მეჩეთი, იგივე მიზგითი (არაბ. მასჯიდ – ლოცვის, მუხლის მოყრის ადგილი; საჯადა – ლოცვა), მუსლიმანთა საკულტო სახლი, სალოცავი და საქადაგებელი. სასოფლო, საუბნო, ტაძრული, გუმბათიანი ან თაღებიანი, სვეტებზე ნაგები. გარედან, კუთხეში, კოშკებია – მინარეთები (ან ზედ სახურავზე, საიდანაც მუეძინი უქადაგებს მორწმუნეებს და მოუწოდებს მათ). ნიში უჩვენებს მექას გზას, იქვე ინახება ყურანი და სხვა წმინდა ტექსტები. იქით, მიჰრაბისკენ უნდა იყოს მლოცველის სახე მიმართული, ესე იგი მექისკენ. მარჯვნივ კათედრაა, საიდანაც ყურანს კითხულობენ, კედლებზე ორნამენტებია ან ადგილები ყურანიდან.

სტამბოლის მეჩეთები

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: