ემანუელ ჟან-მიშელ ფრედერიკ მაკრონი (ფრანგ. Emmanuel Jean-Michel Frédéric Macron; დ. 21 დეკემბერი, 1977, ამიენი, საფრანგეთი) — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის 14 მაისიდან.

ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი
მაკრონი 2017 წელს
საფრანგეთის 25-ე პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა14 მაისი 2017
წინამორბედიფრანსუა ოლანდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 აგვისტო 2014 – 30 აგვისტო 2016
პრემიერ-მინისტრიმანუელ ვალსი
წინამორბედიარნაუდ მონტებურგი
მემკვიდრემიშელ საპენი

დაბადებული21 დეკემბერი, 1977 (1977-12-21) (47 წლის)
ამიენი, საფრანგეთი
მოქალაქეობასაფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიასოციალისტური პარტია (2006–2009)
დამოუკიდებელი (2009–2016)
En Marche! (2016–დღემდე)
მეუღლებრიჯით ტროგნეუ (2007–დღემდე)
განათლებაპარიზის ნანტერის უნივერსიტეტი
პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი
მართვის ეროვნული სკოლა
ხელმოწერა

მაკრონი დაიბადა ქალაქ ამიენში; სწავლობდა ფილოსოფიას პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში. კარიერის დასაწყისში, მუშაობდა საჯარო მოხელედ, შემდეგ დაინიშნა საინვესტიციო ბანკირად. 2014 წლის აგვისტოში, პრემიერ ვალსის მთავრობაში[1] ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა; მინისტრის ამპლუაში, გაატარა ბიზნესისთვის სასარგებლო რეფორმები. 2016 წლის აგვისტოში მაკრონი გადადგა, რათა მონაწილეობა მიეღო საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[2][3] ამომრჩეველს იგი სთავაზობს სოციალურ-ლიბერალურ წინადადებებს.[4][5][6] 2016 წლის ნოემბერში, მაკრონმა განაცხადა, რომ მას მხარს უჭერს პარტია En Marche!.

  1. Sylvie Corbet and Elaine Ganley « French gov't reshuffle expels dissident ministers » , Associated Press, 26 August 2014
  2. Julien Licourt; Yohan Blavignat (30 August 2016). „EN DIRECT - Macron évite soigneusement d'évoquer sa candidature“ (ფრანგული). Le Figaro.
  3. „Macron quits to clear way for French presidential bid“. BBC. 30 August 2016.
  4. L'Hebdo - Emmanuel Macron: portrait d'un social-libéral. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-28. ციტირების თარიღი: 2017-02-03.
  5. Le Figaro - - Le social-libéralisme d'Emmanuel Macron représente... 6% du corps électoral - Alexandre Devecchio - 31/08/2016
  6. Marianne - La démonstration de force du social-libéral Emmanuel Macron - Samedi 10 décembre 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-13. ციტირების თარიღი: 2017-02-03.