ზიგმუნდ ფროიდი

ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ნევროლოგი

ზიგმუნდ ფროიდი (გერმ. Sigmund Freud, გერ.: [ˈziːkmʊnt ˈfʁɔʏt]; სრული სახელი ზიგმუნდ სოლომონ ფროიდი გერმ. Sigismund Schlomo Freud; დ. 6 მაისი, 1856, ავსტრია-უნგრეთის პროვინცია მორავიაში, ქ. ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქ. პრჟიბორი — გ. 23 სექტემბერი, 1939, ლონდონში) — ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

ზიგმუნდ ფროიდი
გერმ. Sigmund Freud
დაბ. თარიღი 6 მაისი, 1856(1856-05-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23]
დაბ. ადგილი პრშიბორი, მორავიის მარკა, ავსტრიის იმპერია[11] [1] [21]
გარდ. თარიღი 23 სექტემბერი, 1939(1939-09-23)[24] [4] [3] [5] [6] [8] [2] [9] [10] [11] [12] [13] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [23] (83 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო[1] [25] [11]
დასაფლავებულია გოლდერს-გრინი
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გერმანული ავსტრია
ავსტრიის პირველი რესპუბლიკა
Federal State of Austria
 მესამე რაიხი
 ავსტრიის იმპერია
ცისლეიტანია
 ავსტრია
საქმიანობა ფსიქოანალიტიკოსი[26] [1] [20] [21] , neurologist[1] [21] და ესეისტი[1] [21]
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ალფრედ ადლერი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი
მეუღლე მართა ბერნაისი[1] [1] [27]
მამა Jacob Freud[28] [27]
დედა ამალია ფროიდი[27]
შვილ(ებ)ი ანა ფროიდი[1] [27] , ერნსტ ლუდვიგ ფროიდი[1] [27] , Martin Freud[1] [27] [28] , Oliver Freud[27] , Sophie Freud[27] და Mathilde Freud[27]
ნათესავ(ებ)ი Edward Bernays[1] და Lucian Freud
ჯილდოები გოეთეს პრემია და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[29]
ხელმოწერა

იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ლტოლვა, წინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა (ტრანსფერი). ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი.

ფროიდი ლონდონში, 1939 წლის 23 სექტემბერს, 83 წლის ასაკში, პირის ღრუს კიბოთი გარდაიცვალა, რომლის გავრცელების შესაჩერებლად, 1923 წლიდან მოყოლებული, 33 ოპერაცია გადაიტანა და რომელმაც მას განუზომელი ფიზიკური ტანჯვა მიაყენა. ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, თუმცა მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა დააზიანა და ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ნევროლოგი რედაქტირება

ვენის საერთო პროფილის საავადმყოფო, ქალაქის შემოგარენში მდებარეობდა და დაახლოებით ათი ჰექტარი ეკავა მეცხრე ოლქში, სწორედ რინგშტრასეს ჩრდილო-დასავლეთით. ევროპის ეს უმსხვილესი საზოგადოებრივი საავადმყოფო უზარმაზარ, მაგრამ ნახევრად დანგრეულ შენობებში იყო განთავსებული, ამ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაზე სახელგანთქმული ექიმები მუშაობდნენ. 1884 წელს ზიგმუნდ ფროიდი დაინტერესდა ნევროლოგიით, ფროიდმა სწორედ ამ კლინიკაში მოუყარა თავი პუბლიკაციისთვის საჭირო მასალას. ვენაში ფროიდს უამრავი პაციენტი ჰყავდა, ნევრლოგიით დაინტერესების პირველივე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, თერძის შვილმა სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. ფროიდის კოლეგები უპირველესად განიხილავდნენ ნერვიულ დაავადებებში თავის ტვინის და გონების პრობლემებს. 1884 წელს პროფესორმა თეოდორ მეინერტმა, რომელიც კლინიკაში ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებელი და მფარველი იყო, გამოაქვეყნა ფსიქიატრიის სახელმძღვანელო, სახელწოდებით: „ტრაქტატი წინა ტვინის სნეულებაზე“ ამ დისციპლინაში ტვინის ანატომიას უმთავრესი ადგილი ეკავა. ბრიუკეს ლაბორატორიაში ფროიდი თევზების ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე მუშაობდა.

ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება (ქრონოლოგია) რედაქტირება

  • 1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრაიბერგში (მორავია) დაიბადა ზიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
  • 1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
  • 1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
  • 1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
  • 1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას „ბუნების შესახებ“ და სოფოკლეს ტრაგედიას „მეფე ოიდიპოსი“. იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
  • 1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — „გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ“.
  • 1878 — ოიზეფ ბრეიერთან მეგობრობის დასაწყისი.
  • 1879 — ერთწლიანი სამსახური ჯარში.
  • 1881 — იღებს დოქტორის ხარისხს.
  • 1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
  • 1884 — იკვლევს ავადმყოფების კოკაინით მკურნალობის შესაძლებლობებს.
  • 1885 — სტაჟირება პარიზში შარკოსთან. შარკო წარმატებით იყენებს ჰიპნოზის ტექნიკას და წინ აყენებს ისტერიის ახსნის ახალ მიზეზებს.
  • 1886 — ფროიდი კერძო პრაქტიკას იწყებს ვენაში; ქორწინება მარტა ბერნეისზე.
  • 1887 — ფროიდი სპეციალიზირდება ნერვული დაავადებების მკურნალობაზე ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.
  • 1891 — ნაშრომში „აფაზიის შესახებ“ ფროიდი მეტყველების დარღვევაზე, რომელიც დაკავშირებულია ტვინის პათოლოგიებთან.
  • 1893 — „ანნა ო.“-ს შემთხვევა; იოზეფ ბრეიერი და ფროიდი ერთად აანალიზებენ პაციენტების ნევროზებს. ზოგჯერ ფროიდის დასკვნები ეფუძნება ბრეიერის მონათხრობებს.
  • 1895 — ბრეიერისა და ფროიდის ბოლო საერთო სტატიაში „ისტერიის კვლევა“ აღწერილია „ანნა ო.“-ს შემთხვევა. შემდგომში ფროიდი მუშაობს დამოუკიდებლად.
  • 1896 — პირველად გაიჟღერა ტერმინმა „ფსიქოანალიზი“; გარდაიცვალა ფროიდის მამა.
  • 1897 — ფროიდი დაკავებულია თვითანალიზით, რომელმაც მიიყვანა იგი ნევროზების ტრავმატული ბუნების იდეებთან, ბავშვური სექსუალობის და ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენამდე.
  • 1899 — დეკემბერში გამოდის „სიზმრების ახსნა“ (გამოცემის მონაცემებში მითითებულია 1900 წელი). ფროიდის ეს წიგნი შეიცავს თავისი საკუთარი და პაციენტების სიზმრების ანალიზს.
  • 1901 — გამოქვეყნდა „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“.
  • 1902 — ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური საზოგადოება, რომელიც იკრიბებოდა ოთხშაბათობით.
  • 1905 — „სამი ნარკვევი სექსუალობაზე“, „ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი“ (დორას შემთხვევა), „იუმორი და მისი კავშირი არაცნობიერთან“.
  • 1906 — მეგობრობის დასაწყისი ნიჭიერ შვეიცარიელ ფსიქიატრთან კარლ გუსტავ იუნგთან.
  • 1908 — პირველი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი ზალცბურგში.
  • 1909 — მეგობრებისა და მოსწავლეების თანხლებით ფროიდი მიემგზავრება აშშ-ში ფსიქოანალიზზე ლექციების წასაკითხად.
  • 1912 — წიგნში „ტოტემი და ტაბუ“-ში ფროიდი წამოაყენებს იდეას, რომ კულტურისა და რელიგიის საფუძველი არის სექსუალური ინსტინქტების განდევნის მექანიზმები.
  • 1914 — იუნგის მიერ კავშირის გაწყვეტა ოფიციალურ ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობასთან.
  • 1915 — ლექციების კურსი ვენაში „შესავალი ფსიქოანალიზში“.
  • 1919 — შეისწავლის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიას.
  • 1920 — ქალიშვილ სოფის გარდაცვალება;

წიგნში „კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს“ წამოყენებულია ახალი ცნება „სწრაფვა სიკვდილისკენ“ — ინსტინქტი, რომელიც კონფლიქტში მოდის სიცოცხლის ინსტინქტთან.

  • 1921 — გამოქვეყნდა „მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი“.
  • 1923 — წიგნში „ეგო და იდი“ ფროიდი პირველად აღწერს სრულად ფსიქიკის სტრუქტურას — „ეგო“, „სუპერ-ეგო“, „იდი“; ექიმები ფროიდს დიაგნოზს უსვამენ: პირის ღრუს კიბო; საყვარელი შვილიშვილი, 4 წლის ჰაინცის სიკვდილით გამოწვეული დეპრესია.
  • 1925 — მეგობრობის დასაწყისი ბერძენ ქალთან მარია ბონაპარტთან.
  • 1926 — წიგნში „განდევნა, სიმპტომები და შიშები“ წამოყენებულია ახალი თეორია შიშისა, როგორც „ეგო“-ს დაცვის მექანიზმი.
  • 1927 — გამოქვეყნდა „ერთი ილუზიის მომავალი“. ფროიდი აცხადებს, რომ არ იღებს არცერთ რელიგიას და ამტკიცებს თავის ათეიზმს.
  • 1930 — ნაშრომში „უკმაყოფილება კულტურით“ ფროიდი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.
  • 1932 — მიმოწერა აინშტაინთან, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სათაურით „რატომ ომი?“.
  • 1933 — ბერლინში ფაშისტები წვავენ ფროიდის წიგნებს ლოზუნგით „სექსუალური ცხოვრების სულის დამანგრეველი გადაფასების წინააღმდეგ და ადამიანის სულის კეთილშობილებისთვის“; ავსტრიის შეერთება გერმანიასთან;
  • 1936 — ფროიდის 80 წლის იუბილე. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ირჩევს მას წევრ-კორესპონდენტად.
  • 1938 — ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლონდონში, რაშიც მას ეხმარება მარია ბონაპარტი. ფროიდი განაგრძობს პაციენტების მიღებას და მუშაობს წიგნზე: „ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია“.
  • 1939 წლის 23 სექტემბერი — ფროიდი გარდაიცვალა ლონდონში.

ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომები რედაქტირება

  • 1899 „სიზმრების ახსნა“
  • 1901 „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“
  • 1905 „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიაში“
  • 1913 „ტოტემი და ტაბუ“
  • 1921 „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“
  • 1927 „ერთი ილუზიის მომავალი“
  • 1930 „უკმაყოფილება კულტურით“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა რედაქტირება

  • Paul Ferris Dr.Freud.First edition.June.1998.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Deutsche Nationalbibliothek Record #118535315 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 KulturNav — 2015.
  4. 4.0 4.1 ეროვნული მუზეუმი — 1792.
  5. 5.0 5.1 RKDartists
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. 9.0 9.1 BD Gest'
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Czech National Authority Database
  12. 12.0 12.1 Wollheim R. Freud, Sigmund // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T029880
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  15. 15.0 15.1 Internet Philosophy Ontology project
  16. 16.0 16.1 AlKindi
  17. 17.0 17.1 Salzburgwiki
  18. 18.0 18.1 Babelio — 2007.
  19. 19.0 19.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  20. 20.0 20.1 20.2 BeWeB
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 The Fine Art Archive — 2003.
  22. Base biographique
  23. 23.0 23.1 Munzinger Personen
  24. Фрейд Зигмунд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  25. http://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/10481885.2014.911601
  26. http://www.bbc.co.uk/iplayer/episode/b0174gkl/hd/A_History_of_the_Brain_Mind_the_Gap/
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 27.5 27.6 27.7 27.8 Kindred Britain
  28. 28.0 28.1 Lundy D. R. The Peerage
  29. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 130.