სეფიდრუდი
სეფიდრუდი — მდინარე ჩრდილოეთ ირანში. წარსულში წარმოიქმნებოდა ელბურსის მთათა სისტემის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ყიზილ-უზენისა და შაჰრუდის შეერთებით. ამჟამად გამოედინება შაბანაუს წყალსაცავიდან. მდინარე კვეთს ელბურსის დასავლეთ დაბოლოებას და ერთვის კასპიის ზღვას, სადაც წარმოქმნის დელტას. სეფიდრუდი წარმოადგენს ირანის კასპიის ზღვის სანაპიროს უგრძეს და ყველაზე უხვწყლიან მდინარეს. მისი სიგრძე ყიზელოუზენთან ერთად აღწევს 720 კმ-ს, აუზის ფართობი დაახლოებით 56,2 ათ. კმ². იკვებება თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.
სეფიდრუდი | |
---|---|
ქვეყანა | ირანი |
სათავე |
შაბანაუს წყალსაცავი 36°45′35″ ჩ. გ. 49°23′18″ ა. გ. / 36.75972° ჩ. გ. 49.38833° ა. გ. |
შესართავი |
კასპიის ზღვა 37°28′03″ ჩ. გ. 49°56′28″ ა. გ. / 37.46750° ჩ. გ. 49.94111° ა. გ. |
სიგრძე | 720 კმ |
აუზის ფართობი | 56,2 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
სეფიდრუდი ვიკისაწყობში |