კულტურა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული. თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.

კულტურა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.

თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.

ამერიკელი სოციოლოგების ა. კრიობერისა და კ. კლაკჰონის მიერ 1952 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 1871 წლიდან 1919 წლამდე კულტურის ცნების სულ 7 დეფინიცია იყო შემოთავაზებული (პირველი, როგორც ითვლება, ცნობილ ინგლისელ მეცნიერს ე. ბ. ტაილორს ეკუთვნის); 1920-დან 1950 წლამდე კი მათ სხვადასხვა ავტორთან იგივე ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს. 1963 წელს კრიობერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი. ამჯერად დეფინიციათა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი ინტერპრეტაციები. კულტურის განსაზღვრებათა ეს მიმოხილვა ყველაზე სრული იყო იმჟამად არსებულთაგან, თუმცა ზოგიერთი ნაკლი მაინც ჰქონდა: ავტორები, ძირითადად, ინგლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში არსებული მიდგომებით იფარგლებოდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში არსებულ მრავალფეროვან განსაზღვრებებსა და კონცეფციებს.

კერი ბრედშოუ (ინგლ. Carrie Bradshaw) — გამოგონილი გმირი, მთხრობელი ტელეარხ HBO-ს სიტკომ/დრამაში „სექსი დიდ ქალაქში“, რომელსაც მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი თამაშობს. ბრედშოუ ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟია, რომელიც რომანში „სექსი დიდ ქალაქში“ მწერალ კენდეს ბაშნელმა შექმნა. რომანს საფუძვლად გაზეთ „ნიუ-იორკ ობზერვერში“ თავად მწერლის მიერ გამოქვეყნებული სვეტები დაედო.

HBO-ს სერიალში, ბრედშოუ გამოგონილი ნიუ-იორკული გაზეთის — „ნიუ-იორკ სტარის“ მესვეტეა. ამას გარდა, უყვარს გართობა და მისდევს მოდას. მოგვიანებით იგი ჟურნალ „ვოგის“ შტატგარეშე ავტორი ხდება. სწორედ მისი ყოველკვირეული სვეტიდან — „სექსი დიდ ქალაქში“ მომდინარეობს სერიალის სათაური, სიუჟეტური ხაზი და თხრობა სერიალის თითოეულ ეპიზოდში.

2005 წელს, ბრავოს „სატელევიზიო პერსონაჟების 100-ეულში“ კერი ბრედშოუ პოპულარობით ნომერ 11-ე გმირად დასახელდა.[1](სრულად ნახვა...)

მუზეუმის ფასადის დეტალი
მუზეუმის ფასადის დეტალი

ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ბილბაოში, ბასკეთი, ესპანეთი. ის ერთ-ერთია სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მუზეუმთაგან.

შენობის სტრუქტურის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას, საზოგადოებისთვის 1997 წელს გაიხსნა და მყისვე მოიხვეჭა მსოფლიოს ყველაზე წარმტაცი შენობის სახელი დეკონსტრუქტივიზმის სტილში. მუზეუმის შენობის დიზაინი და კონსტრუქცია ფრენკ გერის სტილისა და მეთოდის შესწავლის სანიმუშო მაგალითია. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად მუზეუმის სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან.

  • თვის მთავარი პროექტია სომხეთი. ამ პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას სტატირბი სომხეთის კულტურის შესახებ. იხილეთ აუცილებელი სტატიების სია და დაგვეხმარეთ მათ თარგმნაში.
  1. Bravo > 100 Greatest TV Characters