კონსტრუქტივიზმი

მიმდინარეობა ხელოვნებაში

კონსტრუქტივიზმიხელოვნებისა და არქიტექტურის მიმდინარეობა რუსეთში 1914 წლიდან (განსაკუთრებით აქტუალური ოქტომბრის რევოლუციის დრო), ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება თანამედროვე ხელოვნებაში, და რომელიც უარყოფდა წმინდა ხელოვნებას, უპირატესობას ანიჭებდა რა ხელოვნებას, როგორც სოციალური დანიშნულების ინსტრუმენტს — სოციალისტური სისტემის მშენებლობისთვის.

მაიაკოვსკის აგიტაციური პოსტერი

ტერმინი „კონსტრუქციის ხელოვნება“ პირველად გამოიყენა კაზიმირ მალევიჩმა 1917 წელს ალექსანდრე დორჩენკოს ნამუშევრის აღწერისას. კონსტრუქტივიზმი, როგორც პოზიტიური ტერმინი პირველად გამოჩნდა ნაუმ გაბოს 1920 წლის „რეალისტურ მანიფესტში“. ამ სტილის მიმდევრები ინდუსტრიული დიზაინის გავლენის ქვეშ იყვნენ და მასვე იყენებდნენ შემოქმედების მასალად (ლითონის ფურცლები, მინა და მისთ.). ხშირად ეს მასალა გამოყენებული იყო გეომეტრიული ფორმის ობიექტების შესაქმნელად.

მიმდინარეობის ჩამოყალიბება ეკუთვნის ვლადიმერ ტატლინს, ხოლო გვიანდელ კონსტრუქტივისტთა შორის იყვნენ მანუელ რენდონი, ხოაკინ ტორეს გარსია, ანტუან პევსნერი და ნაუმ გაბო. ახალი მიმდინარეობის იდეოლოგია ჩამოაყალიბა განათლების სახალხო კომისარმა ანატოლი ლუნაჩარსკიმ პეტროგრადის ძველი სახვითი ხელოვნების აკადემიის და მოსკოვის მხატვართა კოლეჯის ბაზაზე 1918 წელს. კონსტუქტივისტთა იდეოლოგიური ცენტრი მოსკოვში იყო „ვხუტემასი“ — ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა დაარსებული 1919 წელს. გაბოს მტკიცებით სწავლება ამ სკოლაში უფრო მეტად პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დისკუსიებს ემყარებოდა ვიდრე თავად ხელოვნებას.

კონსტრუქტივიზმის კანონიკური ნაშრომი იყო ტატლინის პროექტი მესამე ინტერნაციონალის (1920) მონუმენტისთვის, რომელშიც მან გააერთიანა მანქანური ესთეტიკა დინამიურ კომპონენტებთან, როგორიცაა სამძებრო ფარნები და პროექციული ეკრანები. გაბომ ტატლინის ნამუშევარი სახალხოდ გააკრიტიკა, მოუწოდა რა მას „შექმნას ფუნქციონალური შენობები და ხიდები ან წმინდა ხელოვნება, და არა ორივე ერთად“. ამას მოჰყვა 1920 წელს მოსკოვის ჯგუფის ორად გაყოფა, როდესაც გაბომ და პევნერმა გამოაქვეყნეს „რეალისტური მანიფესტი“, რომელშიც გამოცხადებული იყო მოძრაობის შემოქმედებითი ბირთვი. ეს ეწინააღმდეგებოდა ტატლინისა და როდჩენკოს კონსტრუქტივიზმის უტილიტარულსა და ადაპტირებად ვერსიას. გაბოსგან გამიჯვნისთვის ამის შემდეგ ტატლინი და როდჩენკო საკუთარ განშტოებას „პროდუქტივიზმს“ უწოდებენ. კონსტრუქტივისტთა მთავარი პოლიტიკური პატრონი ლეონ ტროცკი იყო, მაგრამ 1921 წლიდან მისი მხარდაჭერა მცირდება — კომუნისტურ პარტიას არ შეეძლო მხარი დაეჭირა წმინდა ხელოვნების მოძრაობისთვის.

კონსტრუქტივიზმთან დაკავშირებული ხელოვნები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Russian Constructivist Posters, edited by Elena Barkhatova. ISBN 2-08-013527-9.
  • Heller, Steven, and Seymour Chwast. Graphic Style from Victorian to Digital. New ed. New York: Harry N. Abrams, Inc., 2001. 53–57.
  • Lodder, Christina. Russian Constructivism. Yale University Press; Reprint edition. 1985. ISBN 0-300-03406-7
  • Rickey, George. Constructivism: Origins and Evolution. George Braziller; Revised edition. 1995. ISBN 0-8076-1381-9
  • Alan Fowler. Constructivist Art in Britain 1913–2005. University of Southampton. 2006. PhD Thesis.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება