ალფ-არსლან ბენ ჩაღრი (დ. 20 იანვარი, 1029 — გ. 15 დეკემბერი, 1072) — სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1063–1072 წლებში.

ალფ-არსლანი
Abu Shuja Muhammad Alp Arslan ibn Dawud
სელჩუკთა იმპერიის მე-2 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 4 სექტემბერი, 1063
მმართ. დასასრული: 15 დეკემბერი, 1072
წინამორბედი: თოღრულ-ბეგი
მემკვიდრე: მალიქ-შაჰი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 იანვარი, 1029
გარდ. თარიღი: 15 დეკემბერი, 1072
მეუღლე: აკა ხათუნი
საფარიე ხათუნი
შვილები: მელიქ-შაჰი, თუთუშ I, არსლან არგუნი, ბორი ბარსი, აიაზი, თოგანი, არსლანი, თექიში, აიშე, ზულეიჰა
სრული სახელი: აბუ შუჯა მუჰამედ იბნ დავუდი
დინასტია: სელჩუკები
მამა: ჩაღრი-ბეგი
რელიგია: ისლამი, სუნიზმი
მანაზკერტის ბრძოლა, 1071 წ.

ალფ-არსლანი სელჩუკთა სულთნის თოღრულ-ბეგის ძმის, ჩაღრი-ბეგის შვილი იყო. მან შეძლო მანამდე დანაწევრებული სელჩუკთა სამფლობელოების ერთ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ გაერთიანება. ალფ-არსლანმა საქართველოში ორჯერ ილაშქრა. 1064 წელს მან ჯერ სომხეთი დალაშქრა და ქალაქი ანისი აიღო. გადმოცემის თანახმად ალფ-არსლანმა სომეხ ტყვეებს თავები დააჭრა. სისხლით აუზი გაავსო და მასში იბანავა. სომხეთიდან წამოსული ალფ-არსლანი მესხეთს შემოესია, ახალქალაქი აიღო და გადაბუგა. 1068 წელს კი კახეთი დალაშქრა.

1071 წელს ალფ-არსლანმა მანასკერტის ბრძოლაში დაამარცხა ბიზანტიელები და მათი იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე დაატყვევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება