დეკონსტრუქტივიზმი
დეკონსტრუქტივიზმი, აგრეთვე ცნობილი როგორც დეკონსტრუქცია, 1980-იან წლებში ჩასახული მიმდინარეობაა პოსტმოდერნისტულ არქიტექტურაში, რომელიც მის ფილოსოფიურ იდეოლოგიას ამავე სახელწოდების ლიტერატურული მოძრაობიდან იღებს.
ეს არის თანამედროვე სტილი, რომელიც არქიტექტურული მოდერნის გათვლილ რაციონალურობას უპირისპირდება. ამ მიმდინარეობის საფუძვლად ფრაგმენტულობა, დიზაინის არა-ლინეარული პროცესები, არა-ევკლიდესეული გეომეტრია, პოლარულობის წინააღმდეგობა და ა.შ. უდევს. ამ სტილის შენობათა საბოლოო ვიზუალური ეფექტი ხასიათდება მასტიმულირებელი ამოუცნობლობითა და კონტროლირებადი ქაოსით. თუმცა დეკონსტუქციის კრიტიკოსთა მტკიცებით ეს პრინციპულად სოციალურად ნაკლებ მნიშვნელოვანი ფორმალური ხასიათის სავარჯიშოა.
ამ მიმდინარეობაზე გარკვეული გავლენა იქონია ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ დერიდას შრომებმა და მისმა იდეებმა დეკონსტრუქციაზე. ზოგიერთ არქიტექტორზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსული კონსტრუქტივისტული მოძრაობის გეომეტრიულმა უბალანსობამ. კონსტრუქტივიზმთან ერთად დეკონსტრუქტივიზმში შეინიშნება მსგავსება ხელოვნებისა და არქიტექტურის სხვა მიმდინარეობებთანაც, მათ შორის მოდერნიზმთან, პოსტმოდერნიზმთან, კუბიზმთან, ექსპრესიონიზმთან, მინიმალიზმთან და კონტემპორარულ ხელოვნებასთან. დეკონსტრუქტივიზმის ზოგადი მცდელობაა მოარიდოს არქიტექტორი მოდერნიზმის მბოჭავ 'კანონებს', როგორიცაა "ფორმა მოჰყვება ფუნქციას", ფორმის სიწმინდე და სტრუქტურის ექსპრესია.
ამ მიმდინარეობის ყველაზე განთქმული არქიტექტორები არიან:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აიზენმანის საიტი
- ჰადიდის საიტი დაარქივებული 2005-04-15 საიტზე Wayback Machine.
- რემ კოოლჰაასის ფირმა დაარქივებული 2011-08-07 საიტზე Wayback Machine.
- კოოპ ჰიმელბლაუს საიტი დაარქივებული 2006-04-17 საიტზე Wayback Machine.
- ვენური პოსტმოდერნი დაარქივებული 2005-10-28 საიტზე Wayback Machine.