განჯა

ქალაქი აზერბაიჯანში.
(გადამისამართდა გვერდიდან განძა)

განჯა, ყოფილი ელიზავეტპოლი (აზერ. Gəncə) (ძველ ქართულ და სომხურ მატეანეებში — განძა) — აზერბაიჯანის სიდიდით მესამე ქალაქი. განჯას ყოფილი სახელწოდებია: ელიზავეტპოლი 1804—1920 წლებში, 1920—1935 წლებში განჯა, 1935—1991 წლებში კიროვაბადი. 2010 წელს ქალაქში გაიხსნა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო. 2014 წელს გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური საკონსულო.

ქალაქი
განჯა
აზერ. Gəncə
გერბი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი განჯა-ყაზახი
კოორდინატები 40°40′58″ ჩ. გ. 46°21′38″ ა. გ. / 40.68278° ჩ. გ. 46.36056° ა. გ. / 40.68278; 46.36056
მმართველი Niyazi Bayramov
დაარსდა 660
პირველი ხსენება 836
ფართობი 298 კმ²
ცენტრის სიმაღლე 408±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 331 400 (2015)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი AZ2000
საავტომობილო კოდი 20
ოფიციალური საიტი http://ganja-ih.gov.az
განჯა — აზერბაიჯანი
განჯა

ქალაქის სახელი

რედაქტირება
 
განჯის ჭიშკარი გელათის მონასტერში.

ქალაქის დაარსების თარიღად მიიჩნევენ ჩვ.წ.-ის V საუკუნეს. სახელის „განჯა“ ეტიმოლოგიად მიიჩნევენ სპარსულ სიტყვას განჯ (گنج: „განძი“), ან თურქულ სიტყვას genç („ახალგაზრდა“). პირველი თეორია უფრო სიმართლესთან მიახლოებულად ითვლება, ვინაიდან ის რამდენიმე ძველ წყაროშია ამგვარად მოხსენიებული. ასევე ამ თეორიის მხარდამჭერთა მტკიცებით ქალაქი ამ ადგილას გაცილებით ადრე არსებობდა რეგიონში ისლამის შემოსვლამდე.

1139 წლის მიწისძვრისა და 1231 წლის მონღოლთა შემოსევის შემდეგ განჯის ხალხი ეკონომიკურ და კულტურულ დაქვეითებას განიცდის. ქალაქი ხელახლა აყვავდა სეფიანთა დინასტიის გამეფების პერიოდში. მცირე ხნის განმავლობაში განჯას აბასაბადი ერქვა შაჰ აბას I-ის პატივსაცემად. 1747 წელს განჯა დამოუკიდებელი განჯის სახანოს დედაქალაქი ხდება. 1804 წლის 4 იანვარს პავლე ციციანოვმა ქალაქი შტურმით აიღო[1]. 1813 წლის გულისტანის ხელშეკრულებით ქალაქი რუსების ხელში გადავიდა სპარსეთ-რუსეთის ომში სპარსების დამარცხების გამო. ამ პერიოდში მას ელიზავეტპოლი დაერქვა რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის მეუღლის პატივსაცემად, საბჭოთა ეპოქაში კი ერქვა კიროვაბადი.

განჯაში დაიბადა პოეტი ნიზამი განჯელი.

განჯაში მდებარეობდა შამქორის სვეტი.

დაარსების  წლები

რედაქტირება

განჯა დიდი აბრეშუმის გზაზე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო შეიქმნა. პოსტ-მონღოლური ისტორიკოსი ჰამდე-ალლაჰ მუსტაფი ადასტურებს, რომ არაბული ქალაქი განჯა 659-660 წელს დაარსდა. „შირვანისა და დერბენტის ისტორიის“ („დერბენდ-ნამე“) მიხედვით, განჯა დაარსდა 859 წელს მუჰამედ ბინ ხალიდ ბინ იაზიდ ბინ მაშადის მიერ, იაზიდიდების არაბული საგვარეულოდან, რომლებიც აზერბაიჯანს, არ-რანსა და სომხეთს მართავდნენ. ითვლება, რომ ქალაქის ისლამური სახელის წარმოშობა დაკავშირებულია პეჰლევურ (შუასპარსულ) სიტყვასთან „განძ“, რაც „საგანძურს“, „მოსავლის შენახვის ადგილს“. სპარსული დასახელება მიუთითებს უფრო ძველი, წინაისლამური ქალაქის არსებობაზე[2].

ქალაქის ტერიტორიაზე (ძველი განჯა), აღმოჩენილია ციხე კედლეები, კოშკები, ხიდების ნაშთები (XII - XIII საუკუნეები). ძველი განჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის საკულტო კომპლექსი გოი-იმამი ან სხვანაირად იმამზადე. ქალაქის ტერიტორიაზე დღესაც დგას ჯუმა-მეჩეთი, გუმბათოვანი საცხოვრებელი სახლები. განჯა ქვეყნის ცხოვრებაში, საერთაშორისო ვაჭრობაში, საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. წარმოების განვითარებისთვის ყოველთვის არსებობდა კარგი ეკონომიკური პოტენციალი. რკინის, სპილენძის, თიხამიწოვანი და სხვა მაღაროები, რომლებიც განჯასთან ახლოს მდებარეობდა აწვდიდნენ ხელოსნებს ნედლეულს. განჯის, როგორც ქვეყნის დედაქალქის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდნენ ქალაქის სამხედრო გაძლიერებას. უკვე ამ პერიოდში ააშენეს ციხე კედლები. IX—X სს არაბული ხალიფატის დასუსტებით არანის ტერიტორიის ნაწილი შედიოდა შირვანშაჰთა, საჯიდთა, სალარიდთა, რავადიდთა დინასტიათა ფეოდალურ სახელმწიფოებში.

მე -10 საუკუნის შუა რიცხვებში, განჯა, რომელსაც სალარიდების ირანული დინასტია მართავდა, ქურთული დინასტიის შედადიანების დედაქალაქი გახდა. ფადლუნ I- ის (895-1030) მეფობის დროს განჯა კიდევ უფრო გაძლიერდა. შედადიდებმა ააშენეს ციხე, სასახლეები, ხიდები, ქარავანსარაები და დაიწყეს ფულის მოჭრა. ქალაქის ირგვლივ ახალი, უფრო მყარი ციხე აშენდა. 1063 წელს შეიქმნა განჯის ცნობილი კარიბჭე. განჯა დიდი ცენტრი გახდა, მისი ტერიტორია გაფართოვდა, აშენდა ახალი კომერციული და სამრეწველო უბნები. აბრეშუმმა და პროდუქტებმა მყიდველების სიმპათია მოიპოვეს, არა მარტო ადგილობრივ ბაზრებზე, არამედ უცხოებზეც.

სელჩუკთა ეპოქა

რედაქტირება
 
ჯუმა-მეჩეთი განჯაში

XI საუკუნის შუა რიცხვებში არანზე თურქი სელჩუქები ლაშქრობდნენ. თავრიზის დაპყრობის შემდეგ თოღრულ I განჯისკენ მიემართა. განჯის ემირი შავური შედადითთა დინასტიიდან დათანხმდა თოღრულ ბეგის ვასალი გამხდარიყო. 

1086 წელს სელჩუქთა მმართველმა მალიქ შაჰმა გაგზავნა მეთაური ბუგაი განჯაში. სელჩუქებმა ქალაქი დაიპყრეს. ომის დროს განჯის მმართველი ფალდუნ III ტყვედ აიყვანეს. ამით დასრულდა ქურთთა დინასტიის შედადიდების მმართველობა. მალიქ შაჰის ვაჟი გიას ად-დინ თაფარი გახდა განჯის მმართველი.

XII საუკუნის პირველ ნახევარში განჯაში ქართველები არაერთხელ შემოიჭრნენ, მონღოლების მიერ მის დაპყრობამდე ქალაქი საქართველოს ვასალი გახდა. 1139 წლის 30 სექტემბერს მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი გაანადგურა. მიწისძვრის შედეგად, ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ტბები. ქართველი მეფე დემეტრე I ქალაქს თავს დაესხა. ქართველებმა ბევრი განძი წაიღეს, ასევე ცნობილი განჯისკარი, რომელიც დღესდღეობით გელათის მონასტერში ინახება.

ილდეღიზიდების სახელმწიფოს შექმნით განჯა გახდა არანის მმართველთა რეზიდენცია.

1225 წელს განჯას იპყრობს ხორეზმშაჰ ჯალალ ადინი და 1231 წლამდე მართავდა მას. ჯალალედინის მმართველობა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით.

აღსანიშნავია, რომ განჯის ტერიტორიაზე ნაპოვნია ბიზანტიური მონეტები[3].

XII—XIII სს განჯის აღორძინების პერიოდია. იგი ილდეღეზიდთა სახელმწიფოს მეორე დედაქალაქი ხდება. ქსოვილი, რომელიც აქ მზადდებოდა მას უწოდებდნენ „განჯის აბრეშუმს“, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო მეზობელი ქვეყნებისა და შუა აღმოსავლეთის ბაზრებზე. განჯა სახელგანთქმულია თავისი პოეტებით, როგორიცაა ნიზამი განჯევი და მაჰსეთი განჯევი.

1235 წელს ჯალალადინის გარდაცვალების შემდეგ, განჯა თათარ-მონღოლებმა დაიპყრეს.

სეფიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში

რედაქტირება

XVI—XVIII სს განჯა შედიოდა სეფევიდთა სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც ყარაბაღის ბეგლარბეგობის ცენტრი იყო. პირველი ბეგლარბეგი გახდა შაჰვერდი სულთანი ყაჯართა ტომიდან. ამ დინასტიის წარმომადგენლები განჯის სათავეში იყვნენ სეფევიდთა მმართველობის პერიოდში. შაჰვერდი სულთანის მფლობელობაში იყო არა მხოლოდ განჯა და ყარაბაღი, არამედ შამშადილი და ყაზახი[4].

XVII საუკუნის ბოლოსთვის თურქი მოგზაური ევლია ჩელები წერდა, რომ ქალაქში 6000 სახლია. ქალაქის მოსახლეობა ეთნიკურად და რელიგიურად ჭრელი იყო.

განჯის სახანო

რედაქტირება
 
ძველი ციხესიმაგრე

1723 წელს ოსმალეთის არმია მიუახლოვდა განჯას და ოქტომბერში თავს დაესხა მას, თუმცა მარცხი განიცადა.

ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქი ნახევრად დამოუკიდებელი განჯის სახანოს დედაქალაქი გახდა. ზიადოღლუს გვარის წარმომადგენელი, რომელიც განჯას დიდი ხნის განმავლობაში მართავდა, შაჰვერდი ხანი, განჯის ხანი გახდა. სახანოს ცენტრი გახდა ქალაქი განჯა. XVIII საუკუნის 80-იან წლებში ჯავად ხანის მმართველობის დროს, განჯის სახანო გაძლიერდა. მან განახორციელა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. სახანოს  ჰქონდა საკუთარი ზარაფხანა განჯაში.

რუსეთის შემადგენლობაში

რედაქტირება

1803 წელს რუსეთის ჯარი ამიერკავკასიაში შემოვიდა. გენერალმა ციციანოვმა დაწერა, რომ განჯის ციხე, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, აზერბაიჯანში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა და აქედან გამომდინარე, რუსეთის მთავარი ამოცანა იყო ამ ციხე-სიმაგრის აღება. ციციანოვის არმიამ შეძლო და დაიპყრო ქალაქი. 1804 წელს მას ეწოდა ელიზავეტპოლი. 1813 წლის ოქტომბერში სპარსეთი იძულებული გახდა გიულასტანის საზავო ხელშეკრულების დადება, რითაც აღიარა განჯის სახანოს შეერთება რუსეთთან.

სახანოს აღების შემდეგ საკომენდანტო მმართველობა იქნა შემოღებული. 1806 წელს ელიზავეტპოლში შეიქმნა საოლქო სასამართლო, 1824 წელს პოლიციის განყოფილება. 1840 წელს საკომენდანტო სისტემა ლიკვიდირებულ იქნა. ელიზავეტპოლი გახდა მაზრის ცენტრი და შევიდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში. 1868 წელს ქალაქი გახდა ელიზავეტპოლის გუბერნიის ცენტრი. 1883 წელს დაუკავშირდა რკინიგზით ბაქოს, ტიფლისსა და ბათუმს.

1918 წლის ივნისში აზერბაიჯანის პირველი მთავრობა ტიფლისიდან განჯაში გადავიდა, რომელმაც 30 ივლისს ქალაქის ისტორიული სახელწოდება აღადგინა. იგი სექტემბრამდე აქ მდებარეობდა. 1920 წლის 1 მაისს ქალაქში მე-11 წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ. 25-26 მაისის ღამეს, ქალაქში ანტი-საბჭოთა აჯანყება დაიწყო, რომელიც ერთ კვირაში ჩახშობილ იქნა.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს განჯა-ყაზახის დაბლობში მცირე კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის აუზის განჯაჩაის მდინარეზე.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

დღესდღეობით განჯა დაყოფილია 2 რაიონად (ადმინისტრაციული ოლქები)[5]. ქალაქს ჰყავს მერი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი პირია. განჯაში შედის 6 ადმინისტრაციული დასახლება, კერძოდ ჰაჯიქენდი, ჯავადხანი, შხზამანლი, ნათავანი, მაშათი და შადილი[6].

ეკონომიკა

რედაქტირება

განჯის ეკონომიკა ნაწილობრივ სასოფლო-სამეურნეო და ნაწილობრივ ტურისტულზეა დაფუძნებული. მადნის წარმოება უზრუნველყოფს განჯის მეტალურგიულ წარმოებას. აქ არის ფაიფური, აბრეშუმი და ფეხსაცმლის მრეწველობა. სხვა საწარმოები აწარმოებენ საკვებს, ყურძენსა და ბამბას. ქალაქის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექსტილის კონგლომერატი აზერბაიჯანშია და ცნობილია განჯის აბრეშუმის სახელით. ხალხი ძირითადად დასაქმებულია საწარმო, განათლების, ტრანსპორტირების, მომსახურებისა და კვების სექტორში[6].

ქალაქში გახსნილია სავაჭრო ცენტრები. ერთ-ერთი უმსხვილესია Ganja Mall[7]. ასევე უამრავ დასასვენებელი ადგილი, სკვერები და პარკებია განლაგებული.

2016 წელს განჯა ევროპის ახალგაზრდულ დედაქალაქად შეირჩა. ღონისძიება 5.7 მილიონი ევროს ბიუჯეტით შეადგინეს ტურიზმის გაზრდის მიზნით[8].

დემოგრაფია

რედაქტირება

განჯა აზერბაიჯანში მოსახლეობის რიცხოვნობის მხრივ მეორე ქალაქია.

1825 1833 1840 1856 1897 1912 1915 1920 1923 1926 1939 1959 1970 1979 1989 2003 2004 2011 2013
10,8 11,1 7,8 10,9 33,6 59,6 63,4 40,7 38,9 57,4 98,9 116,1 189,5 231,9 278,0 302 320 316 322,9
განჯის კლიმატი
მაჩვენებელი იან. თებ. მარტი აპრ. მაისი ივნისი ივლისი აგვ. სექ. ოქტ. ნოემ. დეკ. წელი
აბსოლუტური მაქს., °C 22,8 25,0 28,0 35,6 39,5 39,2 42,0 40,5 38,8 33,4 28,0 23,3 42,0
საშუალო მაქსიმუმი, °C 7,0 8,2 12,7 18,7 23,4 28,7 31,6 31,1 26,3 19,5 12,9 8,4 19,0
საშუალო ტემ-რა, °C 3,2 3,9 7,8 13,4 18,1 23,2 26,2 25,6 21,1 15,0 8,9 4,7 14,3
საშუალო მინიმუმი, °C 0,5 1,0 4,3 9,4 13,8 18,6 21,4 21,0 16,8 11,6 6,2 2,1 10,6
აბსოლუტური მინიმუმი, °C −17,8 −15,2 −12 −4,4 1,5 5,8 10,1 10,5 2,8 −1,3 −7,9 −13 −17,8
ნალექების ნორმა, მმ 8 12 24 31 40 32 17 15 15 24 16 7 241
წყარო: pogodaiklimat.ru

ქალაქი ფართო სპექტრის კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობს მაცხოვრებლებსა და ტურისტებს. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების მეტალურგიული ინდუსტრიით. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია განჯისციხე და განჯის უძველესი ციხე[9]. 2012 წლიდან, ქალაქი ბაქოსა და ლენქორანთან ერთად „დედამიწის საათში“ იღებს მონაწილეობას[10].

განჯის სახელმწიფო ფილარმონია დაარსდა 1990 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის სსრ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით[11]. 2012 წლის 21 იანვარს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განჯის სახელმწიფო ფილარმონიას საფუძველი ჩაუყარა. დაწესებულებაში შედის 1,200 საკონცერტო დარბაზი, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, გრაფიკული გალერეა, ურბანული ცენტრი და სადამკვირვებლო კოშკი[12]. 2017 წლიდან ფილარმონიის ახალი შენობას იყენებენ[13].

ქალაქში მდებარეობს ორი რეგიონალური არხი Kapaz TV და Alternativ TV. ორი გაზეთი გამოიცემა განჯაში („განჯის ხმა“ და „განჯის ამბები“)[13].

მუზეუმები

რედაქტირება
 
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

განჯის სახელმწიფო ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი ქალაქის უძველესი მუზეუმია. მასში 30,000-ზე მეტი ნიმუში ინახება. ქალაქში ასევე ნიზამი განჯევის მუზეუმია განლაგებული, რომელიც აშენდა 2014 წელს. მუზეუმში არის კვლევის განყოფილება, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და სტუმრებისთვისა და მოგზაურთათვის დასასვენებელი ადგილები[14].

ქალაქში ასევე შემდეგი მუზეუმებია: ჰეიდარ ალიევის სახელობის მუზეუმი, მირ ჯალალ ფაშაევის სახლ-მუზეუმი, ნიზამი განჯევის მემორიალური სახლ-მუზეუმი, ისფილ მამედოვის მემორიალური სახლ-მუზეუმი, მინიატურული წიგნების მუზეუმი, განჯის ძეგლთა მუზეუმი, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, მაჰათ განიავის სახელობის კულტურული ცენტრი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და მირზა შაფი ვაზეჰის მუზეუმი[15].

თეატრები

რედაქტირება
 
თოჯინების თეატრის შენობა

განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა 1880-იან წლებში გერმანიის მეწარმე კრისტოფერ ფორერმა ააშენა. განჯის დრამატული თეატრი დაარსდა 1921 წელს ბაქოში, როგორც „თენგიდი-თაბლიღი“ (სიტყვასიტყვით ნიშნავს „კრიტიკა-პროპაგანდას“). 1935 წელს თეატრი განჯაში გადაინაცვლა თანამშრომლებითა და აქ განაგრძო საქმიანობა[16].

განჯის სახელმწიფო თოჯინების თეატრი დაარსდა 1986 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს №299 ბრძანებით. „სახელმწიფო თეატრის“ წოდების მიღებამდე იგი ფუნქციონირებდა, როგორც საჯარო თეატრი. განჯის თოჯინების თეატრი მუშაობს ლუთერანული ეკლესიის შენობაში, რომელიც აშენდა 1885 წელს გერმანელების მიერ[17].

არქიტექტურა

რედაქტირება

განჯა უმეტესად ცნობილია თავისი აზერბაიჯანული და ისლამური არქიტექტურით, მაგრამ მისი შენობები ასახავს სხვადასხვა ხალხებსა და იმპერიებს, რომლებიც ოდესღაც ქალაქს მართავდნენ. განჯას სახანოს პერიოდში შენდებოდა მაღალი მეჩეთები და წითელი აგურის სახლები.

განჯაში ისლამური არქიტექტურის უძველესი შემორჩენილი მაგალითებია ნიზამის მავზოლეუმი და შაჰ აბასის ქარავანსარაი[18]. ტრადიციული არქიტექტურის მაგალითია აბანო ჩოქაქ ჰამამი. კიდევ ერთი საინტერესო შენობაა განჯის ბოთლის სახლი.

ტრანსპორტი

რედაქტირება

1933 -1976 წწ ფუნქციონირებდა ტრამვაის სისტემა. სამოქალაქო აეროპორტი მუშაობს განჯაში, რომელმაც 2007 წელს საერთაშორისო სტატუსი მიიღო. განჯიდან გადის რეისები კიევში, მოსკოვში, ნახიჩევანში, პეტერბურგში, კრასნოიარსკში და სტამბოლში[19]. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის გავლით გადის. რკინიგზა უზრუნველყოფს, როგორც მგზავრების, ასევე საქონლის ტრანსპორტირებას.

განათლება

რედაქტირება

განჯა მეცნიერებისა და განათლების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია აზერბაიჯანში. ქალაქში არის 3 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი: აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი[20].

ქალაქში ერთი პროფესიონალი საფეხბურთო გუნდია, კაპაზი, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის პირველი დივიზიონის მეორე საფეხურზე ასპარეზობს[20]. კლუბს მოგებული აქვს სამი აზერბაიჯანული ლიგა და ოთხი თასის ტიტული. ქალაქში ოლიმპიური სპორტული კომპლექსის 2 ნაგებობაა[21].

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Кавказский календарь на 1845 годъ
  2. GANJA
  3. Пачкалов А. В. Неопубликованный клад золотых византийских и мусульманских монет из Археологического музея Гянджи // Современное состояние и перспективы развития музеев. Материалы Международной научной конференции. Баку, 2011.
  4. М. М. Альтман. "Исторический очерк города Ганджи". — Академия Наук Азербайджанской ССР, 1949. — С. 41. „Беглярбеком Ганджи Тахмасп I назначил Шахверди-султана, который начал собою целую династию беглярбеков Карабаха и Ганджи — династию Зияд-оглу из племен Каджар. Шахверди. кроме Ганджи и Карабаха, были подчинены Шамшадиль и Казах.“
  5. Üfüqdən boylanan şəhər - (აზერბაიჯანული)
  6. 6.0 6.1 ეკონომიკა - (აზერბაიჯანული)
  7. Ganja Mall
  8. Ganja is European Youth Capital 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-18. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  9. Gəncə darvazası დაარქივებული 2014-11-12 საიტზე Wayback Machine. -(აზერბაიჯანული)
  10. Azerbaijan to join Earth Hour
  11. Fikrət Əmirov adına Gəncə Dövlət Filarmoniyası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-24. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  12. Azerbaijani president reviews progress of construction at Ganja State Philharmonic (PHOTO) - trend.az
  13. 13.0 13.1 Şəhər haqqında - (აზერბაიჯანული)
  14. Nizami Ganjavi Museum in Ganja
  15. MUZEYLƏR - azertag.az
  16. Gəncə Dövlət Dram Teatrı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-02. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  17. Gəncə Dövlət Kukla Teatrı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-26. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  18. Ganja writes history - euronews.com
  19. Гянджинский аэропорт расширит географию полетов დაარქივებული 2016-04-15 საიტზე Wayback Machine. - სპუტნიკ-აზერბაიჯანი
  20. 20.0 20.1 Гянджа сегодня
  21. Ganja Olympic Sport Complex. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-21. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  22. Гянджа и Оломоуц стали городами-побратимами
  23. Генконсул Азербайджана: «Делегация Гянджи посетит Карс»
  24. 24.0 24.1 АЗЕРБАЙДЖАН В МЕЖДУНАРОДНЫХ КУЛЬТУРНЫХ СВЯЗЯХ (1946-1990 гг.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-04. ციტირების თარიღი: 2018-09-30.