6 მაისი
თარიღი
6 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 126-ე დღე (ნაკიან წლებში - 127-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 239 დღე.
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2023 |
დღის მოვლენები რედაქტირება
- 1527 : კარლოს V-ის ჯარებმა რომი გაანადგურეს. ზოგიერთი ცნობით ეს თარიღი რენესანსის დასასრულს უკავშირდება.
- 1682 : საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ სამეფო კარი ვერსალში გადაიტანა.
- 1757 : პრაღის ბრძოლა - რუსების არმია ავსტრიელებს ებრძვიან პრაღაში შვიდწლიანი ომის პერიოდში.
- 1794 : ჰაიტელები ტუსენ ლუვერტიურის ხელმძღვანელობით საფრანგეთის წინააღმდეგ აჯანყდნენ.
- 1840 : პენი ბლეკის საფოსტო მარკა ძალაში შევიდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
- 1861 : არკანზასი და ტენესი გამოეყვნენ აშშ-ს.
- 1889 : ეიფელის კოშკის ინაუგურაცია პარიზის უნივერსალურ ექსპოზიციაზე.
- 1910 : ჯორჯ V გახდა დიდი ბრიტანეთის მეფე, ედვარდ VII-ს გარდაცვალების შემდეგ.
- 1940 : ჯონ სტაინბეკი პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა რომანისთვის „მრისხანების მტევნები“.
- 1941 : ი. სტალინი დაინიშნა სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი : პრაღის აღება - აღმოსავლეთის ფრონტის ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა დაიწყო.
- 1994 : ლა-მანშის გვირაბი ოფიციალურად გახსნეს ფრანსუა მიტერანმა და დედოფალმა ელისაბედ II-მ.
- 2004 : „აჭარული რევოლუციის“ დასარული. ასლან აბაშიძემ დატოვა საქართველოს ტერიტორია და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს იგორ ივანოვს მოსკოვში გაჰყვა. ბათუმში ჩავიდნენ მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე.
- 2007 : ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53%-ით სოციალისტი სეგოლენ რუაიალი დაამარცხა.
- 2011 : გაერთიანებულ სამეფოში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გამართულ რეფერენდუმზე, ამომრჩევლებმა ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვეს.
- 2012 : ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2015 : სტიუარტ ბინემმა 2015 წლის სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა.
ამ დღეს დაბადებულნი რედაქტირება
- 1397 : სეჯონგ დიდი — კორეის მეფე
- 1756 : მასენა, ანდრე — ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
- 1758 : რობესპიერი, მაქსიმილიან — ფრანგი რევოლუციონერი.
- 1856 : ფროიდი, ზიგმუნდ — ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი.
- 1861 : თაგორი, რაბინდრანათ — ინდოელი მწერალი.
- 1902 : გიგინეიშვილი, კონა — ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი.
- 1907 : ვეკუა, ილია — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი.
- 1945 : გუგუშვილი, ბესარიონ — საქართველოს რეპუბლიკის რიგით მეორე პრემიერ-მინისტრი.
- 1953 : ბლერი, ენტონი — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
- 1961 : კლუნი, ჯორჯ — ამერიკელი მსახიობი.
ამ დღეს გარდაცვლილნი რედაქტირება
- 1859 : ჰუმბოლდტი, ალექსანდერ — გერმანელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური.
- 1910 : ედვარდ VII — დიდი ბრიტანეთის მეფე.
- 1959 : რაგნარ ნურკსე — ესტონელი ეკონომისტი.
- 1992 : დიტრიხი, მარლენ — გერმანელი კინომსახიობი, მომღერალი.
- 1995 : ჰაბერლერი, გოლტფრიდ ფონ — ამერიკელი ეკონომისტი.
დღესასწაულები რედაქტირება
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- ბულგარეთი - არმიის დღე.
- საქართველო - პოლიციის დღე.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
სხვა თვეები