ჰომოსექსუალობა
ჰომოსექსუალობა — რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა ან ქცევა ერთი სქესის წევრებს შორის. როგორც სექსუალური ორიენტაცია, ჰომოსექსუალობა აღნიშნავს „სექსუალური, სასიყვარულო ან რომანტიკული ლტოლვის ხანგრძლივ ნიმუშს ან ხასიათს“ უმთავრესად ან ექსკლუზიურად იმავე სქესის ხალხის მიმართ; „აგრეთვე აღნიშნავს ინდივიდის პიროვნულ გრძნობას ან იდენტობას.“[1][2]
ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის სამ ძირითად კატეგორიიდან ერთ-ერთია ბისექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობასთან ერთად ჰეტერო-ჰომოსექსუალურ კონტინუუმში. ბიჰევიორისტ და სოციალურ მეცნიერებათა, აგრეთვე ჯანმრთელობისა და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიების კონსესუსი არის, რომ ჰომოსექსუალობა ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ნორმალური და პოზიტიური სახეობაა, თუმცა ბევრი რელიგიური საზოგადოება, მათ შორის კათოლიციზმი,[3] მორმონიზმი,[4] და ისლამი[5] და ზოგი ფსიქოლოგიური საზოგადოება, მაგალითად ჰომოსექსუალობის კვლევისა და თერაპიის ეროვნული საზოგადოება (NARTH), ტრადიციულად ასწავლიან, რომ ჰომოსექსუალობა არის არაფუნქციონირებადი ქცევა.
ტერმინი ლესბოსელი იხმარება ქალ ჰომოსექსუალის აღსანიშნავად, ხოლო გეი კაცისთვის, თუმცა გეი შეიძლება კაცსაც გამოხატავდეს და ქალსაც. მკვლევართათვის, ბევრი მიზეზის გამო, რთულია იმ ადამიანთა რიცხვის დადგენა, რომლებიც თავს ჰომოსექსუალად აიგივებენ ან აქვთ ერთი სქესის სექსუალური გამოცდილება.[6] თანამედროვე დასავლეთში, მთავარ კვლევათა მიხედვით, მოსახლეობა 2%-დან 13%-მდე ჰომოსექსუალია.[7][8][9][10][11][12][13][14][15] 2006 წლის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 20%-მა ანონიმურად შეატყობინა ჰომოსექსუალური გრძნობების შესახებ, თუმცა კვლევის ცოტა მონაწილემ გააიგივა თავი ჰომოსექსუალად.[16] ჰომოსექსუალობა ასევე ფართოდაა აღმოჩენილი ცხოველთა 1500-მდე სახეობაში.[17][18][19]
ბევრ გეი და ლესბოსელ ხალხს აქვს ერთსქესიანი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები თავისი ფსიქოლოგიური არსით ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექვივალენტია.[2] ფიქსირებული ისტორიის განმავლობაში, იმის მიხედვით რომელ კულტურაში მოხდა ეს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები და აქტები იყო მიღებული, ისევე, როგორც გაკიცხული.[20] XIX ს-ის დასასრულიდან დაიწყო მოძრაობები ჰომოსექსუალთათვის უფლებების მინიჭებისთვის, მაგალითად - ერთსქესიანი ქორწინება, შვილება, მშობლობა, არადისკრიმინაციული დასაქმება და ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა „ჰომოსექსუალი“ ჰიბრიდია ბერძნული პრეფიქსის „ჰომო“ (მსგავსი, რომელსაც ხშირად შეცდომით "მამაკაცი"-ს გვიანდელ ლათინურ მნიშვნელობას მიაწერენ, როგორც მაგ. homo sapiens-ში) და ლათინური ფუძის „sex-“, რითაც მიუთითებს სექსუალურ კავშირზე და ლტოლვაზე ერთი სქესის წარმომადგენლეთა შორის.
ტერმინი „გეი“ უმთავრესად გამოიყენება მამაკაც ჰომოსექსუალთათვის. ლესბოსელი გენდერულად სპეციფიკური ტერმინია, რომელიც მხოლოდ ჰომოსექსუალ ქალთათვის გამოიყენება. ენის სტილის მრავალი თანამედროვე სახელმძღვანელო წინააღმდეგია „ჰომოსექსუალის“ როგორც არსებითი სახელის გამოყენების, რომლის მაგივრად უპირატესობას ტერმინებს „გეი“ და „ლესბოსელი“ ანიჭებს. ასევე, ზოგიერთი ამ სიტყვის გამოყენებიდან სრულიად ამოღებას არჩევს, ვინაიდან მან დროთა განმავლობაში უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა და ვინაიდან ასევე ის მხოლოდ სექსუალურ ქცევაზე მიუთითებს და არა რომანტიკულ გრძნობებზე.
კონცეფციის გავრცელებას ხელი შეუწყო გერმანელი ფსიქიატრის რიხარდ ფრაჰერ ფონ კრაფტ-ებინგის 1886 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა „Psychopathia Sexualis“. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მწერლები ამ ტერმინს როგორც ზედსართავს ხშირად იყენებნენ ნებისმიერი ერთი სქესის კონტექსტისთვის (მაგ. ვაჟთა გიმნაზია, ქალთა სემინარია), ამჟამად ტერმინი მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციას გამოხატავს. თუმცა არსებობს ასევე სიტყვა რომელიც ერთი სქესის სიყვარულს აღნიშნავს - ჰომოფილია.
ფსიქოლოგია
რედაქტირებადადებითი ფსიქოთერაპიის შესაბამისი განცხადება დაფუძნებულია შემდეგ მეცნიერულ ფაქტებზე:
- ერთსქესიანი სექსუალური მიმზიდველობა, ქცევა და ორიენტაცია, თავის თავად, ადამიანის სექსუალობის ნორმალური და პოზიტიური სახეობაა; სხვა სიტყვებით, ეს არაა მენტალური ან განვითარების აშლილობის მაჩვენებელი.
- ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა არის სტიგმატიზირებული და ამ სტიგმამ, ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება სხვადასხვა უარყოფითი შედეგი (მაგ., უმცირესობის კომპლექსი) გამოიწვიოს (D’Augelli & Patterson, 1995; DiPlacido, 1998; Herek & Garnets, 2007; Meyer, 1995, 2003).
- ერთსქესიანი სექსუალური მიმზიდველობა და ქცევა შეიძლება სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის სახით წარმოჩინდეს (Diamond, 2006; Hoburg et al., 2004; Rust, 1996; Savin-Williams, 2005).
- გეებს, ლესბოსელებსა და ბისექსუალებს შეუძლიათ იცხოვრონ დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით, აგრეთვე ჩამოაყალიბონ სტაბილური, მონდომებული ურთიერთობები და ოჯახები, რომლებიც მნიშვნელოვან ასპექტში ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექვივალენტია (APA, 2005c; Kurdek, 2001, 2003, 2004; Peplau & Fingerhut, 2007).
- არ არსებობს რაიმე ემპირიული სწავლა ან განხილული კვლევა, რომელიც ჰომოსექსუალურ ორიენტაციას ოჯახური დისფუნქციის ან ტრავმის შედეგად მიიჩნევს (Bell et al., 1981; Bene, 1965; Freund & Blanchard, 1983; Freund & Pinkava, 1961; Hooker, 1969; McCord et al., 1962; D. K. Peters & Cantrell, 1991; Siegelman, 1974, 1981; Townes et al., 1976).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 685.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Sexual Orientation, Homosexuality,and Bisexuality", APAHelpCenter.org, http://www.apa.org/helpcenter/sexual-orientation.aspx. წაკითხვის თარიღი: 2010-03-30
- ↑ 2.0 2.1 Case No. S147999 in the Supreme Court of the State of California, In re Marriage Cases Judicial Council Coordination Proceeding No. 4365(…) - APA California Amicus Brief - As Filed (PDF). ციტირების თარიღი: 2010-12-21.
- ↑ Homosexuality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-14. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
- ↑ When a Loved One Struggles with Same-Sex Attraction. Ensign. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
- ↑ Homosexuality and Islam. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
- ↑ LeVay, Simon (1996). Queer Science: The Use and Abuse of Research into Homosexuality. Cambridge: The MIT Press ISBN 0-262-12199-9
- ↑ Investigators ACSF (1992). „AIDS and sexual behaviour in France“. Nature. 360 (6403): 407–409. doi:10.1038/360407a0. ISSN 0028-0836. PMID 1448162.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- ↑ Billy JO, Tanfer K, Grady WR, Klepinger DH (1993). „The sexual behavior of men in the United States“. Family Planning Perspectives. 25 (2): 52–60. doi:10.2307/2136206. PMID 8491287.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- ↑ Binson, Diane; Michaels, Stuart; Stall, Ron; Coates, Thomas J.; Gagnon, John H.; Catania, Joseph A. (1995). „Prevalence and Social Distribution of Men Who Have Sex with Men: United States and Its Urban Centers“. The Journal of Sex Research. 32 (3): 245–54. doi:10.1080/00224499509551795.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- ↑ Bogaert AF (September, 2004). „The prevalence of male homosexuality: the effect of fraternal birth order and variations in family size“. Journal of Theoretical Biology. 230 (1): 33–7. doi:10.1016/j.jtbi.2004.04.035. PMID 15275997. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) Bogaert argues that: "The prevalence of male homosexuality is debated. One widely reported early estimate was 10% (e.g., Marmor, 1980; Voeller, 1990). Some recent data provided support for this estimate (Bagley and Tremblay, 1998), but most recent large national samples suggest that the prevalence of male homosexuality in modern western societies, including the United States, is lower than this early estimate (e.g., 1–2% in Billy et al., 1993; 2–3% in Laumann et al., 1994; 6% in Sell et al., 1995; 1–3% in Wellings et al., 1994). It is of note, however, that homosexuality is defined in different ways in these studies. For example, some use same-sex behavior and not same-sex attraction as the operational definition of homosexuality (e.g., Billy et al., 1993); many sex researchers (e.g., Bailey et al., 2000; Bogaert, 2003; Money, 1988; Zucker and Bradley, 1995) now emphasize attraction over overt behavior in conceptualizing sexual orientation." (p. 33) Also: "...the prevalence of male homosexuality (in particular, same-sex attraction) varies over time and across societies (and hence is a ‘‘moving target’’) in part because of two effects: (1) variations in fertility rate or family size; and (2) the fraternal birth order effect. Thus, even if accurately measured in one country at one time, the rate of male homosexuality is subject to change and is not generalizable over time or across societies." (p. 33) - ↑ Fay RE, Turner CF, Klassen AD, Gagnon JH (January, 1989). „Prevalence and patterns of same-gender sexual contact among men“. Science. 243 (4889): 338–48. doi:10.1126/science.2911744. PMID 2911744. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - ↑ Johnson AM, Wadsworth J, Wellings K, Bradshaw S, Field J (December, 1992). „Sexual lifestyles and HIV risk“. Nature. 360 (6403): 410–2. doi:10.1038/360410a0. PMID 1448163. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - ↑ Sell RL, Wells JA, Wypij D (June, 1995). „The prevalence of homosexual behavior and attraction in the United States, the United Kingdom and France: results of national population-based samples“. Archives of Sexual Behavior. 24 (3): 235–48. doi:10.1007/BF01541598. PMID 7611844. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - ↑ AVJonathan Tisdall . Norway world leader in casual sex, Aftenposten. Aftenposten.no. ციტირების თარიღი: 2010-08-24.
- ↑ „Sex uncovered poll: Homosexuality“. London: Guardian. 2008-10-26. ციტირების თარიღი: 2010-08-24.
- ↑ McConaghy et al., 2006
- ↑ Science Daily: Same-Sex Behavior Seen In Nearly All Animals
- ↑ 1,500 animal species practice homosexuality - The Medical News, 23 October 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 3 მაისი 2011.
- ↑ Sommer, Volker & Paul L. Vasey (2006), Homosexual Behaviour in Animals, An Evolutionary Perspective. Cambridge University Press, Cambridge. ISBN 0-521-86446-1
- ↑ American Psychiatric Association Sexual Orientation დაარქივებული 2012-11-09 საიტზე Wayback Machine.