მელიქ-შაჰი

(გადამისამართდა გვერდიდან მალიქ-შაჰი)

მელიქ-შაჰ აბულ-ფათხ ჯალალ-ად-დინი (სპარს. ملكشاه; დ. აგვისტო, 1055 — გ. 19 ნოემბერი, 1092) — სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1072–1092 წლებში.

მელიქ-შაჰი
Jalāl al-Dawla Mu'izz ibn Alp Arslān
სელჩუკთა იმპერიის მე-3 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 15 დეკემბერი, 1072
მმართ. დასასრული: ნოემბერი, 1092
წინამორბედი: ალფ-არსლანი
მემკვიდრე: მაჰმუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 აგვისტო, 1055
გარდ. თარიღი: 19 ნოემბერი, 1092
გარდ. ადგილი: ბაღდადი, აბასიანთა სახალიფო
მეუღლე: თურქან ხათუნი
ზუბეიდე ხათუნი
სეფერია ხათუნი
შვილები: ბერქიიარუქი
მაჰმედ I
აჰმედ სანჯარი
მაჰმუდ I
აჰმედ შუჯა
დავუდი
მაჰ-ი მულქ ხათუნი
სითერა ხათუნი
გევჰერ ხათუნი
ესმა ხათუნი
სრული სახელი: ჯალალ ალ-დევლე მუიზ იბნ ალფ არსლანი
დინასტია: სელჩუკები
მამა: ალფ-არსლანი
რელიგია: ისლამი, სუნიზმი

მელიქ-შაჰი საქართველოს გიორგი II-ის გამეფების მეორე წელსვე შემოესია, სამშვილდის ციხე აიღო, ქართლი დაარბია და უკან გაბრუნდა. შემდეგ სულთანმა განძა აიღო, მის გამგებლად სარანგი დანიშნა და მას ქართლში ლაშქრობები დაავალა.

მელიქ-შაჰმა საქართველოში მეორედაც ილაშქრა. თურქ-სელჩუკებმა კარის ციხე-ქალაქი აიღეს და ჯავახეთში მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ და დაამარცხეს.

XI საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში დიდი თურქობა დაიწყო. თურქული ტომები დიდი რაოდენობით შემოვიდნენ საქართველოს მიწა-წყალზე. მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი შეიქმნა და გიორგი II-მ 1083 წელს თავი დამარცხებულად ცნო. იგი ეახლა სულთან მალიქ-შაჰს, მორჩილება გამოუცხადა და ყოველწლიურად ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა.

1092 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი მალიქ-შაჰი გარდაიცვალა და სახელმწიფოში შინაარეულობა დაიწყო.

  • Bosworth, C. E (1995). The Later Ghaznavids: Splendour and Decay: The Dynasty in Afghanistan and Northern India 1040-1186. ციტირების თარიღი: 17 May 2014.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Durand-Guédy, David (2012). „MALEKŠĀH“. Encyclopaedia Iranica.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Peacock, Andrew. „SHADDADIDS“. Encyclopaedia Iranica.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Luther, K. A. (1985). „ALP ARSLĀN“. Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 8-9. pp. 895–898.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)