კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.

მამაკაცი კაფეში, ხუან გრი, 1914.
კუბისტური შენობა პრაღაში

კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.

ჟორჟ ბრაკი და პაბლო პიკასო, რომლებიც იმჟამად პარიზის მონმარტრის უბანში ცხოვრობდნენ, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და კუბიზმის განვითარებაზე მუშაობა 1908 წელს დაიწყეს. ერთობლივად მუშაობდნენ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე.

ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინი „კუბიზმი“ ან „bizarre cubiques“ (უცნაური კუბები) პირველად 1908 წელს გამოიყენა. ეს მოხდა ბრაკის ნახატის ნახვის შემდეგ, რომელიც „სავსე იყო პატარა კუბებით“. ტერმინი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს იგი კარგა ხანი არ გამოუყენებიათ.

კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთა „კუბისტურ სკოლას“.

კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alfred H. Barr, Jr., Cubism and Abstract Art, New York: Museum of Modern Art, 1936.
  • John Cauman (2001). Inheriting Cubism: The Impact of Cubism on American Art, 1909-1936. New York: Hollis Taggart Galleries. ISBN 0-9705723-4-4. 
  • Cooper, Douglas (1970). The Cubist Epoch. London: Phaidon in association with the Los Angeles County Museum of Art & the Metropolitan Museum of Art. ISBN 0-87587-041-4. 
  • Paolo Vincenzo Genovese, Cubismo in architettura, Mancosu Editore, Roma, 2010. In Italian.
  • John Golding, Cubism: A History and an Analysis, 1907-1914, New York: Wittenborn, 1959.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: