დაშთე-ქევირი
დაშთე-ქევირი აგრეთვე ცნობილი როგორც მარილის დიდი უდაბნო — უდაბნო ირანის პლატოს შუა ნაწილში. მისი სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია, ხოლო სიგანე 320 კმ, საერთო ფართობი შეადგენს 77,600 კმ²-ს და წარმოადგენს მსოფლიოს სიდიდით 23-ე უდაბნოს.[1] გადაჭიმულია ელბურსის მთებიდან ჩრდილო-დასავლეთით დაშთე-ლუთის უდაბნომდე და მოქცეულია ირანის პროვინციებს - ხორასანს, სემნანს, თეირანს და იაზდს შორის.
ჰავა ძალიან მკაცრია, ნალექები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ტემპერატურა ზაფხულში 50 °C-ს აღწევს, ხოლო იანვრის საშუალო ტემპერატურა 22 °C-ია. დღე-ღამის განმავლობაში, ტემპერატურა შესაძლოა 70 °C-ით შეიცვალოს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Wright, John W. (ed.); Editors and reporters of The New York Times (2006). The New York Times Almanac, 2007, New York, New York: Penguin Books, გვ. 456. ISBN 0-14-303820-6.