სამეცნიერო ლიტერატურა
სამეცნიერო ლიტერატურა — კვლევითი-ანალიტიკური სახის, ემპირიული და თეორიული ხასიათის გამოქვეყნებულ წერილობით მასალა. კვლევის შედეგების გამოქვეყნება მისი ღირებულების შეფასების, შინაარსის გარშემო სამეცნიერო საზოგადოების განსჯის ერთ-ერთი წინაპირობაა.
სამეცნიერო პუბლიკაციების ნაირსახეობანი
რედაქტირებასამეცნიერო ლიტერატურად ითვლება:
- სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები.
- საბუნებისმეტყველო დარგებთან დაკავშირებული პატენტები.
- ერთი ან რამდენიმე, სხვადასხვა მეცნიერთა საერთო ავტორობით გამოცემული წიგნები ან მონოგრაფიები.
- სამეცნიერო კონფერენციებზე წარმოდგენილი თეზისები, ნაშრომები, გამოსვლები, ლექციების სტენოგრამები.
- ინტერნეტში გამოქვეყნებული კვლევები/კვლევების შედეგები.
ხარისხი
რედაქტირებაარსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურა უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია: სამეცნიერო აპარატის გამართულობა, აკადემიური წერის კულტურა, ნაშრომის/პუბლიკაციის ფორმატი, რომელიც ბიბლიოთეკის რეჟიმისთვის არის გათვალისწინებული, მისით სარგებლობის (წაკითხვა, ციტირება და ა.შ.) შეუზღუდავი შესაძლებლობა. ნაშრომი უნდა ეყრდნობოდეს შესაბამის დარგში ან დარგებში, სამეცნიერო დისციპლინებში მიღწეულ გამოცდილებებს, როგორც ემპირიულ, ისე თეორიული მიდგომებს.
სამეცნიერო პუბლიკაციის/ნაშრომის დამაკმაყოფილებელი აკადემიური ხარისხის და ვარგისიანობის რევიზიისათვის პრაქტიკაში დამკვიდრებულია რეცენზირების ფორმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Robert G. Bartle (1990) "A brief history of the mathematical literature" from American Mathematical Society.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სამეცნიერო ლიტერატურა“ ვიკისაწყობში.