თეირანი

ირანის დედაქალაქი

თეირანი (სპარს. تهران[tʰehˈɾɒ:n], სალ. [tʰehˈɾu:n]) — ირანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ასევე აზიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. არის ამავე სახელწოდების მქონე ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, ელბურსის ქედის ძირში, ზღვის დონიდან საშუალოდ 1200 მეტრ სიმაღლეზე, დემავენდის მთისძირში. კასპიიის ზღვის სანაპიროდან სამხრეთით 90 კმ-ში. ქალაქის ჩრდილოეთი რაიონები ზღვის დონიდან 2000 მ-მდეა განლაგებული, სამხრეთ განაპირა ნაწილი მჭიდროდ ებჯინება დაშთე-ქევირის უდაბნოს. კლიმატი სუბტროპიკულია, კონტინენტური. გამოირჩევა ეროვნული და კონფესიონალური შემადგენლობის მრავალფეროვნებით. ქალაქის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ სპარსელები, აზერბაიჯანელები და მაზენდანერები. მთავარი რელიგიაა ისლამი. გარდა ამისა თეირანში თავს იყრის მსხვილი ეროვნული და რელიგიური უმცირესობები როგორებიც არიან: სომხები, ასურელები, ქურთები, ებრაელები, ბაჰაელები და ზოროასტრიელები. თეირანის მოსახლეობა (გარეუბნებთან ერთად) აღემატება 13 მილიონ ადამიანს.

ქალაქი
თეირანი
تهران
დროშა

ქვეყანა ირანის დროშა ირანი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 35°41′46″ ჩ. გ. 51°25′22″ ა. გ. / 35.6961889° ჩ. გ. 51.4229611° ა. გ. / 35.6961889; 51.4229611
ქალაქის მერი მოჰამედ ბაყირ ყალიბაფი
დაარსდა 20 მარტი, 1794
ფართობი 686 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1200
ოფიციალური ენა სპარსული ენა
მოსახლეობა 7 705 036 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 11 360,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3:30
სატელეფონო კოდი 021
საფოსტო ინდექსი 13ххх-15ххх
ოფიციალური საიტი tehran.ir
თეირანი — ირანი
თეირანი

თეირანი პირველად ირანის დედაქალაქად 1786 წელს აღა მაჰმად ხანმა აირჩია, ყაჯარების დინასტიის მმართველობის დროს, ვინაიდან ქალაქი იყო ხელსაყრელი, იგი ახლოს იყო კავკასიასთან რუსეთ-ირანის ომების დროს და თეირანიდან ქვეყანა უკეთ იმართებოდა. დედაქალაქი რამდენჯერმე გადაიტანეს, ხოლო თეირანი არის სპარსეთის 32-ე ეროვნული დედაქალაქი. ფართომასშტაბიანი ნგრევა და რეკონსტრუქცია დაიწყო 1920-იან წლებში და თეირანი XX საუკუნეში მიგრაციის ცენტრი იყო, რადგანაც ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებიდან მასობრივად ჩამოდიოდნენ.[1]

თეირანის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება აზადის კოშკი, მემორიალი, რომელიც აშენდა 1971 წელს ფეჰლევიანთა დინასტიის დროს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის მეფობის პერიოდში, ირანის საიმპერატორო სახელმწიფოს დაარსების 2500-ე წლის აღსანიშნავად. აზადის კოშკი მსოფლიოს მეექვსე ყველაზე მაღალი კოშკია, რომლის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2007 წელს. ტაბიატის ხიდის მშენებლობა დასრულდა 2014 წელს.[2]

თეირანის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სპარსულენოვანი ხალხია,[3][4] და მოსახლეობის დაახლოებით 99 %-ს ესმის და საუბრობს სპარსულად, მაგრამ აქ არის სხვა ეთნო-ლინგვისტური ჯგუფების დიდი მოსახლეობა, რომლებიც ცხოვრობენ თეირანში და მათთვის სპარსული მეორე ენაა.[5]

თეირანში არის საერთაშორისო აეროპორტი, შიდა აეროპორტი, ცენტრალური სარკინიგზო სადგური, თეირანის მეტროს სწრაფი სატრანზიტო სისტემა, ავტობუსების სისტემა, ტროლეიბუსები და მაგისტრალების დიდი ქსელი. დაგეგმილი იყო ირანის დედაქალაქის თეირანიდან სხვა მხარეში გადატანა, ძირითადად, ჰაერის დაბინძურებისა და მიწისძვრების გამო. დღემდე, არცერთი საბოლოო გეგმა არ დამტკიცებულა. 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, თეირანმა 203-ე ადგილი მიიღო სიცოცხლის ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით.[6]

6 ოქტომბერი აღინიშნება თეირანის დღე, რომელიც დაფუძნებულია საკრებულოს წევრების 2016 წლის გადაწყვეტილებით, რომელიც აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც 1907 წელს ყაჯარების დინასტიამ ქალაქი ოფიციალურად ირანის დედაქალაქად აირჩია.[7]

გეოგრაფია

რედაქტირება

თეირანი იყოფა 22 ოლქად, თითოეულს აქვს საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი. 22 მუნიციპალური ოლქიდან 20 განლაგებულია თეირანის ცენტრალურ უბანში. ჩრდილოეთ თეირანი არის ქალაქის უმდიდრესი ნაწილი,[8] რომელიც მოიცავს ისეთ უბნებს, როგორებიცაა: „ზაფრანია“, „იორდანია“, „ელაჰი“, „პასდანარი“, „კამრანი“, „აჯოდანი“, „ფარმანი“, „დარუსი“, „ქეიტარი“ და „ყარბანი“.[9][10] მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრში განთავსებულია სამთავრობო სამინისტროები და შტაბები, სავაჭრო ცენტრები უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს.

 
მელატის პარკი შემოდგომაზე

თეირანში არის ცივი ნახევრად მშრალ კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით), კონტინენტური კლიმატის მახასიათებლებითა და ხმელთაშუა ზღვის ნალექებით. თეირანის ჰავა მეტწილად განისაზღვრება მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ვინაიდან მის ჩრდილოეთით მდებარეობს მთები და სამხრეთით უდაბნო. ზაფხული ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი ცივი და ნალექიანი. იმის გამო, რომ ქალაქს უჭირავს დიდი ტერიტორია, სხვადასხვა რეგიონებს შორის სიმაღლეები მნიშვნელოვვნად განსხვავდება. ჩრდილოეთ მთიან რეგიონებში ამინდი ხშირად გრილია, თეირანის სამხრეთ ნაწილთან შედარებით.

ზაფხული გრძელი, ცხელი და მშრალია, ნალექების რაოდენობაც დაბალია. საშუალო მაღალი ტემპერატურა 32-დან 37 °C-მდეა, და ზოგჯერ ღამით ქალაქის მთიან რეგიონებში ჩრდილოეთით 14 °C-მდე ეცემა. წლიური ნალექების უმეტესი ნაწილი მოდის გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულის შუა რიცხვებამდე. ყველაზე ცხელი თვეა ივლისი, საშუალო მინიმალური ტემპერატურა 26 °C-ია და საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 34 °C, ხოლო ყველაზე ცივი თვეა იანვარი, საშუალო მინიმალური ტემპერატურა −5 °C-ია და საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 1 °C.[11]

თეირანის ამინდი ზოგჯერ შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც ქალაქში დაფიქსირებულა 43 °C იყო, ხოლო რეკორდულად დაბალი ტემპერატურა −20 °C. 2008 წლის 5 და 6 იანვარს ძლიერი თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო ქალაქი მოიცვა თოვლისა და ყინულის სქელმა ფენამ, რის გამოც მინისტრთა საბჭომ გადაწყვიტა ქალაქში ოფიციალურად გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა და დედაქალაქი ჩაიკეტა 6 იანვრიდან 7 იანვრამდე.[12]

ჰავის მონაცემები — თეირანი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 19.6 23.0 28.0 32.4 37.0 41.0 43.0 42.0 38.0 33.4 26.0 21.0 43.0
საშუალო მაღალი °C 7.9 10.4 15.4 22.1 27.9 33.9 36.6 35.6 31.6 24.4 16.2 10.0 22.7
საშუალო დღიური °C 1.0 5.0 10.0 17.0 21.0 27.0 31.0 29.0 26.0 18.0 11.0 5.0 16.8
საშუალო დაბალი °C −0.4 1.2 5.4 11.2 16.1 20.9 23.9 23.3 19.3 13.3 6.7 1.7 11.9
რეკორდულად დაბალი °C −15.0 −13.0 −8.0 −4.0 2.4 5.0 14.0 13.0 9.0 2.8 −7.0 −13.0 −15.0
საშუალო ნალექი (მმ) 34.6 32.2 40.8 30.7 15.4 3.0 2.3 1.8 1.1 10.9 26.0 34.0 232.8
წვიმიანი დღეები საშუალოდ 9.1 8.4 10.9 10.7 8.8 3.0 2.1 1.3 1.0 5.2 7.1 8.8 76.4
თოვლიანი დღეები საშუალოდ 5.1 2.9 1.1 0.1 0 0 0 0 0 0 0.4 2.7 12.3
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 64 56 48 41 33 25 26 26 27 36 49 62 41
საშუალო თვიური მზიანი საათები 173.6 182.8 205.5 222.8 289.5 345.1 349.5 340.3 304.0 256.1 194.9 166.1 3 030,2
წყარო: [13]

2005 წლის თებერვალში თოვლმა მოიცვა ქალაქის ყველა ნაწილი. თოვლის სიმაღლე აღირიცხა, ქალაქის სამხრეთ ნაწილში მისი სიმაღლე 15 სანტიმეტრს შეადგენდა, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში კი 100 სმ-ს. ერთ-ერთ გაზეთში ოტყობინებოდნენ, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი ამინდი ბოლო 34 წლის განმავლობაში. ძირითადი გზების გასუფთავების მიზნით გზებზე განლაგდა 10 000 ერთეული მძიმე ტექნიკა, ხოლო გამწმედ სამუშაოებში მომუშავეთა რაოდენობა 13 000 მუნიციპალურ მუშაკს შეადგენდა.[14][15]

2014 წლის 3 თებერვალს თეირანში დიდი თოვლი მოვიდა, განსაკუთრებით ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის სიმაღლეც 2 მეტრი იყო. ამის გამო ზოგიერთ ადგილებში გზები გაუვალი გახდა, ტემპერატურა კი −8 ° C-დან –16 °C-მდე მერყეობდა.[16]

2014 წლის 3 ივნისს ძლიერი შტორმისა და ჭექა-ქუხილის შედეგად, ქალაქი ქვიშითა და მტვრით დაიფარა, ამ დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაშავდა 57-ზე მეტი. აგრეთვე დაზიანდა უამრავი ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი და ხე. მიმდინარე პერიოდებში ტემპერატურა 33 °C-დან - 19 °C-მდე მერყეობდა. ტემპერატურის დაცემას თან ახლდა ქარის სიჩქარის მომატება, რომლის სიჩქარეც საათში თითქმის 118 კილომეტრი იყო.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
თეირანის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება

ქალაქ თეირანის მოსახლეობა 2016 წელს დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს შეადგენდა.[17] თავისი კოსმოპოლიტური ატმოსფეროთი, თეირანში არის მრავალფეროვანი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფები და არამარტო თეირანში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. თეირანში დომინანტი ენაა სპარსული, ასევე მოსახლეობის უმეტესობას სპარსული ფესვები აქვს.[4][3]

ირანელი აზერბაიჯანელები ქალაქის მეორე ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც მოიცავენ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით ერთ მეოთხედს, [18][19] თეირანის სხვა ეთნიკურ საზოგადოებებში შედიან: ქურთები, სომხები, ქართველები, თალიშები, ბელუჯები, ასურელები, არაბები, ებრაელები და ჩერქეზები.

თეირანის სოციოლოგიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული 2010 წლის აღწერის თანახმად, მოსახლეობის 63 % დაიბადა თეირანში, 98 %-მა იცოდა სპარსული ენა, 75 % თავს ეთნიკურად სპარსელად თვლიდა, ხოლო 13 % გარკვეულწილად ფლობდა ევროპულ ენებს.[3]

80-იანი წლების დასაწყისში თეირანმა მკვეთრად შეცვალა თავისი ეთნიკურ-სოციალური შემადგენლობა. 1979 წლის რევოლუციის დროს, ბევრმა ადგილობრივმა დატოვა ქალაქი, რამაც გამოიწვია ეს ცვლილებები. ირანელი ემიგრანტების უმეტესი ნაწილი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, შვედეთსა და კანადაში.

ირან-ერაყის ომის დაწყებისთანავე (1980-1988 წლები), მოსახლეობის მეორე ტალღა წავიდა ქალაქიდან, განსაკუთრებით დედაქალაქზე ერაყის საჰაერო თავდასხმების პერიოდში. ქალაქიდან წასულთა უმეტესობა უკან არასდროს დაბრუნებულა, არც ომის დასრულების შემდეგ. ომის დროს თეირანმა ასევე მიიღო დიდი რაოდენობით მიგრანტები დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ქვეყნებიდან, რომლებიც ესაზღვრებიან ერაყს.

თეირანის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია. ქალაქში ასევე არიან სხვა რელიგიის მიმდევრები, კერძოდ, ქრისტიანობის, იუდაიზმის, ზოროასტრიზმისა და სხვა სარწმუნოებების. ქალაქში არის მრავალი მეჩეთი, ქრისტიანული ეკლესია, სინაგოგა და ზოროასტრიზმის ტაძარი. ქალაქში არსებობს ინდოელთა ძალიან მცირე საზოგადოება, რომელთაც აქვთ ადგილობრივი სალოცავი, რომელსაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 2012 წელს ეწვია.[20]

ტრანსპორტი

რედაქტირება

ავტომობილები

რედაქტირება
 
თეირანის ჰიბრიდი ტაქსები (2016).

თეირანის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოსა და მდგრადი განვითარების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ზოგადად თეირანში შესაძლებელია თავისუფლად იმოძრაოს 300 000 ავტომობილმა, მაგრამ დღესდღეობით ქალაქში ხუთ მილიონზე მეტი მანქანა იმყოფება.[21] ახლახან განვითარდა მანქანების ინდუსტრია, მაგრამ საერთაშორისო სანქციები პერიოდულად გარკვეულ გავლენას ახდენს წარმოების პროცესებზე. [22]

ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანს ყოველდღიურად 200 000-ზე მეტი ტაქსი ემსახურება.[23] ქალაქში რამდენიმე ტიპის ტაქსია ხელმისაწვდომი. აეროპორტის ტაქსები თითო კილომეტრზე მეტ თანხას ითხოვენ, ვიდრე ქალაქში რეგულარულად მოძრავი მწვანე და ყვითელი ფერის ტაქსები.

ავტობუსები

რედაქტირება

ავტობუსები ქალაქს 1920-იანი წლებიდან ემსახურებიან. თეირანის სატრანსპორტო სისტემაში შედის ჩვეულებრივი ავტობუსები, მიკროავტობუსები და ტროლეიბუსები. ქალაქის ოთხი მთავარი ავტოსადგური მოიცავს სამხრეთის ტერმინალს, აღმოსავლეთის ტერმინალს, დასავლეთის ტერმინალსა და ჩრდილო-ცენტრალურ ტერმინალს.

თეირანში ტროლეიბუსის ხაზები გაიხსნა 1992 წელს, ჩეხური კომპანია „შკოდას“ მიერ არქივიზირებული 65 ტროლეიბუსის გამოყენებით.[24] ეს იყო პირველი ტროლეიბუსის სისტემა მთელი ირანის მასშტაბით.[24] 2005 წელს ტროლეიბუსები მოძრობდნენ ხუთ მარშრუტზე.[25]

განათლება

რედაქტირება
 
თეირანის უნივერსიტეტი

თეირანი ირანის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრია. აქ საერთო ჯამში 50 კოლეჯი და უნივერსიტეტია.

თეირანში მდებარე ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: „შარიფის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი“, „თეირანის უნივერსიტეტი“ და „თეირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი“. თეირანში მდებარე სხვა მნიშვნელოვან უნივერსიტეტებში შედის: „თეირანის სამხატვრო უნივერსიტეტი“, „ალაჰემ ტაბატაბაის უნივერსიტეტი“, „ამირკაბირის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი“ , „ტოშის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი“, „ხარაზმის უნივერსიტეტი“, „ირანის მეცნიერებისა და ტექნიკის უნივერსიტეტი“, „ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი“, „ისლამური თავისუფალი უნივერსიტეტი“, „მიწისძვრის ინჟინერიისა და სეისმოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი“, „ირანის პოლიმერული და პეტროქიმიური ინსტიტუტი“ და „შაჰის უნივერსიტეტი“.

თეირანში ასევე არის ირანის უდიდესი სამხედრო აკადემია და რამდენიმე რელიგიური სკოლა.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

ინგლისურად

რედაქტირება
  • "Shah of Persia", Quarterly Review (London: John Murray) (269): pp. 258+, 1873. (includes brief description of Tehran)
  • Edward Balfour (1885), „Teheran“, Cyclopaedia of India (3rd რედ.), London: B. Quaritch, https://archive.org/stream/cyclopindiaeast03balfuoft#page/838/mode/2up/search/tehran
  • Samuel Greene Wheeler Benjamin (1885). „The City of Teheran“. Century Magazine. 31 (2).
  • Samuel Greene Wheeler Benjamin (1887), „The City of Teheran“, Persia and the Persians, London: J. Murray, https://archive.org/stream/persiapersians00benjuoft#page/56/mode/2up
  • George Curzon, 1st Marquess Curzon of Kedleston (1892), „Teheran“, Persia and the Persian Question, London: Longmans, Green & Co., OCLC 3444074, https://books.google.com/books?id=sWsTAAAAQAAJ&pg=PA300
  • „Teheran“, Chambers's Encyclopaedia, London: W. & R. Chambers, 1901
  • „Teheran“, Jewish Encyclopedia, 12, New York, 1906
  • A. V. Williams Jackson (1906), „Tehran“, Persia Past and Present: a Book of Travel and Research, New York: Macmillan, https://archive.org/stream/persiapastpresen00jackuoft#page/418/mode/2up
  • „Teheran“, Encyclopædia Britannica (11th რედ.), New York, 1910, OCLC 14782424, https://archive.org/stream/encyclopaediabri26chisrich#page/506/mode/1up
  • „Teheran“, Russia with Teheran, Port Arthur, and Peking, Leipzig: K. Baedeker, 1914, OCLC 1328163, https://archive.org/stream/russiawithtehera00baed#page/n687/mode/2up
  • „Teheran“. Encyclopaedia of Islam. E.J. Brill. 1936. p. 713?+. ISBN 9004097961.
  • Stephen L. McFarland (1985). „Anatomy of an Iranian Political Crowd: The Tehran Bread Riot of December 1942“. International Journal of Middle East Studies. 17 (1): 51–65. doi:10.1017/S0020743800028762. ISSN 0020-7438.
  • Ferydoon Firoozi (1974). „Tehran: A Demographic and Economic Analysis“. Middle Eastern Studies. 10 (1): 60–76. doi:10.1080/00263207408700263.
  • Hushang Bahrambeygui (1977), Tehran: an urban analysis, Sahâb, OCLC 5672777
  • Mansoureh Ettehadieh Nezam-Mafi. "Patterns in Urban Development: the Growth of Tehran (1852–1903), in Edmund Bosworth and Carole Hillenbrand, eds., Qajar Iran: Political, Social and Cultural Change 1800–1925 (Costa Mesa: Mazda, 1992), pp. 199–212.
  • Ali Madanipour. Tehran: The Making of a Metropolis (New York: John Wiley, 1998).
  • Xavier de Planhol (2004). „Tehran“. Encyclopædia Iranica.
  • (2007) „Tehran“, რედ. C. Edmund Bosworth: Historic Cities of the Islamic World. Leiden: Koninklijke Brill, გვ. 503–519. ISBN 978-9004153882. 
  • „Tehran“, Cities of the Middle East and North Africa, Santa Barbara, USA: ABC-CLIO, 2008, pp. 348+, ISBN 9781576079195, https://books.google.com/books?id=3SapTk5iGDkC
  • Aḥmad Monzawī; ʿAlī Naqī Monzawī (2012). „Bibliographies and Catalogues in Iran: Tehran“. Encyclopædia Iranica.

სხვა ენებზე

რედაქტირება
  • Xavier de Planhol. "De la ville islamique à la métropole iranienne: quelques aspects du développement contemporain de Téhéran," dans Recherches sur la géographie humaine de l'Iran septentrional (in French) (Paris: 1964).
  • Paul Vieille and K. Moheni, "Ecologie culturelle d'une ville islamique: Téhéran," Revue Géographique de l'Est 9:3–4 (1969): 315–359. (in French)
  • Paul Vieille. Marché des terrains et société urbaine. Recherche sur la ville de Tehran (in French) (Paris: Anthropos, 1970).
  • Bernard Hourcade (1974). „Téhéran: évolution récente d'une métropole“. Méditerranée (ფრანგული). 16 – წარმოდგენილია Persée-ის მიერ.
  • Martin Seger (1975). „Strukturelemente der Stadt Teheran und das Modell der modernen orientalischen Stadt“. Erdkunde (გერმანული) (29). ISSN 0014-0015.
  • Martin Seger (1978), Tehran: Eine stadtgeographische Studie, ISBN 0387813683
  • (1992) Téhéran capitale bicentenaire, Bibliothèque Iranienne (fr, en). Paris: Institut français de recherche en Iran. ISBN 2-87723-055-4. 
  • Bernard Hourcade (2005). „L'émergence des banlieues de Téhéran“. Cahiers d'études sur la Méditerranée orientale et le monde turco-iranien (ფრანგული) (24: Métropoles et métropolisation).
  • (2013) რედ. Mina Saïdi-Sharouz: Le Téhéran des quartiers populaires: Transformation urbaine et société civile en République islamique (fr). Paris: Éditions Karthala. ISBN 978-2-8111-0931-8. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Tehran (Iran) : Introduction – Britannica Online Encyclopedia“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2012-05-21.
  2. Tabiat Pedestrian Bridge / Diba Tensile Architecture. ArchDaily (November 17, 2014).
  3. 3.0 3.1 3.2 چنددرصد تهرانی‌ها در تهران به دنیا آمده‌اند؟ fa (November 3, 2010).
  4. 4.0 4.1 Abbasi-Shavazi, Mohammad Jalal; McDonald, Peter; Hosseini-Chavoshi, Meimanat. (September 30, 2009). „Region of Residence“, The Fertility Transition in Iran: Revolution and Reproduction. Springer, გვ. 100–101. 
  5. Schuppe, Mareike. (2008). Coping with Growth in Tehran: Strategies of Development Regulation. GRIN Verlag, გვ. 13. „Besides Persian, there are Azari, Armenian, and Jewish communities in Tehran. The vast majority of Tehran's residents are Persian-speaking (98.3%).“ 
  6. Barbaglia, Pamela. (March 29, 2016). „Iranian expats hard to woo as Western firms seek foothold in Iran“. Reuters.
  7. Citizens of Capital Mark Tehran Day on October 6 (2018-10-06).
  8. „Iran Lightens Up On Western Ways“. Chicago Tribune. May 9, 1993. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-06. ციტირების თარიღი: 2020-08-04.
  9. Buzbee, Sally. "Tehran: Split Between Liberal, Hard-Line". Associated Press via The Washington Post. Thursday 4 October 2007.
  10. Hundley, Tom. "Pro-reform Khatami appears victorious after 30 million Iranians cast votes". Chicago Tribune. 8 June 2001.
  11. Climate of Tehran. Irantour.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-06-10. ციტირების თარიღი: 2010-11-12.
  12. Heavy Snowfall in Tehran (in Persian). irna.com
  13. I.R OF IRAN SHAHREKORD METEOROLOGICAL ORGANIZATION ( IN PERSIAN ) დაარქივებული 2017-08-29 საიტზე Wayback Machine. . 1988-2005
  14. Harrison, Frances. (February 19, 2005) Iran gripped by wintry weather. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 11, 2011. ციტირების თარიღი: აგვისტო 4, 2020.
  15. Heavy Snowfall in Tehran fa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-26. ციტირების თარიღი: 2021-01-01.
  16. Rare snow blankets Iran's capital Tehran. BBC News.
  17. Its wider metropolitan has a population of 16 million. [1] დაარქივებული December 11, 2007[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  18. „Iran-Azeris“. Library of Congress Country Studies. December 1987. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  19. „Country Study Guide-Azerbaijanis“. STRATEGIC INFORMATION AND DEVELOPMENTS-USA. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  20. Lakshman, Nikhil. Indian Prime Minister in Tehran. Rediff.com. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  21. Smogglarm i många världsstäder. Göteborgs-Posten (2015-12-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-02. ციტირების თარიღი: 2020-08-05.
  22. 'Tehran's overpopulation will cause ecological ruin'. Payvand.com (2006-11-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-28. ციტირების თარიღი: 2016-03-04.
  23. Getting a cab in Tehran: Airport Taxis. Living in Tehran (19 December 2017).
  24. 24.0 24.1 Murray, Alan (2000). World Trolleybus Encyclopaedia, pp. 57 and 99. Yateley, Hampshire, UK: Trolleybooks. ISBN 0-904235-18-1.
  25. Trolleybus Magazine No. 265 (January–February 2006), pp. 16–17. National Trolleybus Association (UK). issn 0266-7452.
  26. "Тверская 13" 4.12.04. el.mos.ru (რუსულად)
  27. Goldkorn, Jeremy. Tehran-Beijing direct flights?. Danwei.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-09-27. ციტირების თარიღი: 2012-05-21.
  28. Gulf Region. Dfa.gov.za. ციტირების თარიღი: 2012-05-21.
  29. Sister Cities of Manila. © 2008–2009 City Government of Manila. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2009-09-02.
  30. Каталог организаций — Минский городской исполнительный комитет. Minsk.gov.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-25. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  31. Tehran, Havana named sister cities. Payvand.com (2006-11-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-11. ციტირების თარიღი: 2011-03-15.
  32. Special Features: Dubai's sister cities. Dubai City Guide. ციტირების თარიღი: 2012-05-21.