ოქროს გლობუსი
ოქროს გლობუსი (ინგლ. Golden Globe) — ამერიკული კინოპრემია, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია აწესებს 1944 წლიდან კინო- და ტელეფილმებისთვის.
ოქროს გლობუსი | |
წარადგენს | HFPA |
ქვეყანა | აშშ |
პირველად გადაეცა | 1944 |
Golden Globe |
---|
ისტორია
რედაქტირებაოქროს გლობუსის დაჯილდოების პირველი ცერემონია 1944 წელს გაიმართა 20th Century Fox-ის სტუდიაში. ცერემონიის გამართვის ადგილი შემდგომში რამდენიმეჯერ შეიცვალა.[1]
1950 წელს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებოდნენ კინო-ინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. პირველად, ის სესილ დემილს გადაეცა (1952), რის შემდეგაც ეს პრიზი მის სახელს ატარებს.[2]
2006 წლიდან ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება „ოქროს გლობუსის“ ანიმაციური ფილმებისთვის გადაცემის შესახებ, რითაც აღიარა ანიმაციური ფილმების როლი ინდუსტრიაში. პირველი ასეთი ჯილდო 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე 2007 წელს გადაეცა ანიმაციურ ფილმს „მანქანები“.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ History of the Golden Globes. GoldenGlobes.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-10. ციტირების თარიღი: 2012-12-27.
- ↑ Cecil B. DeMille Award. GoldenGlobes.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-07. ციტირების თარიღი: 2012-12-27.
- ↑ Golden Globes in Toon for ’07 დაარქივებული