თოღრულ-ბეგი
თოღრულ-ბეგი (დ. 990 — გ. 4 სექტემბერი, 1063) — სელჩუკთა იმპერიის პირველი სულთანი 1038-1063 წლებში. მისი მეთაურობით თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს ირანი, ერაყი, ქურთისტანი, დაიკავეს არაბთა სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადი, რის გამოც არაბთა ხალიფა იძულებული გახდა თოღრულ-ბეგი სულთნად დაელოცა. სულთანმა ბიზანტიასთან ბრძოლის დროს ტყვედ ჩაიგდო ბიზანტიის მხედარმთავარი ლიპარიტ IV, როდესაც მან მისი გვარიშვილობა შეიტყო, ჰკითხა როგორ უნდა მოგეპყრაო, ლიპარიტმა უპასუხა "მეფურადო" და სულთანმა მაშინვე გაათავისუფლა იგი საცოდავი ბედისაგან და ყველაფერი ის რაც მან ომში დაკარგა აღუდგინა.[წყარო არ არის მითითებული 352 დღე]
თოღრულ I | |
---|---|
![]() | |
სელჩუკთა იმპერიის პირველი სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1038 |
მმართ. დასასრული: | 1063 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | ალფ-არსლანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 990 |
დაბ. ადგილი: | ხორასანი |
გარდ. თარიღი: | 4 სექტემბერი 1063 |
მეუღლე: |
აკა ხათუნი (იუსუფ ქადირ ხანის ქალიშვილი) ალთუნჯან ხათუნი სეიდე ხათუნი |
დინასტია: | სელჩუკები |
მამა: | მიქაილ-ბეგი |
რელიგია: | ისლამი |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Tuğrul Beg
- More info დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine.