ოთხშაბათი — კვირის დღე სამშაბათსა და ხუთშაბათს შორის. ძველ რომში ეს დღე ეძღვნებოდა ღვთაება მერკურის, ამიტომ იგი შემონახულია ამ დღის ფრანგულ (Mercredi), ესპანურ და იტალიურ სახელწოდებებში. ჩრდილოეთ ევროპაში მერკურის შესატყვისია ოდინი, საიდანაც მომდინარეობს ინგლისური (Wednesday) და ნიდერლანდური (Woensdag) სახელწოდებანი. იმ შემთხვევაში, თუ კვირადღეს განვიხილავთ საწყის დღედ, მაშინ ოთხშაბათი იქნება კვირის შუა დღე. აქედან მომდინარეობს ოთხშაბათის რუსული (Среда) და გერმანული (Mittwoch) სახელწოდებანი.

ცნობილი ოთხშაბათები

რედაქტირება

ოთხშაბათი ქართველურ ენებზე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მეგრული: ჯუმაშხა
  • ლაზური: ჯუმაჩხა
  • სვანური: ჯჷმა̈შ
  • ძველქართული: ერმისა