საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (ფრანგ. Président de la République française)— საფრანგეთის სახელმწიფო მეთაური, აირჩევა 5 წლით საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ორტურიანი მაჟორიტარული სისტემით. იგი ნიშნავა პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს, ხელმძღვანელობს მინისტრთა კაბინეტს და შეიარაღებულ ძალებს. პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს საფრანგეთის ეროვნული კრება. 2017 წლის 7 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი დაამარცხა.

პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს ელისეის სასახლეში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება