კონსტანტინე X დუკა (ბერძ. Κωνσταντίνος Ι΄ Δούκας; დ. 1003 — გ. 22 მაისი, 1067) — ბიზანტიის იმპერატორი 1059-1067 წლებში. ტახტზე ავიდა მისი წინამორბედის, ისააკ კომნენოსის გადადგომის შემდეგ. კონსტანტინე X იყო ანდრონიკე დუკას, პაფლაგონიელი დიდებულის, მოესიის თემის შესაძლო გუბერნატორის ვაჟი.

კონსტანტინე X დუკა
Κωνσταντίνος Ι΄ Δούκας
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 24 ნოემბერი, 1059
მმართ. დასასრული: 22 მაისი, 1067
წინამორბედი: ისააკ I
მემკვიდრე: რომანოზ IV დიოგენე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1006
გარდ. თარიღი: 22 მაისი, 1067
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
დინასტია: დუკები
მამა: ანდრონიკე დუკა

მისი მმართველობისას ბიზანტიის იმპერიის საგარეო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა. დაიკარგა ბიზანტიური იტალიის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ნორმანები დაეპატრონენ.[1] იტალიაში იმპერიამ მხოლოდ ქალაქი ბარი და მისი შემოგარენი შეინარჩუნა. ბიზანტიას თავს დაესხნენ თურქ-სელჩუკები ალფ-არსლანის მეთაურობით და სომხეთის ტერიტორია დაიკავეს, 1065 წელს ოღუზი თურქები ბალკანეთში შემოიჭრნენ,[2] უნგრელებმა კი ბელგრადი დაიპყრეს.[3]

ტახტზე ასვლისას უკვე ხანდაზმული და ავადმყოფი კონსტანტინე X 1067 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ქმედება იყო განკარგულების გამოცემა, სადაც იგი მოითხოვდა, რომ მისი მემკვიდრე მხოლოდ მისი შვილი გამხდარიყო.

პირველი ცოლისგან, კონსტანტინე დალასენოსის ქალიშვილისაგან, კონსტანტინეს ჰყავდა შვილები, თუმცა მათი სახელები უცნობია. მეორე ცოლისაგან, ეუდოკია მაკრემბოლიტისასაგან ჰყავდა შემდეგი შვილები:

  • მიხეილ VII დუკა — ბიზანტიის იმპერატორი 1071-1078 წლებში.
  • ანდრონიკე დუკა
  • კონსტანტინე დუკა
  • ანა დუკინა
  • თეოდორა ანა დუკინა — ვენეციის დოჟის, დომენიკო სელვოს მეუღლე.
  • ზოია დუკინა — ადრიანე კომნენოსის, იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ძმის მეუღლე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Canduci, pg. 271
  2. Finlay, pg. 27
  3. Finlay, pg. 24
წინამორბედი:
ისააკ I
ბიზანტიის იმპერატორი
1059-1067
შემდეგი:
რომანოზ IV დიოგენე