მინსკი
მინსკი (ბელარ. Мінск; რუს. Минск) — ბელარუსის დედაქალაქი 1919 წლიდან. მინსკის მხარისა და მინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, იმის მიუხედავად, რომ მათ შემადგენლობაში არ შედის, გმირი ქალაქი. უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. ქალაქში მდინარე სვისლოჩი მოედინება. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, მინსკის მოსახლეობაა 1,982 მლნ ადამიანი[1].
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მინსკი Мінск | |||||
![]() საათის ისრის მიმართულებით: სულისწმინდის გარდამოსვლის სახელობის საკათებრო ტაძარი; მარიამ ღვთისმშობელის სახელობის ეკლესია; ბელარუსიის წარმომადგენელთა პალატა; დამოუკიდებლობის მოედანი; "მინსკის კარიბჭე" | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | Tsentralny District (Minsk), Savyetski District, Pyershamayski District, Partyzanski District, Zavodski District, Lyeninski District, Kastrychnitski District, Maskowski District და Frunzyenski District | ||||
კოორდინატები | 53°54′00″ ჩ. გ. 27°34′00″ ა. გ. / 53.90000° ჩ. გ. 27.56667° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Q3925052? | ||||
დაარსდა | 1067 | ||||
პირველი ხსენება | 1067 | ||||
ფართობი | 348.85 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 280.4 მ | ||||
მოსახლეობა | 1,982,444 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 5,700 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +375 17 | ||||
საფოსტო ინდექსი | 220000 | ||||
საავტომობილო კოდი | 7 | ||||
ოფიციალური საიტი | minsk.gov.by | ||||
| |||||
სექციების სია
ისტორიული ცნობებირედაქტირება
დასახელების ძველი ვარიანტებია მენსკი, მენესკი. ხალხური ეტიმოლოგიით სახელი სიტყვა менять (ცვლიდან) უნდა მომდინარეობდეს, უფრო სარწმუნოდ კი ქალაქის სახელდება მდინარე მენკედან უნდა შექმნილიყო, რომელიც მდ. ნემიგის შენაკადია. მდინარე ნემიგა შემდგომ მილების საშუალებით მიწისქვეშ ჩაუშვეს და ახლა იმავე სახელწოდების ქუჩის ქვეშ გაედინება.
მინსკის პირველი ხსენება ისტორიაში 1067 წელს განეკუთვნება, როდესაც მდინარე ნემიგასთან პოლონელი მთავრის ვსესლავ ბრიაჩისლავიჩსა და კიევის მთავარ იაროსლავ ბრძენის ვაჟებს შორის გაიმართა ბრძოლა, შედეგად კი ქალაქი დანგრეულა.
XIV საუკუნის დასაწყისში მინსკი ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენლობაში შევიდა. 1499 წელს (ზოგიერთი მონაცემით, 1496) ლიტვის დიდი მთავრის ალექსანდრეს ნებით ქალაქმა მაგდებურგის უფლება მოიპოვა. 1793 წელს მინსკი ბელორუსის ცენტრალურ ნაწილთან ერთად, რეჩი პოსპოლიტას მეორე დანაწევრების შემდეგ რუსეთის იმპერიას მიერთდა, იმავე წლის აპრილში კი ახალი, მინსკის გუბერნიის ცენტრი გახდა. 1795 წელს რუსეთის სენატის განკარგულებით ქალაქს მაგდებურგის უფლება ჩამოერთვა.
1917 წლის ოქტმობრის რევოლუციის შემდეგ მინსკის საბჭოს აღმასკომმა გამოსცა ბრძანება № 1, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქის მმართველობა მუშათა საბჭოსა და სამხედრო დეპუტატების ხელში გადავიდა. 1918 წლის 21 თებერვლიდან 10 დეკემბრამდე ქალაქი კაიზერული გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული.
1922 წლიდან მინსკი ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის, შემდეგ ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქლაქია. 1941-1944 წლებში ქალაქი ბომბდამშენების სამიზნეა. ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა მთავრობის დაკვეთით, ქალაქი ხელახლა ააშენეს. 1991 წლიდან მინსკი ბელარუსის დედაქალაქია.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 5-6, თბ., 1984 წელი.