პორტალი:ლგბტ
ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლგბტ პორტალში
ვიკი-პორტალი ლესბო-გეი-ბი-ტრანსსექსუალურ თემებზე |
სტოუნუოლის ჯანყი (ინგლ. Stonewall riots) — სისხლიანი კონფლიქტების სერია ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსსექსუალების ჯგუფებს შორის, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს შეტაკება ჰომო- და ტრანსსექსუალი ხალხის ასეთი მრავალრიცხოვანი ერთობლივი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო, რამაც შემდგომში გამოძახილი ჰპოვა სხვა ქვეყნების ლგბტ უფლებების მოძრაობებშიც. ეს ინციდენტი, რომესაც ასევე სტოუნუოლის ამბოხს, სტოუნუოლის რევოლუციას ან უბრალოდ სტოუნუოლს უწოდებენ შემდეგში დასაბამს უდებს გეი-პრაიდისა და დაიკ-მარშების პარადებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
სტოუნუოლის ამბოხის შემდეგ ლგბტ აქტივისტებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელსაც "Gay Liberation Front" (გეი განმანთავისუფლებელი ფრონტი) დაარქვეს. სახელი შეირჩა იმჟამად აქტიური ვიეტნამისა და ალჟირის ანტიიმპერიალისტური წიინააღმდეგობების მოძრაობების ასოციაციით. პოლიციის მიერ გეი-ბარებისა და დისკოთეკების დარბევა აშშ-ის ქალაქებში გეი-ცხოვრების განუყრელი მოვლენა იყო 1960-იან წლებამდე, როდესაც ბარების უეცარი დარბევები დიდ ქალაქებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ფაქტს უკავშირებენ დარბევებთან დაკავშირებულ გახშირებულ სასამართლო პროცესებსა და კოლუმბიის უნივერსიტეტის აქტივისტების მიერ დაარსებული ჰომოფილთა მოძრაობის მწვავე წინააღმდეგობას.
მარსელ პრუსტი (Marcel Proust; 1871-1922), ფრანგი მწერალი, მოდერნიზმის მამამთავარი, დეკადენტური რომანის ფუძემდებელი. ავტორი მონუმენტალური რომანისა ”დაკარგული დროის ძიებაში” (7 წიგნი, 16 ტომად).
პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად იმპრესიონისტულია, დაუპირისპირდა XIX ს. რეალიზმის ეპოქაში დამკვიდრებული რომანის პრინციპებს. საზოგადოებრივ მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების მცდელობა მან შეცვალა მოვლენათა ინტუიციური წვდომის შედეგად მოპოვებული სუბიექტური მონაცემებით. პორტრეტის ხატვისას იგი ზოგადადამიანური საწყისიდან გამოდის და არ ცნობს ადამიანის პიროვნების სოციალური განსაზღვრულობის ფაქტს. პრუსტი ბერგსონის ფილოსოფიურ მოძღვრებასა და ფროიდის ფსიქოანალიზს ეყრდნობა. მის ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას დაცული არ არის დროული თანამიმდევრობა, ამიტომ ძირეულადაა შეცვლილი რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგა. მწერალი ცდილობს მოუძებნოს ახსნა ადამიანის ფსიქოლოგიის და ინტელექტის კანონებს, ინტუიციის მექანიკას.
- 28 ნოემბერი, 2017 : პირველი გეი ქორწინება ჩოხებში აშშ-ში გაიმართა, წყვილი საქართველოდანაა
- 22 ოქტომბერი, 2009 : შვედეთის ეკლესიამ გადაწყვიტა ერთი სქესის წყვილთა ჯვრისწერა ჩაატაროს.
- 2 ივლისი, 2009 : ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალვა ჰომოსექსუალურ კავშირზე არაკონსტიტუციურად ცნო.
- 24 ივნისი, 2009 : ღია ჰომოსექსუალი პოლიტიკოსი ფრედერიკ მიტერანი საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრი გახდა.
- 1 მაისი, 2009: შვედეთი მეშვიდე ქვეყანა გახდა, სადაც ერთი სქესის წყვილთა ქორწინება ოფიციალურად დაშვებულ იქნა.
- 1 თებერვალი 2009: ისლანდიის პრემიერ-მინისტრი იოჰანა სიგურდარდოტირი პირველი ღია ლესბოსელი მთავრობის თავმჯდომარე გახდა მსოფლიოში.
- 10 ოქტომბერი 2008: აშშ-ის კონექტიკუტის შტატის უზენაესი სასამართლო შტატში ერთი სქესის წყვილთა ქორწინებას აკანონებს.
- ...ალექსანდრე მაკედონელი გახსნილი ბისექსუალი იყო...
- ...დანა ინტერნეიშენელი (სურათზე) ტრანსსექსუალია და 20 წლის ასაკში (1993 წელს) სქესის შესაცვლელად ოპერაცია გაიკეთა...
- ...1922-26 წლებში საბჭოთა კავშირი ერთადერთი ქვეყანა იყო ევროპაში, სადაც ჰომოსექსუალური კავშირი ზრდასრულ ადამიანებს შორის ლეგალური იყო...
- ...ოსკარ უაილდმა "უმსგავსო საქციელში" (ჰომოსექსუალურ აქტში) მხილების გამო რამდენიმე წელი საპყრობილეში გაატარა...
- ...მოჰამედ კამარას 1997 წლის ფილმი დაკანი პირველი დასავლეთაფრიკული კინოფილმი იყო, რომელიც ჰომესექსუალურ თემას შეეხო...
- ...ტერმინი ტრანსსექსუალობა პრაქტიკაში შევიდა 1954 წელს ექიმი-სექსოლოგი ჰარი ბენჯამინის მიერ, რომელმაც ტრანსსექსუალების ჰორმონოთერაპიით მკურნალობა და სქესის კორექციის ოპერაციების ჩატარება დაიწყო...
- ახალი სტატიების თარგმნაში ლგბტ-თემატიკაზე ინგლისური და გერმანული ვიკიპედიებიდან.
- ლგბტ-თემატიკის სტატიების მეცნიერული და ფაქტობრივი სარწმუნოებისა და კორექტულობის შემოწმებაში, წყაროებისა და ბმულების ჩამატებით.
- ნეიტრალური თვალსაზრისის უზრუნველყოფაში.
- არსებული სტატიების გავრცობაში დამატებითი მასალით ინგლისური ან გერმანული ვიკიპედიებიდან.