიმღერა „Steppin' Out With My Baby“. მომღერლებმა ერთად იმღერეს გრემის 59-ე საპრემიერო დაჯილდოებაზე და ორივე მათგანმა მიიღო გრემის საპატიო ჯილდო. სიმღერა „Steppin' Out“ გრემის 50-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე დასახელებული იყო ნომინაციაში საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში.

2008-დღემდე — Keeps Gettin' Better და მეოთხე ალბომი

რედაქტირება

2008 წელს კრისტინამ როკჯგუფ როლინგ სტოუნზთან ერთად შეასრულა სიმღერა „Live With Me“. სინგლი შესრულებული იქნა ცოცხლად დოკუმენტური ფილმისათვის გაანათე. ფილმის საუნდრეკების ალბომი, სადაც ეს სიმღერაა შესული, გამოშვებული იქნა 2008 წლის 1 აპრილს. მუსიკის ინდუსტრიაში კრისტინას 10 წლიანი კარიერის აღსანიშნავად, RCA Records-მა 2008 წლის 11 ნოემბერს გამოუშვა Keeps Gettin' Better — A Decade of Hits. ნაკრების შეძენა მხოლოდ კომპანია Target Corporation-ის მაღაზიებში იყო შესაძლებელი[45]. საუკეთესო ჰიტების ნაკრები შეიცავს სიმღერებს აგილერას სამივე ალბომიდან. მთავარი სინგლის „Keeps Gettin' Better“ პრემიერა გაიმართა 2008 MTV Video Music Awards-ზე და ბილბორდის საუკეთესო ასეულში დაიკავა მე-7 ადგილი.

აგილერა რიგით მეოთხე ალბომს შემდეგი სიტყვებით აღწერს: „მოკლე, საყვარელი და განსხვავებული“ წინა ალბომისაგან[46]. 2008 წელს, ივლისში ჩაწერილ ინტერვიუში კრისტინამ ისაუბრა ახალი ალბომის შესახებ: „შემიძლია გითხრათ, რომ ეს ახალი ჩანაწერი გასართობი, სამხიარულო ხასიათისაა. გამოყენებული იქნება პოპ-არტი და ენდი უორჰოლის ხელოვნება ... და ვიზუალურად, ალბომი სავსე იქნება ფერებით“. მან ასევე დაამატა: „ასევე გამოყენებული იქნება თანამედროვე ელემენტი, რომელიც მოდის ჩემი სიყვარულიდან ტოკიოს მიმართ“[47]. ავსტრალიელი მომღერალი და ტექსტების ავტორი სია ფარლერის განცხადებით, იგი დაწერს სიმღერებს აგილერას ახალი ალბომისთვის. სია აღნიშნავს, რომ მომღერალმა შესაძლოა დაიწუნოს მისი ნამუშევარი, თუმცაღა ამატებს, რომ ყველა შემთხვევაში იგი მეტად გახარებულია ამ თანამშრომლობით[48]. „მე ნამდვილად ვარ სიას ფანი და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მასაც სურს ჩემთან თანამშრომლობა და, შესაბამისად, ისიც ჩემი ფანია“[49],-აცხადებს კრისტინა. აგილერა ასევე იმუშავებს გოლდფრაპთან და ლედიტრონთან[49]. სავარაუდოდ აგილერას ახალი ალბომი 2009 წლის ზაფხულში გამოვა. მისი მთავარი პროდიუსერი კი ისევ და ისევ ლინდა პერი იქნება[50].

ვოკალური შესაძლებლობა

რედაქტირება

აგილერას ვოკალი შეფასებულია როგორც საუკეთესო მისი თაობის სხვა მომღერლებს შორის[51][52]. ჯონ ნორისმა განაცხადა, რომ კრისტინას გააჩნია 4-ოქტავიანი ხმის დიაპაზონი[53] (ემტივი, All Eyes on Christina). COVE-ის 100 საუკეთესო ვოკალისტს შორის აგილერამ მიიღო შეფასება — 50/50[54], ხოლო ემტივის 22 საუკეთესო მუსიკალური ხმის სიაში მე-5 ადგილს დასჯერდა[55]. კრისტინას შეუძლია იმღეროს ე.წ. სტვენის რეგისტრზე, რაც წარმოადგენს ადამიანის ხმის უმაღლეს რეგისტრს[56]. გრემის 49-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე აგილერამ ბრაუნის სიმღერა — „It's A Man's Man's Man's World“ შეასრულა და მისმა ნამღერმა დაიკავა მე-3 ადგილი გრემის საუკეთესო მომენტების სიაში, უკან ჩამოიტოვა სელინ დიონის შესრულებული სიმღერა „My Heart Will Go On“. ინტერვიუში დიონმა განაცხადა: კრისტინა, ალბათ, საუკეთესო ვოკალისტია მთელ მსოფლიოში[57]. კრისტინას რიგით მესამე სტუდიურ ალბომზე მუშაობისას, დიჯეი პრემიერმა განაცხადა, რომ აგილერა განსახიერებაა სრულყოფილი მომღერლისა, რომ მას ნამდვილად ძლიერი ხმა გააჩნია[58]. რაც შეეხება ჟურნალ როლინგ სტოუნს, ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალს შორის კრისტინამ მხოლოდ 58-ე ადგილი დაიკავა[59].

1999 წლის დებიუტიდან მოყოლებული, აგილერას ვოკლას ხშირად ადარებენ მერაია კერისა და უიტნი ჰიუსტონისას[60]. Los Angeles Times-მა კი უფრო მეტიც, კრისტინას ხმა ბარბარა სტრეიზანდის, გლედის ნაითისა და არეტა ფრანკლინის ვოკალს შეადარა[61]. აღსანიშნავია ისიც, რომ აგილერას ხშირად ადანაშაულებენ კონცერტებზე ზომაზე-მეტად მღერისათვის[62]. კრისტინას დიდი ხნის პროდიუსერმა ლინდა პერიმ კომენტარი გააკეთა კრისტინას ერთ-ერთი სიმღერის Beautiful-ის ჩაწერის პროცესთან დაკავშირებით: „ვცდილობდი ჩარჩოები არ დამერღვია და ვთხოვდი ზედმეტი ჰოოო-ჰა“-სგან თავი შეეკავებინა, თუმცა ამის გაკეთება გაუჭირდა, ამიტომ იძულებული ვიყავი ყოველ ასეთ ჯერზე შემეწყვიტა პროცესი და თავიდან დამეწყო ყველაფერი“. პერიმ ასევე დაამატა: „მის ხმას სრულყოფილზე მეტად, ალბათ, უხეში უნდა ვუწოდო. იგი არაჩვეულებრივად ფლობს ვოკალს და შეუძლია დაიჭიროს ის, რაც ნებისმიერის სმენას მეტად უჭირს“[63].

სასიყვარული ურთიერთობები

რედაქტირება

კრისტინა საყვარელ მამაკაცებს ხშირად იცვლიდა. ეს ტიტული თავის დროზე ეკუთვნოდათ: ჯასტინ ტიმბერლეიკს, როკმუსიკოს დეივ გროლს, მსახიობ რობერტ დაუნ უმცროსს... რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ კრისტინამ, როგორც იქნა, იპოვა ნამდვილი სიყვარული. მისი რჩეული მუსიკალური პროდიუსერი ჯორდან ბრეტმენია[64]. ერთმანეთი მათ 2003 წელს გაიცნეს, ხოლო 2005 წლის თებერვალში ნიშნობა გამოაცხადეს. იმავე წლის ნოემბერში წყვილმა ხმაურიანი ქორწილი მოაწყო. პატარძალი ლაკრუას საქორწინო კაბაში იყო გამოწყობილი[65].

„ჯორდანის გამოჩენამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მანამდე ვთვლიდი, რომ სიყვარული გართობა იყო და მას სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. ჯორდანის გამოჩენამდე არასოდეს გამჩენია სურვილი, ვინმეს ცოლი ვყოფილიყავი. ჩვენი ქორწილი ყველაზე ლამაზი იყო, რაც კი ოდესმე გამიგია. იმ დღეს მართლაც ბედნიერი ვიყავი“, — აცხადებს კრისტინა.

კრისტინასა და ჯორდანის პირველი ვაჟი — მაქს ლირონ ბრეტმენი[66] 2008 წლის 12 იანვარს შეეძინათ[67].

დისკოგრაფია

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება
წელი ნომინაცია ჟანრი კომპოზიცია შედეგი
გრემის დაჯილდოება
2000 წლის საუკეთესო დებიუტანტი Christina Aguilera (ალბომი) გაიმარჯვა
ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა პოპი „Genie In A Bottle“ („ჯინი ბოთლში“ — სიმღერა) დასახელებული
2001 ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა პოპი „What A Girl Wants„ („რაც გოგოს სურს“ — სიმღერა) დასახელებული
საუკეთესო ალბომი პოპის ჟანრისა ლათინური Mi Reflejo („ჩემი ანარეკლი“ — ესპანური ალბომი) დასახელებული
2002 საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში პოპი „Nobody Wants to Be Lonely“ (რიკი მარტინთან ერთად) დასახელებული
საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში პოპი „Lady Marmalade“ (ლილ კიმთან, მიასა და პინკთან ერთად) გამარჯვება
2003 საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში პოპი „Dirrty“ (რედმენთან ერთად) დასახელებული
2004 საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში პოპი „Can't Hold Us Down“ (ლილ კიმთან ერთად) დასახელებული
საუკეთესო ალბომი პოპის ჟანრისა პოპი Stripped („გაშიშვლებული“) დასახელებული
ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა პოპი „Beautiful“ („მშვენიერი“) გაიმარჯვა
2006 საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში პოპი „A Song For You“ (ჰერბი ჰენკოკთან ერთად) დასახელებული
2007 ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა პოპი „Ain't No Other Man“ („ვერც ერთი სხვა მამაკაცი“) გაიმარჯვა
საუკეთესო ალბომი პოპის ჟანრისა პოპი Back to Basics („საფუძვლებისაკენ“) დასახელებული
2008 ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა პოპი „Candyman“ დასახელებული
საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში პოპი „Steppin' Out“ (ტონი ბენეტთან ერთად) დასახელებული
ლათინური გრემის დაჯილდოება
2000 ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა პოპი „Genio Atrapado“ დასახელებული
2001 წლის ჩანაწერი „Pero Me Acuerdo De Ti“ დასახელებული
ქალის საუკეთესო ალბომი პოპის ჟანრისა პოპი Mi Reflejo გაიმარჯვა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯენი ს. 12 იანვარი, 2005 კრისტინას ახალი სახელი? დაარქივებული 2012-02-03 საიტზე Wayback Machine. BBC-ის Top of the Pops ონლაინი განახლების თარიღი 28 აგვისტო, 2008.
  2. 2.0 2.1 People Magazine: კრისტინა აგილერა 15 აგვისტო, 2006 კრისტინა აგილერა: 5 სასაცილო ფაქტი დაარქივებული 2013-10-22 საიტზე Wayback Machine. People ონლაინ ჟურნალი განახლების თარიღი 29 აგვისტო, 2008.
  3. ბიოგრაფია კრისტინა აგილერას ბიოგრაფია დაარქივებული 2009-02-01 საიტზე Wayback Machine. RCA Records არტისტის გვერდი. განახლების თარიღი 22 აგვისტო, 2008.
  4. სმიტი, ენდი (15 აგვისტო, 1998). „ერთი ნიჭიერი თინეიჯერი“. Providence Journal. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  5. 5.0 5.1 ნიკ დუერდენი. კარგი, ცუდი და ჭუჭყიანი. ბლენდერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-04. ციტირების თარიღი: 2007-05-25.
  6. სან-ჰერალდი (1 სექტემბერი, 2003). ალბომი Stripped მთელი მსოფლიოს მოსასმენად. SMH. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  7. "ოქრო და პლატინა: 100 საუკეთესო ალბომი დაარქივებული 2013-07-25 საიტზე Wayback Machine. ." Recording Industry Association of America. განახლების თარიღი 2 ოქტომბერი, 2007.
  8. VH1 Driven-ის შემაჯამებელი ეპიზოდი კრისტინას აგილერას შესახებ დაარქივებული 2016-01-07 საიტზე Wayback Machine. . განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  9. როზენი, კრეიგ Yahoo! Music (2 თებერვალი, 2000)კრისტინა აგილერა ხდება წლის საუკეთესო დებიუტანტი Yahoo.com განახლების თარიღი 7 მაისი, 2008.
  10. ყოველთვის სიყვარულად ითარგმნება (html). Washington Post. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  11. BigNoiseNow(4 იანვარი, 2002). ალბომი 'Mi Reflejo' იღებს ოქროს სტატუსს. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  12. http://movies.about.com/library/weekly/aa061801a.htm დაარქივებული 2006-02-20 საიტზე Wayback Machine. „Lady Marmalade“ ფილმიდან მულენ რუჟი! ქმნის ისტორიას.
  13. MTV (6 სექტემბერი, 2001). 'Lady Marmalade'-ის ორგზის გამარჯვება MTV Video Music Award-ზე. MTV. განახლების თარიღი 27 ნოემბერი, 2007.
  14. ბარკერი, ოლივია (20 თებერვალი, 2007). ?ვარსკვლავის დახვეული თმა?. USA Today. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  15. განცხადება აგილერას ოფიციალური საიტიდან „Just Be Free“ სინგლების თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-12-12. ციტირების თარიღი: 2009-02-04. (მოძიებულია ინტერნეტის არქივიდან). განახლების თარიღია 25 მაისი, 2007.
  16. რეიდი, შაემი (21 მაისი, 2001). აგილერა ითხოვს ადრეული ჩანაწერების გამოცემის შეწყვეტას დაარქივებული 2009-03-15 საიტზე Wayback Machine. . MTV. Retrieved on May 25, 2007.
  17. მაკგრატი, სტეფანე (3 ივლისი, 2001). „აგილერას საეჭვო ალბომის გამოცემა“. Toronto Sun. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  18. ანანოვა. აგილერას სურს იმიჯის შეცვლა დაარქივებული 2008-05-07 საიტზე Wayback Machine. . განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  19. ნეილ სტრაუსი. (7 ოქტომბერი, 1999) ისტორია წარმატებულ გოგონაზე. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-18. ციტირების თარიღი: 2008-08-13.
  20. ზაალაუი, ჯონი (17 ოქტომბერი, 2000). "კრისტინა აგილერა ითხოვს ყოფილ მენეჯერს დაარქივებული 2009-02-03 საიტზე Wayback Machine. ". liveDaily. განახლების თარიღი 5 ოქტომბერი, 2007.
  21. ზაალაუი, ჯონი (2 ნოემბერი, 2000). აგილერამ ამოირჩია ახალი მენეჯერი დაარქივებული 2009-02-03 საიტზე Wayback Machine. . liveDaily. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  22. ჯენისონ, დევიდი (6 ნოემბერი, 2002). ემინემის „8 მილი“ წინ უსწრებს კრისტინას. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-10. ციტირების თარიღი: 2009-02-04.. E! News. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  23. რუბინ, მაიკი (28 ნოემბერი, 2002). ალბომის Stripped მიმოხილვა დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine. ", Rolling Stone. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  24. პაუერსი, ანა (2002). რაც გოგოს სჭირდება კრისტინასათვის მეტად ბინძური აღმოჩნდა დაარქივებული 2009-01-14 საიტზე Wayback Machine. ". Blender. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  25. დ'ანჯელო, ჯო (18 ოქტომბერი, 2002). კრისტინა აგილერას წარმატებული ვიდეო 'Dirrty' სექს ინდუსტრიაში დაარქივებული 2003-02-11 საიტზე Wayback Machine. ". MTV. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  26. როლინგ სტოუნი. შიშველი აგილერა როლინგ სტოუნის გარეკანზე დაარქივებული 2009-01-20 საიტზე Wayback Machine. . განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  27. მოსი, კორი MTV სიახლეები (2 ნოემბერი, 2008) აგილერას Dirrty-ს ცვლის მელოდიური Beautiful დაარქივებული 2009-01-14 საიტზე Wayback Machine. MTV სიახლეები განახლების თარიღი 5 ივლისი, 2008.
  28. სკაგს ოსტინი. (10 აგვისტო, 2006) ბინძური კრისტინა კრისტინა მშვენივრად გადაიქცა. ჟურნალი როლინგ სტოუნი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-17. ციტირების თარიღი: 2008-07-18.
  29. მსოფლიო სიახლეები (16 იანვარი, 2004). აუტქასთი + ჯასტინი როლინ სტოუნის ცხელი გამოკითხვა დაარქივებული 2009-08-26 საიტზე Wayback Machine. . განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  30. მოსი, კორი (10 ნოემბერი) (2003) სიმღერა კრისტინასი, ცეკვა კი კარმენ ელექტრასი? პუსიკეტ დოლსს უნდიხარ შენ დაარქივებული 2009-01-13 საიტზე Wayback Machine. . MTV განახლების თარიღი (28 თებერვალი) (2008).
  31. კეიტი, ბილი (მარტი 2007). კრისტინა აგილერა დაარქივებული 2008-06-07 საიტზე Wayback Machine. . Maxim. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  32. მილეა, ჰოლი (ივლისი 2004). „რა სურს რეალურად კრისტინა აგილერას.“ 'Elle Magazine.
  33. Hello! (20 ოქტომბერი, 2004). ბოლო გადაღებებიდან ჩანს, რომ კრისტინა ჰოლივუდის ძველი მშვენების დაბრუნების მომხრეა. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  34. ედვარდს, ტანია ლ. (4 ნოემბერი, 2004). კრისტინა, გუენ სტეფანი, დიტა ვონ ტიზი ცდილობენ ჰოლივუდის ძველი შარმის დაბრუნებას დაარქივებული 2011-01-21 საიტზე Wayback Machine. . MTV. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  35. მოსი, კორი (6 ივნისი, 2006). რატომაა კრისტინას დაბრუნება ორმაგად სასიამოვნო დაარქივებული 2010-07-03 საიტზე Wayback Machine. . MTV. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  36. ელისკუ, ჯენი ჟურნალი Rolling Stone 11 აგვისტო, 2008 ალბომის Back to Basics მიმოხილვა დაარქივებული 2006-12-14 საიტზე Wayback Machine. განახლების თარიღი 27 სექტემბერი, 2008.
  37. ჟურნალი მაქსიმი (მარტი 2007). კრისტინა აგილერა: ვერც ერთი სხვა გოგო… დაარქივებული 2008-06-17 საიტზე Wayback Machine. . განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  38. RCA Press გამოცემა 11 სექტემბერი, 2008 აგილერას ახალი ალბომის წარმატება მსოფლიო მასშტაბით დაარქივებული 2012-05-09 საიტზე Wayback Machine. PRNewswire განახლების თარიღი 6 ივლისი, 2008.
  39. PRNewswire (11 სექტემბერი, 2006). აგილერამ წამოიწყო ევრო-ტურნე დაარქივებული 2012-05-09 საიტზე Wayback Machine. . განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  40. ვინეიარდი, ჯენიფერი (12 ოქტომბერი, 2006). კრისტინა აგილერას კიდევ ერთი ამერიკული ტურნე დაარქივებული 2011-08-05 საიტზე Wayback Machine. . MTV. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  41. სჩალზი, კრისი (2 აგვისტო, 2007). კრისტინა აგილერა აუქმებს კონცერტებს ოკლენდსში. Stuff New Zealand. განახლების თარიღი 11 დეკემბერი, 2007.
  42. მოსი, კორეტი (8 თებერვალი, 2007). კრისტინას ტურნე ფანებს სთავაზობს ცირკს, კაბარესა და ეკლესიას? დაარქივებული 2009-08-27 საიტზე Wayback Machine. . MTV. განახლების თარიღი 11 დეკემბერი, 2007.
  43. (13 დეკემბერი, 2007)2007 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნე დაარქივებული 2008-09-25 საიტზე Wayback Machine. . ბილბორდი. განახლების თარიღი 13 დეკემბერი, 2007.
  44. მიკალეფ, კენი (11 თებერვალი, 2007). დიკსი ჩიკსი 5 გრემით დაარქივებული 2009-08-25 საიტზე Wayback Machine. Grammy.com. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  45. ფინი, ნატალი Yahoo! ახალი ამბები via E! პირდაპირი 3 სექტემბერი, 2008 კრისტინა აგილერას პროდუქცია Target-ში Yahoo! განახლების თარიღი 4 სექტემბერი, 2008.
  46. კრისტინა აგილერა იწყებს სამსახიობო კარიერას?. SAWF news (26 ივნისი, 2007). ციტირების თარიღი: 2007-10-27.
  47. სანდელ, ლორი Glamour ივლისი 2008 კრისტინა (დრამას გარეშე) Glamour განახლების თარიღი (2 ივლისი, 2008).
  48. გუდმენ უილიამი 4 აგვისტო, 2008 Spin სია იმუშავებს კრისტინას ახალ ალბომზე განახლების თარიღი 4 აგვისტო, 2008.
  49. 49.0 49.1 გარი გრაფი. (2008-11-07) ელექტრო კრისტინას ახალ ალბომში?. Billboard. Nielsen Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-10. ციტირების თარიღი: 2008-11-08.
  50. კონსეფსიონ, მარიელ ჟურნალი ბილბორდი 31 ოქტომბერი, 2008 მოსალოდნელი ჰიტები კრისტინას ახალ ალბომში დაარქივებული 2008-11-18 საიტზე Wayback Machine. Billboard პირდაპირი განახლების თარიღი 4 ნოემბერი, 2008.
  51. ჰოლდერი, პიტერ; ჯო კასამენტო (10 მარტი, 2000). „ჯინი ბოთლის გარეთ“. The Daily Telegraph (სიდნეი). p. 16. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |work=-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება) 2007-04-21
  52. ფარბერი, ჯიმ (24 მარტი, 2007). „Christina glitzes up Garden“. ნიუ-იორკის ყოველდღიური სიახლეები (New York Daily News). p. 16. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |work=-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება) 2007-04-21
  53. ნორისი, ჯონი (4 ოქტომბერი, 2006). ყველა თვალი მიპყრობილია კრისტინა აგილერასკენ დაარქივებული 2008-04-22 საიტზე Wayback Machine. . MTV. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  54. Cove magazine. 100 გამოჩენილი პოპ ვოკალისტი დაარქივებული 2006-07-16 საიტზე Wayback Machine. . განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  55. ემტივის 22 საუკეთესო ხმა". Am I Annoying. განახლების თარიღი 11 დეკემბერი, 2007.
  56. სლეზაკი, მაიკლი (15 აგვისტო, 2006). კრისტინა აგილერას არსი დაარქივებული 2008-12-03 საიტზე Wayback Machine. . EW. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  57. საიმონ გეიჯი (დეკემბერი, 2007). „მსოფლიოს დედოფალი“. Gay Times Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 2009-02-04. ციტატა: „მომდევნო დღეს, სელინს მეტად ესიამოვნა აგილერას ხსენება. „დიდი მადლობა, ღიმილით თქვა მან. ეს ნამდვილი კომპლიმენტია. მე ის მიყვარს. ის, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო ვოკალისტია“. 2008-02-03“ დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |journal=-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  58. რეიდი, შაემი MTV.com 12 ივნისი, 2006 დიჯეი პრემიერის თანამშრომლობა აგილერასთან, ამერიესა და ნაზთან დაარქივებული 2009-01-14 საიტზე Wayback Machine. ემტივის სიახლეები განახლების თარიღი 4 აგვისტო, 2008.
  59. „ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალი“. Rolling Stone. 2008-11-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-03. ციტირების თარიღი: 2009-02-04.
  60. ლამბი, ბილი Top About.com 40/Pop ქვედა ზღვარი დაარქივებული 2009-10-03 საიტზე Wayback Machine. About.com საუკეთესო 40 განახლების თარიღი 4 აგვისტო, 2008.
  61. პაუერზი, ანა Los Angeles Times 15 აგვისტო, 2006 ძველი სკოლა? იის? დაარქივებული 2009-02-04 საიტზე Wayback Machine. Los Angeles Times მუსიკალური არქივები განახლების თარიღი 4 აგვისტო, 2008.
  62. უილიამი, კრისი EW.com 11 დეკემბერი, 2001 ჯინი დახრჩობის ზღვარზე დაარქივებული 2013-05-23 საიტზე Wayback Machine. Entertainment Weekly მუსიკა განახლების თარიღი 4 აგვისტო, 2008.
  63. ჰიატი, ბრაიან EW.com 29 ოქტომბერი, 2002 'ბინძური' სამუშაო (გაგრძელება) დაარქივებული 2008-04-30 საიტზე Wayback Machine. Entertainment Weekly მუსიკა განახლების თარიღი 4 აგვისტო, 2008.
  64. BBC (13 თებერვალი, 2005). მომღერალი კრისტინა აგილერა იქორწინებს. განახლების თარიღი 25 მაისი, 2007.
  65. სილვერმენი, სტეფან (6 თებერვალი, 2007). კრისტინასა და ჯორდანის სექსუალური საიდუმლო: შიშველი კვირები. People განახლების თარიღი 26 თებერვალი, 2008.
  66. ჯორდანი, ჯენიფერ (2008-01-14). „კრისტინა განმარტავს ვაჟიშვილის სახელს“. ParentDish.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-13. ციტირების თარიღი: 2009-02-04. 2009-01-01
  67. როუზ, ლეისი (10 აპრილი, 2008) ყველაზე ცნობადი ბავშვების ფოტოები Forbes.com განახლების თარიღი (28 აპრილი, 2008).