რომანოზ IV დიოგენე
რომანოზ IV დიოგენე (გ. 1071) – ბიზანტიის იმპერატორი 1068-1071 წლებში. წარმოშობით კაპადოკიელი ფეოდალი, მხედართმთავარ კონსტანტინე დიოგენეს შვილი.
რომანოზ IV დიოგენე | |
---|---|
Ρωμανός Δʹ Διογένης | |
ბიზანტიის იმპერატორი | |
კორონაცია: | 1 იანვარი 1068 |
მმართ. დასაწყისი: | 1 იანვარი 1068 |
მმართ. დასასრული: | 24 ოქტომბერი 1071 |
წინამორბედი: | კონსტანტინე X |
მემკვიდრე: | მიხეილ VII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ.1030 |
გარდ. თარიღი: | 1072 |
მეუღლე: | ევდოკია მაკრემბოლიტისა |
შვილები: |
კონსტანტინე ნიკიფორე ლეო |
დინასტია: | დუკები |
მამა: | კონსტანტინე |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებარომანოზი კონსტანტინე X დროს არმიის სარდალი იყო. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მან აჯანყება მოაწყო ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცხდა და შეიპყრეს კიდეც. საპყრობილედან იგი იმპერატრიცა ევდოკიას წყალობით გაათავისუფლეს, რომელზეც მან მომდევნო 1068 წელს იქორწინა და ბიზანტიის იპერატორიც გახდა.
რომანოზ IV მეფობის პირველ წლებში წარმატებით ებრძოდა თურქ-სელჩუკებს, თუმც 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა ბიზანტიელები სასტიკად დაამარცხა და თვით იმპერატორიც ტყვედ ჩაიგდო. ზავის გარანტიითა და 1 000 000 ბიზანტიური დრაჰმის ოდენობის გამომსასყიდის გადახდის აღთქმის შემდეგ, ალფ-არსლანმა რომანოზი ტყვეობიდან გაათავისუფლა. ამასობაში იმპერატორის მოწინააღმდეგეებმა ტახტზე კონსტანტინე X-ის ვაჟი — მიხეილ VII დუკა აიყვანეს, რომანოზ IV ტახტის დაბრუნებისათვის ბრძოლაში დაამარცხეს, ღალატით შეიპყრეს და თვალები დათხარეს. რამდენიმე დღის შემდეგ რომანოზ დიოგენე გარდაიცვალა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 428.