მუჰამედ-შაჰ ყაჯარი
მუჰამედ შაჰ ყაჯარი (სპარს. محمد شاه قاجار; დ. 5 იანვარი, 1808 — გ. 5 სექტემბერი, 1848) — ირანის შაჰი 1834–1848 წლებში. ყაჯარების მესამე წარმომადგენელი. აბას-მირზას ვაჟი და ფათალი-შაჰის მემკვიდრე.
მუჰამედ-შაჰი | |
---|---|
محمد شاه قاجار | |
ყაჯართა ირანის მე-3 შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 ოქტომბერი, 1834 |
მმართ. დასასრული: | 5 სექტემბერი, 1848 |
წინამორბედი: | ფათალი-შაჰი |
მემკვიდრე: | ნასერ ალ-დინ შაჰი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 იანვარი, 1808 |
დაბ. ადგილი: | თავრიზი, ირანი |
გარდ. თარიღი: | 5 სექტემბერი, 1848 |
გარდ. ადგილი: | თეირანი, ირანი |
დინასტია: | ყაჯარები |
მამა: | აბას-მირზა |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
დაიბადა 1808 წელს, თავრიზში, ფათალი-შაჰის მმართველობის პერიოდში. ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა მისი მამა აბას-მირზა, რომელიც აზერბაიჯანის ბეგლარბეგი იყო, თუმცა მთელ ირანსაც ფაქტობრივად იგი განაგებდა. თუმცა, აბასი 1833 წელს გარდაიცვალა და ტახტის მემკვიდრედ სწორედ მუჰამედ-მირზა იქცა.
მუჰამედი ტახტზე ავიდა ფათალი-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, 1834 წლის 23 ოქტომბერს.
მას ჰქონდა ორი მცდელობა დაეკავებინა ჰერათი და დაემარცხებინა ბრიტანელები. სწორედ ამ მიზნით გააგზავნა მან ელჩობა საფრანგეთში. 1839 წელს, საფრანგეთიდან დახმარება ჩამოვიდა, მაგრამ ორივე მცდელობა აეღოთ ჰერათი, უშედეგოდ დასრულდა.
1846 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაჰს გაუგზავნა წარმომადგენელი მონათვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მიზნით. მუჰამედი წინააღმდეგი იყო ამ შეზღუდვის დაწესებისა, მაგარმ 1848 წელს, მისი მმართველობის დასასრულს, ბრიტანეთის დაჟინებული მოთხოვნით, იძულებული გახდა მონებით ვაჭრობა აეკრძალა.
გარდაიცვალა 1848 წლის 5 სექტემბერს, 40 წლის ასაკში. მუჰამედ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ირანის მმართველი გახდა მისი უფროსი ვაჟი ნასერ ალ-დინ შაჰი.
შვილები
რედაქტირება- ნასერ ალ-დინ შაჰი (16 ივლისი, 1831 – 1 მაისი, 1896)
- აბას მირზა (27 ნოემბერი, 1839 – 14 აპრილი, 1897)
- მუჰამედ მირზა (1840 – 1901)
- აბდულ-სამად მირზა (1843 – 1929)