იერუსალიმი
იერუსალიმი (ებრ. יְרוּשָׁלַיִם — იერუშალაიმ, არაბ.: القُدس — ალ-ყუდსი (ქართ. — წმინდა); ან أُورُشَلِيم -— ურ[უ]შალიმ — მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი) — ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის — მიმდევართათვის. მოსახლეობა: 981,711 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
იერუსალიმი ירושלים القُدس | |||||
| |||||
ქვეყანა | ისრაელი | ||||
ოლქი | იერუსალიმი | ||||
კოორდინატები | 31°47′00″ ჩ. გ. 35°14′00″ ა. გ. / 31.78333° ჩ. გ. 35.23333° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ნირ ბარკატი | ||||
დაარსდა | ძვ. წ. IV ათასწლეული | ||||
ფართობი | 125,156 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 754 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 981,711 კაცი (2022) | ||||
სიმჭიდროვე | 7,800 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1,700,000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +972 2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 91000–91999[1] | ||||
ოფიციალური საიტი | jerusalem.muni.il | ||||
ძველი ქალაქი
რედაქტირებაძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ XVI საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ძვ. წ. 950 წელს. (პირველად იერუსალიმი მოხსენიებულია ძვ. წ. XIX-XVIII სს.-ის ძველ-ეგვიპტურ წყაროში, რომელიც „მტრულ ქალაქთა წყევლის“ სახელითაა ცნობილი და მას აქ „რუშალინუმი“ ეწოდება. ძვ. წ. XIV ს.-ის თელ-ამარნას ნუსხა ქალაქს „ურუსალიმის“ სახელწოდებით მოიხსენიებს, ფარაონ სანქერიბის (ან სენაქერიბის, ძვ. წ. VIII ს.) წარწერაში კი სახელწოდება „ურუსალიმ(მ)უ“ გვხვდება). ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროსა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.
ახალი ქალაქი
რედაქტირებაახალი ქალაქი უბნებადაა დაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.
სტატუსი
რედაქტირებაიერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ქვეყნების ნაწილი არ სცნობს და ამ ქვეყნების საელჩოები თელ-ავივში მდებარეობს. 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტმა — დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად სცნო და შესაბამისად მოითხოვა საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში.[2]
პანორამა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იერუსალიმის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდი
- Jerusalemp3 დაარქივებული 2015-08-01 საიტზე Wayback Machine. , უფასო ვირტუალური mp3 ფორმატის ტური იერუსალიმის მუნიციპალიტეტში.
ხელმძღვანელობა
რედაქტირებაკულტურა
რედაქტირება- ისრაელის მუზეუმი
- ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი დაარქივებული 2016-02-04 საიტზე Wayback Machine.
განათლება
რედაქტირებარუკები
რედაქტირება- დღევანდელი იერუსალიმის რუკა
- იერუსალიმის ანტიკური რუკა დაარქივებული 2006-04-11 საიტზე Wayback Machine.
- იერუსალიმის რუკები დაარქივებული 2016-10-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.geopostcodes.com/Jerusalem
- ↑ Nelson, Louis; Nussbaum, Matthew. (6 December 2017) Trump says U.S. recognizes Jerusalem as Israel's capital, despite global condemnation. ციტირების თარიღი: 6 December 2017.