მერკური (ღმერთი)
მერკური (ლათ. Mercurius) — რომაულ მითოლოგიაში ვაჭრობის, მოგების, გამდიდრების ღმერთი, ასევე მოგზაურთა მფარველი.
მერკური (ღმერთი) | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია |
სხვა კულტურებში: | ჰერმესი, Abianus, Cimiacinus, Arcecius, Aguaecus, Dubnocaratiacus და Solitumarus |
სქესი: | მამრობითი |
მამა: | იუპიტერი |
შვილები: | Evander of Pallene და კუპიდონი |
გამოსახულებები |
სახელი მერკური მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „merx“, რაც ვაჭრობას ნიშნავს. მერკური ვაჭრების და ნეგოციანტების მფარველად ითვლებოდა. ძვ. წ. 495 წელს მას სახალხო კრების გადაწყვეტილებით მიუძღვნეს დიდ ცირკთან ტაძარი. იგივე დროს დაწესდა ვაჭრების კოლეგია, რომლებსაც მერკური მფარველობდა.
მერკურის ხშირად დიდი ქისით გამოსახავდნენ და ეპითეტ „ბედნიერს“ უწოდებდნენ. მოგვიანებით მოხდა მერკურის ბერძნულ ჰერმესთან გაიგივება და მასაც ფრთიანი სანდლებით და ქუდით გამოსახავდნენ, ქისა კი საგზაო ჩანთით შეიცვალა, რომელსაც ღმერთი გვერდზე გადაკიდებულს ატარებდა. ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელ წლებში მერკურის ფუნქციები გაფართოვდა, მას მიიჩნევდნენ ხელობების, ასტროლოგიის, მაგიის და საიდუმლო სწავლებების ღმერთად. იგი ასევე აცილებდა მიცვალებულებს ქვესკნელში, მოჰქონდა ამბები და ემსახურებოდა მაღალი რანგის ღმერთებს. ითვლებოდა, რომ მერკურის შეუძლია დაკარგული განძის ძებნაში დახმარება.
მერკური მაიას, გაზაფხულის ქალღმერთის ვაჟი იყო, ამიტომ მისი პატივსაცემი დღესასწაულები მაისის იდებში იმართებოდა. მერკურიმ რომაულ პანთეონში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა შრომისმოყვარეობით, სამართლიანობით და იმით, რომ არასდროს ერევა კამათში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მერკური (ღმერთი)“ ვიკისაწყობში.
- მერკური
- მერკური