გიმნაზია (პოლ. gimnazjum, გერმ. Gymnasium — სა­ტანვარჯიშო მოედანი; მომდინარეობს ლათ. gymnasium და ძვ. ბერძნ. γυμνάζω, შემდეგ – სახელმწიფო სასწავლო­აღმზრ­ დელობითი დაწესებულება ძვ. საბერძნეთსა და ელინისტურ აღ­მოსავლეთში) — საშუალო ზოგად­ საგანმანათლებლო სასწავლებე­ლი, ჩვეულებრივ, მკვეთრად გა­მოხატული ჰუმანიტარულ­ფილო­ ლოგიური განხრით.

პირველი გიმნაზია 1526 წელს ბავარიის ქ. ნიურნბერგში დააარსა ცნობილმა თეოლოგმა და პედაგოგმა ფილიპე მელანხტონმა. 1528 წელს გიმნაზია გაიხსნა საქ­სონიაში, ხოლო 1538 წელს — ქ. სტრას­ ბურგში. XVI–XVIII საუკუნეებში. გიმნაზიები აღმოცენდა გერმანიის მრავალ ქა­ლაქში, ასევე რუსეთშიც (პეტერ­ ბურგში – 1725 წელს, მოსკოვში – 1755 წელს); XIX საკუნე­ში ავსტრია­უნგრეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, სა­ბერძნეთში, დანიაში, სერბეთსა და შვეიცარიის გერმ. კანტონებ­ში. გიმნაზია ეწოდებოდა ვაჟებისათვის განკუთვნილ საშ. სკოლებს. XIX ს. შუა ხანებიდან ევროპის სხვა­ დასხვა ქვეყანაში დაარსდა რეა­ლური სასწავლებლები, სადაც დაინერგა ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. შეიქმნა საშ. სასწავლო დაწესებულებების ახალი, გარ­დამავალი ტიპი – რეალური გ., სადაც ბერძნ. ენა აღარ ისწავლე­ ბოდა. XIX–XX სს. მიჯნაზე კლა­სიკურ გ­ებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ძვ. ენების სწავლებას, მაგრამ გ­ის ეს ტიპი მაინც რჩე­ბოდა ძირითად საშ. სასწავლო დაწესებულებად ევროპაში.

საქართველოში პირველი გიმნაზია — თბილისის პირველი გიმნაზია – გაიხსნა 1830 წელს. 1864­ წლიდან რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, საქართ­ველოშიც, გატარდა საგანმანათ­ ლებლო რეფორმა. დაარსდა სამი ტიპის გიმნაზია: ბერძნული ენის გაძლიერებუ­ლი სწავლებით, ლათინური ენის გაძ­ლიერებული სწავლებითა და რეა­ლური გიმნაზია – საბუნებისმეტყველო დისციპლინებისა და თანამედროვე ენების გაძლიერებული სწავლებით. გიმნაზიადამთავრებულებს ჰქონ­დათ სწავლის გაგრძელების უფლება. პირველი ორი ტიპის გიმნაზიის დამ­თავრების შემდეგ ახალგაზრდებს უფლება ეძლეოდათ, განეგრძოთ სწავლა უნ­ივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რეალური გიმნაზი­ის დამთავრების შემდეგ კი – მხოლოდ უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში. XIX საუკუნის 60-­იან წლებში გაიხსნა ქალთა გიმნაზი­ებიც. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებობდა შემდეგი გიმნაზი­ები: თბილისში – თბილისის ქართული გიმნაზია (1879), სათავადაზნაურო გიმნაზია (1918–21 – ვაჟთა VII გ.), ვაჟთა II (1887–1921), ვაჟთა III (1894– 1921), თბილისის ვაჟთა ქართული (1900–21), ვაჟთა IV (1905–21), ვაჟ­ თა V (1908–21), ვაჟთა VI (1912– 20), ქალთა I (1872–1921), ქალთა II (1874–1921), ქალთა III (1884– 1921), ქალთა IV (1903–21), ქალთა V (1906–21), ქალთა VI (1910–21), ქალთა VII (1863–1919), ქალთა VIII (1892–1919) და ქალთა ქართუ­ლი (1906–19) გიმნაზიები. გიმნაზი­ები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც: ქუთაისში – ვაჟთა (1850–1921), ქუთაისის სათავადაზნაურო ვაჟთა ქართული (1880–1921) და ქალთა (1903–21) გიმნაზიები; ფოთში – ვაჟთა (1906–21), ქალთა (1902–21); ბა­თუმში – ქალთა (1900–21); გორში – ქალთა (1915–21); ხონში – ვაჟთა (1916–21); ხაშურში – ვაჟთა (1916– 21) გიმნაზი­ები. სოხუმში გაიხსნა ქალთა პროგიმნაზიაც. გიმნაზი­ების უმრავლე­სობა 1921 წლის შემდეგ გადაკეთდა სახელმწიფო განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებად. ამჟამად გიმნაზია არ­სებობს მხოლოდ კერძო სექტორში.

ლიტერატურა

რედაქტირება