ბისექსუალობა
ბისექსუალობა — ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც მიუთითებს ესთეტიკურ, რომანტიკულ და სექსუალურ ლტოლვაზე ნებისმიერი სქესის ადამიანის მიმართ. ზოგიერთი მწერლისთვის ტერმინი პარალელურია ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის, ზოგიერთისთვის კი ამ ორის ნაზავია. მიუხედავად იმისა, რომ ბისექსუალობას სხვადასხვა ფორმაში ადამიანთა ისტორიის განმავლობაში ხშირად ჰქონია ადგილი, სერიოზული შესწავლის საგანი ის მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში გახდა, თუმცა მის ხასიათსა და ბუნებაზე ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებები და შეხედულებები არსებობს. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია აცხადებს, რომ აუცილებელი არ არის ადამიანი აკუთვნებდეს თავის თავს ჰოომოსექსუალს ან ჰეტეროსექსუალს, ის შეიძლება სხვადასხვა ხარისხით გრძნობდეს ორივეს. სექსუალური ორიენტაცია ვითარდება სიცოცხლის მანძილზე და სხვადასხვა ადამიანები ამას აცნობიერებენ სხვადასხვა დროს, ისინი არიან ჰეტეროსექსუალები, ბისექსუალები თუ ჰომოსექსუალები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სექსუალური გამოცდილების გარეშე აკუთვნებენ თავიანთ თავს ჰეტეროსექსუელებს, ჰომოსექსუალებს ან ბისექსულებს. დანარჩენებს შეიძლება ჰქონდათ ჰომოსექსუალური გამოცდილება, მაგრამ თავს არ აკუთვნებენ გეის, ლესბოსელს ან ბისექსუალს. ასევე არიან გეი, ლესბოსელი ადამიანები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ორიენტაცია, მაგრამ აქვთ სექსუალური კავშირი საპირისპირო სექსთან, თუმცა თავს არ მიიჩნევებ ბისექსუალებად. ბისექსუალი აქტივისტი რობინ ოქსი შემდეგნაირად განსაზღვრავს ბისექსუალობას „გიზიდავდეს ერთი ან ორი გენდერის წარმომადგენელი, როგორც რომანტიკულად ისე სექსუალურად, არ არის აუცილებელი ეს მოხდეს ერთი და იგივე დროს და ერთი და იგივე ხარისხით“.
იარლიყი
რედაქტირებაროგორც სხვა ლგბტ თემის წარმომადგენლები, ასევე ბისექსუალების მიმართაც ხშირად ვხვდებით დისკრიმინაციას. მსგავს დამოკიდებულებას ბიფობია ეწოდება. ხშირია დისკრიმინაცია მათ მიმართ გეების,ლესბოსელების, ჰეტეროსექსუალების და თვითონ ბისექსუალების მხრიდანაც. არსებობს აზრი იმის შესახებ რომ ბისექსუალობა არ არსებობს და ამაზე ორი შეხედულება არის. ჰეტეროსექსუალური გამოდსახედიდან, მხოლოდ ერთ სქესს შეიძლება მოწონდეს მისი საპირისპირო სქესი და აქედან გამომდინარე ეს არის მიზეზი მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის არსებობის. მონოგამიური გადმოსახედიდან , ადამიანს არ შეიძლება უყვარდეს ორი ადამიანი თუ ორივეს მიმართ არ აქვს ერთნაირი გრძნობა. ამ მოცმულობიდან გამომდინარეობს მხოლოდ, ჰომოსექსუალების (გეი/ლესბოსელი) და ჰეტეროსექსუალების არსებობა, ასევე ჩაკეტილი ჰომოსექსუალების, რომლებსაც სურივლი აქვთ ჰეტეროსექსუალებად აღიქვას სოციუმმა და ჰეტეროსექსუალები, რომელთაც ექპერიმენტი სურთ თავისივე სქესის წარმოამდგენელთან.
ალფრედ კინსი
რედაქტირება1950-იან წლებში სოციოლოგმა ალფრედ კინსმა მოახდინა ნამდვილი სექსუალური რევოლუცია. მან ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის ანალოგიც დღესაც კი არ მოიპოვება მსოფლიოში. კვლევის საგანი იყო „ვისთან აქვთ სექსი ადამიანებს და რა სურვილები აქვთ მათ“. კვლევების შედეგად კინსმა გამოავლინა, რომ ორივე სქესისადმი ლტოლვა, ბისექსუალიზმი მეტად გავრცელებული იყო. აღმოჩნდა, რომ ქალების 28% და მამაკაცების 46% განიცდის ლტოლვას, ან უკვე ჰქონია ურთიერთობა თავისივე სქესის ადამიანთან.
სექსუალური აქტივობა
რედაქტირებასხვადასხვა კვლევებმა შეადარეს ბისექსუალების და ჰეტერო-ჰომოსექსუალების სექსუალური აქტიურობა, რითაც დაასკვნეს, რომ ბისექსუალები არიან უფრო სექსუალურად აქტიურები, ფანტაზიის ან ეროტიკული ინტერესის მქონენი. ვან (Van Wyk) და გესთმა (Geist) 1984 წელს აღმოაჩინეს რომ მამრობით და მდედრობითი სქესის ბისექსუალებს ჰქონდათ მაღალი სექსუალური ფანტაზია, ვიდრე ჰეტეროსექსუალებს. დიქსონმა 1985 წელს დაადგინა რომ ბისექსუალ მამაკაცებს ჰქონდათ უფრო მეტი სექსუალური კავშირი ქალთან, ვიდრე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს. ბისექსუალი მამაკაცები უფრო მეტს მასტურბირებენ და ნაკლები ბედნიერი ქორწინება აქვთ ვიდრე ჰეტეროსექსუალებს. ბრესლერმა და ლენდერმა 1986 წელს გააკეთეს დასკვნა რომ ბისექსუალ ქალებს უფრო მეტი და ძლიერი ორგაზმი ჰქონდათ კვირაში, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებს. მათ ასევე აღმოაჩინეს რომ ბისექსუალ ქალებთან ქორწილი მეტად ბედნიერი იყო ვიდრე ჰეტეროსექსუალი წყვილების და ნაკლებად ხდებოდა გაუგებრობები და ნაკლებად მთავრდებოდა განქორწინებით. კვლევებით შემდეგი რამ აისახება, რომ ქალ ბისექსუალებს სექსუალური მიზიდულობა აქვთ ორივე სქესთან, როგორც ქალთან ისევე მამაკაცთან, ხოლო მამაკაც ბისექსუალები რომელიმე სქესს უფრო ანიჭებენ უპირატესობას და ერთის მიმართ მეტი მიზიდულობა აკავშირებთ , ვიდრე მეორესთან.
ისტორია
რედაქტირებაძველი საბერძნეთი
რედაქტირებაძველი ბერძნები არ ახდედნენ სტიგმატიზირებას იმ ადამიანების , რომლებსაც ორივე სქესთან ჰქონდათ კავშირი. სპარტანელები თვლიდნენ , რომ მებრძოლებს შორის სექსუალური კავშირი და სიყვარული უფრო ბრძოლის უნარიანს გახდიდა მათ და ერთმანეთს უფრო შეაგულიანებდნენ და კარგ ტაქტიკურ გეგმებს შექმნიდნენ ბრძოლაში გასამარჯვებლად, რათა მათი პარტნიორის გული მოეგოთ. როდესაც ახალგაზრდა უკვე სიმწიფის ასაკში შევიდოდა , ბისექსუალური ქცევისთვის უნდა დაენებებინა თავი , მაგრამ რამდენად მკაცრად ხდებოდა ამის გაკონტროლება არ არის დაზუსტებული.
ძველი რომი
რედაქტირებაძველ რომში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა და მისაღები იყო თავისუფალ რომაელ მამაკაცებს ურთიერთობა ქონოდათ ორივეს სქესის წარმომადგენელთან, როგორც მამაკაცთან ასევე ქალთან. მორალური მხარე დამოკიდებული იყო იმაზე თუ რა სოციალურ საფეხურზე იდგა პარტნიორი და არა გენდერზე. ქალები და მამაკაცები თანასწორ საფეხურზე იდგნენ ამ მხრივ, მაგრამ როდესაც დაქორწინდებოდა მამაკაცი არ უნდა ეღალატა და თუ სურივლი გაუჩნდებოდა მხოლოდ მის მონებთან და პროსტიტუციის გზით დაიშვებოდა სექსუალური აქტი. ამორალურად ითვლებოდა სხვა თავისუფალი რომაელ დაქრორწინებულ ქალთან სექსუალური კავშირი და სხვა ადამიანის მონასთან იმ შემთხვევაში დაიშვებოდა სექსუალური აქტი თუ მის პატრონის ნებართვს ჰქონდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე. |