ელბურსი
ელბურსი (სპარს. البرز) — მთიანეთი ირანში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. ვრცელდება ირანის მთიანეთის ჩრდილოეთით. სიგრძე დაახლოებით 900 კმ, სიგანე 120 კმ-მდე. სიმაღლე 5604 მ-მდე (ვულკანი დემავენდი, ირანის უმაღლესი წერტილი). შედგება უმთავრესად კირქვებითა და ქვიშაქვებით აგებული რამდენიმე პარალელური ქედისაგან, რომელთა სიმაღლეა 2000-3500 მ. მთათა სისტემის მოხაზულობა ლათინური ასოს S-ის მოყვანილობისაა. კალთები ციცაბოა, თხემი შედარებით მოსწორებული. მთიანეთი გაყოფილია მდინარე სეფიდრუდის გამჭოლი ხეობით. ჩრდილოეთ კალთებზე ხშირი ფართოფოთლოვანი ტყეებია, სამხრეთისაზე — ქსეროფიტული ბუჩქნარი. ნავთობის, სპილენძის მადნის საბადოები.
ელბურსი | |
---|---|
დემავენდი | |
კოორდინატები: 35°57′20″ ჩ. გ. 52°06′36″ ა. გ. / 35.95556° ჩ. გ. 52.11000° ა. გ. | |
ქვეყანა | ირანი |
უმაღლესი წერტილი | დემავენდი |
სიმაღლე | 5604 მ |
სიგრძე | 900 კმ |
სიგანე | 120 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელბურსი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ელბურსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)