ყაჯარები — დინასტია ირანში 1796-1925 წლებში. დინასტიის დამაარსებელია აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი, გამოხატავდა ირანის ფეოდალური არისტოკრატიის ინტერესებს. ყაჯარების დინასტიის შაჰები ხელს უწყობდნენ ირანში უცხოური კაპიტალის შეჭრას, რაც ქვეყანას სანახევროდ კოლონიურ მდგომარეობაში აყენებდა. შაჰების თვითნებობამ და მძიმე უღელმა გამოიწვია მასობრივი სახალხო მოძრაობები, რამაც დაასუსტა დინასტიის ხელისუფლება და მოამზადა მისი დამხობის პირობები. 1907 წელს, ყაჯარების წარმომადგენელმა, მუჰამედ ალი შაჰმა, დაითხოვა პარლამენტი. 1925 წლის ოქტომბერში მეჯლისის გადაწყვეტილებით, 12 დეკემბრიდან ირანში ფეჰლევიანების დინასტია გაბატონდა.

ყაჯარების დინასტიის გერბი

წარმომადგენლები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: