ლიტვის დიდი სამთავრო

ლიტვის დიდი სამთავრო — ფეოდალური სახელმწიფო XII-XVI საუკუნეებში ახლანდელი ლიეტუვის, ბელარუსის და უკრაინის ტერიტორიებზე.

დროშა

ისტორია რედაქტირება

 
ლიტვის დიდი სამთავრო XIII–XV საუკუნეებში

IX-XII საუკუნეებში ლიეტუვაში ფეოდალური ურთიერთობები ვითარდებოდა. პირველყოფილი თემური წყობილების რღვევისა და ფეოდალიზმის დამკვიდრების შედეგად, წარმოიშვა სახელმწიფო, რომელსაც XII საუკუნის 30-იან წლებში ლიტვის დიდი სამთავრო ეწოდა. ეს პროცესი დააჩქარა გერმანელ ჯვაროსანთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ. ქვეყნის განმტკიცების მიზნით დიდმა მთავარმა იაგაილომ (1377-1392) პოლონეთთან დადო კარევოს უნია 1385 წელს. 1410 წელს გრიუნვალდის ბრძოლაში ლიეტუვის, რუსეთისა და პოლონეთის ჯარებმა გაანადგურეს ტევტონი რაინდები და შეაჩერეს მათი აგრესია. ლიეტუვაში, სადაც წარმართული რელიგია ბატონობდა, XIV საუკუნის მიწირულიდან ძალით დაიწყო კათოლიციზმის გავრცელება. ამავე პერიოდში ხდებოდა გლეხთა მასობრივი დაყმევება. ლიტვის დიდი მთავრები ცდილობდნენ რუსეთისთვის სადავო მიწები წაერთმიათ. მაგრამ, მოსკოვის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნამ და გაძლიერებამ შეაჩერა მათი წინსვლა აღმოსავლეთით. XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან მოსკოვ-ლიტვის ომების (1500-1503, 1507-1508, 1512-1522, 1534-1537) შედეგად, ლიტვის დიდმა სამთავრომ დაკარგა სმოლენსკი, ჩერნიგოვი, ბრიანსკი, ნოვგოროდ-სევერსკი და დღევანდელი რუსეთის სხვა მიწები. ქვეყანაში კლასობრივი ბრძოლის გამწვავებამ და ლივონიის ომში წარუმატებლობამ განაპირობა ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანება პოლონეთთან 1569 წელს ლუბლინის უნიით, რომელსაც რეჩ პოსპოლიტა ეწოდა.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება