იმამ ალის მეჩეთი, ასევე მეშედ ალი მდებარეობს ნაჯაფში, ერაყი. მუსლიმანთა, განსაკუთრებით შიითთა, მიერ შერაცხულია უწმინდეს ადგილად, ვინაიდან მიიჩნევა, რომ იმამ ალი იბნ აბი თალიბი, წინასწარმეტყველი მუჰამედის სიძე და მეოთხე ხალიფი ამ ადგილას არის დაკრძალული. ვინაიდან ალი ასევე მუჰამედის ბიძაშვილი იყო, ის შიითური ტრადიციით მის პირველი ხალიფად, და შესაბამისად, პირველ იმამად მიიჩნევა.

იმამ ალის მეჩეთის ფასადი.

მეჩეთი პირველად ირანელი მმართველი დალამიტ ფანახოსრავ აზოდ ად დოვლემ ააგო 977 წელს ალის სამარხზე. ხანძრისგან განადგურების შემდეგ ის ხელახლა აღმართა სელჩუკმა მალიქ-შაჰმა 1086 წელს, ხოლო 1500 წელს გადააკეთა საფავიდთა შაჰმა ისმაილ I-მა.

1991 წელს სპარსეთის ყურის ომის შემდეგ შიითთა აჯანყების გამო სადამ ჰუსეინის რესპუბლიკურმა გვარდიამ მეჩეთზე იერიში მიიტანა და შიგნით მყოფი აჯანყებულები გაანადგურა, რის დროსად თავად მეჩეთიც მნიშვნელოვნად დაზიანდა. მას შემდეგ მეჩეთი ორი წლით დაიხურა, ოფიციალურად რესტავრაციის მიზნით.

2003 წლის აშშ-სა და მოკავშირეების ძალების ერაყში შეჭრის შემდეგ მეჩეთი კვლავ ხდება განმეორებითი თავდასხმების მსხვერპლი. ამჟამად მეჩეთი სავალალო მდგომარეობაშია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: