2017
წელი
2017 (ორი ათას ჩვიდმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XXI საუკუნის მე-2 დეკადის მე-7 წელი.
ათასწლეული: | II · III · IV |
საუკუნე: | XX · XXI · XXII |
წლები: | 2014 · 2015 · 2016 2017 2018 · 2019 · 2020 |
გრიგორიანული კალენდარი | 2017 MMXVII |
იულიანური კალენდარი | 2016—2017 (14 იანვარიდან) |
იულიანური კალენდარი ბიზანტიურ ერასთან |
7525—7526 (14 სექტემბერიდან) |
ებრაული კალენდარი |
5777—5778 |
ისლამური კალენდარი | 1438—1439 |
ძველქართული კალენდარი | (21 მარტიდან) |
- სამყაროს შექმნიდან | 7620—7621 |
- ქრისტეს შობიდან | 2017 (ციზ) |
- ქორონიკონით | XIV მოქცევა და 173 (როგ) წელი |
ძველსომხური კალენდარი | 4509—4510 (11 აგვისტოდან) |
სომხური საეკლესიო კალენდარი | 1466 ԹՎ ՌՆԿԶ
|
ეთიოპური კალენდარი | 2009—2010 |
რომის დაარსებიდან | 2769—2770 (4 მაისიდან) |
ძველინდური კალენდარი | |
- ვიქრამ-სამვატი | 2073—2074 |
- შაკა სამვატი | 1939—1940 |
- კალი-იუგა | 5118—5119 |
ირანული კალენდარი | 1395—1396 |
ბუდისტური კალენდარი | 2560 |
იაპონური წელთაღრიცხვა | 29-й год Хэйсэй |
ჩინური კალენდარი | 4713—4714 丙申 — 丁酉 წითელი მაიმუნი — წითელი მამალი |

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოვლენები რედაქტირება
იანვარი რედაქტირება
- 20 იანვარი — დონალდ ტრამპის ინაუგურაცია აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად.
თებერვალი რედაქტირება
- 7 თებერვალი — კალიფორნიის შტატში (აშშ) ძლიერი წვიმების შედეგად დაიწყო კალიფორნიის პლატინას ნგრევა. მოხდა დაახლოებით 200 ათასი მოსახლის ევაკუაცია.
მარტი რედაქტირება
- 10 მარტი — სამხრეთ კორეის კონსტიტუციურმა სასამართლომ პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი დაამტკიცა.
- 20 მარტი — ფრანსიშკუ გუტერიში აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 31 მარტი — პარაგვაიში დემონსტრანტებმა კონგრესის შენობა ჩაიგდეს ხელში.
აპრილი რედაქტირება
- 2 აპრილი — ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 3 აპრილი — სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.
- 7 აპრილი — ხან-შაიხუნის ქიმიურ თავდასხმაზე საპასუხოდ, რომელსაც 70 ადამიანი ემსხვერპლა, აშშ-მა სირიის საჰაერო ბაზა დაბომბა.
- 7 აპრილი — სტოკჰოლმში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 4 პირი დაიღუპა და 15-ზე მეტი დაშავდა.
- 9 აპრილი — ბზობის დღესასწაულზე ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებული ტერაქტები დროს 41 დაიღუპა და 136 ადამიანი დაშავდა.
მაისი რედაქტირება
- 7 მაისი — საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობით, ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა.
- 13 მაისი — ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული, პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა.
- 18 მაისი — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, Soundgarden-ის და Audioslave-ის ლიდერი კრის კორნელი გარდაიცვალა.
- 19 მაისი — ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰასან რუჰანი პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს.
- 22 მაისი — მანჩესტერის ტერაქტის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.
- 23 მაისი — ბრიტანელი მსახიობი სერ როჯერ მური, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ჯეიმზ ბონდის როლით, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ივნისი რედაქტირება
- 5 ივნისი
- რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, აგს-მა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ, კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
- მონტენეგრო NATO-ს 29-ე წევრი გახდა.
- 29 ივნისი — ანა ბრნაბიჩი სერბეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
- 17 ივნისი - 2 ივლისი — რუსეთში გაიმართა ფიფა-ს კონფედერაციის თასი, რომლის გამარჯვებული გახდა გერმანიის ნაკრები.
ივლისი რედაქტირება
- 7 ივლისი — მონღოლეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.[1] გამარჯვება მოიპოვა დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ხალთმააგიინ ბატულგამ.[2].
- 7 — 8 ივლისი — ჰამბურგში (გერმანია) გაიმართა დიდი ოცეულის სამიტი.[3]
- 10 ივლისი — ქალაქი მოსული (ერაყი) გათავისუფლებული იქნა ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსგან.[4]
- 16 ივლისი — ვენესუელაში გაიმართა რეფერენდუმი.[5]
- 17 ივლისი — ინდოეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. გამარჯვება მოიპოვა ინდოეთის სახალხო პარტიის კანდიდატმა რამ ნათხ კოვინდიმ.[6].
აგვისტო რედაქტირება
- 3 აგვისტო — დადასტურდა ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის ტრანსფერი ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“. კატალონიის „ბარსელონამ“ 222 მილიონი ევრო მიიღო ნეიმართან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ. ბრაზლიელი გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.
- 11 აგვისტო — ამერიკელმა მეცნიერებმა მოახერხეს ღორის გენომის მოდიფიკაცია, რითაც იგი მაქსიმალურად დაამგვანეს ადამიანის გენომს. მათი აზრით, ამ მოვლენამ შეიძლება გადაჭრას ტრანსპლანტაციისთვის ორგანოების უკმარისობის პრობლემა.
- 15 აგვისტო — მავრიტანიაში დამტკიცდა ქვეყნის დროშისა და ეროვნული ჰიმნის ცვლილება.
- 17 აგვისტო — ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 16 პირი დაიღუპა, ხოლო 151 დაშავდა.
სექტემბერი რედაქტირება
- 3 სექტემბერი — ჩრდილოეთ კორეამ მეექვსედ ჩაატარა ბირთვული იარაღის ტესტი.
- 15 სექტემბერი — უპილოტო კოსმოსური ხომალდი „კასინი-ჰიუიგენსი“ 13 წლის განმავლობაში სატურნის შესწავლის შემდეგ მის ატმოსფეროში შევიდა, სადაც კომეტასავით დაიწვა.
- 25 სექტემბერი — ერაყის ქურთისტანში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა დაახლოებით 93%-მა რეგიონის ერაყისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. ერაყის მთავრობამ არ ცნო რეფერენდუმის შედეგები.
ოქტომბერი რედაქტირება
- 1 ოქტომბერი
- კატალონიაში გაიმართა რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა 90%-მა კატალონიის ესპანეთისგან განცალკევებას დაუჭირა მხარი.
- ლას-ვეგასში მომხდარი ტერაქტის შედეგად 58 პირი დაიღუპა, ხოლო 546 დაშავდა.
- 16 ოქტომბერი — თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური, „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა.
- 21 ოქტომბერი — საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
- 27 ოქტომბერი — კატალონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ.
- 31 ოქტომბერი — ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირება გაუკეთა კატალონიის პარლამენტის დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ.
ნოემბერი რედაქტირება
- 9 ნოემბერი — რომის პაპმა, ფრანცისკემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლიდან ვატიკანში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება.
- 15 ნოემბერი — სიმღერა Fratelli d’Italia ოფიციალურად გახდა იტალიის ჰიმნი.
- 21-22 ნოემბერი — თბილისში ჩატარდა კონტრტერორისტული სპეცოპერაცია. სპეცოპერაციის მსვლელობის დროს თავი აიფეთქა ჩეჩენმა ტერორისტმა, აჰმედ ჩატაევმა.
- 23 ნოემბერი — საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ თავის მოსაყდრედ ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი დაასახელა.
- 30 ნოემბერი — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა.
დეკემბერი რედაქტირება
- 1 დეკემბერი — მოსკოვში გაიმართა 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.
- 6 დეკემბერი — პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად სცნო.
- 9 დეკემბერი — ერაყის მთავრობამ გამოაცხადა თავისი ტერიტორიის ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლების შესახებ.
- 17 დეკემბერი — სებასტიან პინიერა ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს.
- 28 დეკემბერი — ირანში დაიწყო ანტისამთავრობო პროტესტები.
დაიბადნენ რედაქტირება
იანვარი რედაქტირება
თებერვალი რედაქტირება
მარტი რედაქტირება
აპრილი რედაქტირება
მაისი რედაქტირება
ივნისი რედაქტირება
ივლისი რედაქტირება
აგვისტო რედაქტირება
სექტემბერი რედაქტირება
ოქტომბერი რედაქტირება
ნოემბერი რედაქტირება
დეკემბერი რედაქტირება
გარდაიცვალნენ რედაქტირება
იანვარი რედაქტირება
- 18 იანვარი : პიტერ აბრაჰამსი — სამხრეთ აფრიკელი მწერალი (დ. 1919)
თებერვალი რედაქტირება
- 16 თებერვალი : სერგი ავალიანი — ქართველი ფილოსოფოსი (დ. 1928)
მარტი რედაქტირება
- 3 მარტი : რენე პრევალი — ჰაიტის პოლიტიკური მოღვაწე (დ. 1943)
აპრილი რედაქტირება
- 10 აპრილი : გივი ბერიკაშვილი — ქართველი მსახიობი (დ. 1933)
- 20 აპრილი : მაგდალენა აბაკანოვიჩი — პოლონელი მხატვარი და მოქანდაკე (დ. 1930)
მაისი რედაქტირება
- 26 მაისი : ზბიგნევ ბჟეზინსკი — პოლონელ-ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი (დ. 1928)
ივნისი რედაქტირება
- 9 ივნისი : ნათიქ ალიევი — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი (დ. 1947)
ივლისი რედაქტირება
- 14 ივლისი : მარიამ მირზახანი — ირანელი მათემატიკოსი (დ. 1977)
აგვისტო რედაქტირება
- 1 აგვისტო : იური ბიბილეიშვილი — ქართველი პედაგოგი (დ. 1935)
სექტემბერი რედაქტირება
- 10 სექტემბერი : ლენ უინი — ამერიკელი კომიქსების მწერალი და რედაქტორი (დ. 1948)
ოქტომბერი რედაქტირება
- 11 ოქტომბერი : ლიკა ქავჟარაძე — ქართველი კინომსახიობი (დ. 1959)
ნოემბერი რედაქტირება
- 6 ნოემბერი : ჯანსუღ ჩარკვიანი — ქართველი პოეტი (დ. 1931)
დეკემბერი რედაქტირება
- 31 დეკემბერი : ვაჟა გიგაშვილი — ქართველი მწერალი (დ. 1936)
ნობელის პრემიის ლაურეატები რედაქტირება
- ფიზიკა : რაინერ ვაისი, ბერი ბარიში და კიპ თორნი (სამივე აშშ)
- ქიმია :
- ფიზიოლოგია და მედიცინა : ჯეფრი ჰოლი, მაიკლ როსბაში და მაიკლ იანგი (სამივე აშშ)
- ლიტერატურა :
- მშვიდობა :
- ეკონომიკა :
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მონღოლეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური Regnum. ru.
- ↑ მონღოლეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ბატულგამ (8 ივლისი, 2017). ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2017.
- ↑ დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო ჰამბურგში. Lenta.ru (2016-07-07). ციტირების თარიღი: 2017-07-07.
- ↑ „ბრძოლა მოსულისთვის: ერაყის პრემიერ მინისტრმა აბადიმ განაცხადა გამარჯვების შესახებ“. BBC. 10 ივლისი, 2017. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ვენესუელაში ჩატარდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმი, iz.ru, 16 ივლისი, 2017.
- ↑ ინდოეთის ახალი პრეზიდენტი გახდა რამ ნათხ კოვინდიმ დაარქივებული 2017-07-28 საიტზე Wayback Machine. ,riafan.ru, 20 ივლისი, 2017.