დემავენდი
დემავენდი (სპარს. دماوند) — პოტენციურად მოქმედი ვულკანი ირანში, ელბურსის ქედზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია მაზანდარანის ოსტანის ტერიტორიაზე. სიმღლე 5610 მ.[1] წარმოადგენს ირანის უმაღლეს წერტილს. დემავენდის დამრეცი კონუსის სიმაღლე ქედის თხემიდან 1,5 კმ. აგებულია ძირითადად ანდეზიტური ლავებით. არის თანამედროვე მყინვარები. კალთებზე ცხელი აირებისა და გოგირდოვანი წყაროების გამოსასვლელებია.
დემავენდი | |
---|---|
დემავენდი | |
კოორდინატები: 35°57′20″ ჩ. გ. 52°06′36″ ა. გ. / 35.95556° ჩ. გ. 52.11000° ა. გ. | |
ქვეყანა | ირანი |
სიმაღლე | 5610 მ |
ქედი | ელბურსი |
1944 წელს დემავენდზე ჩატარდა პირველი საბჭოთა მასობრივი ასვლა, რომელსაც ქართველი მთასვლელები კონსტანტინე ჯავრიშვილი (საერთო ხელმძღვანელი), კ. ასტახიშვილი, ი. ივანიშვილი და რ. ჩხეიძე ხელმძღვანელობდნენ.[2] მითოსის თანახმად, თრაეტონამ აქ მიაჯაჭვა აჟიდაჰაკა, რომელიც აქ, ცეცხლისმფრქვეველ ღრმულში ამაოდ ღრღნის ბორკილებს.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ World Peaks with 4000 meters of Prominence
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 372.
- ↑ დემავენდი — მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: