საფრანგეთის სოციალისტური პარტია

სოციალისტური პარტია (ფრანგ. Parti Socialiste ან PS) — მთავარი ოპოზიციური პარტია საფრანგეთში. მან შეცვალა მუშათა ინტერნაციონალის ფრანგული ფრთა 1969 წელს.

სოციალ დემოკრატიული პარტია პირველად ძალაუფლებაში მოვიდა მეხუთე რესპუბლიკის დროს 1981 წელს ფრანსუა მიტერანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით. ამავე დროს კოალიციის ფარგლებში მან პირველად ეროვნულ ასამბლეაშიც უმრავლესობა მოიპოვა. 1986-88 წლებში ჟაკ შირაკი იყო პრემიერ-მინისტრი პირველი ერთობლივი მმართველობის პერიოდში. მეორედ პარტია მმართველობაში მოვიდა როდესაც მიტერანმა ედუარ ბალადური დანიშნა პრემიერ-მინისტრად. 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შირაკმა დაამარცხა სპ-ს ლიდერი ლიონელ ჟოსპენი, რამაც ბოლო მოუღო მიტერანის 14 წლიანი მმართველობის ხანას. მესამედ სოციალისტები ძალაუფლებაში 1997 წელს საკანონმდებლო არჩევნებში გამარჯვებით მოდიან და შირაკი ისევ ნიშნავს ლიონელ ჟორპენს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობა, რომელიც მას 2002 წლის 21 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამანადგურებელ დამარცხებამდე ეკავა. მისი კანდიდატი 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეცვალა სეგოლენ რუაიალმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება